არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2017
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2017 გია ხუხაშვილი - "ლართან დაკავშირებით ხდება ის, რაც ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკა არა აქვს"

კუმურდოში ვითარება ისევ იძაბება

ლია მუხაშავრია - "მეგის ქარდავა ბოლო კოზირია ორივე ქვეყნის ხელისუფლებისთვის"

უნდა მიიწვიონ თუ არა სატელევიზიო თოქ-შოუებზე "ქართული მარშის" წარმომადგენლები?

* * *
გია ხუხაშვილი - "ლართან დაკავშირებით ხდება ის, რაც ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკა არა აქვს"

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია სწორედ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ კვანძში მონაწილეობაა, ცხადზე ცხადია, რომ ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის პოლიტიკური მნიშვნელობა დიდია, თუმცა ეკონომიკურ ასპექტებს თუ განვიხილავთ, შეიძლება რისკებზეც გავამახვილოთ ყურადღება. ჩნდება ეჭვი, რომ თუ დღემდე ჩვენს სატრანზიტო დერეფანში მოძრავი ტვირთები ამ ახალი სარკინიგზო მიმართულებით გადამისამართდება, ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას საქართველოს პორტებს, ანუ თუ ამ ახალ მიმართულებაზე ახალ ტვირთებს ვერ მოიზიდავენ და იქით არსებულ ნაკადებს გადაისვრიან, საბოლოოდ კი ისინი თურქულ პორტებში მოხვდება, ამით ქართული პორტები დიდ ზარალს ნახავენ, რაც სერიოზული ეკონომიკური რისკი მგონია", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "პოლიტიკური სიურპრიზები შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებზევე ვნახოთ" / "რა ხდება ლართან დაკავშირებით? აქ ახალი არაფერია, ხდება ის, რაც ხდება ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკა არა აქვს" / "დღეს უკვე ამ ხელისუფლებაში არიან იმ ძველი სისტემის ბურჯი პროკურორები თუ მოსამართლეები, რომლებიც საერთოდ არ არიან დაინტერესებული სისტემური დანაშაულების გახსნით, რადგან ისინიც მონაწილეები იყვნენ ამ დანაშაულის..." / "იმედის" საქმე გავიხსენოთ, რომელშიც იყო სამი მთავარი ფიგურანტი: ვანო მერაბიშვილი, რომელიც გასამართლებულია და ამის გამო ზის ციხეში, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით აღმოჩნდნენ ანგელოზები...

"ასეთ შემთხვევაში ამ მიმართულებიდან არა მხოლოდ პორტები, რკინიგზაც ვერ მიიღებს შემოსავალს, რადგან ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთი აშენდა აზერბაიჯანული კრედიტით და კარგა ხანს მთელი შემოსავალი სწორედ მის დაფარვას დასჭირდება. მაინტერესებს, გაანგარიშებულია თუ არა ეს რისკები? რა ელის ასეთ შემთხვევაში ქართულ პორტებს? მაინტერესებს, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს არ დაუშვას და ამ ახალ კორიდორში მხოლოდ ახალმა ტვირთებმა იმოძრაოს? არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს ამ პროექტის წინააღმდეგი ვარ, პირიქით, ეს რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, მაგრამ ვფიქრობ, იმ პირობებით, რა პირობებითაც ის განხორციელდა, ყველაზე ნაკლები სარგებელი საქართველომ ნახა. შეიძლებოდა თავდაპირველი მოლაპარაკებებისას უკეთესი პირობები შეგვემუშავებინა. უსაფრთხოების თემაზე ლაპარაკს მოვერიდები, ერთს ვიტყვი მხოლოდ: ყარაბაღის პრობლემის გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრი კითხვა გაჩნდეს... ბუნებრივია, რომ ეს პროექტი არ მოსწონს არც სომხეთს და არც რუსეთს, თუმცა მისი განხორციელება კარგა ხნის წინ დაიწყო და არა მგონია, დღეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა შეუქმნან. რისკი არსებობს, მაგრამ დღეს ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით საუბარს და ვითარების დრამატიზებას საჭიროდ არ მივიჩნევ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"ლარის დევალვაციას რაც შეეხება, შეთქმულების თეორიებს ვერ ავყვები, არ მაქვს საფუძველი, რომ ბანკებს ამგვარი მძიმე ბრალდებები წავუყენო, თუმცა ცალკეულ სპეკულაციურ ოპერაციებს ვერ გამოვრიცხავ. მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ არის მთელი საბანკო სისტემის პოლიტიკა და მხოლოდ ცალკეული ჯგუფები შეიძლება სპეკულირებდნენ. რაც შეეხება კითხვას: რა ხდება ლართან დაკავშირებით? აქ ახალი არაფერია, ხდება ის, რაც ხდება ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკა არა აქვს. ეკონომიკის არქონის სადემონსტრაციოდ კი ვიღებ ერთ პარამეტრს - იმპორტ-ექსპორტის ბალანსს. ჩემი აზრით, სავალუტო ბირჟაზე გრძელვადიანი სტაბილურობის მთავარი ეკონომიკური ხერხემალი სწორედ იმპორტ-ექსპორტის სალდოა. ამ ციფრებით კარგად ჩანს, აქვს თუ არა ქვეყანას ეკონომიკა ან როგორი ეკონომიკა აქვს. ჩვენში არსებული დეფიციტური სალდოს დაბალანსება სავალუტო ბაზარზე ხდება სეზონურად. მაგალითად, ზაფხულში მოთხოვნა-მიწოდების დეფიციტს ტურისტული სეზონიდან შემოსული უცხოური ვალუტა აბალანსებს, საახალწლოდ კი - საქართველოს მოქალაქეების მიერ უკანასკნელი დოლარების ხარჯვა... შედეგად ზაფხულობით გვაქვს მეტ-ნაკლებად სტაბილური ეროვნული ვალუტა, შემოდგომაზე ტურისტები მიდიან და ლარის კურსიც უფასურდება, მერე - 15 დეკემბრიდან ვიწყებთ ინდაურების ყიდვას და ლარი ისევ მყარდება და ა.შ. ამიტომაც ვუწოდებ ჩვენს ეკონომიკას "ინდაურის ეკონომიკას" - 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ლარის სტაბილურობისთვის, მთავრობის მაგივრად, ინდაური მუშაობს..." - განაგრძობს რესპონდენტი.

"არ მიმაჩნია მეგის ქარდავას დაკავებისა და მისი გადმოცემის ამბავი მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემად. ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც იყო სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი კომპონენტი, შავი საქმეების აღმასრულებელი. ის რას იტყვის და რას - არა, არა მგონია, დიდად აშფოთებდეს ვინმეს. ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილი რა სასწრაფოდ გაემიჯნა ქარდავას - არ იცნობს თურმე. გაემიჯნა "ნაციონალური მოძრაობაც", თავისი განაყოფით. აშკარად ჩანს, რომ მისი დაკავება და ხელისუფლებასთან შესაძლო თანამშრომლობა მაინცდამაინც არ აშფოთებთ... ეს ყველაფერი დღეს ჩავლილ მატარებელს მიდევნებული თემა მგონია და ამას კარგად ხედავენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". საქმე ის არის, რომ ჩვენში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ერთ დიდ ფარსად იქცა. 2012 წელს ეს არ იყო მხოლოდ არჩევნები, ეს იყო პროცესი, როდესაც ხალხმა სააკაშვილის რეჟიმს განაჩენი გამოუტანა, რაც უნდა აღესრულებინა "ქართულ ოცნებას" და არ აღასრულა", - მიიჩნევს ექსპერტი.

"ვგულისხმობ დამნაშავე სისტემის პოლიტიკურად გასამართლებას. ამის ნაცვლად მივიღეთ სურათი, როდესაც სისტემა ნელ-ნელა, მეთოდურად გადმობარგდა ახალ ხელისუფლებაში "კოლექტიური მურუსიძის" სახით. დღეს მისი მეტასტაზები უკვე მთელ ხელისუფლებას მოედო. ვხედავთ, რომ გიგი უგულავა უკვე გარეთ არის, სხვები არ დააპატიმრეს, ვიღაცები გაამართლეს კიდეც... ამ ვითარებაში რატომ უნდა ეშინოდეთ ყოფილ მაღალჩინოსნებს მეგის ქარდავას დაკვების?! დღეს უკვე ამ ხელისუფლებაში არიან იმ ძველი სისტემის ბურჯი პროკურორები თუ მოსამართლეები, რომლებიც საერთოდ არ არიან დაინტერესებული სისტემური დანაშაულების გახსნით, რადგან ისინიც მონაწილეები იყვნენ ამ დანაშაულის... ამიტომაც ქარდავას დაკავება არაფერს შეცვლის და მისი ჩვენების, დარწმუნებული ვარ, არავის ეშინია. დღეს ამ სისტემამ, ამ ურჩხულმა მძევლად აიყვანა გამოუცდელი ხელისუფლება და ის ჰკარნახობს თამაშის წესებს. დაიჭერენ მეგის ქარდავას, სამაგიეროდ, გამოუშვებენ ვანო მერაბიშვილს", - ამბობს ხუხაშვილი.

"იმედის" საქმე გავიხსენოთ, რომელშიც იყო სამი მთავარი ფიგურანტი: ვანო მერაბიშვილი, რომელიც გასამართლებულია და ამის გამო ზის ციხეში, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით აღმოჩნდნენ ანგელოზები... არადა, ამ დანაშაულს მერაბიშვილი ყველაზე ნაკლებად კურირებდა, იქ მთავარი კურატორები კეზერაშვილი და უგულავა იყვნენ. ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება მზად არის, ითანამშრომლოს დამნაშავე სისტემის ყველა სუბიექტთან ერთადერთი პირობით - რომ ქურდს შეაგინონ, ანუ მთავარია, მიშას შეაგინონ და ხელისუფლება მზად არის, ითანამშრომლოს ბოკერიასთან, უგულავასთან... შეიძლება მერაბიშვილსაც ამ პირობით უშვებენ, რომ სააკაშვილს შეაგინებს. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მგონი, მიშა უკვე მეცოდება", - დაასკვნის რესპონდენტი.

"კახა კალაძეს აშკარად თბილისის მერობაზე მეტი ამბიცია აქვს. ამის ერთ მაგალითს მოვიყვან: დასრულდა არჩევნები, მაგრამ საქართველოში პირველად მოხდა, რომ არჩეულმა პირმა პერსონალური საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, გააგრძელა. თუ გაივლით ქალაქში, ნახავთ ბილბორდებს, რომლებზეც კახა კალაძე მადლობას იხდის ნდობისთვის. ეს მეტყველებს, რომ მას აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური მიზნები და თბილისის მერობა არ არის მისთვის კარიერის მწვერვალი. მან დაიწყო ხანგრძლივი პოლიტიკური თამაში. იმასთან შედარებით, რაც ხდება "ქართულ ოცნებაში" პროფესიონალიზმის, იდეების, პოლიტიკური ალღოს ნაკლებობის თვალსაზრისით, კალაძე ნამდვილად გამორჩეული ფიგურაა. მან ბევრი იმუშავა და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად. სხვა საკითხია, რომ მის შესაძლებლობებსაც აქვს თამასა, რაზეც გადახტომა ძალიან გაუჭირდება - მისი, როგორც ნაციონალური ლიდერის პერსპექტივას, სკეპტიკურად ვაფასებ", - თვლის ექსპერტი.

"დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია და ძალიან საეჭვოა, მან ეს კრიზისი დასძლიოს. როგორც უნდა გადაჯგუფდნენ, მათგან არაფერი გამოვა, რადგან ის მთლიანად კომპრომეტირებულია, მათი რეაბილიტაციის შანსს კი ვერ ვხედავ. ასევე ფიქრობს ამომრჩეველთა უმეტესობა, ისინი, ვინც არ მივიდნენ არჩევნებზე. საბოლოოდ ყველაფერი გადაწყვიტა არა პოლიტიკურმა არჩევანმა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რესურსებმა, რაც მეტი ჰქონდა სახელისუფლებო ძალას. ამ საყოველთაო მობილიზაციის პირობებშიც კი ამომრჩევლის აქტივობა 50%-მდეც კი არ იყო. ადამიანები ეძებენ ახალ არჩევანს და ამის ძალიან კარგი ინდიკატორი იყო ალეკო ელისაშვილი, რომელსაც არ ჰქონდა არც რესურსი, არც გამოცდილება, არც განსაკუთრებული თვისებები... მან ვერ მოიგო ერთადერთი მიზეზით - ამომრჩეველმა კი დაიჯერა, რომ მას ჰქონდა ვითარების გამოსწორების სურვილი, მაგრამ ვერ ირწმუნა, რომ ამას შეძლებდა. მან შედეგი აჩვენა არა იმიტომ, რომ მაგარია, არამედ იმიტომ, რომ შეძლო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჭაობის ლუსტრირება. მეორე მხრივ, რადგან ამომრჩეველს აქვს მესამე არჩევანის მოთხოვნილება, ის აუცილებლად გამოჩნდება. პოლიტიკაში, ისევე როგორც ეკონომიკაში, მოქმედებს კანონი: თუ არსებობს მოთხოვნა, ჩნდება მიწოდებაც", - განმარტავს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - "როდესაც ოპოზიცია სუსტია, ეს ხშირად ამწვავებს ხელისუფლების შიგნით არსებულ დაჯგუფებებს შორის ურთიერთობას და საბოლოოდ სწორედ მმართველი ძალა წარმოშობს ხოლმე ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტს" - პასუხობს:

"ასეთი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები არსებობს "ქართულ ოცნებაში", მაგრამ მათ ამბიციებზე მაღალი აზრის ვერ ვარ და აგიხსნით, რატომ: "ქართულ ოცნებაში" შიდა ინტრიგები, კულუარული დაპირისპირებები და საკუთარი ბოსტნის გაფართოების მცდელობა არის და მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ დღესდღეობით "ქართული ოცნების" ყველა ჯგუფი სწორებას ივანიშვილზე აკეთებს და მის რესურსებზე პარაზიტირებს. ყველაფერი ივანიშვილამდე მიდის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ის აქტიურად მართავს ქვეყანას - უბრალოდ, ყველაფერი მის ფაქტორს ეყრდნობა. დაპირისპირებებს მხოლოდ შიდა ფაციფუცის სახე აქვს, ამიტომაც ამ ჯგუფში ოპოზიციის გაჩენა შეუძლებელი მგონია. აქ არ არის ხალხი, ვისაც შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ამ მიმართულებით მხოლოდ კახა კალაძის ჯგუფი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ესეც მხოლოდ თეორიულად. ეს ჯგუფი ყველა მიმართულებით გაძლიერდა, ამ ჯგუფს თეორიული შანსი გაუჩნდა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყოს, მაგრამ იქამდე კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რა დროსაც, კაცმა არ იცის, არ შეიძლება მოხდეს..."

კუმურდოში ვითარება ისევ იძაბება

"ჯავახეთის სოფელ კუმურდოში საეკლესიო თემაზე, შესაძლოა, ახალი სკანდალი და დაპირისპირება მზადდებოდეს. ჯავახეთში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უკმაყოფილებას არ მალავს და აპროტესტებს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განცხადებას, რომ კუმურდოს ტაძარზე პრეტენზია სომხეთს არ აქვს და მოითხოვენ, ტაძრის კუთვნილებაზე ხელახალი შესწავლა დაიწყოს. ისინი იმასაც აცხადებენ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ჯავახეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქია გამოცხადდეს და ამით "საქართველოს ეკლესიის აგრესიული ამბიციების შეკავება მოხდეს". მათი განცხადებით, "ჯავახეთის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოება პრიორიტეტული საკითხი ხდება" და სომხეთის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს მხარში დგომას სთხოვენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კუმურდოში ვითარება ისევ იძაბება / სომეხ სამოქალაქო აქტივისტთა და პოლიტიკოსთა ნაწილი სომხეთის ეკლესიის მიერ კუმურდოს ქართულ ეკლესიად აღიარებას აპროტესტებს.

"სპუტნიკთან" საუბარში ახალქალაქში მოქმედი ორგანიზაცია "ჯავახკის" ლიდერი ნორიკ კარაპეტიანი ამბობს, რომ კუმურდოს ეკლესია სომხურია. ამიტომაც კუმურდოს კუთვნილებაზე სომხური ეკლესიის "ნაჩქარევი განცხადების შემდეგ" ადგილობრივი მოსახლეობა უკამყოფილებას არ მალავს და ამის გამო სახალხო მოძრაობა "ჯავახკმა", ასევე საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "ჯავახკმა" და პარტია "ვირქმა" წერილი მისწერეს სომხეთში არსებულ ყველა ეკლესიას, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს გარეგინ II-სა და უზენაესი სასულიერო საბჭოს კილიკიის დიდი სახლის კათალიკოსს მხადაჭერა სთხოვეს, რათა კუმურდოს ეკლესიის კუთვნილების საკითხი ხელახლა გაირკვეს და ჯავახეთში ახალი ეპარქია შეიქმნას. კარაპეტიანი ამბობს, რომ მათ წერილს აშშ-სა და ევროპაში მცხოვრები სომხები უკვე გამოეხმაურნენ და პრობლემის მოგვარებაში მხარდაჭერაც აღუთქვეს. წერილი ორი დღის წინ სომხურ მედიაში გავრცელდა. მიმართვის ავტორები უპირველესად საუბრობენ იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი აღშფოთება, პირველ რიგში, გამოიწვია სარესტავრაციო სამუშაოებმა, როცა ქართველმა რესტავრატორებმა 700 წლის სომხური სამარხები გაანადგურეს და ეკლესიის ეზოდან ტრადიციული სომხური ქვაჯვარი - ხაჩკარი აიღეს... ორგანიზაციების განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ "ჯავახეთში ცალკე ეპარქიის გამოცხადება აუცილებელია" როგორც იქ არსებული ეკლესიების დიდი რაოდენობის, ისე მოსახლეობის რიცხოვნობის გამო, რადგან სომხური მოსახლეობა დაახლოებით 200 000-ია და ეს ყველაფერი ამ მოთხოვნას შეესატყვისება." - აღნიშნავს გამოცემა.

