არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
გიორგი მარგველაშვილი - ნატოს სამიტზე მიღებული დეკლარაცია ფაქტობრივად არის სამოქმედო გეგმა იმ წერტილიდან, სადაც ვართ, ნატოს წევრობამდე
20:39 12-07-2018
 გიორგი მარგველაშვილი - ნატოს სამიტზე მიღებული დეკლარაცია ფაქტობრივად არის სამოქმედო გეგმა იმ წერტილიდან, სადაც ვართ, ნატოს წევრობამდე ამ სამიტზე ჩვენს ქვეყანას პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მეთაურების დონეზე მიგვეღო დეკლარაცია, რომელიც ფაქტობრივად არის სამოქმედო გეგმა იმ წერტილიდან, სადაც ვართ, ნატოს წევრობამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ნათლადაა განსაზღვრული, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და სანამ ეს მოხდება, ნატოს შემადგენელი ქვეყნების ლიდერები მხარდაჭერის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებაზე თანხმდებიან.

„რა არის უმნიშვნელოვანესი ამ დეკლარაციაში? ნატოს წევრი 29 ქვეყნის მიერ აღიარებულია, რომ რუსეთი არის აგრესორი და მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. მითითებულია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ამ რეალობის აღიარების პარალელურად, არის ნათლად განსაზღვრული, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. და მესამე მომენტი, სანამ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მხარდაჭერის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებაზე თანხმდებიან ნატოს შემადგენელი ქვეყნების ლიდერები.
შემიძლია გითხრათ, რომ იგივე სულისკვეთება დადასტურდა ჩვენს ორმხრივ შეხვედრებზეც, სადაც კონკრეტულად ვილაპარაკეთ, რა ფორმით და რა ინტენსივობით გაიზრდება ნატოს მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით და როგორ იქნებიან სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ინტენსიური წვრთნებისა და საქართველოში წარმოდგენის ფორმით, უფრო აქტიურად ჩართული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტექსტი, რომელიც ავსებს საქართველოს თემას, ეს არის შავი ზღვის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თემა. ეს არის კიდევ ერთხელ წამოწეული, ხაზგასმული და აქაც საქართველო არის მოწვეული, რომ ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, მიღწევები, რომელიც საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე აქვს, არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. „ასეთი ფონით, ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი ქვეყანა იმ ფონზე და იმ საკითხების ჭრილში, რაც ზოგადად დღეს ალიანსისთვის არის თემა, ანუ ტვირთის სამართლიანი გაზიარების საკითხი, ამ ნაწილში საქართველო იყო მხრებში გაშლილი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავისი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე მიმართავს. ამ თანხის 20%-ს მიმართავს შეიარაღების შეძენაზე, რაც არის ის სტანდარტები, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის არის დადგენილი. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც უაღრესი პასუხისმგებლობა აჩვენა, როდესაც საკითხი ეხება გლობალურ უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ 870 სამხედროთი ჩვენი ყოფნა ავღანეთში არის ის სტანდარტი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს, როდესაც საქმე ეხება სულ მოსახლეზე გათვლას. საქართველო ამ შემთხვევაში არის ლიდერი, ხოლო არაწევრი ქვეყნების თვალსაზრისით რაოდენობითაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია, როდესაც ვსაუბრობთ მომავალზე, ავღანეთის უსაფრთხოებაზე და იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩვენი სამხედროები ატარებენ. მინდა მათ მადლობა ვუთხრა იქიდან გამომდინარე, რომ მათი გმირობის შედეგია ის მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე - მცდარია დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ საზოგადოებამ აირჩია ქალაქის მერი, მთავრობა და ისინი მიხედავენ ყველაფერს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მცდარია დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ საზოგადოებამ აირჩია ქალაქის მერი და ის მიხედავს ყველაფერს.
ნატალი საბანაძე - პრემიერ-მინისტრი თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს, რაც კარგად არის აღქმული ბრიუსელში
პრემიერ-მინისტრი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს. ეს კარგად არის აღქმული ბრიუსელში,
ალექსანდრე მაისურაძე - პრემიერს საშუალება ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში
აღსანიშნავია, რომ სამიტის დასრულებიდან ერთი კვირაც არ არის გასული და ქართული მხარე უკვე იწყებს კონკრეტული ნაბიჯების და წინადადებების შემუშავებას
მამუკა მდინარაძე - ნებისმიერი ადამიანი, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი, ვალდებულია, გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს
ნებისმიერი ადამიანი, ვისი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს ის, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი, ვალდებულია
რამაზ საყვარელიძე - გრიგოლ ვაშაძე თავისი მოღვაწეობით პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, თუმცა მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ფონზე ნაკლები შანსი აქვს
გრიგოლ ვაშაძე ბევრ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს თავისი მოღვაწეობით, თუმცა მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ
ირაკლი კობახიძე - პარლამენტს აქვს ამბიცია, რომ გახდეს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული ორგანო
ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში განვითარების თვალსაზრისით და ეს იმის დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ვართ დაფუძნებული დემოკრატიის და სამართლებრივი
ოთარ კახიძე - პროკურატურას აქამდე უნდა გადაედგა ნაბიჯები და არ უნდა დაეწყო ლოდინი, როდის ჩამოიშორებდნენ გუნდიდან ამა თუ იმ წევრს
პროკურატურას სერიოზული რეაგირება მართებს, მაგრამ ამავე დროს, საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ადგილი აქვს რაიმე ტიპის
დეიმონ ვილსონი - უსაფრთხოების არარსებობა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში არის ის, რამაც რუსეთს მათი ტერიტორიების ოკუპირებისკენ უბიძგა
უსაფრთხოების არარსებობა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში არის სწორედ ის, რამაც რუსეთს მათი ტერიტორიების ოკუპირებისა და ანექსიისკენ უბიძგა,
დავით ზალკალიანი - ძლიერი საქართველო რეგიონში სტაბილურობის გარანტია
ძლიერი საქართველო სტაბილურობის გარანტია რეგიონში და ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მეზობლად ჰყავდეს ქვეყანა განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუტებით,
მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატება დიდწილად ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება
საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატება დიდწილად ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება და იმ ძალისხმევის შედეგია,