არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6343
EUR
1 EUR
3.0047
RUB
100 RUB
3.9453
15-08-2018
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით
15:15 16-07-2018
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის განცხადებით, მთავარია სამართლიანი პროკურატურის ჩამოყალიბება. ამის შესახებ შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის პოსტზე მისი არჩევის შემდეგ განუცხადა.

„რამოდენიმე პრინციპული საკითხია გადასაჭრელი. ეს არის პირველ რიგში სამართლიანი პროკურატურის ჩამოყალიბება, შემდეგი არის თავდაჯერებული პროკურორის, როგორც ინსტიტუტის შექმნა და ღია სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბება კანონის იმ ფარგლებში, რის შესაძლებლობასაც კანონმდებლობა გვაძლევს. იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით“, -განაცხადა თადუმაძემ.

როგორც შალვა თადუმაძემ განაცხადა, ჯერჯერობით, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის.

„კანონის თანახმად არ არის არანაირი ვალდებულება მოადგილეების უფლბამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ვაპირებ, გავაგრძელო მუშაობა იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც მუშაობდა საქართველოს პროკურატურა, იმ წესებით, რაც წესებიც არსებობს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებებს, რომელიც დაკავშირებული იქნება მენეჯმენტის გაძლიერების და იმ მიზნის მიღწევისკენ, რომელიც უკვე დავსახელე. იმისთვის, რომ პროკურატურა გახდეს სამართლიანი, თავდაჯერებული და ღია ინსტიტუტი, ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეგვიძლია ველოდოთ.

დღეს საქართველოს პროკურატურა მუშაობს 442 პროკურორით, რამდენადაც სტატისტიკა არსებობს ვფიქრობ, ეს არის საკმარისი რაოდენობა“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
„გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 აგვისტოს მიღებული დადგენილების შედეგად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს
ირაკლი კობახიძე - როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო
როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ
ირაკლი კობახიძე - აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვადასხვა კომენტარები გაკეთდა და ბოლო განმარტება მმართველი გუნდისთვის მისაღებია
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვადასხვა კომენტარები გაკეთდა და ბოლო
ირაკლი კობახიძე - ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტი ხდება ხოლმე აგრესიული სასამართლოს წინააღმდეგ
ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტი ხდება ხოლმე აგრესიული
 აკაკი ცომაია - სადამდე გაგრძელდება ლარის კურსის ვარდნა, ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც ამ დროისთვის არავის აქვს
ეკონომისტი აკაკი ცომაია ლარის კურსის გაუფასურებას თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. როგორც ცომაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ
 დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისია ერთიან დასკვნაზე შეჯერდება და პარლამენტის წინაშე საერთო პოზიციით გამოვა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი
 დავით სერგეენკო - მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა
მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხიდის ჩამონგრევის გამო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
 სულხან სალაძე - უმრავლესობის გადაწყვეტილება პრეზიდენტს არ შეხვდეს, ზრდის შანსს, რომ პარლამენტი მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, უმრავლესობის გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
 დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გამართა.