არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ლევან დოლიძე - სამიტისთვის მზადება მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა, ამიტომ არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ ამ სამიტზე გადაიდგმებიოდა გადამწყვეტი ნაბიჯები საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით
22:45 12-07-2018
 ლევან დოლიძე - სამიტისთვის მზადება მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა, ამიტომ არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ ამ სამიტზე გადაიდგმებიოდა გადამწყვეტი ნაბიჯები საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ სამიტისთვის მზადება მნიშვნელოვანი გამოწვევების, მათ შორის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში მკაფიოდ გამოკვეთილი სირთულეების ფონზე მიმდინარეობდა, არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ ამ სამიტზე გადაიდგმებიოდა გადამწყვეტი ნაბიჯები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა, ნატოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლევან დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შედგა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან. „ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო აქტუალურად დგას ნატოს დღის წესრიგში და საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამ მიმართულებით“, - განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე - შეიძლება თუ არა გარკვეულწილად წარუმატებლობად შევაფასოთ სამიტის შედეგი, იმ მოლოდინების ფონზე, რომ საქართველოს გაეხსნებოდა MAP-ის გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა? დოლიძემ უპასუხა: „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ჩანაწერი ამ სამიტზე არ გაჩენილა. იგივე ჩანაწერი არსებობდა ვარშავის 2016 წლის ნატოს სამიტის დეკლარაციაშიც. მეტიც, მას შემდეგ, რაც ნატომ 2008 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ყოველ სამიტზე კეთდებოდა მინიშნება „მაპის“ საჭიროებაზე. თუმცა 2014 წლის სამიტზე, საქართველოსთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მინიჭების შემდეგ, ნატო მუდმივად უსვამს ხაზს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს ალიანსის წევრობისათვის. შესაბამისად, საქართველოსთვის „მაპს“ ამ ეტაპზე უკვე აქვს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა და მისი მინიჭების გადაწყვეტილება მიღებულ იქნება მაშინ, როდესაც მომწიფდება მზაობა საქართველოს გაწევრიანების შესახებ“.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, საქართველომ იზრუნოს უსაფრთხოების მექანიზმების მაქსიმალურად გაძლერებაზე, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაზე, ასევე, ნატოს წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრლომობის გაღრმავებაზე.

„ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, აგრეთვე საქართველოს გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო გარანტიებით განისაზღვროს თავდაცვის ბიუჯეტის მინიმალური ოდენობა (მინიმუმ GDP-2%), სრულ თანხვედრაშია იმ მოთხოვნებთან, რომელსაც აშშ ევროპის სახელმწიფოებს უყენებს. ამასთან, სასურველია, ჩვენ გვქონდეს სწორი მოლოდინები ამ პროცესებთან მიმართებით და მოქალაქეებთან ეფექტიანი კომუნიკაციით თავიდან ავირიდოთ იმედების გაცრუება“, - განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ სამწუხაროდ, მხოლოდ დიპლომატიის ძალისხმევაზე ხშირად არ არის დამოკიდებული კონკრეტული შედეგების მიღწევა და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის გეოპოლიტიკური პროცესები, რომელიც მსოფლიოში ვითარდება.

„ამ შემთხვევაში ნამდვილად რთულ ვითარებაში გვიწევდა ჩვენი პოზიციების ადვოკატირება. შესაბამისად, ყოველთვის დიპლომატიის დადანაშაულება მართებულად არ მიმაჩნია. ასევე მნიშვნელოვანია, არ აღმოვჩნდეთ თვითკმაყოფილებაში და ვიფიქროთ ძალისხმევის მუდმივად გაძლიერებაზე, აგრეთვე იმ კრეატიულ ნაბიჯებზე, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევაში დაგვეხმარება.

უაღრესად მნიშვნელოვანია გადაილახოს ის გამოწვევები, რომელიც დღეს ალიანსის წინაშე დგას. ეს შედის როგორც ევროპული ქვეყნების, ასევე თავად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. იმედი მაქვს, ეტაპრობივად დაიწყება სამიზტე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც მხოლოდ გააუმჯობესებს გლობალური უსაფრთხოების გარემოს“, - აღნიშნა დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როდესაც დაიბრალა მთავრობის თავმჯდომარის შერჩევა
პრეზიდენტმა პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როდესაც თავის თავზე დაიბრალა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შერჩევა,
ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში UNESCAP-ის ფორუმს თავმჯდომარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავ ორგანოებს თუ აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას
სამართალდამცავ ორგანოებს თუ აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ
დავით სერგეენკო საპრეზიდენტო კანდიდატურაზე - ჩემთან არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს
ვადასტურებ იმას, რომ ამ წუთის მდგომარეობით, ჩემთან არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით,
კახა კალაძე - მცდარია დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ საზოგადოებამ აირჩია ქალაქის მერი, მთავრობა და ისინი მიხედავენ ყველაფერს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მცდარია დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ საზოგადოებამ აირჩია ქალაქის მერი და ის მიხედავს ყველაფერს.
ნატალი საბანაძე - პრემიერ-მინისტრი თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს, რაც კარგად არის აღქმული ბრიუსელში
პრემიერ-მინისტრი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს. ეს კარგად არის აღქმული ბრიუსელში,
ალექსანდრე მაისურაძე - პრემიერს საშუალება ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში
აღსანიშნავია, რომ სამიტის დასრულებიდან ერთი კვირაც არ არის გასული და ქართული მხარე უკვე იწყებს კონკრეტული ნაბიჯების და წინადადებების შემუშავებას
მამუკა მდინარაძე - ნებისმიერი ადამიანი, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი, ვალდებულია, გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს
ნებისმიერი ადამიანი, ვისი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს ის, არის ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი, ვალდებულია
რამაზ საყვარელიძე - გრიგოლ ვაშაძე თავისი მოღვაწეობით პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, თუმცა მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ფონზე ნაკლები შანსი აქვს
გრიგოლ ვაშაძე ბევრ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს თავისი მოღვაწეობით, თუმცა მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ
ირაკლი კობახიძე - პარლამენტს აქვს ამბიცია, რომ გახდეს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული ორგანო
ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში განვითარების თვალსაზრისით და ეს იმის დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ვართ დაფუძნებული დემოკრატიის და სამართლებრივი