არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ეკატერინე მიქაბაძე - ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია ის რეფორმები და ღონისძიებები, რაც მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ ტარდება
20:20 12-07-2018
 ეკატერინე მიქაბაძე - ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია ის რეფორმები და ღონისძიებები, რაც მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ ტარდება ჭარბვალიანობა საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის შემთხვევაში მოქალაქეს არ აქვს საშუალება, სრულფასოვნად ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობაში და შესაბამისად, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით სასტუმრო „რადისონში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები იყო შეხვედრის თემა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ეკონომიკის დარგის ექსპერტებმა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ჭარბვალიანობის პრობლემის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. ეკა მიქაბაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანია ის რეფორმები და ღონისძიებები, რაც მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ ტარდება, მათ შორის პრუდენციული რეგულაციები.
„როგორც მოგეხსენებათ, მრავალი პრუდენციული რეგულაცია გატარდა, რაც ამ პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს, თუმცა, ჭარბვალიანობა კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ღონისძიებების განგრძობას საჭიროებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი ინფორმაციით, პრუდენციული რეგულირება იქნება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და ის ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვან ზარალს არ მიაყენებს.
„საჭიროა, ამ საკითხს ფართო ჭრილში შევხედოთ - ის ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, ეკონომიკურ აქტივობაში მონაწილეობას ვერ იღებენ - პრობლემა ორი მხრივ იქმნება, შესაბამისად, შემცირდება უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე - მცდარია დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ საზოგადოებამ აირჩია ქალაქის მერი, მთავრობა და ისინი მიხედავენ ყველაფერს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მცდარია დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ საზოგადოებამ აირჩია ქალაქის მერი და ის მიხედავს ყველაფერს.
ნატალი საბანაძე - პრემიერ-მინისტრი თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს, რაც კარგად არის აღქმული ბრიუსელში
პრემიერ-მინისტრი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს. ეს კარგად არის აღქმული ბრიუსელში,
ალექსანდრე მაისურაძე - პრემიერს საშუალება ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში
აღსანიშნავია, რომ სამიტის დასრულებიდან ერთი კვირაც არ არის გასული და ქართული მხარე უკვე იწყებს კონკრეტული ნაბიჯების და წინადადებების შემუშავებას
მამუკა მდინარაძე - ნებისმიერი ადამიანი, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი, ვალდებულია, გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს
ნებისმიერი ადამიანი, ვისი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს ის, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი, ვალდებულია
რამაზ საყვარელიძე - გრიგოლ ვაშაძე თავისი მოღვაწეობით პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, თუმცა მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ფონზე ნაკლები შანსი აქვს
გრიგოლ ვაშაძე ბევრ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს თავისი მოღვაწეობით, თუმცა მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ
ირაკლი კობახიძე - პარლამენტს აქვს ამბიცია, რომ გახდეს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული ორგანო
ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში განვითარების თვალსაზრისით და ეს იმის დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ვართ დაფუძნებული დემოკრატიის და სამართლებრივი
ოთარ კახიძე - პროკურატურას აქამდე უნდა გადაედგა ნაბიჯები და არ უნდა დაეწყო ლოდინი, როდის ჩამოიშორებდნენ გუნდიდან ამა თუ იმ წევრს
პროკურატურას სერიოზული რეაგირება მართებს, მაგრამ ამავე დროს, საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ადგილი აქვს რაიმე ტიპის
დეიმონ ვილსონი - უსაფრთხოების არარსებობა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში არის ის, რამაც რუსეთს მათი ტერიტორიების ოკუპირებისკენ უბიძგა
უსაფრთხოების არარსებობა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში არის სწორედ ის, რამაც რუსეთს მათი ტერიტორიების ოკუპირებისა და ანექსიისკენ უბიძგა,
დავით ზალკალიანი - ძლიერი საქართველო რეგიონში სტაბილურობის გარანტია
ძლიერი საქართველო სტაბილურობის გარანტია რეგიონში და ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მეზობლად ჰყავდეს ქვეყანა განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუტებით,
მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატება დიდწილად ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება
საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატება დიდწილად ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება და იმ ძალისხმევის შედეგია,