არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
მამუკა ბახტაძე - 21-ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ადამიანურ ურთიერთობებს, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე გვაქვს მავთულხლართები
08:21 08-08-2018
მამუკა ბახტაძე - 21-ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ადამიანურ ურთიერთობებს, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე გვაქვს მავთულხლართები 21-ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ადამიანურ ურთიერთობებს, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე გვაქვს მავთულხლართები. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, დრო ყველაფერს ობიექტურად და სამართლიანად დაალაგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას, მშვიდობიანი გზით ევროპული ყაიდის, ძლიერი სახელმწიფოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა იქნება.

“10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიდევ ერთი აგრესიული აქტი განახორციელა საქართველოს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და დღეს აქ გამოფენილ სურათებზეც ჩანს, რამხელა ტკივილი და უსამართლობა მოიტანა ამ ყველაფერმა. დაიღუპა 170 ქართველი ჯარისკაცი და 200-მდე ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე. ჩვენ მივიღეთ დამატებით ათეულობით ათასი ადამიანი, რომელიც იძულებული იყო, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა და ფაქტობრივად - ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა საქართველოში. ეს არის ძალიან მძიმე გამოწვევა. ეს არის უსამართლობის ნათელი მაგალითი, რასაც დაემატა კიდევ უფრო აგრესიული მცდელობები, რომ მასმედიაში ეს ყველაფერი ძალიან სუბიექტურად გაშუქებულიყო. კარგად მახსოვს, როგორ აგრესიულად მუშაობდა იმ პერიოდში ოკუპანტის პროპაგანდისტული მანქანა და ცდილობდა, მსოფლიო თანამეგობრობისთვს ეჩვენებინა, რომ ეს ყველაფერი თითქოს ინიცირებული იყო ქართული სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ მაშინ გვჭირდებოდა რიტორიკის და ამ პროპაგანდის გარღვევა და ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, მსოფლიო თანამეგობრობისთვის იმ რეალური სახის ჩვენება, რასაც საოკუპაციო ძალა ჩვენს ტერიტორიებზე ახორციელებდა. მართლაც, შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა საგმირო საქმე ჩაიდინეს. მათ შეძლეს, ფირზე აღებეჭდათ, რას წარმოადგენდა რეალურად საოკუპაციო ძალა, რა აგრესიისა და არაადამიანური მოპყრობის მაგალითი გახლდათ ეს ყველაფერი. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, თითოეული ამ ადამიანის ქმედება იმ მომენტში გმირობის მაგალითს წარმოადგენს და გმირობის ტოლფასია. თითოეულ თქვენგანს მადლობას ვუხდი ამისთვის. მინდა, ქედი მოვიხარო იმ 3 ჟურნალისტის ხსოვნის წინაშე, რომლებმაც პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ძალიან დიდი გმირობა ჩაიდინეს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან. ამასთან ერთად, 11-მა ჟურნალისტმა მიიღო ძალიან მძიმე ტრავმა და მინდა, მათაც ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გმირები არიან. მათ შეძლეს, ფირზე აღებეჭდათ და ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, მსოფლიო თანამეგობრობისთვის აგრესიული საოკუპაციო ძალის რეალური სახე დაენახებინათ. დღესაც, 10 წლის შემდეგ, ეს ყველაფერი ძალიან დიდი გამოწვევა და ტკივილია. ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ე.წ. მავთულხლართების რეჟიმში. 21-ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ადამიანურ ურთიერთობებს, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე გვაქვს მავთულხლართები. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, დრო ყველაფერს ობიექტურად და სამართლიანად დაალაგებს. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე არის ნამდვილი ევროპული ყაიდის, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი პოტენციალისა და ნიჭის რეალიზებას. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და სწორედ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის, რომ ერთად ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი ევროპული სახელმწიფო”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა 2008 წლის აგვისტოს ომისა და მისი შედეგების ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველა ჟურნალისტს, ფოტოგრაფსა და ოპერატორს, რომლებმაც ომის დღეებში, თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად მსოფლიო თანამეგობრობისთვის ობიექტური რეალობის მიწოდება შეძლეს.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის საქმიანობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა
კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და საშემოდგომო სესიის გეგმების შესახებ იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
მაია ცქიტიშვილი - საჯარო შესყიდვების სისტემის ახალი მოდელი მცირე მთავრობის ფორმატთან შესაბამისობაში მოდის და მნიშვნელოვანია, როგორც თანხების, ისე - დროის დაზოგვის თვალსაზრისით
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით,
თამარ ტალიაშვილი - “ნაციონალური მოძრაობა” არის ურბანული ნონსენსების შემოქმედი პარტია
“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ჩვენი დედაქალაქის ურბანული განვითარების გამო გულისტკივილი არ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ - “ნაციონალური მოძრაობა”
ვახტანგ შაქარიშვილი - ორგანიზაციაში საქმიანობა, რომელმაც რამდენიმე მილიარდი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ დახარჯა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეიძლება იყოს “კომპრომატი”
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ შაქარიშვილი საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე,
რევაზ სოხაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - მოგიწოდებთ, შექმნათ ფონდი, სადაც თქვენ და თქვენი მხარდამჭერები შეიტანთ თანხას, რომლითაც შესაძლებელი იქნება სასტუმრო ,,აჭარის” წინ არსებული ტერიტორიის გამოსყიდვა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ ოპოზიციას მოუწოდა, წინა ხელისუფლების
ეკა ბესელია - იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი იყო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ირაკლი ზარქუამ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა მედიკამენტებზე ფასების გაზრდასთან
ზურაბ ჭიაბერაშვილი - პენსიის ოდენობის ინფლაციის მაჩვენებელზე მიბმა პენსიის მხოლოდ 10, 12 ან 14 ლარით გაზრდას ნიშნავს - ასე ჩვენ სულ ვიჩანჩალებთ
პენსიის ინდექსაცია პენსიის ძალიან დაბალი მაჩვენებლით გაზრდას ნიშნავს - ეს იმას ნიშნავს, რომ პენსია ყოველწლიურად
დავით ბაქრაძე - ლარის კურსის ვარდნის გამო უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პური გაძვირდეს
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ლარის კურსის ვარდნის გამო
ეკა ბესელია - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პარლამენტი იმ ეტაპიდან ერთვება, როგორც კი შეთავაზებული იქნება კანდიდატი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პარლამენტის ჩართვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ეტაპზე,