არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
რევაზ სოხაძე - ვალდებულები ვართ, ყველა ჩვენი მოქალაქის სამართლიანი მოთხოვნა განვიხილოთ
17:56 10-08-2018
 რევაზ სოხაძე - ვალდებულები ვართ, ყველა ჩვენი მოქალაქის სამართლიანი მოთხოვნა განვიხილოთ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს უპასუხა, რომელთა მიხედვით, საკრებულო ილია ჭავჭავაძის N80-ში არსებულ მიწას მხოლოდ იმიტომ უცვლის სტატუსს, რომ ეს ტერიტორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ოჯახის წევრის საკუთრებაა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს. რევაზ სოხაძის თქმით, ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადებები სიცრუეა.

მისი თქმით, საკრებულოს უმრავლესობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისი საკითხი განიხილება საკრებულოში, ან მერიაში. რევაზ სოხაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, ყველა მოქალაქის სამართლიანი მოთხოვნა განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

„დღეს ხდება მესაკუთრის უფლებების აღდგენა, იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიწის ნაკვეთი აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმიდან გამოყოფილი იქნება, როგორც ეს თავის დროზე, თბილისის მაშინდელი მერიის მიერ, 2007 და 2009 წლებში განისაზღვრა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიცია საკითხს აყენებს ასე - ვიღაცის სახელის და გვარის გამო არ უნდათ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული, თუმცა ჩვენ გადაწყვეტილებებს კონკრეტული ადამიანების გამო არ ვღებულობთ. თავად ისინი ასე იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ასე არიან მიჩვეულები“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სოფიო ქაცარავამ პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
იუსტიციის სამინისტრო - ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის
ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.
ნინო წილოსანი - დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს
დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი
ირაკლი მეზურნიშვილი - დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება
დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
თამარ ჩუგოშვილი - ნამდვილად ვერ გავიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, პირიქით, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მედიის მიმართ
რეზიდენტობის კანდიდატების საჯარო პოზიციონირება ჩვენს მიერ მხარდაჭერის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო
სოფო კილაძე ფისკალური დაგეგმარებისა და ანალიზის შესახებ საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, მოადგილე რატი იონათამიშვილთან ერთად,, ფისკალური დაგეგმარებისა
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ დავით უსუფაშვილის განცხადება პერსონალური შეურაცხყოფაა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის სასახლის თემაზე დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ შედარებასა და პარალელს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადეს.
ეკვადორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, პარაგვაის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,