არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებისგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციებისთვის კონკრეტული თარიღის დასახელებას ელოდება
12:11 10-08-2018
 პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებისგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციებისთვის კონკრეტული თარიღის დასახელებას ელოდება პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში შემავალი პოლიტიკური ძალებისგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციების გასამართად კონკრეტული თარიღის დასახელებას ელოდება. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზება უკვე გაკეთებულია.

„როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე პარლამენტის სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან ველოდებით კონკრეტულ თარიღს. ჩვენი მხრიდან შეთავაზება გაკეთებულია და ახლა მათგან გვაქვს მოლოდინი, რომ მათი მხრიდან იქნება დასახელებული მათთვის მისაღები კონკრეტული დრო",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამ წუთებში კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდებიან.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ მოვისმინოთ კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან და იმ მახასიათებლებთან მიმართებაში, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც დღევანდელ მდგომარეობაში შეძლებს დაიკავოს ეს პოზიცია. დღეს შეხვედრა იმართება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც წლებია მუშაობენ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის ხელშეწყობის მიმართულებით, რომლებსაც აქვთ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება და ასევე აქვთ აღქმა იმ გამოწვევების, რომელიც დგას სასამართლოს წინაშე", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.


მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის საქმიანობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა
კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და საშემოდგომო სესიის გეგმების შესახებ იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
მაია ცქიტიშვილი - საჯარო შესყიდვების სისტემის ახალი მოდელი მცირე მთავრობის ფორმატთან შესაბამისობაში მოდის და მნიშვნელოვანია, როგორც თანხების, ისე - დროის დაზოგვის თვალსაზრისით
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით,
თამარ ტალიაშვილი - “ნაციონალური მოძრაობა” არის ურბანული ნონსენსების შემოქმედი პარტია
“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ჩვენი დედაქალაქის ურბანული განვითარების გამო გულისტკივილი არ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ - “ნაციონალური მოძრაობა”
ვახტანგ შაქარიშვილი - ორგანიზაციაში საქმიანობა, რომელმაც რამდენიმე მილიარდი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ დახარჯა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეიძლება იყოს “კომპრომატი”
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ შაქარიშვილი საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე,
რევაზ სოხაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - მოგიწოდებთ, შექმნათ ფონდი, სადაც თქვენ და თქვენი მხარდამჭერები შეიტანთ თანხას, რომლითაც შესაძლებელი იქნება სასტუმრო ,,აჭარის” წინ არსებული ტერიტორიის გამოსყიდვა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ ოპოზიციას მოუწოდა, წინა ხელისუფლების
ეკა ბესელია - იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი იყო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ირაკლი ზარქუამ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა მედიკამენტებზე ფასების გაზრდასთან
ზურაბ ჭიაბერაშვილი - პენსიის ოდენობის ინფლაციის მაჩვენებელზე მიბმა პენსიის მხოლოდ 10, 12 ან 14 ლარით გაზრდას ნიშნავს - ასე ჩვენ სულ ვიჩანჩალებთ
პენსიის ინდექსაცია პენსიის ძალიან დაბალი მაჩვენებლით გაზრდას ნიშნავს - ეს იმას ნიშნავს, რომ პენსია ყოველწლიურად
დავით ბაქრაძე - ლარის კურსის ვარდნის გამო უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პური გაძვირდეს
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ლარის კურსის ვარდნის გამო
ეკა ბესელია - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პარლამენტი იმ ეტაპიდან ერთვება, როგორც კი შეთავაზებული იქნება კანდიდატი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პარლამენტის ჩართვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ეტაპზე,