არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
გიორგი ვაშაძე - ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბება დაიწყო
13:12 10-08-2018
 გიორგი ვაშაძე - ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბება დაიწყო „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამოუკიდებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანსიებზე „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების, სუს-ის მაღალჩინოსნების და ცესკოს თანამშრომლების ოჯახის წევრები დანიშნა,“ - ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ცესკო არჩევნების ტოტალურ გაყალბებას აპირებს. მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ამასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდა.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველივე გადაწყვეტილებებით საარჩევნო ადმინისტრაციაში ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბება დაიწყო. ცესკომ მთელი საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირება ფაქტობრივად, რაიონებში „ქართული ოცნების“ შტაბებსა და სუს-ის წარმომადგენლებს გადააბარა. ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ დამოუკიდებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების 73 ვაკანსიაზე მათ ყოველგვარი გასაუბრების გარეშე დანიშნეს „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების, სუს-ის მაღალჩინოსნების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლების მეუღლეები და ოჯახის წევრები. ეს ფაქტობრივად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აპირებენ არჩევნების ტოტალურად გაყალბებას. მე მინდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვუთხრა: არც ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ. ის, რასაც თქვენ აპირებთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, არ გაგივათ, ბატონებო! თითქმის ყველა ოლქზე ირკვევა, რომ თქვენ გინდათ გააყალბოთ არჩევნები. მაგალითად, თბილისის საბურთალოს ოლქში დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა მაია ფეტვიაშვილი, რომელიც არის კრწანისის ოლქის თავმჯდომარის მეუღლე. თბილისის ისნის ოლქში დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა ფიქრია ნიკოლაიშვილი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ შტაბის წევრის, გრიგოლ გოგუას ცოლი და ა.შ. ეს არის სია, რომელიც არ მთავრდება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოვუწოდებ: ხელი აიღეთ არჩევნების გაყალბებისგან იმიტომ, რომ არ შეგრჩებათ. საქართველოს მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. მივმართავ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გააკეთოს განმარტება, რა კრიტერიუმებით შეირჩნენ 70 ოლქში ეს ადამიანები,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის საქმიანობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა
კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და საშემოდგომო სესიის გეგმების შესახებ იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
მაია ცქიტიშვილი - საჯარო შესყიდვების სისტემის ახალი მოდელი მცირე მთავრობის ფორმატთან შესაბამისობაში მოდის და მნიშვნელოვანია, როგორც თანხების, ისე - დროის დაზოგვის თვალსაზრისით
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით,
თამარ ტალიაშვილი - “ნაციონალური მოძრაობა” არის ურბანული ნონსენსების შემოქმედი პარტია
“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ჩვენი დედაქალაქის ურბანული განვითარების გამო გულისტკივილი არ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ - “ნაციონალური მოძრაობა”
ვახტანგ შაქარიშვილი - ორგანიზაციაში საქმიანობა, რომელმაც რამდენიმე მილიარდი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ დახარჯა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეიძლება იყოს “კომპრომატი”
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ შაქარიშვილი საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე,
რევაზ სოხაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - მოგიწოდებთ, შექმნათ ფონდი, სადაც თქვენ და თქვენი მხარდამჭერები შეიტანთ თანხას, რომლითაც შესაძლებელი იქნება სასტუმრო ,,აჭარის” წინ არსებული ტერიტორიის გამოსყიდვა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ ოპოზიციას მოუწოდა, წინა ხელისუფლების
ეკა ბესელია - იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი იყო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ირაკლი ზარქუამ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა მედიკამენტებზე ფასების გაზრდასთან
ზურაბ ჭიაბერაშვილი - პენსიის ოდენობის ინფლაციის მაჩვენებელზე მიბმა პენსიის მხოლოდ 10, 12 ან 14 ლარით გაზრდას ნიშნავს - ასე ჩვენ სულ ვიჩანჩალებთ
პენსიის ინდექსაცია პენსიის ძალიან დაბალი მაჩვენებლით გაზრდას ნიშნავს - ეს იმას ნიშნავს, რომ პენსია ყოველწლიურად
დავით ბაქრაძე - ლარის კურსის ვარდნის გამო უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პური გაძვირდეს
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ლარის კურსის ვარდნის გამო
ეკა ბესელია - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პარლამენტი იმ ეტაპიდან ერთვება, როგორც კი შეთავაზებული იქნება კანდიდატი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პარლამენტის ჩართვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ეტაპზე,