არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 09.11.2017
ევროპა საქართველოსთან კიდევ უფრო დასაახლოებლად გზას ხსნის

პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა უნდა ფინანსდებოდეს თუ არა გადასახადების გადამხდელების ხარჯზე?

მოსახლეობა "საკრედიტო ნემსზე" ზის!

* * *
ევროპა საქართველოსთან კიდევ უფრო დასაახლოებლად გზას ხსნის

"ევროპარლამენტი ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ანგარიში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკვე მიიღო და მას კენჭი პლენარულ სესიაზე ეყრება, რომელიც სტრასბურგში ნოემბერის ბოლოს გაიმართება. ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება უნდა მოხდეს და ახალი გზები გამოიძებნოს, რათა მხარდაჭერა გაუწიონ ქვეყნებს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე. რეკომენდაციების სიაში მოცემულია საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის მიზნობრივი ფონდის შექმნა, რომელიც განვითარების ინსტრუმენტს წარმოადგენს, რითიც ევროკავშირი სწრაფად და მოქნილად გასცემს პასუხს კრიზისულ და პოსტკრიზისულ სიტუაციებს. ფონდის ფარგლებში მოზიდული იქნება საჯარო და კერძო დონორების რესურსები, რათა ინვესტირება მოხდეს სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესების პროექტებში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ევროპა საქართველოსთან კიდევ უფრო დასაახლოებლად გზას ხსნის / ევროპარლამენტი ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ურთიერთობის გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის.

"ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასევე გამოდის რეკომენდაციით, გაიზარდოს ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა და არსებული პარტნიორობის გაუმჯობესება. ევროპარლამენტის ანგარიშის ერთ-ერთი ავტორის, ლიტველ დეპუტატ ლაიმა ანდრიკიენეს განაცხადებით, "მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის პლუს მოდელის შექმნა ასოცირებული ქვეყნებისთვის საბაჟო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირში სამომავლო წევრობის შესაძლებლობით". რას გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლუს მოდელის შექმნა, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება საქართველო და რას მიიღებს მისგან - პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ეს მაინც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღეს გაირკვევა. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ საუბარი იყოს შენგენის ზონის ხელმისაწვდომობაზე ან ქართული მუშახელის ევროპაში დასაქმების პერსპექტივებზე. ამასთან, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა, ამიტომ ევროპა ცდილობს, გარკვეული პროგრამებით მისი შენარჩუნება მოახერხოს და ქართულ საზოგადოებაში სკეპტიკური განწყობები არ გამოიწვიოს", - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ევროპა საქართველოსთან მიმართებით გააქტიურდა, რაც აღნიშნული ინიციტივითაც გამოიხატება. "სანამ დოკუმენტი არ გამოქვეყნდება, რთულია წინასწარ განსაზღვრო, რას გვთავაზობს ევროპა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თვითონ ფაქტი, რომ ევროპა გააქტიურდა, ძალიან კარგია. იმიტომ, რომ, მთლინობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობას ძალიან მძიმე "მშობიარობა" და "ბავშვობის წლები" ჰქონდა. ვიცით, რომ თავიდან 6 ქვეყანა იყო და იქიდან მხოლოდ 3 შემორჩა. ამათგანაც კარგად ვხედავთ, უკრაინა რა დღეშია, მოლდოვაში პრორუსული ხელისუფლებაა და პრინციპში, მათ შორის საქართველო ყველაზე კარგ მდგომარეობაშია. ამიტომ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, ევროჩინოვნიკების ინიციატივა რა ფორმას მიიღებს", - აცხადებს სოსო ცინცაძე. პოლიტოლოგი აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დიდ გარღვევებს არ ელოდება, თუმცა აღნიშნავს, რომ გარკვეული წახალისებები იქნება", - დასძენს გამოცემა.

"ის, რომ ევროპას ახლა გაახსენდა აღმოსავლეთი პარტნიორობა, უნდათ ახალი სისხლი შეიტანონ ამ პროექტში და კაპიტალური რემონტი ჩაუტარონ, ძალიან კარგია. თუმცა, გეტყვით, რომ პირადად მე, ჩვენ შემთხვევაში რადიკალურ გარღვევას არ ველოდები, რადგან თვითონ ევროპა დღეს ძალიან მძიმე დგომარეობაშია. რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკასა და მიგრანტებზე, ესპანეთის პრობლემა ძალიან მძიმე ტვირთად აწევს ევროკავშირს. ბრიუსელი ნელ-ნელა ცდილობს, რომ კატალონიელ სეპარატისტებსაც ასიამოვნოს, ამასთან, არც ის უნდა, ესპანეთის მთავრობა მოიმდუროს და, საბოლოო ჯამში, ის ევროპული ორდერი, რომელზეც 2004 წელს თვითონ ბრიუსელის მთავრობას აქვს ხელი მოწერილი, პრაქტიკულად არ დააკმაყოფილა, ანუ პატიმრობაში არ დატოვა პუტჩდემონი. ამიტომ, ასეთი საერთო სურათის ფონზე, დიდ გარღვევას არ ველოდები. ალბათ იქნება წამახალისებელი პროექტები, მაგრამ რომ ვთქვათ, დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ და პირიქით, ევროპამ ჩვენკენო, ეს გაზვიადებული მგონია. თუმცა, ფაქტი მაინც ძალიან პოზიტიურია ჩვენთვის", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"ევროპა ერთი ხელით ამას გვთავაზობს და მეორე ხელით შენგენის ქვეყნებთან დაკავშირებით ავტორიზაციის ინსტიტუტი შემოაქვს, ასევე ვიზალიბერალიზაციის გამკაცრებაზე მიდის საუბარი, ამიტომ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რა იქნება შედეგი. ევროჩინოვნიკებთან ურთიერთობა ძალიან რთულია, მათგან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებსა და ქმედებებს ვაწყდებით ხოლმე. ამიტომ, ძალიან ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. საუბარი მაქვს ჩვენს ხელისუფლებასა და დიპლომატიაზე. ვნახოთ, რამდენად პრონციპული იქნება ქართული დიპლომატია იმ დაპირებების მატერიალიზაციაში, რასაც თავიდანვე ითვალისწინებდა აღმოსავლური პარტნიორობა. ამიტომ, სანამ ამ ყველაფრის იმპლემენტაცია არ დაიწყება, რთულია წინასწარი დასკვენების გაკეთება. დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებს ევროპა", - დაასკვნის სოსო ცინცაძე.


პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა უნდა ფინანსდებოდეს თუ არა გადასახადების გადამხდელების ხარჯზე?

"პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხარო მოვლენაა, რომ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიათა რაოდენობა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 20 პარტიიდან 18 პარტიამდე მცირდება. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს: "კონსერვატიული პარტია", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "რესპუბლიკური პარტია" და "ეროვნული ფორუმი" ოთხივე ეს პარტია ბლოკში "ქართულ ოცნებასთან" ერთად იყო და სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა. ამასთან, ბუნდოვანია, შეუნარჩუნებენ თუ არა "მრეწველებს" იმ 300 000-ლარიან დაფინანსებას, რომელსაც "მრეწველთა პარტია" "ქართული ოცნების" დახმარებით პარლამენტში შექმნილი ფრაქციისათვის იღებს - აღნიშნული დაფინანსება ძირითადი დაფინანსების ფორმულის შემადგენელი ნაწილია და ვინაიდან, "მრეწველთა პარტია" ძირითად დაფინანსებას კარგავს, მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო ფრაქციის დაფინანსებასაც ვეღარ მიიღებს. რაც შეეხება ახალ კვალიფიციურ სუბიექტებს, 2017 წლიდან ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ხდება "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", რომელიც ადგილობრივ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საარჩევნო ბლოკში მონაწილეობდა და ასევე, "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის", რომელიც არჩევნების წინ შეიქმნა და ბლოკში "ევროპულ საქართველოსთან" ერთად იყო წარმოდგენილი", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა უნდა ფინანსდებოდეს თუ არა გადასახადების გადამხდელების ხარჯზე?

"არათუ მათი დაფინანსნება, არამედ არც ამდენი პოლიტიკური პარტიაა საჭირო. იმიტომ, რომ პარტიების დიდი ნაწილი ზღვარსაც კი ვერ ლახავს არჩევნებზე და არც მათი გაკეთებული საქმეები ახსოვს ვინმეს. რატომ უნდა დაფინანსდეს ასეთი პარტიები, ნამდვილად არ მესმის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კინოცოდნე ლელა ოჩიაური.

"ჩემი აზრით, არც ერთი პარტია არ უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან. პარტია არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ მისი პოლიტიკური აქტივობა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მე თუ დავინახე ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ასახავს ჩემს ინტერესებს, მზად ვარ, გადავიხადო რაღაც თანხა. როგორ შეიძლება, ბიუჯეტიდან 20 პარტია ფინანსდებოდეს?! ეს უნდა იყოს გამორიცხული. მე არ ვარ თანახმა, რომ ბიუჯეტში ჩემი შენატანი მიდოდეს 5-კაციანი პარტიის დასაფინასებლად. ეს პოლიტიკურად რყვნის საზოგადოებას და მოლოდინებს უჩენს 3- და 5-კაციან ჯგუფებს", - მიიჩნევს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.

"მე ვფიქრობ, ისეთ პატარა და გაღატაკებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საერთოდ არ უნდა ფინანსდებოდეს არც ერთი პარტია. არ არის საჭირო ამდენი პარტიის არსებობა. ყველა იმისთვის იბრძვის, რომ როგორღაც პარლამენტში შევიდეს და ეს გაუბედურებული ხალხი არავის ადარდებს. აქედან მორალი - პარტიების სახელმწიფო დაფინანსება ყოვლად მიუღებელია", - თვლის მწერალი, მსახიობი გივი სიხარულიძე.

"საერთოდ, ამდენი პარტიაც არ არის საჭირო და მით უმეტეს, ჰაერში გადაყრილი ფინანსები. ჩვენ არ ვართ დალხენილი ქვეყანა და არ მესმის, მათი დაფინანსებით რა ხეირი აქვს სახელმწიფოს?! ეს ჩემი აზრია და მაპატოს ყველა დაფინანსებულმა პარტიამ, თუკი არ მოეწონებათ ჩემი პოზიცია. მე ვფიქრობ, უმჯობესია, ეს თანხა გაცილებით საინტერესო მიმართულებით დაიხარჯოს", - დასძენს მომღერალი ირმა სოხაძე.

მოსახლეობა "საკრედიტო ნემსზე" ზის!

"საქართველოში მოსახლეობის საკრედიტო დამოკიდებულება დღითი დღე იზრდება. ბოლო 10 წელიწადში სამომხმარებლო მოკლევადიანი სესხები ფიზიკური პირებისათვის 6-ჯერ, ხოლო გრძელვადიანი 34-ჯერ გაიზარდა. სპეციალისტები ამგვარ სტატისტიკას სავალალოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მოსახლეობას არ ჰყოფნის ფული თვიდან თვემდე ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც. შესაბამისად, სესხების ასეთი მკვეთრი ზრდა ამ ფაქტორებითაა განპირობებული. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფიზიკურ პირებზე გაცემული მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხების რაოდენობა ლარში ელვისებურად გაიზარდა. 2007 წლის პირველი იანვრისათვის მოკლევადიანი სესხების ოდენობა ფიზიკური პირებისათვის 90 მილიონი იყო, ხოლო გრძელვადიანი - 63 მილიონი. იგივე სესხების ოდენობა ათი წლის შემდეგ, ანუ 2017 წლის პირველი სექტემბრისთვის მკვეთრად არის გაზრდილი. დღესდღეობით მოკლევადიანი სესხების მოცულობა 549 მილიონი ლარია, ხოლო გრძელვადიანი - 2 მილიარდ 172 მილიონი ლარი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მოსახლეობა "საკრედიტო ნემსზე" ზის! / "პროცენტის სახით ადამიანს უწევს იმდენი თანხის გადახდა, რამდენის გამომუშავებაც დაახლოებით 50 დღეში შეუძლია".

"გამოდის, რომ სამომხმარებლო მოკლევადიანი სესხები ფიზიკური პირებისათვის 6-ჯერ, ხოლო გრძელვადიანი - 34-ჯერ გაიზარდა. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი საკრედიტო დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ძალიან ცუდია, რადგან შინამეურნეობის ზრდა ბევრად ნაკლებია ხარჯების მატებასთან შედარებით - "საკრედიტო დამოკიდებულება შეგვიძლია, ორ ასპექტში განვიხილოთ, როგორც საბაზრო ეკონომიკისა და შესაბამისი ინსტიტუტების განვითარება (ანუ თანამედროვე ცივილიზებული ფორმების განვითარება) და მეორე - მოსახლეობას მიმდინარე შემოსავლები არ ჰყოფნის. საგულისხმოა, რომ გრძელვადიანი სესხების ოდენობა უფრო სწრაფად იზრდება. გამოდის, სესხის აღების დროს პრიორიტეტი არა მიმდინარე ხარჯი, არამედ საინვესტიციო დატვირთვის მქონე თანხაა. მოკლევადიანი კრედიტის ზრდის ტემპი, რომელსაც სამომხმარებლო დატვირთვით იღებს მოსახლეობა, მაინც მნიშვნელოვნად აღემატება საზოგადოების ფულადი შემოსავლების ზრდის ტემპს. პროცენტული თანაფარდობით კი, კომერციულ ბანკებზე დამოკიდებულების კუთხით, ეს თანხა უკვე გადასცდა ჯამში ერთი თვის ფულადი შემოსავლების მოცულობას, რაც მოსახლეობას გააჩნია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბანკების მომსახურებისათვის პროცენტის სახით ადამიანს უწევს იმდენი თანხის გადახდა, რამდენის გამომუშავებაც დაახლოებით 50 დღეში შეუძლია", - განაცხადა სოსო არჩვაძემ, რომლის თქმით, "ეს სავალალო მაჩვენებელია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს მიანიშნებს, რომ მიმდინარე სესხების მოცულობის ზრდა აღემატება შინამეურნეობათა ზრდის ტემპს. აქედან გამომდინარე, სერიოზული ეკონომიკური და სოციალური კოლიზიის ნიშნები იკვეთება", - განმარტავს არჩვაძე. ფინანსისტი ლია ელიავა კი საკრედიტო დამოკიდებულებას ნარკომანიას ადარებს და ამბობს, რომ მოსახლეობა "საკრედიტო ნემსზე" ზის. საკრედიტო ხელშეკრულებებისა და თანხის ზრდაში თავისთავად ტრაგიკური არაფერია, რომ არა ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. "სამომხმარებლო სესხების დიდი რაოდენობა განპირობებულია იმით, რომ ხალხი არის ღარიბი და მას არ გააჩნია ფული, რომ გადაფაროს მიმდინარე ხარჯები. ფაქტი, რომ სამომხმარებლო კრედიტების მოცულობა დიდია, თავისთავად ტრაგიკული არ არის, რადგან ასე ცხოვრობს განვითარებული ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, მაგრამ რადგან ყველაფერი კონტექსტუალურია, ჩვენს შემთხვევაში ეს დამოკიდებულება სახიფათოა ორი ფაქტორის გამო - მოსახლეობის გადახდისუნარიანობისა და სესხის სიძვირის კუთხით", - მიიჩნევს ელიავა, რომლის აზრით, ასეთი გარემოება განაპირობებს სესხის მომხმარებელთა დაკაბალებას არა მხოლოდ კომერციული ბანკების, არამედ ნებისმიერი გამსესხებლის მხრიდან", - დასძენს გამოცემა.

"რაც უფრო ხანგრძლივია სესხი, მით მეტია პროცენტი. თითქოს ყოველთვიური გადასახადი არის მცირე, მაგრამ, ჯამში, ეს არის უფრო დიდი თანხა, ვიდრე ადამიანის ერთი წლის შემოსავალი. როგორც ნარკომანი ზის "წამალზე", ისეა ეს შემთხვევაც - მოსახლეობის დიდი ნაწილი ზის "საკრედიტო ნემსზე" და მას უკვე აღარ აქვს სურვილი და უნარი, გადაინახოს თანხა, რადგან ფიქრობს, რომ შეუძლია ფულის სწრაფად შოვნა, თუკი ამის აუცილებლობა ექნება. ამიტომ ის აღარ აგროვებს დანაზოგს და მთლიანად დამოკიდებულია საკრედიტო ორგანიზაციებზე. შედეგი კი ის არის, რომ ხალხის შემოსავალი ისედაც მწირია და არ ყოფნის ჯანდაცვისა და სრულფასოვანი კვებისათვისაც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვყავს დაავადებული და ნაკლებშრომისუნარიანი მოსახლეობა. ეს არის სისტემური პრობლემა, ეს არის სოცილაური პრობლემა და ამასთანავე - ეკონომიკურიც, რადგან სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში სამომხმარებლო სესხებიდან ამოღებული თანხები ჩვეულებრივ მიემართება საწარმოო სექტორიში, რაც ქმნის დოვლათს. სამწუხაროდ, საქართველოში სიტუაცია სხვანაირია, კომერციული ბანკები არ მიმართავენ ამოღებულ კაპიტალს საწარმოო სექტორში. გამოდის, რომ იმპორტს ემსახურებიან, რაც იგივეა, სხვა ქვეყნის მწარმოებელი გაამდიდრო. ამ საკითხის გადაჭრის იმედი დღესდღეისობით ნამდვილად არ მაქვს, რადგან საამისოდ არავინ არის მონდომებული", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია ელიავა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."
ავთო სილაგაძე - "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა"

რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს

სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?