"გარდა ამისა, მაღალი რანგის სასულიერო პირის ყოფნა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აგრესიული ამბიციების რეალური შემაკავებელი იქნება. თუ ჩვენ ამ კუთხით მხარს დაგვიჭერს კილიკიის დიდი სახლის კათალიკოსი არამ პირველი, მისი ძალიან დიდი მადლიერები ვიქნებით. ჩვენ გთხოვთ, რომ იფიქროთ საქართველოში სომხეთის აპოსტოლური ეკლესიის ეპარქიის ფუნდამენტურ შექმნაზე. ჯავახეთის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოება პრიორიტეტული საკითხი ხდება და ამაში მხარდაჭერას გთხოვთ", - ნათქვამია განცხადებაში. ახალქალაქის სოფელ კუმურდოში არსებული მე-10 საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის თემაზე დიდი დაპირისპირება 30 სექტემბერს მოხდა ადგილობრივ სომხურ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. დაპირისპირების დროს ექვსი პოლიციელი და სოფელ კუმურდოს ექვსი მკვიდრი დაშავდა. კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძრის რესტავრაციის დროს ეზოში ნანახი ადამიანების ძვლების ისევ ეკლესიის ეზოში დამარხვა და ზედ სომხური ხაჩკარის - ქვაჯვრის აღმართვა გადაწყვიტა. სახელმწიფოსთან შეუთანხმებელი განზრახვა შსს-ის სპეციალურ რაზმთან დაპირისპირებით, ქვების სროლით, პოლიციისა და სასულიერო პირების ავტომობილების დალეწვით დასრულდა", - განაგრძობს გამოცემა.

"მას შემდეგ, რაც თბილისი აპირებს, ეკლესია იუნესკოს დაცვის ქვეშ მოაქციოს, ორგანიზაციის კანონების თანახმად, ქვაჯვრის დადგმა დარღვევად მიიჩნევა და სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება. ინციდენტი ადგილზე შს მინისტრის ჩასვლის შემდეგ განიმუხტა. მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ, სადაც ნათქვამი იყო, რომ მხარეები შეთანხმდნენ, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც X საუკუნის ეკლესიის ეზოში ქვაჯვრის აღმართვის საკითხს გადაწყვეტს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სომეხთა სამოციქულო ეკლესიას არ აქვს ეჭვი, რომ კუმურდო ქართული მართლმადიდებელი ტაძარია. მას შემდეგ ჯერჯერობით კუმურდოში სიმშვიდეა, თუმცა ამ წერილის შემდეგ სომხურ მედიაში კონფლიქტის ახალ ტალღაზე უკვე წერენ. როგორც ახალქალაქელი ჟურნალისტი რიმა ღარიბიანი ამბობს, 30 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ განუცხადა, რომ რესტავრაციის დასრულებას უნდა დაელოდონ და შემდეგ ხაჩკარი ეკლესიის ეზოში აღიმართება. რესტავრაცია კი უნდა დასრულდეს 2-3 წლის შემდეგ", - დასძენს გამოცემა.

"მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელ არნოლდ სტეპანიანის განცხადებით, სად აღიმართება ქვაჯვარი, ეს გადაწყვეტილი ისევ არ არის. საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქვაჯვარი ეკლესიის ეზოს გარეთ უნდა დააყენონ, ხოლო სომხური მოსახლეობა ამბობს, რომ ეკლესიის ეზოში უნდა აღიმართოს, რადგან საფლავები იყო ეზოში. "ახლა სიტუაცია დაწყნარებულია, მაგრამ ისეთი ფორმულა, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაში დააწყნარებს სიტუაციას, ჯერ მოფიქრებული არ არის", - ამბობს სტეპანიანი. მისი თქმით, ეკლესია ქართულია და ვინც ისტორია ცოტათი მაინც იცის, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ საუკუნეებია, ამ სოფელში მხოლოდ სომხური მოსახლეობა ცხოვრობს, ამ ეკლესიაში ლოცულობს და თავისთავად აღქმა აქვთ, რომ სომხური ტაძარია, რასაც წყლის ასამღვრევად ის ორგანიზაციები იყენებენ, რომლებმაც განცხადება გაავრცელეს", - წერს სტატიის ავტორი.

"ბევრი სხვადასხვა ძალაა ამ სოფელში, რომელსაც მოსახლეობაზე გავლენა აქვს. მათგან ზოგი რუსეთშია, ზოგიც - სომხეთში. ვერსიაა, რომ დაპირისპირება იმართება ქვეყნის გარედან, მაგრამ ქვეყნის შიგნითაც არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ და ამგვარი მესიჯებით გარკვეულ ქულებსაც იწერენ. თუმცა, ასევე, არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ უსამართლობა ხდება, ეკლესია სომხურია და, შესაბამისად, უფლება აქვთ ამ ეკლესიაზე. ძვლების ისტორია რომ არ ყოფილიყო, კონფლიქტის ფორმალური მიზეზი არ იქნებოდა. არანორმალური ნაბიჯი იყო, არაცივილიზებულია ძვლების ასე ამოყრა, თუმცა მაინც არ მჯერა, რომ ამ კონფლიქტის ისევ განვითარება მოხდება და რამე დიდ დაპირისპირებაში გადაიზრდება", - ამბობს სტეპანიანი. რაც შეეხება ჯავახეთის ეპარქიის გამოცხადებას, სტეპანიანი ამბობს, რომ ეს იდეა სომხურ ეკლესიაშიც არსებობს - რომ საქართველოში არა ერთი, არამედ ორი ეპარქია უნდა იყოს, რადგან ჯავახეთში სომხები კომპაქტურად ცხოვრობენ და ეპარქიას უფრო კარგად მიხედავენ. თავად მისთვის კი ეს არგუმენტი არადამაჯერებელია, რადგან ჯავახეთის თბილისიდან მართვაც არ არის რთული. სტეპანიანის თქმით, სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლის ქვეშაა", - დასძენს სტატიის ავტორი.

ლია მუხაშავრია - "მეგის ქარდავა ბოლო კოზირია ორივე ქვეყნის ხელისუფლებისთვის"

"სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა უკრაინელმა სამართალდამცავებმა პირველ ნოემბერს, ღამის 2 საათზე, გალიცკის რაიონის სოფელ ზადნესტრიანსკში დააკავეს, სადაც ბოლო დროს ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ მეგის ქარდავას ხშირად აკითხავდა მეუღლე, თუმცა თვითონ სახლიდან გასვლას ერიდებოდა. მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად ითხოვენ, თუმცა საკითხი უკრაინულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ექსტრადირების პროცესი თვეების განმავლობაში გაგრძელდეს, რადგან სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს დაკავებისა და ექსტრადირების რამდენჯერმე გასაჩივრების უფლება აქვს, თანაც ის პოლიტიკურ თავშესაფარს სწორედ უკრაინას სთხოვს. რატომ დააკავა უკრაინამ მეგის ქარდავა ახლა და არა მაშინ, როდესაც ინტერპოლით ძებნილმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ზადნესტრიანსკს შეაფარა თავი? ექსტრადირების შემთხვევაში გახდება თუ არა გახმაურებული საქმეების "ოქროს მოწმე"? _ ამ კითხვებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია პასუხობს", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "მეგის ქარდავა ბოლო კოზირია ორივე ქვეყნის ხელისუფლებისთვის" / "ქარდავას ქართული მართლმსაჯულებისთვის გადაბარების შემდეგ დაიწყება სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების, მათ შორის - ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების პროცესი" / "თუ ქარდავას თავის გადარჩენა სურს, ის "ოქროს მოწმედ" უნდა იქცეს".

"ორივე ქვეყნის ხელისუფლებას მეგის ქარდავა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას მყარი არგუმენტები და დასაბუთება უნდა, თანაც ისეთი "ოქროს მოწმისგან", როგორიც მეგის ქარდავაა. ჩემი აზრით, მისი დაკავება ამიტომაც გადაწყდა სწორედ ახლა. მეც მქონდა ინფორმაცია, რომ ქარდავა ბოლო წლებში უკრაინას აფარებდა თავს და თუ უკრაინის ხელისუფლებას მისი დაკავება სურდა, აქამდეც მოახერხებდა. მეგის ქარდავა ბოლო კოზირია ორივე ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომ სააკაშვილისკენ მიმავალი გზა გაიკვლიონ. მან ძალიან ბევრი რამ იცის. ქარდავას საქართველოში აუცილებლად ჩამოიყვანენ. შესაძლოა, პროცედურა რამდენიმე თვე გაგრძელდეს, თუმცა, ვისაც პოლიტიკური ანალიზი შეუძლია, დამეთანხმება, რომ სწორედ ქარდავას ჩამოყვანა იქნება ამ პროცესის ლოგიკური დასასრული. ქარდავას ქართული მართლმსაჯულებისთვის გადაბარების შემდეგ დაიწყება სხვა მაღალჩინოსნების, მათ შორის - სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების პროცესი. ისინი უკრაინის ხელისუფლების თავის ტკივილად იქცნენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ე.წ. ქართველი რეფორმატორები საქართველოში დააბრუნონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

"ეს საფრთხე მეგის ქარდავას დაკავებისთანავე იგრძნო სააკაშვილმა და ამიტომაც განაცხადა - მეგის ქარდავას არ ვიცნობ, მასზე მხოლოდ პრესის ფურცლებიდან მსმენიაო. რამდენად რეალურია, პრეზიდენტი სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელს არ იცნობდეს?! სააკაშვილის ბრძანებით მეგის ქარდავას პრეზიდენტის ორი ოფიციალური ჯილდო აქვს მიღებული... თუ ქარდავას თავის გადარჩენა სურს, ის "ოქროს მოწმედ" უნდა იქცეს. მთავარი ჯალათი მოაღებს პირს, თუ მანამდე არ გააგორეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ქარდავა ყველაზე ბნელი საქმეების ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო - ის ფიგურირებს ე.წ. ფარული ჩანაწერების, სერგო თეთრაძის წამების, ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის საქმეებში, როდესაც მაშინდელი პირველი პირებისგან უნდა მიეღო ბრძანება. არ გამოვრიცხავ, დაკავება თვითონ მეგის ქარდავას ინტერესებსაც შეესაბამებოდეს - იმდენად ბევრ ადამიანზე აქვს კომპრომატები, მისი მოშორება შეიძლება უამრავ ჯგუფს სურდეს. მათ შორის არც სააკაშვილი უნდა გამოვრიცხოთ", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"პროკურატურაში პროფესიონალები რომ მუშაობდნენ, მისგან ჩვენება დიდი ხნის წინ უნდა მიეღოთ. მეტიც, შესაძლოა, მას პროკურატურის მაღალჩინოსნებზეც ჰქონდეს კომპრომატები, ან "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებზე, რომლებსაც ხელს არ აძლევთ ქარდავას ექსტრადირება... ერთი სიტყვით, დიდი პოლიტიკური ვაჭრობა იწყება. ამ პროცესს ემთხვევა ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გათავისუფლებაც", - დაასკვნის ლია მუხაშავრია და შეკითხვაზე - "რა კავშირი აქვს ვანო მერაბიშვილის საქმეს მეგის ქარდავას დაკავებასთან?" - პასუხობს:

"პირდაპირი კავშირი არა აქვს, თუმცა მეგის ქარდავაზე მეტად გარდამტეხი ქართულ პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილის ფაქტორი იქნება. მეეჭვება, სტრასბურგის დიდმა პალატამ მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვოს, თუმცა გააჩნია, ხელისუფლება როგორ იმოქმედებს. მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლების პარალელურად მოსალოდნელია გააქტიურდეს 7 ნოემბრის საქმე, რომლის სასამართლო პროცესი აქამდე მხოლოდ ერთი მიზეზით არ დასრულებულა - არავინ იცის, როდის დასჭირდებათ ამ "კოზირის" გამოყენება მერაბიშვილის წინააღმდეგ. პროკურატურა იმდენად უსუსურია, რომ მერაბიშვილს მძიმე დანაშაულში ბრალდება ვერ წაუყენა და ახლა ცდილობს, უსუსური ნაბიჯებით აირიდოს მისი გათავისუფლება. ეს, უპირველესად, საერთაშორისო იმიჯზე მოქმედებს და შესაძლოა, პირიქით, დასავლეთში მერაბიშვილის პოლიტიკური პატიმრობის შესახებ მეტი კითხვა გაუჩნდეთ".

უნდა მიიწვიონ თუ არა სატელევიზიო თოქ-შოუებზე "ქართული მარშის" წარმომადგენლები?

