არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
გიორგი მარგველაშვილი - ნატოს წევრობისთვის საქართველოს ტექნიკური რესურსები უკვე აქვს, დარჩენილია ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს შეთანხმება
08:42 13-07-2018
გიორგი მარგველაშვილი - ნატოს წევრობისთვის საქართველოს ტექნიკური რესურსები უკვე აქვს, დარჩენილია ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს შეთანხმება ტექნიკური რესურსები, რომლითაც ქვეყნის თავდაცვის რესურსები მზადდება ნატოს წევრობისთვის, საქართველოს ხელში უკვე აქვს, დარჩენილია პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული - ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო არ შეთანხმებულა საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სამოქმედო გეგმა - MAP ყველასთვის ერთია, ეს არის წევრობისთვის მომზადება, მაგრამ ბუნებრივია, სხხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა დონიდან იწყებდნენ, იმ მომზადების დონიდან, რომელიც მათ ჰქონდათ. MAP-ის შემადგენელი ორი კომპონენტია, ერთია, ტექნიკური რესურსები, რომლითაც ქვეყნის თავდაცვის რესურსები მზადდება ნატოს წევრობისთვის, მეორე არის ასევე MAP-ის შემადგენელი - პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განმარტა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში დაფიქსირებულია სპეციფიკა, რომ მომზადება, რომელიც ტექნიკურ მექანიზმებს გულისხმობს, ეს პირველი ნაწილი საქართველოს ხელში უკვე აქვს. „ამ კომპონენტის შესაბამისად ვვითარდებით, ამას ვახორციელებთ ვარშავის სამიტიდან მოყოლებული, ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი თავდაცვის რეფორმა და რომელიც არის ძალიან მაღალი ხარისხით შეფასებული.

მეორე შემადგენელი არის პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო არ შეთანხმებულა საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ რით არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე - ყველა ეს სახელმწიფო თანხმდება, რომ საქართველო არის ოკუპირებული, საქართველო გახდება ნატოს წევრი და ნატოს წევრად გახდომამდე მათ უნდა მოახდინონ კონტრიბუცია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და გაღრმავების საკითხში, რომ ჩვენ დღეიდან კიდევ უფრო დაცულები ვიყოთ და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის რესურსი იყოს კიდევ უფრო ამაღლებული“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ზაქარია ქუცნაშვილი - არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა
არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ქართული ოცნების“
 დავით ჭიჭინაძე - “ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!
“ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა
 ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ლაილა ომარ გადისთან
 თამარ ჩუგოშვილი - კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებაში“ და უმრავლესობაში არ არის
კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებაში“ და უმრავლესობაში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა
 რომან გოცირიძე - დავით ჭიჭინაძის, ერთ-ერთი აქტიური დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა სერიოზული დარტყმაა პარლამენტის იმიჯისათვის
დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილის დევნის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია
 იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებას მხარს უჭერს და ირწმუნება, რომ მომავალში საქართველო ალიანსს შეუერთდება.
 მამუკა ბახტაძე - ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება
ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“
 მამუკა ბახტაძე - მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში
მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების
 გედევან ფოფხაძე - შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება
თუკი პარტიაში ყოფნის სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს, არ მგონია, ასეთ პარტიაში დარჩენის სურვილი ბევრს
 დავით ჭიჭინაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ნდობა რომ დაკარგა, იმ ადამიანთა დამსახურებაა, ვინც პარტიიდან ჩემი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
„ქართული ოცნება“ არის ქართველი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი, მე მათთან ვერავინ დამაშორებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია