არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ლევან დოლიძე - სამიტისთვის მზადება მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა, ამიტომ არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგმებოდა
08:39 13-07-2018
ლევან დოლიძე - სამიტისთვის მზადება მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა, ამიტომ არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგმებოდა გამომდინარე იქიდან, რომ სამიტისთვის მზადება მნიშვნელოვანი გამოწვევების, მათ შორის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში მკაფიოდ გამოკვეთილი სირთულეების ფონზე მიმდინარეობდა, არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ ამ სამიტზე გადაიდგმებიოდა გადამწყვეტი ნაბიჯები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა, ნატოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლევან დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შედგა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან. „ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო აქტუალურად დგას ნატოს დღის წესრიგში და საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამ მიმართულებით“, - განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე - შეიძლება თუ არა გარკვეულწილად წარუმატებლობად შევაფასოთ სამიტის შედეგი, იმ მოლოდინების ფონზე, რომ საქართველოს გაეხსნებოდა MAP-ის გარეშე ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა? დოლიძემ უპასუხა: „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ჩანაწერი ამ სამიტზე არ გაჩენილა. იგივე ჩანაწერი არსებობდა ვარშავის 2016 წლის ნატოს სამიტის დეკლარაციაშიც. მეტიც, მას შემდეგ, რაც ნატომ 2008 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ყოველ სამიტზე კეთდებოდა მინიშნება „მაპის“ საჭიროებაზე. თუმცა 2014 წლის სამიტზე, საქართველოსთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მინიჭების შემდეგ, ნატო მუდმივად უსვამს ხაზს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს ალიანსის წევრობისათვის. შესაბამისად, საქართველოსთვის „მაპს“ ამ ეტაპზე უკვე აქვს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა და მისი მინიჭების გადაწყვეტილება მიღებულ იქნება მაშინ, როდესაც მომწიფდება მზაობა საქართველოს გაწევრიანების შესახებ“.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, საქართველომ იზრუნოს უსაფრთხოების მექანიზმების მაქსიმალურად გაძლერებაზე, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაზე, ასევე, ნატოს წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრლომობის გაღრმავებაზე.

„ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, აგრეთვე საქართველოს გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო გარანტიებით განისაზღვროს თავდაცვის ბიუჯეტის მინიმალური ოდენობა (მინიმუმ GDP-2%), სრულ თანხვედრაშია იმ მოთხოვნებთან, რომელსაც აშშ ევროპის სახელმწიფოებს უყენებს. ამასთან, სასურველია, ჩვენ გვქონდეს სწორი მოლოდინები ამ პროცესებთან მიმართებით და მოქალაქეებთან ეფექტიანი კომუნიკაციით თავიდან ავირიდოთ იმედების გაცრუება“, - განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ სამწუხაროდ, მხოლოდ დიპლომატიის ძალისხმევაზე ხშირად არ არის დამოკიდებული კონკრეტული შედეგების მიღწევა და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის გეოპოლიტიკური პროცესები, რომელიც მსოფლიოში ვითარდება.
„ამ შემთხვევაში ნამდვილად რთულ ვითარებაში გვიწევდა ჩვენი პოზიციების ადვოკატირება. შესაბამისად, ყოველთვის დიპლომატიის დადანაშაულება მართებულად არ მიმაჩნია. ასევე მნიშვნელოვანია, არ აღმოვჩნდეთ თვითკმაყოფილებაში და ვიფიქროთ ძალისხმევის მუდმივად გაძლიერებაზე, აგრეთვე იმ კრეატიულ ნაბიჯებზე, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევაში დაგვეხმარება.

უაღრესად მნიშვნელოვანია გადაილახოს ის გამოწვევები, რომელიც დღეს ალიანსის წინაშე დგას. ეს შედის როგორც ევროპული ქვეყნების, ასევე თავად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. იმედი მაქვს, ეტაპრობივად დაიწყება სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც მხოლოდ გააუმჯობესებს გლობალური უსაფრთხოების გარემოს“, - აღნიშნა დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ზაქარია ქუცნაშვილი - არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა
არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ქართული ოცნების“
 დავით ჭიჭინაძე - “ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!
“ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა
 ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ლაილა ომარ გადისთან
 თამარ ჩუგოშვილი - კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებაში“ და უმრავლესობაში არ არის
კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებაში“ და უმრავლესობაში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა
 რომან გოცირიძე - დავით ჭიჭინაძის, ერთ-ერთი აქტიური დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა სერიოზული დარტყმაა პარლამენტის იმიჯისათვის
დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილის დევნის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია
 იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებას მხარს უჭერს და ირწმუნება, რომ მომავალში საქართველო ალიანსს შეუერთდება.
 მამუკა ბახტაძე - ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება
ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“
 მამუკა ბახტაძე - მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში
მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების
 გედევან ფოფხაძე - შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება
თუკი პარტიაში ყოფნის სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს, არ მგონია, ასეთ პარტიაში დარჩენის სურვილი ბევრს
 დავით ჭიჭინაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ნდობა რომ დაკარგა, იმ ადამიანთა დამსახურებაა, ვინც პარტიიდან ჩემი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
„ქართული ოცნება“ არის ქართველი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი, მე მათთან ვერავინ დამაშორებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია