არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 10.11.2017
რატომ არ შეაქვს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი

საჭიროა თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებითი შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა?

მგზავრობის გაძვირება დღის წესრიგში აუცილებლად დადგება

***
რატომ არ შეაქვს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი


“საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა - ოფიციალური თბილისის ეს მიზანი ფორმალურად ცნობილია ყველასთვის ევროკავშირში და ამას საქართველოს მოსახლეობაც უჭერს მხარს, თუმცა წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანაზე ხელისუფლება უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო მას ოპოზიცია აკრიტიკებს და პოლიტოლოგების დიდი ნაწილიც ამბობს, რომ წევრობაზე განაცხადი უნდა შევიდეს. რატომ არ შეაქვს ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი? მთავრობის არგუმენტია, რომ უახლოეს წლებში საქართველოს არავინ მიიღებს ევროკავშირში და ამიტომაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მაშინ შეიტანს, როცა ქვეყანა ამისთვის მზად იქნება და შესაბამისი პოლიტიკური კონტექსტიც იარსებებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყოს გასაგები, შესრულებადი და რეალური”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რატომ არ შეაქვს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი

"პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ უახლოეს წლებში ევროკავშირში გაწევრიანება რეალური არ არის, თუმცა ხელისუფლების მიდგომას, რადგან არავინ მიგვიღებს ხვალ, ამიტომ განაცხადი საჭირო არ არის, ერთი ნაწილი იზიარებს, მეორე ნაწილი - არა. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია ამბობს, რომ ხელისუფლების არგუმენტი მისთვის გაუგებარია, რადგან, მაგალითად, 2002 წელს, როდესაც საქართველომ ნატო-ს წევრობაზე განაცხადი შეიტანა, არც მომხრე ჰყავდა ვინმე ალიანსის შიგნით და არც არავინ შეგვპირებია გაწევრიანებას, მაგრამ დღეს მომხრეებიც მოვიპოვეთ და ამ გზაზე წინსვლაც გვაქვს. ნოდია მიიჩნევს, რომ პირიქით, "უკეთესია, ეს ფორმალური განაცხადი მაინც არსებობდეს იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში სათქმელი აქვთ, თქვენ ხომ მაინც არ გითხოვიათ?!" ნოდიას თქმით, განაცხადის შეტანას წინ არაფერი არ უდგას. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ დონეზე ჩვენ ასეთი სურვილი უნდა განვაცხადოთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ამ ეტაპზე პასუხი უარყოფითი იქნება. ის, რომ ამ ეტაპზე მზად არ ვართ, საერთოდ არ არის არგუმენტი იმიტომ, რომ წევრობის პერსპექტივა არ გულისხმობს, რომ ამ წუთში ხარ მზად, ეს გულისხმობს იმის აღიარებას, რომ საქართველო თუ იქნება მზად, მაშინ შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი. ასე რომ, არგუმენტს, ჩვენ მზად არ ვართ, საფუძველი არა აქვს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტოლოგის თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ორი ძირითადი მოთხოვნაა - ერთი ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად უნდა იყოს ძლიერი და მეორე, ქვეყანა დემოკრატიული იყოს. ზუსტად განსაზღვრული არ არის, რა დონეზე უნდა გქონდეს ეკონომიკა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის მზად მიგიჩნიონ. არიან ქვეყნები, შედარებით ღარიბები ევროკავშირის წევრებს შორის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეკონომიკის განვითარების დონეს აქვს მნიშვნელობა. უფრო დიდი მნიშვნელობა კი აქვს პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების დონეს. ანუ, აღიარებული უნდა იყო დემოკრატიულ ქვეყნად, რაც ჯერჯერობით საქართველოზე ნამდვილად არ ითქმის“, - განაგრძობს გამოცემა.

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი არაფრისმომცემი, გზას აცდენილი, არარეალური განცხადება იქნება, რომელიც არაფერს მოგვიტანს. იგი იმ ხელის შემშლელ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ახლა საქართველოსგან წევრობის განაცხადი არარეალურია. კაკაჩიას თქმით, იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანო, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა უნდა არსებობდეს როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე რეგიონში, რაც აბსოლუტურად არ არის ჩვენდამი კეთილგანწყობილი ამ ეტაპზე. გარდა ამისა, რეგიონის ქვეყნები - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო წარმატებული უნდა იყვნენ ეკონომიკური, სოციალ-პოლიტიკური და დემოკრატიის სიმწიფის კუთხით. პირობითად, ჩეხეთის დონეზე რომ იყვნენ, კიდევ შეიძლებოდა განაცხადზე საუბარი, მაგრამ ამისგან ჩვენ ამ ეტაპზე შორს ვართ. ასევე, პლუს ამას რაც მიმდინარეობს ევროპის ქვეყნებში - კატალონიის ამბები, ბრექსიტი და კიდევ სხვა პრობლემები, რასაც ემატება რუსეთის პოლიტიკა და ეს ყველაფერი ასეთ განაცხადს არარეალურს ხდის. არის კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ფაქტორი და ევროკავშირისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ბალკანეთის ქვეყნებია, რადგან ისინი ევროპის შუაგულში არიან. ამიტომ თუ სადმე გაფართოება მოხდება, ეს ჯერ ბალკანეთში უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ - სხვა რეგიონებში. ხოლო როდესაც ბალკანეთის მიმართაც არ ხდება გაფართოება, ეს სიტუაციაც ხელის შემშლელია. კი, თეორიულად შეიძლება განაცხადი შეიტანო, მაგრამ ეს აბსოლუტურად გზას აცდენილი განაცხადი იქნება, არაფრის მომცემი," - დასძენს გამოცემა.

"კაკაჩიას თქმით, მისი თქმით, წევრობაზე განაცხადის შეტანა ჯერ ადრეა, თუმცა საქართველოს შეუძლია, ყოველგვარი განაცხადის გარეშე გააკეთოს ის, რასაც ბალკანეთის ქვეყნები აკეთებენ. საქართველომ უნდა შეისწავლოს, მაგალითად, ის დოკუმენტები, რაც ევროკავშირმა სლოვენიისგან მოითხოვა, სანამ ის წევრი გახდებოდა და, ვთქვათ, თუ ჩამოთვლილია 300 ან 500 მოთხოვნა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები, თანდათანობით შეასრულოს და ევროკავშირთან ჰარმონიზაციის საქმე წინ წაიგდოს. ეს უფრო სწორია, რამდენიმე წლის შემდეგ შედეგიც გვექნება და მეტი სამართლებრივი, მორალური და პოლიტიკური უფლებაც, რომ განაცხადი შევიტანოთ...სექტემბერში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, დემოკრატიის პრინციპების უზრუნველყოფის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების პატივისცემის პირობებში, საქართველოს შეუძლია განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობისთვის. ასევე სექტემბერში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკავიჩუსმა განაცხადა, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის წევრ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა მიეცეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში უნდა გაიმართოს და ამ ბოლოდროინდელი მხარდამჭერი რეზოლუციისა და განცხადების შემდეგ უფრო დიდი აქტიურობა შეიძინა საქართველოსგან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობამ“, - წერს სტატიის ავტორი

საჭიროა თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებითი შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა?

"მინდა, საზოგადოებას ვამცნო დიდი სიხარულით, რომ რეალურად ხდება შინაარსობრივი ცვლილება სახელმძღვანელოებში, რომლითაც ჩვენი შვილები ისწავლიან," - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განათლებისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შეეძლება, სახელმძღვანელოების შინაარსის დახვეწაში მონაწილეობა მიიღოს. "ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი დაწყებულია. ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებს საზოგადოების თითოეული წევრი, მიიღოს მონაწილეობა ახალი თაობის სახელმძღვანელოების შემუშავებასა და დახვეწაში. აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავალთ შინაარსობრივი პროცესის და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს", - განაცხდა მარიამ ჯაშმა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, საჭიროა თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებითი შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა?

"სასკოლო ცხოვრებასთან არ ვარ დაკავშირებული, ამიტომ ამ საკითხზე ვერ გიპასუხებთ. არ ვიცნობ ამ სახელმძღვანელოებს", - აღნიშნავს ფილოლოგი ლევან ღვინჯილია

"ჩვენი სასკოლო სახელმძღვანელოები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ხელისუფლების შეცვლასთან ერთად იცვლება წიგნებიც. პროფესორებს არანაირი ყურადღება არ ექცევა. განათლებაში იმის მიხედვით შედგება სახელმძღვანელოები, რა გემოვნებაც აქვს სასკოლო კომისიას. ხოლო მისი გემოვნება, როგორც ვხედავ, 20 წლის განმავლობაში არის ყოვლად გაუმართლებელი. რომ ნახოთ ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები, გული აგერევათ. ჩვენ ხომ უნდა გავზარდოთ ეროვნული მოქალაქე, ფენომენი, ეს საქმე ლიტერატურამ უნდა გააკეთოს სხვა ზნეობრივ აღზრდასთან ერთად. ჩვენი სახელმძღვნელოები კი, პირიქით, გავსებულია ისეთი არალიტერატურული ცდებით, რომ ამით თვითონ უცხოელებიც შეშფოთდებიან. ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, რეზო ინანიშვილის ადგილი ჩვენს სახელმძღვანელოებში დაიკავა ვიღაც გაუგებარი უმწიფარი მწერლების ნაწარმოებებმა. ამიტომ მივესალმები, თუ მართლა მოხდება რეფორმა. თუმცა მე პირადად არ მჯერა, რადგან ასეთი დაპირება პირველი არ არის", - აცხადებს მწერალი რეზო მიშველაძე

"სასკოლო წიგნებს არ ვიცნობ, ამიტომ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ცვლილებას გააჩნია - ვინ შეცლის, რას და საითკენ წავა ეს ყველაფერი.
ზოგადად კი, ცვლილება ყოველთვის საჭიროა, ცხოვრება წინ მიდის, ეპოქა იცვლება და შეუძლებელია, ბავშვს ასწავლო იმავე წიგნებით, რითიც სწავლობდნენ 20-30 წლის წინ. მეცნიერება წინ მიდის, ვითარდება, ამიტომ შეიძლება თანამედროვე ელემენტების შეტანა. საბჭოთა დროს ისეთ ლიტერატურულ ძეგლებს გვასწავლიდნენ, რომელიც იმ იდეოლოგიას პასუხობდა, ძალიან ბევრი მხატვრული ნაწარმოები კი კლასგარიშედ წავიკითხეთ. ასე, რომ ცვლილება საჭიროა, მაგრამ რა ნაწარმოები ჩანაცვლდება და რითი, ვინ წყვეტს ამას, აი, ეს არის ახლა მთავარი. ადრე თქვეს, გოგებაშვილი უნდა შევცალოთო და ისეთი სახელმძღვანელო გამოუშვეს, ამას ისევ გოგებაშვილი ჯობია. არის რაღაც ფუნდამენტური, რომელიც არ უნდა შეიცვალოს, მაგალითად, დედაენა", - მიიჩნევს მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე

მგზავრობის გაძვირება დღის წესრიგში აუცილებლად დადგება

"საქართველოში საწვავის მკვეთრმა გაძვირებამ მგზავრობის ტარიფების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მართალია, "თბილისის მიკროავტობუსში" ირწმუნებიან, რომ არაფრის შეცვლას არ გეგმავენ, მაგრამ, სპეციალისტების აზრით, ეს არ იქნება იოლი. ისინი ფიქრობენ, რომ სავალუტო რყევებისა და საწვავის გაძვირების ფონზე მგზავრობის საფასურის შენარჩუნება გაუჭირდებათ და სავარაუდოდ, 10 თეთრის ფარგლებში მოიმატებს. მგზავრობის გადასახადი გაიზრდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტსა და ტაქსების მომსახურებაზეც. ტაქსის კომპანიებმა და დამოუკიდებელმა მძღოლებმაც ტარიფები თვითნებურად ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ გაზარდეს. როგორც ცნობილია, მსგავსი ცვლილება მუნიციპალურ ტრანსპორტზე - ავტობუსებსა და მეტროზე არ იგეგმება. ეს ინფორმაცია მერიაში დაადასტურეს, თუმცა ტარიფის შესანარჩუნებლად, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მერიას გაცილებით მეტი თანხის დახარჯვა მოუწევს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მგზავრობის გაძვირება დღის წესრიგში აუცილებლად დადგება / "დღევანდელი ტარიფის შენარჩუნება გადამზიდავებს ძალიან გაუჭირდებათ"

"კომპანიაში განაცხადეს, რომ შარშან ლარის გაუფასურების გამო "თბილისის მიკროავტობუსმა" მერიას მგზავრობის საფასურის გაძვირების საკითხზე შეტყობინება გაუგზავნა. კომპანია ტარიფის 20 თეთრით გაძვირებას გეგმავდა, მაგრამ ფასი მაინც არ გაზრდილა. ამ ეტაპზე კი, როგორც ჩანს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ყოველ შემთხვევაში, ასეთ ფაქტს "თბილისის მიკროავტობუსში" არ ადასტურებენ. მგზავრობის საფასურთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება". ტრანსპორტის დარგის სპეციალისტები სხვაგვარად ფიქრობენ. "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ტარიფი გადამზიდავებს კბილებით უჭირავთ და გაძვირება თუნდაც 10 თეთრით სავსებით მოსალოდნელია. მესხიშვილის თქმით, კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი ვიცი, ოფიციალურად ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ ექსპერტები, მათ შორის მეც, მგზავრობის დაახლოებით 10 თეთრით გაძვირებას ველოდებით. ტაქსის მომსახურების ტარიფი ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. თხევად საწვავზე ფასის მატებას ყოველთვის მოჰყვება საავტომობილო გაზის გაძვირება. სავალუტო პრობლემასაც თუ გავითვალისწინებთ, ფაქტია, რომ არსებული ტარიფის შენარჩუნება სატრანსპორტო სფეროში ძალიან გართულდება. ველოდები, რომ მგზავრობა გაძვირდება. არ მაქვს ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ კომპანიებმა სატარიფო პოლიტიკა შეცვალონ. ცნობილია, რომ საწვავი მომავალშიც გაძვირდება. ეს აისახება ტაქსებზე, სადისტრიბუციო კომპანიების მანქანებზე და, სავარაუდოდ, ყვითელ მიკროავტობუსებზე, რომელთა დიდი ნაწილი დიზელზე მუშაობს. "თბილისის მიკროავტობუსში" კბილებით უჭირავთ ტარიფი. ჩემი აზრით, 80 თეთრზე არ გაჩერდება ფასი, ეს ძალიან ძნელი იქნება. რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, გაძვირება უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ეს მაინც თბილისის მერიის პრესტიჟის საკითხია, თუმცა მას არსებული საფასურის შესანარჩუნებლად გაცილებით მეტის დახარჯვა მოუწევს. საბოლოო ჯამში, მივიღებთ ხელოვნურ პროცესს, რადგან ნაძალადევად მოხდება ფასის შენარჩუნება", - აღნიშნავს გამოცემა.

"მართალია, ტარიფის საკითხს მძღოლები არ წყვეტენ, მაგრამ საუბრობენ იმაზე, რომ გაზრდილი ხარჯის გამო არსებულ პირობებში მუშაობა უჭირთ. "თბილისის მიკროავტობუსის" ერთ-ერთი მძღოლის თქმით, ტარიფის ყველა კომპონენტი გაძვირებულია. ეს შეეხება საწვავ-საპოხ მასალას, სათადარიგო ნაწილებს. მთელი ხარჯი და პასუხისმგებლობა მძღოლს აწევს კისერზე. ფასები სულ მაღლა იწევს და მხოლოდ ჩვენ ვართ მუდმივად ერთნაირ მდგომარეობაში. ბანკის კრედიტი გვაქვს აღებული. მინიმალურ შემოსავალზე ვმუშაობთ, ასე გაძლება არ შეგვიძლია", - განაგრძობს გამოცემა.

"თბილისელი მოქალაქის ირმა ლოლაძის თქმით, მგზავრობის გაძვირება თბილისელებისთვის იმდენად მტკივნეული თემაა, რომ ლარის გაუფასურებაც ლამის საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობისას უმნიშვნელო შეღავათი გვაქვს, როცა დღეში ორჯერ ან მეტად გიწევს მგზავრობა, 15 თეთრით ნაკლებს იხდი. ამ პირობებშიც კი მიჭირს მგზავრობის საფასურის გადახდა. წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ შევძლებ 1 ლარის ან თუნდაც 90 თეთრის გადახდას, თუკი ნამდვილად გააძვირებენ ტარიფს. მირჩევნია, ფეხით შემოვიარო თბილისი, ვიდრე მთელი თვის დანაზოგი მგზავრობაში დავხარჯო", - წერს სტატიის ავტორი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კვირიკაშვილის კადრების წმენდა, შემდეგი მღებრიშვილია - რომელ გუბერნატორებს გაუშვებენ მალე

ხორავას ქუჩის საქმე - "დაკავებული დ.ღ. დიდი ინფორმაციის მატარებელია, მას მკვლელებამდე მიყვანა შეუძლია"

პირამიდული ბიზნესის მორიგი მსხვერპლი - "პარლამენტი სირაქლემის პოზიციაშია..."
ტრამპს ნატოს წევრი მონტენეგროს დაცვა არ სურს - “ამან შესაძლოა მე-3 მსოფლიო ომი გამოიწვიოს”

ივანიშვილის არჩევანი - "ოცნების" შეკავშირება თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
ახალი პრეზიდენტი "პრეზიდენტის სასახლეში" აღარ შევა

"ბავშვების ბაღებსა და სკვერებში ჩაყვანაც უკვე საგანგაშოა!"

ტყიბულის ტრაგედიის გამო ორ თანამდებობის პირს დააკავებენ?!
პუტინის ულტიმატუმი საქართველოს - რა გველის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში

"რეალურია, "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს სალომე ზურაბიშვილს"
რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა

მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს