არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2017
დასავლეთ საქართველოს უმძიმესი ზამთარი ელოდება

როგორ ფიქრობთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ზოგიერთი კლინიკა უნდა ამოვარდეს თუ არა?

***
დასავლეთ საქართველოს უმძიმესი ზამთარი ელოდება

“დასავლეთ საქართველოში მარცვლეული კულტურების მოსავალი თითქმის მასობრივად განადგურდა. მოსავალი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე აღებული, მაგრამ დეფიციტის გამო პროდუქტი უკვე მკვეთრად გაძვირდა. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში უმძიმესი ზამთრის გადატანა მოუწევთ. კიდევ უფრო რთული ვითარებაა გალში, სადაც თითქმის ყველანაირი მოსავალი განადგურდა. რეგიონებში 1 ფუთი სიმინდი 22 ლარად იყიდება. სამომხმარებლო ბაზრებსა და მაღაზიებში 1 კგ ახალი სიმინდის ფქვილი 2,50-3 ლარის ფარგლებშია, ხოლო 1 კგ ლობიო 5 ლარზე ნაკლებად თითქმის არსად იშოვება. თუკი ფასი ამ ტეპით გააგრძელებს ზრდას, შესაძლოა, ზამთარში ფუთი (16 კგ) სიმინდი 35-40 ლარი გახდეს, ხოლო ლობიო 7 ლარამდე გაძვირდეს. სხვათა შორის, ამაზე რეგიონებში უკვე საუბრობენ. აქედან გამომდინარე, ხალხს უმძიმესი ზამთარი ელოდება. ამ ეტაპზე პროდუქტი ყველაზე იაფი ბანძაშია, სადაც 1 ფუთი სიმინდის ყიდვა 20 ლარადაც არის შესაძლებელი, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, შარშან ამ დროს 13 ლარი ღირდა. სიმინდის გაძვირებას, როგორც უკვე აღვნიშნე, უმოსავლო სეზონს უკავშირებენ. ფაროსანას გავრცელების გამო მოსავალი წელს საგრძნობლად განადგურდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დასავლეთ საქართველოს უმძიმესი ზამთარი ელოდება / სიმინდსა და ლობიოს უკვე არნახული ფასი ადევს, მარაგი იანვარში ამოიწურება

"მართალია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავი არ დაუზოგავს და მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ებრძოდა მავნებელს, მაგრამ მარცვლეული კულტურები მაინც ძალიან დაზიანდა. არც გლეხებს დაუკლიათ შრომა, მაგრამ ობიექტური მიზეზით როგორც სიმინდის, ასევე ლობიოს მოსავალი დასავლეთ საქართველოში განადგურდა. არაფერს ვამბობ თხილზე, რომელიც პირწმინდად უხარისხოა. შარშან ამ დროს აგრარულ ბაზრებში 1 ფუთი სიმინდის ფასი 15 ლარი იყო, ხოლო ლობიოს ყიდვა ხალხს 3,5 ლარადაც შეეძლო. სიმინდს განსაკუთრებით გაუჭირდა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიასა და სამეგრელოში, სადაც მავნებლებმა ყანებში შეთესილი ლობიოც გაანადგურა. როგორც ცნობილია, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სიმინდი და ლობიო მოსახლეობისთვის ძირითადი პროდუქტია, განსხვავებით აღმოსავლეთისგან, სადაც სიმინდს მარტოოდენ ფრინველისა და პირუტყვის საკვებად იყენებენ. შესაბამისად, ფასზე ეს ფაქტორიც მოქმედებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ზენაიშვილი ამბობს, რომ ფაროსანას გავრცელების გამო წელს პრობლემა ციტრუსსაც შეექმნა. ზენაიშვილის თქმით, განსაკუთრებით ახლა გურიასა და სამეგრელოში უჭირთ, მაგრამ არანაკლები პრობლემაა აჭარაშიც. ფაროსანამ მოსავალი რეგიონებში საგრძნობლად დააზიანა. ნაყოფი არის, მაგრამ შიგთავსი გაფუჭებულია. სიმინდის მერე პრობლემა ფაროსანამ ციტრუსს შეუქმნა. ლობიო ისედაც მცირეა, დასავლეთში ნორმალურად არც დათესილა იგი, რაც ამ მოსავლის დეფიციტს განაპირობებს.
სიმინდის მოსავალი 80%-ით არის შემცირებული. სხვაგან რომ არ წავიდე, ჩემი მაგალითითაც შემიძლია დავადასტურო, გურიაში 1,5 ჰა ფართობიდან 600 კგ სიმინდი ავიღე, როცა 8-9 ტონას ვიღებ. ანალოგიური მდგომარეობაა მთელ რეგიონში ფაროსანას გამო. ძალიან დიდი ზარალია, რაც შემაშფოთებელია. მძიმე ზამთარი გვექნება, ციტრუსებიდანაც კი შეუმცირდება ხალხს შემოსავალი. სიმინდის ფასიც გაზრდილია, მოსახლეობას მისი ყიდვაც ძალიან გაუჭირდება. ჩალა რა არის, ისიც კი აღარ შერჩათ. კახეთშიც გამოჩნდა ფაროსანა, მომავალ წელს მისი გავრცელება იქაც პიკს მიაღწევს, პრობლემა ყველგან მოსალოდნელია. არ ვიცი, ან თავი როგორ გაიტანოს ხალხმა ან საქონელი როგორ გამოაზამთრონ. წინ მძიმე სეზონია. ვერ ვიტყვი, რომ შიმშილით დაიხოცებიან, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ", - განაგრძობს გამოცემა.

"მარაგის მხრივ ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა იმერეთში, თუმცა სიმინდი იქაც ძვირი ღირს. მაგალითად, ხონის მარცვლეულის ბაზარზე 1 ფუთი უკვე 22 ლარად იყდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ხალხი ცდილობს, მოასწროს ყიდვა და დაიბევოს მოსავალი, სანამ ფასი პიკს მიაღწევდეს. თერჯოლის მკვიდრი ზაურ ქავთარაძე სიმინდის მომარაგებაზე უკვე ზრუნავს, რადგან საკუთარი ჭირნახული 2-3 თვეში ამოეწურება. პრობლემაა საჩხერეშიც, სადაც ხალხი მცირე მოსავლის ამარაა დარჩენილი. საჩხერის მკვიდრის გულვერ გულიაშვილის თქმით, სხვა მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს, რომ სიმინდი ასე გაძვირებულიყო. ახლა მომარაგება თითქმის შეუძლებელია. მოსავლის სიმცირე ხშირად პრობლემაა, ხან უამინდობა გვიშლის ხელს, ხან - რა და ხან - რა, მაგრამ დღევანდელი ვითარება საგანგაშოა. სიმინდის ყიდვა მომავალი წლიდან დამჭირდება. მანამდე როგორმე გავძლებ, ხოლო იანვრიდან დანარჩენებივით მეც თავის მტვრევა მომიწევს. არ ვიცი და ჯერ კიდევ ვერ ვფიქრობ, რა საშუალებით უნდა შევძლო მარცვლეულის ან სხვა პროდუქტის ყიდვა, გამოსავალს ვერ ვხედავ", - დასძენს გამოცემა.

"ზუგდიდში ხალხი რამდენიმე თვის სამყოფი სიმინდის იმედადაა. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ოკუპირებულ გალის რაიონში, სადაც სიმინდისა და ლობიოს გარდა, ფაროსანას შემოსევამ ციტრუსიც გაანადგურა. ოტობაიის მკვიდრის თქმით, სიმინდი გალში ხალხის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალია, თხილთან ერთად და ასობით ოჯახის კეთილდღეობა მასზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ფასს, იქ გაცილებით ნაკლებია, 1 ფუთი სიმინდი 18 ლარად იყიდება, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გასტანს. მცირე მოსავალია, რაც მხოლოდ რამდენიმე თვით მოგვცემს თავის გატანის საშუალებას. არ ვიცი, ზამთარში რით უნდა ვიკვებოთ, როცა შემოტანილი პროდუქტის შესაძენად ფული არ გვექნება. ოჯახიდან გასაყიდადაც ვერაფერს გავიტანთ. რთული სიტუაციაა. არც ლობიო გვაქვს და ნორმალურად არც სიმინდია, ციტრუსი საჭმელადაც აღარ ვარგა, იმდენად უხარისხოა. ასევე უნაყოფო აღმოჩნდა ფეიხოა და კივიც. რასაც კი ფაროსანა მისწვდა, ყველაფერი განადგურებულია", - წერს სტატიის ავტორი.

როგორ ფიქრობთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ზოგიერთი კლინიკა უნდა ამოვარდეს თუ არა?

"მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ზოგიერთი კლინიკა ამოვარდება. ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა და განმარტა, რომ სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმის ამოქმედება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ მაღალკვალიფიციური სამედიცინო კლინიკები შეირჩევა. მისივე თქმით, ეს არის გამოსავალი, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაიზარდოს.
"ამდენი კლინიკა, რომელიც დღეს არის საყოველთაო ჯანდაცვაში და, პირდაპირ ვამბობ, რომ მათი ნაწილი არის საამქროები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ფულის გადამუშავებაზეა ორიენტირებული, აი, ასეთი კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უნდა ამოვიდეს. უნდა დარჩეს მხოლოდ მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული, მულტიპროფილური, შესაბამისად აღჭურვილი კლინიკები, რომელთაც მაღალი ხარისხის დახმარების გაწევა შეუძლიათ. ეს დაანონსდა მიმდინარე წლის მარტში. სელექტიური კონტრაქტირება და დონეებად დაყოფა სამშობიაროების შემთხვევაში გაკეთდა და გაგრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა პროფილების მიხედვით. ეს არის მთელი იდეა. კრიტერიუმი იქნება მაღალი ხარისხის მომსახურების ინდიკატორები და მომსახურების ყველა შესაბამისი პროფილი. პაციენტი არ უნდა ელოდოს ქალაქის ერთი ბოლოდონ მეორე ბოლოში შესაბამისი კონსულტანტის გამოძახებას. პაციენტისთვის ზოგჯერ წუთებსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხარისხი და, მეორე მხრივ, პაციენტის კმაყოფილება, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება ძირითადი არსი იმ რეფორმებისა, რომელიც მომავალ წლებში საყოველთაო ჯანდაცვაში ჩატარდება. ამისთვის შეიცვლება დაფინანსების მეთოდი, ანუ გადავალთ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსებაზე და გადავალთ შერჩევით კონტრაქტირებაზე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ "ინტერპრესნიუსთან", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, როგორ ფიქრობთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ზოგიერთი კლინიკა უნდა ამოვარდეს თუ არა?

"ჩვენი სადაზღვევო პროგრამა რამდენჯერმე პირადად მაქვს გამოცდილი და ვფიქრობ, რომ ძალიან ხისტია და მოქალაქეზე ორიენტირებული არ არის. ვგულისხმობ, კვლაფიკაციასაც და პაციენტის ინტერესების დაცვასაც. ამასთან, ძალიან მომრავლებულია მათი რაოდენობა, ფასები ძალიან გაბერილია და კვალიფიციური კადრების სიმცირეა. ამიტომ ასეთი კლინიკების არსებობის საკითხი უნდა გადაიხედოს. პირადად მე 2 კლინიკა მივატოვე ამის გამო. ვფიქრობ, მათი რაოდენობა შესამცირებელია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ფასების გადახედვითაც და კვალიფიკაციის მიხედვითაც", - აღნიშნავს ჟურნალისტი ანა რატიანი

"ზოგადად, სამედიცინო მომსახურება რომ მაღალი დონის უნდა იყოს, უდავოა. ამიტომ თუ სახელმწიფო სტრატეგიაში ჯდება, რომ შემცირდეს კლინიკების რაოდენობა და ამით გაიზრდება ხარისხი, ამ შემთხვევაში ვეთანხმები", - აცხადებს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე

"თუ კლინიკების ის ნაწილი უნდა ამოვარდეს, რომლებიც პაციენტებს შესაბამისად ემსახურება, არ მესმის, რატომ უნდა ამოვარდეს? ამიტომ კლინიკების შერჩევით მიდგომას არ ვეთანხმები", - დასძენს ფიზიოლოგი თემურ ნანეიშვილი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა

მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიგვიღონ?
ცივი ომის შემდეგ ნატო-ს არც ერთ სამიტს არ გამოუწვევია ასეთი შიშნარევი მოლოდინი
ახალი შენობების 70% არაეკოლოგიურია
ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"
მთავარ პროკურორად წულუკიანის ნათელმირონს ნიშნავენ?

რუსეთი ლარსზე პრობლემებს სპეციალურად ქმნის

კატასტროფა - მაისიდან მოყოლებული, ორ დღეში საშუალოდ ერთი ადამიანი იხრჩობა
რას გადაურჩა სვანეთი - ნენსკრაჰესის მშენებლობა შეჩერდება მარგველაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - დაპირისპირება ამჯერად აჭარაში იწყება