არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ
15:37 10-08-2018
 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, იმ ადგილებში, სადაც სტიქიამ სირთულეები შექმნა, მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, ბათუმში უხვი ნალექის შედეგად ძირითადად, დაიტბორა ანდრონიკაშვილის, ოსტროვის, კომახიძის და სააკაძის ქუჩები. აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელდა სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ბათუმიდან შესულია 150 შეტყობინება.
ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა 40-მდე საცხოვრებელი სახლი. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

სოფელ ზემო წინსვლაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რის გამოც შეწყვეტილია გაზმომარაგება.

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.
საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის.

აჭარაში შუქი არ მიეწოდება დაბა ჩაქვში მე-7 რაიონსა და სახალვაშოს ნაწილს, ხალას, საჩინოს, დაბა ოჩხამურის, ჭახათის, სოფ.ქობულეთის, მუხაესტატეს, წყავროკას, ლეღვასა და ქაქუთის მოსახლეობას. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახური, რომ დროულად მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ ყველა კრიტიკულ ადგილას.
სამეგრელო - ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში სულ შესულია 58 შეტყობინება. ძლიერი წვიმის გამო ადიდებულია მდინარეები, დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები
სენაკში ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ტეხურამ სოფელ ლეძაძამესა და მარტვილის სოფელ გურძემის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი წაიღო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, საქართველოს არც ერთ რეგიონში არავინ დაშავებულა და წყლის დონე ეტაპობრივად იკლებს.


მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის საქმიანობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა
კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და საშემოდგომო სესიის გეგმების შესახებ იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
მაია ცქიტიშვილი - საჯარო შესყიდვების სისტემის ახალი მოდელი მცირე მთავრობის ფორმატთან შესაბამისობაში მოდის და მნიშვნელოვანია, როგორც თანხების, ისე - დროის დაზოგვის თვალსაზრისით
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით,
თამარ ტალიაშვილი - “ნაციონალური მოძრაობა” არის ურბანული ნონსენსების შემოქმედი პარტია
“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ჩვენი დედაქალაქის ურბანული განვითარების გამო გულისტკივილი არ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ - “ნაციონალური მოძრაობა”
ვახტანგ შაქარიშვილი - ორგანიზაციაში საქმიანობა, რომელმაც რამდენიმე მილიარდი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ დახარჯა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეიძლება იყოს “კომპრომატი”
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ შაქარიშვილი საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე,
რევაზ სოხაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - მოგიწოდებთ, შექმნათ ფონდი, სადაც თქვენ და თქვენი მხარდამჭერები შეიტანთ თანხას, რომლითაც შესაძლებელი იქნება სასტუმრო ,,აჭარის” წინ არსებული ტერიტორიის გამოსყიდვა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ ოპოზიციას მოუწოდა, წინა ხელისუფლების
ეკა ბესელია - იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი იყო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ირაკლი ზარქუამ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა მედიკამენტებზე ფასების გაზრდასთან
ზურაბ ჭიაბერაშვილი - პენსიის ოდენობის ინფლაციის მაჩვენებელზე მიბმა პენსიის მხოლოდ 10, 12 ან 14 ლარით გაზრდას ნიშნავს - ასე ჩვენ სულ ვიჩანჩალებთ
პენსიის ინდექსაცია პენსიის ძალიან დაბალი მაჩვენებლით გაზრდას ნიშნავს - ეს იმას ნიშნავს, რომ პენსია ყოველწლიურად
დავით ბაქრაძე - ლარის კურსის ვარდნის გამო უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პური გაძვირდეს
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ლარის კურსის ვარდნის გამო
ეკა ბესელია - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პარლამენტი იმ ეტაპიდან ერთვება, როგორც კი შეთავაზებული იქნება კანდიდატი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პარლამენტის ჩართვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ეტაპზე,