არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
ნიკოლოზ გაგუა - ყველა ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ასახავს ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღეს, არის დადებითი
20:23 10-08-2018
ნიკოლოზ გაგუა - ყველა ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ასახავს ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღეს, არის დადებითი ყველა ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ასახავს ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღეს, არის დადებითი, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით მედიის მხრიდან დასმული კითხვების პასუხად.

როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენა რეგიონში, კერძოდ, თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა. „ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსი, რის გამოც მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზეც. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ლარის კურსი ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გამყარებულია, გაუმჯობესება, დაახლოებით, 17%-ია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დინამიკა ფასების სტაბილურობას ქვეყანაში ვერ შეუქმნის საფრთხეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რათა ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაცია, დაახლოებით, 2,5%-ის ფარგლებშია“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ იმ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რომლის პოზიტიური დინამიკა წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. „ესაა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შეადგინა 5.7%, ხოლო მეორე კვარტალში - 6%. მნიშვნელოვანი ზრდაა ექსპორტის კუთხით, ტურიზმის სექტორში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი გაგრძელდება მომავალში და ჩვენ შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ნიკოლოგ გაგუას კომენტარს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის საქმიანობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა
კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და საშემოდგომო სესიის გეგმების შესახებ იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
მაია ცქიტიშვილი - საჯარო შესყიდვების სისტემის ახალი მოდელი მცირე მთავრობის ფორმატთან შესაბამისობაში მოდის და მნიშვნელოვანია, როგორც თანხების, ისე - დროის დაზოგვის თვალსაზრისით
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით,
თამარ ტალიაშვილი - “ნაციონალური მოძრაობა” არის ურბანული ნონსენსების შემოქმედი პარტია
“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ჩვენი დედაქალაქის ურბანული განვითარების გამო გულისტკივილი არ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ - “ნაციონალური მოძრაობა”
ვახტანგ შაქარიშვილი - ორგანიზაციაში საქმიანობა, რომელმაც რამდენიმე მილიარდი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ დახარჯა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეიძლება იყოს “კომპრომატი”
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ შაქარიშვილი საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე,
რევაზ სოხაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - მოგიწოდებთ, შექმნათ ფონდი, სადაც თქვენ და თქვენი მხარდამჭერები შეიტანთ თანხას, რომლითაც შესაძლებელი იქნება სასტუმრო ,,აჭარის” წინ არსებული ტერიტორიის გამოსყიდვა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ ოპოზიციას მოუწოდა, წინა ხელისუფლების
ეკა ბესელია - იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი იყო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ირაკლი ზარქუამ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა მედიკამენტებზე ფასების გაზრდასთან
ზურაბ ჭიაბერაშვილი - პენსიის ოდენობის ინფლაციის მაჩვენებელზე მიბმა პენსიის მხოლოდ 10, 12 ან 14 ლარით გაზრდას ნიშნავს - ასე ჩვენ სულ ვიჩანჩალებთ
პენსიის ინდექსაცია პენსიის ძალიან დაბალი მაჩვენებლით გაზრდას ნიშნავს - ეს იმას ნიშნავს, რომ პენსია ყოველწლიურად
დავით ბაქრაძე - ლარის კურსის ვარდნის გამო უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პური გაძვირდეს
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ლარის კურსის ვარდნის გამო
ეკა ბესელია - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პარლამენტი იმ ეტაპიდან ერთვება, როგორც კი შეთავაზებული იქნება კანდიდატი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პარლამენტის ჩართვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ეტაპზე,