არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
მამუკა მდინარაძე მამუკა ბახტაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაზე - ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როცა ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა
19:56 14-06-2018
 მამუკა მდინარაძე მამუკა ბახტაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაზე - ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როცა ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში თავად მამუკა ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია - ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როცა ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა, - ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, ბახტაძემ 2012 წლის აგვისტოში, “ნაციონალური მოძრაობა“ 20 ათასი ლარის ოდენობით დააფინანსა.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს უხერხულობა შეიქმნა მაშინ, როცა ბახტაძე მინისტრად ინიშნებოდა, მაგრამ მან ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.
“მე ვერ გეტყვით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა ზოგადი ინფორმაცია მაქვს. ეს საკითხი აქტუალური ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა ბახტაძე მინისტრად ინიშნებოდა. ალბათ გახსოვთ “ნაციონალური მოძრაობის“ ის საშინელი სქემა, როდესაც კომპანიების დირექტორების სახელით ისინი რიცხავდნენ ხოლმე თანხებს “ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე და ამაში მათ მონაცემებს იყენებდნენ. როგორც მახსოვს, “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში თავად ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია და ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოში, არჩევნების წინ მამუკა ბახტაძემ “ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ათასი ლარი შესწირა.
“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ბახტაძე დღეს პრემირ-მინისტრის პოსტზე წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძის კაბინეტის ფორმირების საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართება
მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს. კონსულტაციები 16:00 საათზეა ჩანიშნული და მის ფარგლებში
დავით ჭიჭინაძე - თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე
თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე,
დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის
დავით ზალკალიანი - ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის,
მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდა და პირადად გადაუხადა მადლობა ფინანსთა მინისტრის
იოჰანეს ჰანი და მარია გაბრიელი მინსკში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ხვალ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს მოუსმენს
ხვალ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც დაღუპული
ანრი ოხანაშვილი - სტრუქტურული ცვლილებები დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა გამოიწვიოს
როგორი სტრუქტურული ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, ეს დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა.
გიგი წერეთელმა ეუთო-ს ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის