არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტი ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას გმობს
12:58 29-06-2018
სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტი ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას გმობს სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„რამდენიმე დღის წინ სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ გენერალური სამდივნოს სხდომის ფარგლებში, ჩვენ გავმართეთ შეხვედრა საქართველოს ელჩთან საუდის არაბეთში, სადაც ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებზე და „წითელ ხაზებზე“, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. ეს პრინციპებია: ერთიანობა, სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სირიელი ხალხის ერთობა. გვსურს, რომ ეს პრინციპები იყოს დაცული როგორც ჩვენს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „აღიარებას”, - განაცხადა ნასრ ალ-ჰარირიმ.

„უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტი“ აერთიანებს სირიის ოპოზიციურ ძალებს. კომიტეტი ჩართულია გაეროს ხელმძღვანელობით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

ამ საკითხე კომენტარი გააკეთა საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში. როგორც გიორგი ჯანჯღავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სირიის ოპოზიციური გაერთიანების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ფონზე.

„ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სირიის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამავდროულად არის გაეროს ეგიდით მთავარი მომლაპარაკებელი. ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი რეაგირება. საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო თანამეგობრობასთან არაღიარების პოლიტიკის გამყარებასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერაში. სირიის ოპოზიციის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება არის ჩვენი აქტიური და ეფექტიანი მუშაობის შედეგი“, - განუცხადა ჯანჯღავამ „ინტერპრესნიუსს“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში UNESCAP-ის ფორუმს თავმჯდომარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავ ორგანოებს თუ აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას
სამართალდამცავ ორგანოებს თუ აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ
დავით სერგეენკო საპრეზიდენტო კანდიდატურაზე - ჩემთან არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს
ვადასტურებ იმას, რომ ამ წუთის მდგომარეობით, ჩემთან არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით,
კახა კალაძე - მცდარია დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ საზოგადოებამ აირჩია ქალაქის მერი, მთავრობა და ისინი მიხედავენ ყველაფერს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მცდარია დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ საზოგადოებამ აირჩია ქალაქის მერი და ის მიხედავს ყველაფერს.
ნატალი საბანაძე - პრემიერ-მინისტრი თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს, რაც კარგად არის აღქმული ბრიუსელში
პრემიერ-მინისტრი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს. ეს კარგად არის აღქმული ბრიუსელში,
ალექსანდრე მაისურაძე - პრემიერს საშუალება ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში
აღსანიშნავია, რომ სამიტის დასრულებიდან ერთი კვირაც არ არის გასული და ქართული მხარე უკვე იწყებს კონკრეტული ნაბიჯების და წინადადებების შემუშავებას
მამუკა მდინარაძე - ნებისმიერი ადამიანი, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი, ვალდებულია, გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს
ნებისმიერი ადამიანი, ვისი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს ის, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი, ვალდებულია
რამაზ საყვარელიძე - გრიგოლ ვაშაძე თავისი მოღვაწეობით პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, თუმცა მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ფონზე ნაკლები შანსი აქვს
გრიგოლ ვაშაძე ბევრ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს თავისი მოღვაწეობით, თუმცა მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ
ირაკლი კობახიძე - პარლამენტს აქვს ამბიცია, რომ გახდეს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული ორგანო
ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში განვითარების თვალსაზრისით და ეს იმის დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ვართ დაფუძნებული დემოკრატიის და სამართლებრივი
ოთარ კახიძე - პროკურატურას აქამდე უნდა გადაედგა ნაბიჯები და არ უნდა დაეწყო ლოდინი, როდის ჩამოიშორებდნენ გუნდიდან ამა თუ იმ წევრს
პროკურატურას სერიოზული რეაგირება მართებს, მაგრამ ამავე დროს, საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ადგილი აქვს რაიმე ტიპის