არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6343
EUR
1 EUR
3.0047
RUB
100 RUB
3.9453
15-08-2018
7 თვის მონაცემებით, „ევროპულმა საქართველომ“ შემოწირულება 92 ფიზიკური პირისგან მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 29, ხოლო „გირჩმა“ - 11 ფიზიკური პირისგან
13:42 10-08-2018
 7 თვის მონაცემებით, „ევროპულმა საქართველომ“ შემოწირულება 92 ფიზიკური პირისგან მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 29, ხოლო „გირჩმა“ - 11 ფიზიკური პირისგან 2018 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტმა ფიზიკურმა პირმა გაუკეთა შემოწირულება. აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, პარტიაში შენატანი 92-მა ფიზიკურმა პირმა გააკეთა, ჯამში კი შემოწირულების რაოდენობამ 274 224 ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მსხვილი შემოწირულებები ჰქონდათ პარტიის ლიდერებს, რომელთანგან „ევროპულ საქართველოში“ 7 040 ლარის არაფულადი შენატანი, მხოლოდ გიგა ბოკერიამ განახორციელა.

29 ფიზიკური პირის შემოწირულება მიიღო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა აღსანიშნავია, რომ პარტიამ მსხვილი შემოწირულებები არაფულადი სახით მიიღო. ჯამში კი პარტიის შემოწირულებებმა 69 179 ლარი შეადგინა.

8 ფიზიკური პირისგან 119 997 ლარის შემოწირულება მიიღო „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველომ“. პარტიაში ყველაზე მსხვილი შენატანები, პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 20 000 ლარი და ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა 30 000 ლარი გააკეთეს.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულმა ოცნებამ“ იანვრიდან ივლისის ჩათვლით 9 ფიზიკური პირისგან, 93 025 ლარის შემოწირულება მიიღო. ამასთან აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 5 125 ლარის არაფულადი შემოწირულება გააკეთა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა კი მმართველ პარტიაში 7 800 ლარიანი არაფულად შემოწირულება განახორციელა.

11 ფიზიკური პირისგა 35 289 ლარიანი შემოწირულება მიიღო „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩმა“, თუმცა აღსანიშნავია, რომ იანვრიდან ივლისი ჩათვლით, 5 ყველაზე მსხვილი შემოწირულება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განახორციელა. მეგრელიშვილმა „გირჩს“ ჯამში 33 950 ლარი შესწირა.


მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
„გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 აგვისტოს მიღებული დადგენილების შედეგად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს
ირაკლი კობახიძე - როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო
როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ
ირაკლი კობახიძე - აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვადასხვა კომენტარები გაკეთდა და ბოლო განმარტება მმართველი გუნდისთვის მისაღებია
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვადასხვა კომენტარები გაკეთდა და ბოლო
ირაკლი კობახიძე - ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტი ხდება ხოლმე აგრესიული სასამართლოს წინააღმდეგ
ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტი ხდება ხოლმე აგრესიული
 აკაკი ცომაია - სადამდე გაგრძელდება ლარის კურსის ვარდნა, ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც ამ დროისთვის არავის აქვს
ეკონომისტი აკაკი ცომაია ლარის კურსის გაუფასურებას თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. როგორც ცომაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ
 დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისია ერთიან დასკვნაზე შეჯერდება და პარლამენტის წინაშე საერთო პოზიციით გამოვა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი
 დავით სერგეენკო - მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა
მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხიდის ჩამონგრევის გამო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
 სულხან სალაძე - უმრავლესობის გადაწყვეტილება პრეზიდენტს არ შეხვდეს, ზრდის შანსს, რომ პარლამენტი მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, უმრავლესობის გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
 დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გამართა.