არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
მამუკა ბახტაძე მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას გეგმავს
16:08 19-06-2018
მამუკა ბახტაძე მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას გეგმავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას გეგმავს.

ბახტაძის თქმით, სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა ქვეყნის ეკონომიკას მშპ-ის 3,9%-ზე მეტი არ უნდა უჯდებოდეს.

„მსურს განმარტება გავაკეთო მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებით, რათა მოსახლეობას ჰქონდეს კარგი სურათი, თუ რას ნიშნავს ეს. მცირე ზომის მთავრობა ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკაში მის მცირე წილს. ჩვენ ამ მიმართულებით გვქონდა პროგრესი, რომ შევამცირეთ ეს წილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ქვეყნის ბიუროკრატია და მმართველობითი ორგანოები უნდა იყოს იმ ზომის, რაც აუცილებელია კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კონკრეტული ამოცანები და კონკრეტული პროგრამა. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომ გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ეფექტურად, ოპერატიულად და რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან იმ დღემდე, როდესაც ჩვენი მოქალაქე იგრძობს ამ გადაწყვეტილების შედეგად მიღებულ სერვისს ან სიკეთეს, დრო იყოს მაქსიმალურად შემცირებული. ჩვენ არცერთ ფუნქციას არ დავაკნინებთ. პირიქით, სამინისტროების შერწყმა განხორციელდება ორგანულად, ფუნქციების და ამოცანების მიხედვით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყნის ეკონომიკას სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა არ უჯდებოდეს ძალიან ძვირი და აქედან გამომდინარე შემოგვაქვს მაქსიმალური ზღვარი - ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,9%, რაც თანხაში ნიშნავს, რომ იმ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს, ეს საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით 100-120 მილიონი ლარი გამოვათავისუფლოთ თავისუფალი რესურსის სახით და მივმართოთ იმ სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის განათლების მიმართულებაზე, რომელიც უფრო დიდი პრიორიტეტია“, - განაცხადა ბახტაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ზაქარია ქუცნაშვილი - არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა
არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ქართული ოცნების“
 დავით ჭიჭინაძე - “ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!
“ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა
 ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ლაილა ომარ გადისთან
 თამარ ჩუგოშვილი - კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებაში“ და უმრავლესობაში არ არის
კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებაში“ და უმრავლესობაში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა
 რომან გოცირიძე - დავით ჭიჭინაძის, ერთ-ერთი აქტიური დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა სერიოზული დარტყმაა პარლამენტის იმიჯისათვის
დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილის დევნის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია
 იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებას მხარს უჭერს და ირწმუნება, რომ მომავალში საქართველო ალიანსს შეუერთდება.
 მამუკა ბახტაძე - ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება
ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“
 მამუკა ბახტაძე - მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში
მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების
 გედევან ფოფხაძე - შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება
თუკი პარტიაში ყოფნის სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს, არ მგონია, ასეთ პარტიაში დარჩენის სურვილი ბევრს
 დავით ჭიჭინაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ნდობა რომ დაკარგა, იმ ადამიანთა დამსახურებაა, ვინც პარტიიდან ჩემი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
„ქართული ოცნება“ არის ქართველი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი, მე მათთან ვერავინ დამაშორებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია