არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტთან კონსულაციებში მონაწილეობას მიიღებს
08:45 10-08-2018
საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტთან კონსულაციებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტთან კონსულაციებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, პრეზიდენტის მიერ დაწყებული კონსულტაციები გარკვეული თამაშის ნაწილია, მაგრამ ამის მიუხედავად, კონსულტაციების პროცესში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

“ეს კონსულტაციები არის ფორმალური ხასიათის. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სკეპტიკურად ვართ განწყობილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებების მიმართ, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლო სისტემის სხვადასხვა შტოს თანამდებობებზე საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლები და ახლობლები წარადგინა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ესეც რაღაც თამაშის ნაწილია. არ არის გამორიცხული, რომ მას კონკრეტულ პირთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული. ჩვენი მოლოდინების მიუხედავად, კანონსა და კონსტიტუციას პატივს ვცემთ და კონსულტაციების პროცესში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა მდინარაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

დეპუტატმა აქვე ისიც დასძინა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობის საკითხზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უმრავლესობის ლიდერს ელექტრონული ფორმით მისწერა, რაც მდინარაძის შეფასებით, “სწორი ფორმა არ არის, რადგან პროტოკოლს და გარკვეულ დამოკიდებულებას პოლიტიკაში მნიშვნელობა ენიჭება“.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სოფიო ქაცარავამ პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
იუსტიციის სამინისტრო - ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის
ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.
ნინო წილოსანი - დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს
დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი
ირაკლი მეზურნიშვილი - დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება
დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
თამარ ჩუგოშვილი - ნამდვილად ვერ გავიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, პირიქით, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მედიის მიმართ
რეზიდენტობის კანდიდატების საჯარო პოზიციონირება ჩვენს მიერ მხარდაჭერის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო
სოფო კილაძე ფისკალური დაგეგმარებისა და ანალიზის შესახებ საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, მოადგილე რატი იონათამიშვილთან ერთად,, ფისკალური დაგეგმარებისა
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ დავით უსუფაშვილის განცხადება პერსონალური შეურაცხყოფაა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის სასახლის თემაზე დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ შედარებასა და პარალელს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადეს.
ეკვადორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, პარაგვაის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,