"როგორ და რა დოზით უნდა გაშუქდეს "ქართველთა მარშის" ტიპის აქციები, საჭიროა თუ არა მათი წარმომადგენლების მიწვევა თოქ-შოუებში და, ზოგადად, უნდა ეთმობოდეს თუ არა მათ მედიასივრცე - ამ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ქართული მედიის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ, ვინც ძალადობის მოწოდებებით და სხვისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოდიან, საეთერო დრო არ უნდა დაეთმოს. ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს ადამიანების დისკრედიტაციაა და მიუხედავად მათი მოსაზრებებისა და შეხედულებების გამოხატვის ფორმისა, მათი აქტივობა მედიამ უნდა გააშუქოს", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - უნდა მიიწვიონ თუ არა სატელევიზიო თოქ-შოუებზე "ქართული მარშის" წარმომადგენლები და უნდა გააშუქოს თუ არა მედიამ მათი აქტივობა?

"ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა. საბავშვო ბაღში აღარ იბუტებიან ბავშვები. რას ჰქვია არ მიიწვევენ?! თუკი მათ აზრს არ გააშუქებენ, რა ინტერესს ჩადებენ თავიანთ გადაცემებში?! არაპროფესიონალების დოღია ჩვენს ქვეყანაში. ამ გადაწყვეტილებით იმათ არაფერი დააკლდებათ, რადგან დღევანდელ დროში ინფორმაცია ყველგან ვრცელდება. ერთი ტელევიზია გამოუცხადებს ბოიკოტს და სხვა არ გააკეთებს ამას. ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა და როგორ შეიძლება, ტელევიზიამ ეს არ აჩვენოს და ინფორმაცია ცალმხრივად გაუშვას?!" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეჟისორი გოგი თორაძე.

"მე ვფიქრობ, იმ პირობით უნდა გააშუქოს, რომ წინასწარ შეუთანხმდნენ და ბილწსიტყვაობა და მუქარა ამოიღონ ამ ტექსტებიდან. თუ მსგავსი უარყოფითი ტექსტების თქმა უნდათ "მარშელებს", მაშინ ფორმა მონახონ თავიანთი დამოკიდებულების გამოსახატავად, თორემ რადიო და ტელევიზია ყველასია, ეს არის დემოკრატიული პრინციპი", - თვლის მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე.

"ქართული მარშის" წევრებისა თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის დაბლოკვა და გადაცემებში არმიწვევა არ მიმაჩნია სწორად. დემოკრატიული საზოგადოება და მაღალი განვითარება ნიშნავს, რომ იყოს პოლემიკა, აზრების გაზიარება, სრულიად მიუღებელი აზრისაც, მაგრამ მას გაეცეს შესაბამისი პასუხი. ეს ჯობია, ვიდრე ბოიკოტი და ცალმხრივი ფორმატით ურთიერთობის წარმართვა", - მიიჩნევს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"მათი გაშუქება აუცილებელია იმიტომ, რომ ვიცოდეთ, რა გაკეთდა სწორად და რა - არა. იმ ფეხბურთელმა გაიკეთა სამკლავური, მას ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ასეთივე უფლება ჰქონდათ სხვებს, რომ ამასთან დაკავშირებით გამოეთქვათ მოსაზრება. თუმცა აზრის გამოთქმასა და ქვების სროლას შორის განსხვავებაა. უბრალოდ, აზრი რომ გამოეთქვათ, ამას გავიგებდით, მაგრამ როგორც კი კანონის ჩარჩოდან გამოდიხარ, ამით საკუთარი აზრის დისკრედიტაციასაც კი ახდენ, არათუ სხვისა. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ქართველ ჟურნალისტებს არ აქვთ უფლება, ამის გამო ვინმე დაბლოკონ. "ნაციონალური მოძრაობის" გამონათქვამებს აშუქებენ და ამათი მიწვევით რა დაშავდება?!", - დასძენს ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ახალი პრეზიდენტი "პრეზიდენტის სასახლეში" აღარ შევა

"ბავშვების ბაღებსა და სკვერებში ჩაყვანაც უკვე საგანგაშოა!"

ტყიბულის ტრაგედიის გამო ორ თანამდებობის პირს დააკავებენ?!
პუტინის ულტიმატუმი საქართველოს - რა გველის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში

"რეალურია, "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს სალომე ზურაბიშვილს"
რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა

მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიგვიღონ?
ცივი ომის შემდეგ ნატო-ს არც ერთ სამიტს არ გამოუწვევია ასეთი შიშნარევი მოლოდინი
ახალი შენობების 70% არაეკოლოგიურია
ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"