არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება
08:49 17-07-2018
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმი ორი ქვეყნის მთავრობების მიერ ერთობლივი ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პალატიდან აცნობეს, ფორუმი, რომელიც იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება, ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

“ფორუმის მიზანია შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც ფორუმის ინიციატივის ქვეყნების, იტალიური და ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში“, - ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაში.

ფორუმის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი და იტალიის ეკონომიკის განვითარების მინისტრი მიკელე ჯერაჩი გახსნიან, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი.

„ფორუმის მსვლელობისას განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა,სასოფლო-სამეურნეო წარმოება, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისო შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ამასთანავე, ბიზნესფორუმის ერთ-ერთი პანელი განათლებასა და სამეცნიერო კვლევებს მიეძღვნება. სამუშაო სესიების შემდეგ იტალიური და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, იტალიის სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნების ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სოფიო ქაცარავამ პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
იუსტიციის სამინისტრო - ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის
ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.
ნინო წილოსანი - დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს
დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი
ირაკლი მეზურნიშვილი - დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება
დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
თამარ ჩუგოშვილი - ნამდვილად ვერ გავიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, პირიქით, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მედიის მიმართ
რეზიდენტობის კანდიდატების საჯარო პოზიციონირება ჩვენს მიერ მხარდაჭერის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო
სოფო კილაძე ფისკალური დაგეგმარებისა და ანალიზის შესახებ საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, მოადგილე რატი იონათამიშვილთან ერთად,, ფისკალური დაგეგმარებისა
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ დავით უსუფაშვილის განცხადება პერსონალური შეურაცხყოფაა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის სასახლის თემაზე დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ შედარებასა და პარალელს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადეს.
ეკვადორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, პარაგვაის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,