არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
არჩილ თალაკვაძე - 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება არ იყო
19:37 14-06-2018
 არჩილ თალაკვაძე - 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება არ იყო 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება არ იყო, - ასეთი განმარტება უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, მამუკა ბახტაძემ 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა“ 20 ათასი ლარის ოდენობით დააფინანსა.

“რამდენადაც ვიცი, ამ თემასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ ამომწურავი განმარტება გააკეთა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ დაფინანსებას კერძო სექტორზე, კერძო კომპანიებზე ზეწოლით აგროვებდა. ხშირ შემთხვევაში ისე ხდებოდა, რომ კომპანიის წარმომადგენლები პირადად საქმის კურსში არც კი იყვნენ და ხდებოდა კომპანიებისგან თანხების მიმართვა იმგვარად, რომ ადამიანის გადაწყვეტილება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით იგნორირებული იყო. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოში, არჩევნების წინ მამუკა ბახტაძემ “ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ათასი ლარი შესწირა.
“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ბახტაძე დღეს პრემირ-მინისტრის პოსტზე წარადგინა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძის კაბინეტის ფორმირების საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართება
მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს. კონსულტაციები 16:00 საათზეა ჩანიშნული და მის ფარგლებში
დავით ჭიჭინაძე - თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე
თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე,
დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის
დავით ზალკალიანი - ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის,
მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდა და პირადად გადაუხადა მადლობა ფინანსთა მინისტრის
იოჰანეს ჰანი და მარია გაბრიელი მინსკში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ხვალ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს მოუსმენს
ხვალ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც დაღუპული
ანრი ოხანაშვილი - სტრუქტურული ცვლილებები დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა გამოიწვიოს
როგორი სტრუქტურული ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, ეს დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა.
გიგი წერეთელმა ეუთო-ს ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის