არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
გიორგი მარგველაშვილი - როგორც მოქალაქეები, ვიმსახურებთ პასუხს იმაზე, რა იყო ასეთი მიუღებელი კვირიკაშვილის პოლიტიკაში, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გახდა აუცილებელი
09:27 21-07-2018
გიორგი მარგველაშვილი - როგორც მოქალაქეები, ვიმსახურებთ პასუხს იმაზე, რა იყო ასეთი მიუღებელი კვირიკაშვილის პოლიტიკაში, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გახდა აუცილებელი თუ კვირიკაშვილი და ივანიშვილი ვერ შეთანხმდნენ მედიის დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ნატოზე, ეს უკვე საინტერესოა ჩვენთვის, ვინაიდან ეს პოლიტიკის ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ავტორიტეტი და ნდობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. პრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეები იმსახურებენ კონკრეტულ პასუხს იმაზე, თუ რა კონკრეტული ხედვა გახდა პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის საფუძველი.

"კვირიკაშვილი არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ავტორიტეტული იყო და ჰქონდა ნდობა. ბატონი კვირიკაშვილი რომ წავიდა, წავიდა ასეთი განცხადებით - პარტიის ლიდერთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან მას ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები. ხომ უნდა ვიკითხოთ, რა საკითხზე. იქნებ ვერ შეთანხმდნენ ვერდის ოპერა უფრო მოსწონს თუ ვაგნერი ურჩევნია. ამაზე თუ ვერ შეთანხმდნენ, რატომ მიდის პრემიერ-მინისტრი?! ხოლო თუ კვირიკაშვილი და ივანიშვილი ვერ შეთანხმდნენ მედიის დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ნატოზე, ეს უკვე საინტერესოა ჩვენთვის, ვინაიდან ეს პოლიტიკის ნაწილია. როგორც მოქალაქეები, ჩვენ ვიმსახურებთ პასუხს იმაზე, რაზე ვერ შეთანხმდნენ, რა იყო ასეთი მიუღებელი კვირიკაშვილის პოლიტიკაში, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გახდა აუცილებელი. თუ გოგენის ტილო ერთს მოეწონა და მეორეს ვან გოგის, ამის გამო პრემიერ-მინისტრები არ მიდიან”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სოფიო ქაცარავამ პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
იუსტიციის სამინისტრო - ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის
ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.
ნინო წილოსანი - დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს
დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი
ირაკლი მეზურნიშვილი - დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება
დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
თამარ ჩუგოშვილი - ნამდვილად ვერ გავიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, პირიქით, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მედიის მიმართ
რეზიდენტობის კანდიდატების საჯარო პოზიციონირება ჩვენს მიერ მხარდაჭერის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო
სოფო კილაძე ფისკალური დაგეგმარებისა და ანალიზის შესახებ საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, მოადგილე რატი იონათამიშვილთან ერთად,, ფისკალური დაგეგმარებისა
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ დავით უსუფაშვილის განცხადება პერსონალური შეურაცხყოფაა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის სასახლის თემაზე დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ შედარებასა და პარალელს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადეს.
ეკვადორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, პარაგვაის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,