არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
22-07-2018
მამუკა ბახტაძე - აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია
16:05 19-06-2018
მამუკა ბახტაძე - აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია იმისთვის, რომ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ბახტაძე ამ წუთებში დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ აცნობს.

“მე ნამდვილად არ მსურს, რომ ჩემი დღევანდელი შეხვედრა იყოს მონოტონურ რეჟიმში და სავსე მხოლოდ პოლიტიკური პოსტულატებით. ჩემი სურვილია, რომ კიდევ ერთხელ, თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად გავიაზროთ თუ რა გამოწვევებია დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე და რა უნდა იყოს ჩვენი ამოცანები, მიზნები და პოლიტიკა, რომ ამ გამოწვევებს ადეკვატურად და ეფექტურად ვუპასუხოთ. მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ჩემი შეხედულებით, იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია. საჭიროა იმდაგვარი მოდერნიზაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ უფრო ოპერატიულები ჩვენს გადაწყვეტილებებში, უფრო ეფექტურები და რაც მთავარია ვიყოთ ეფექტურები იმაში, რომ ვიდრე ამ გადაწყვეტილებიდან მიღებული სიკეთე მივა მოქალაქემდე, ეს დრო მაქსიმალურად იყოს დამოკლებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება აქტიური პოლიტიკა რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოქნილი, მაგრამ ამავე დროს მცირე ზომის სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ამოცანის შესრულებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით დონდუა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჟენევის მოლაპარაკებებზე ესაუბრა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა ჟენევის
გიგი უგულავა - ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით კი არ ივლის, არამედ, მისი ვიზიტები დაკავშირებული იქნება ახალ ინვესტიციებთან
ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით კი არ ივლის, არამედ, მისი ყოველი ვიზიტი დაკავშირებული იქნება ახალი
დავით ბაქრაძე- საქართველოს მომავალი გადის პრეზიდენტზე, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება
საქართველოს აუცილებლად სჭირდება უკეთესი და უფრო საიმედო ხვალინდელი დღე და ამისთვის აუცილებელია ცვლილებები, ოღონდ ქვეყანას სჭირდება
დავით ბაქრაძე - თუ საზოგადოება ნდობას გამომიცხადებს, საპარლამენტო გუნდთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ პენსიის გაზრდას
თუ საზოგადოება ნდობას გამომიცხადებს, საზოგადოების ნდობასთან და საპარლამენტო გუნდთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ პენსიის გაზრდას, - ამის შესახებ
დავით ბაქრაძე - საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად, წინ წაიყვანს ქვეყანას
საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად, ერთიანად წაიყვანს წინ მთელ ქვეყანას, - ამის შესახებ პარტია „ევროპული
გიგა ბოკერია - საქართველოს წინსვლას სჭირდება ივანიშვილის გუნდის მარცხი და „ევროპული საქართველოს“ გამარჯვება
საქართველოს წინსვლას სჭირდება ბიძინა ივანიშვილის გუნდის მარცხი და „ევროპული საქართველოს“ გამარჯვება. გამარჯვებას ძლიერი გუნდი და ძლიერი კანდიდატი
გიგი უგულავა - ჩვენი პოლიტიკური თაობის მოვალეობაა, ივანიშვილი გავისტუმროთ რყევებისა და ქვეყნის გადაჩეხვის გარეშე
ჩვენი პოლიტიკური თაობის მოვალეობა და ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილი გავისტუმროთ რყევებისა და ქვეყნის გადაჩეხვის გარეშე, - ამის შესახებ „ევროპული
„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. დავით ბაქრაძის კანდიდატურის დასახლების ღონისძიება
ირაკლი კობახიძე - თანამდებობა, რომელიც გიორგი მღებრიშვილს ეკავა, პოლიტიკური თანამდებობა არ არის
თანამდებობა, რომელიც გიორგი მღებრიშვილს ეკავა, არ არის პოლიტიკური თანამდებობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი
ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტი სესიიდან სესიამდე ძლიერდება
პარლამენტი ძლიერდება სესიიდან სესიამდე, განსაკუთრებით, საზედამხედველო ფუნქციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.