არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
გიორგი მარგველაშვილი - ნატოს სამიტზე მიღებული დეკლარაცია ფაქტობრივად არის სამოქმედო გეგმა იმ წერტილიდან, სადაც ვართ, ნატოს წევრობამდე
08:41 13-07-2018
გიორგი მარგველაშვილი - ნატოს სამიტზე მიღებული დეკლარაცია ფაქტობრივად არის სამოქმედო გეგმა იმ წერტილიდან, სადაც ვართ, ნატოს წევრობამდე ამ სამიტზე ჩვენს ქვეყანას პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მეთაურების დონეზე მიგვეღო დეკლარაცია, რომელიც ფაქტობრივად არის სამოქმედო გეგმა იმ წერტილიდან, სადაც ვართ, ნატოს წევრობამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ნათლადაა განსაზღვრული, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და სანამ ეს მოხდება, ნატოს შემადგენელი ქვეყნების ლიდერები მხარდაჭერის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებაზე თანხმდებიან.

„რა არის უმნიშვნელოვანესი ამ დეკლარაციაში? ნატოს წევრი 29 ქვეყნის მიერ აღიარებულია, რომ რუსეთი არის აგრესორი და მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. მითითებულია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ამ რეალობის აღიარების პარალელურად, არის ნათლად განსაზღვრული, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. და მესამე მომენტი, სანამ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მხარდაჭერის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებაზე თანხმდებიან ნატოს შემადგენელი ქვეყნების ლიდერები.

შემიძლია გითხრათ, რომ იგივე სულისკვეთება დადასტურდა ჩვენს ორმხრივ შეხვედრებზეც, სადაც კონკრეტულად ვილაპარაკეთ, რა ფორმით და რა ინტენსივობით გაიზრდება ნატოს მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით და როგორ იქნებიან სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ინტენსიური წვრთნებისა და საქართველოში წარმოდგენის ფორმით, უფრო აქტიურად ჩართული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტექსტი, რომელიც ავსებს საქართველოს თემას, ეს არის შავი ზღვის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თემა. ეს არის კიდევ ერთხელ წამოწეული, ხაზგასმული და აქაც საქართველო არის მოწვეული, რომ ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მიღწევები, რომელიც საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე აქვს, არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. „ასეთი ფონით, ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი ქვეყანა იმ ფონზე და იმ საკითხების ჭრილში, რაც ზოგადად დღეს ალიანსისთვის არის თემა, ანუ ტვირთის სამართლიანი გაზიარების საკითხი, ამ ნაწილში საქართველო იყო მხრებში გაშლილი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავისი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე მიმართავს. ამ თანხის 20%-ს მიმართავს შეიარაღების შეძენაზე, რაც არის ის სტანდარტები, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის არის დადგენილი. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც უაღრესი პასუხისმგებლობა აჩვენა, როდესაც საკითხი ეხება გლობალურ უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ 870 სამხედროთი ჩვენი ყოფნა ავღანეთში არის ის სტანდარტი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს, როდესაც საქმე ეხება სულ მოსახლეზე გათვლას. საქართველო ამ შემთხვევაში არის ლიდერი, ხოლო არაწევრი ქვეყნების თვალსაზრისით რაოდენობითაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია, როდესაც ვსაუბრობთ მომავალზე, ავღანეთის უსაფრთხოებაზე და იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩვენი სამხედროები ატარებენ. მინდა მათ მადლობა ვუთხრა იქიდან გამომდინარე, რომ მათი გმირობის შედეგია ის მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ზაქარია ქუცნაშვილი - არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა
არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ქართული ოცნების“
 დავით ჭიჭინაძე - “ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!
“ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა
 ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ლაილა ომარ გადისთან
 თამარ ჩუგოშვილი - კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებაში“ და უმრავლესობაში არ არის
კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებაში“ და უმრავლესობაში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა
 რომან გოცირიძე - დავით ჭიჭინაძის, ერთ-ერთი აქტიური დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა სერიოზული დარტყმაა პარლამენტის იმიჯისათვის
დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილის დევნის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია
 იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებას მხარს უჭერს და ირწმუნება, რომ მომავალში საქართველო ალიანსს შეუერთდება.
 მამუკა ბახტაძე - ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება
ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“
 მამუკა ბახტაძე - მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში
მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების
 გედევან ფოფხაძე - შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება
თუკი პარტიაში ყოფნის სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს, არ მგონია, ასეთ პარტიაში დარჩენის სურვილი ბევრს
 დავით ჭიჭინაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ნდობა რომ დაკარგა, იმ ადამიანთა დამსახურებაა, ვინც პარტიიდან ჩემი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
„ქართული ოცნება“ არის ქართველი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი, მე მათთან ვერავინ დამაშორებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია