არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2017
დიდი ოპტიმიზაცია

წყლის გაძვირება სულ უფრო რეალური ხდება!

თქვენი აზრით, რითი არის სამთავრობო ცვლილებები განპირობებული?

***
დიდი ოპტიმიზაცია

“გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში დიდი ცვლილებები დაიწყო. სამინისტროების რაოდენობა 4-ით მცირდება, 18-ის ნაცვლად იქნება 14 ახალი სამინისტრო, 4 უწყება კი სხვა უწყებებს უერთდება; მინისტრთა კაბინეტში 4 ახალი მინისტრია, მათ შორის ეკონომიკის ექსმინისტრი გიორგი გახარია ხდება შს მინისტრი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფუნქციებგაზრდილ ეკონომიკის სამინისტროს ჩაიბარებს. გარდა ამისა, კაბინეტს უერთდება 2 ახალი კადრი - განათლებაში მიხეილ ჩხენკელი და ფინანსთა სამინისტროში - მამუკა ბახტაძე; მინისტრის პორტფელი კი დაკარგა 6-მა მინისტრმა - გიორგი მღებრიშვილმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ვიქტორ დოლიძემ, გიგლა აგულაშვილმა, ილია ელოშვილმა და ტარიელ ხეჩიკაშვილმა. ამ მასშტაბურ სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებზე ინფორმაცია შაბათ საღამოს მედიაში გაჩნდა და სწორედ მაშინ მედიიდან გაიგო "ქართული ოცნების" დეპუტატთა დიდმა ნაწილმაც”, - წერს გაზეთი რეზონანსი სტატიაში სათაურით დიდი ოპტიმიზაცია / 4-ით შემცირებული სამინისტროები და 2 ახალი მინისტრი კვირიკაშვილის ახალ მთავრობაში

„პრემიერ-მინისტრმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტროების ოპტიმიზაცია იწყება და ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია და დაზოგილი თანხის ხალხის სასიკეთოდ დახარჯვა დასახელდა. თუმცა კონკრეტულად რა თანხა დაიზოგება და სად წავა ის, ამაზე არაფერი განუცხადებია და ოპოზიცია ელის, რომ 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას გამოჩნდება, რა რაოდენობით შემცირდება ბიუროკრატია და ხარჯები. ოპტიმიზაციის შედეგი ასეთია: უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ევროინტეგრაციის სამინისტრო. ეს 4-ვე უწყება სხვადასხვა უწყებაში ერთიანდება“, - აღნიშნავს გამოცემა

„ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაწილი - ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს. ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ უკვე ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი, სავარაუდოდ, კალაძის გუნდში გადაინაცვლებს და ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს. ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შს მინისტრად, ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. შს უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გადადის ახლად შექმნილ უწყებაში. შსს-ში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე კი კარგავს პოსტს“, - განაგრძობს გამოცემა

„ამავდროულად, პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ს) უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ნაწილი - ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია. ყოფილი მინისტრებიდან ალექსანდრე ჯეჯელავას პრემიერი ელჩობას სთავაზობს, ხოლო სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში ბრუნდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მეორე ნაწილი - სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობაზე რჩება მიხეილ გიორგაძე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება გარემოს დაცვის სამინისტრო და მინისტრად რჩება ლევან დავითაშვილი. გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კი პოსტს კარგავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება ევროინტეგრაციის სახელმწიფო აპარატი და მინისტრად რჩება მიხელ ჯანელიძე. ევროინტეგრაციის უკვე ყოფილი მინისტრი ვიქტორ დოლიძე, დიდი ალბათობით, დეპარტამენტად გადაკეთებულ უწყებას უხელმძღვანელებს“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი

„ცვლილებებს "ოცნებაში" იწონებენ. სამინისტროების გაერთიანება რომ კარგია, ამას არც ოპოზიცია და არც პოლიტოლოგები არ უარყოფენ, თუმცა კრიტიკა მაინც არის. ოპოზიციაში არ იწონებენ არც საკადრო გადაადგილებას და ეჭვის თვალით უყურებენ იმასაც, რომ "ოცნება" ფულს დაზოგავს და მას პრობლემების გადაწყვეტას მოახმარს. "ევროპული საქართველოს" წევრ გიგი უგულავას განცხადებით, ამ ცვლილების შეფასების ინდიკატორი იქნება ის, 2018 წლის ბიუჯეტში რა ცვლილებები აისახება და რა რაოდენობის ფულს ზოგავს საქართველოს მოსახლეობა. მისი თქმით, საკადრო ცვლილებები მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, რადგან თანამდებობები შეინარჩუნეს და დაწინაურდნენ ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის ოჯახის ახლობლები არიან. სუს-ის და საგარეო დაზვერვის უწყებების გაერთიანებას არ მიესალმებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ამბობს, რომ "აქ არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხები აუცილებლად უნდა იყოს გაცემული". კრიტიკულად ფასდება გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციების სხვადასხვა უწყებაში გადანაწილებაც, რადგან აცხადებენ, რომ გარემოს დაცვა ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს. საგულისხმოა, რომ ამ სამინისტროს გაუქმებაზე შეკითხვები თავად "ოცნების" ნაწილშიცაა და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ. პრემიერ-მინისტრის მოწოდებაა, რომ პროცესი ახალ წლამდე დასრულდეს. ნდობის გამოცხადებამდე და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე მთავრობა ჩვეულებრივად იმუშავებს“, - წერს სტატიის ავტორი

წყლის გაძვირება სულ უფრო რეალური ხდება!


“წყლის ტარიფის გაზრდის საფრთხე ძალიან დიდია. მართალია, ასეთი ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ ლარის გაუფასურების საბაბით გადასახადის გაძვირებაზე თითქმის ყველა საუბრობს. სემეკი ტარიფების განხილვას 15 ნოემბრიდან იწყებს. ყველა მოქმედი კომპანია ტარიფის ზრდას ითხოვს. იმ პერიოდში, როცა დენის გაძვირების საფრთხეა, წყლის გადასახადის გაძვირების რისკიც ლოგიკურად არსებობს. ამ დროს როგორც რეგიონებში, ასევე თბილისშიც წყლის მიწოდების პრობლემაა, ზოგან ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია. შეიძლება მომხმარებელს გაუძვირდეს წყლის გადასახადი ისე, რომ შესაბამისი მომსახურებაც ვერ მიიღოს. ეს პრობლემა ამ ეტაპზეც ძალიან აქტუალურია. სემეკის ინფორმაციით, წლის ბოლომდე მოხდება გეგმური განხილვა, რის საფუძველზეც 2018 წლის ტარიფი დადგინდება. რეალურად შეიცვლება გადასახადი თუ არსებული შენარჩუნდება, უწყებაში ამაზე არავინ საუბრობს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, წყლის გაძვირება სულ უფრო რეალური ხდება! / "ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა კიდევ უფრო სწრაფად გაღარიბდება"

"სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გადასახადი მოიმატებს მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებისთვის რეალური საფუძველი არ არსებობს. სხვა რომ არაფერი, წყალი ადგილობრივი რესურსია და, სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, იაფი უნდა ღირდეს. იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივი რესურსი მომხმარებლებს შეღავათიან ფასში მიაწოდონ, ქვეყანაში წყლის საკმაოდ მაღალი გადასახადია და ეს ხდება იმის გამო, რომ ხალხს არ აქვს ინდივიდუალური მრიცხველები. სულადობრივი გადასახადი ასობით ათას თბილისელს მძიმე ტვირთად აწევს. გარდა იმისა, რომ მომხმარებლები მატერიალურადაც ზარალდებიან, წყლის რესურსი არამიზნობრივად იხარჯება. დედაქალაქში მოქმედი ტარიფის მიხედვით, წყლის სულადობრივი გადასახადი 3,15 ლარია, ხოლო 1 ტონა წყლის ღირებულება 26,5 თეთრს შეადგენს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გათვლით, 1 სული მოიხმარს თვეში 11 ტონა წყალს, რაც რეალურად წარმოუდგენელია. სპეციალისტები გადასახადის მომატებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. რამდენადაც წყალი ადგილობრივი რესურსია, იგი, სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, იაფი უნდა ღირდეს“, - აღნიშნავს გამოცემა

"წყლის რესურსების ექსპერტი, მეცნიერი პაატა გიორგაძე ფიქრობს, რომ დენის ტარიფის გაზრდის შემდეგ, ლოგიკურად, წყალიც გაძვირდება, რაც, მისი აზრით, მთავრობამ არ უნდა დაუშვას. გიორგაძის თქმით, ლარის გაუფასურების გამო დღეს ფასი თითქმის ყველაფერზე მატულობს. როგორც ვიცით, დენის გაძვირებაზე საუბარი დაიწყო და რისკი რეალურად დიდია. წყლის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი არის ელექტროენერგიის ხარჯი. ეს გადასახადი თუ გაძვირდება, წყლის ტარიფზეც რაღაც დონეზე აისახება, რაც დღევანდელ პირობებში ყოვლად მიუღებელია. ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა უფრო სწრაფად გაღატაკდება. ბოლო პერიოდში ისედაც არნახულად არის ხალხი გაღარიბებული.
მძიმე სოციალურ ფონზე ტარიფის მცირე ცვლილებაც კი მთავრობის მიმართ უნდობლობას გამოიწვევს. ლარის არსებული კურსის პირობებშიც კი წყლის ტარიფის გადახედვა დაუშვებლად მიმაჩნია. როგორც წყლის რესურსების ექსპერტი და მეცნიერი, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. გამრიცხველიანების პოლიტიკა მოითხოვს დამატებით ხარჯს, მაგრამ ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რაც მეტი ეკონომიის გაწევის საშუალებას მისცემს ხალხს და წყალიც დაიზოგება. საქართველოში, სადაც წყლის მდიდარი რესურსით ვიწონებთ თავს, ტარიფის ზრდაზე ფიქრი დაუშვებელია. უკიდურეს შემთხვევაში თუკი გადასახადი მოიმატებს, ის აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კომპენსირებული, რათა მოსახლეობას ტვირთად არ დააწვეს. მით უმეტეს, ისეთ პერიოდში, როცა დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მოსახლეობა სიღარიბისკენ მიექანება", - განაგრძობს გამოცემა

"ანალოგიურ პოზიციაზეა საქართველოს წყლის ეროვნული პარტნიორობის თავმჯდომარე გიორგი ძამუკაშვილი. ის არ მალავს, რომ წყლის გაძვირება მოსალოდნელია, რაც უმძიმესი ტვირთი იქნება მოსახლეობისთვის. ძამუკაშვილის თქმით, ველოდები, რომ ტარიფი ძალიან მალე შეიცვლება და, ბუნებრივია, მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. ჩვენი პრობლემაა, რომ წყლის დანაკარგი დიდია, მოსახლეობა არ უფრთხილდება მას და, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვიწევს საკუთარი ჯიბიდან თანხის გადახდა. საერთო მრიცხველი ყოველთვის მაღალ ხარჯს აჩვენებს და ეს ხდება იმის გამო, რომ წყალს ხალხი ყაირათიანად არ მოიხმარს, არ უფრთხილდება მას. გადასახადის გაძვირების შემთხვევაში, თუ ეს გარდაუვალი გახდა, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვეს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას. ამ ფონზე გამრიცხველიანება ნამდვილად არის შეღავათი და მომხრე ვარ, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს პროცესი. რაც შეეხება სულადობრივ ტარიფს, თითოეული მოქალაქე ვიხდით ტარიფს 600 ლ წყალზე დღეში. რეალურად ამდენის დახარჯვა შეუძლებელია 1 ადამიანის მიერ, მაგრამ ამ თანხაში წყლის დანაკარგიც არის გათვალისწინებული. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა. უნდა გააცნობიეროს, რომ ხალხს ფინანსურად ძალიან უჭირს, განსაკუთრებით პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს და გადასახადის თუნდაც მცირედი გაძვირებაც ამ კატეგორიის მოქალაქეებს ყოფით პრობლემას კიდევ უფრო დაუმძიმებს", - დასძენს გამოცემა

"გამრიცხველიანების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე აკეთებს აქცენტს "მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი რუსიკო სიმონიძე. სიმონიძის თქმით, პირველ რიგში, ხალხმა უნდა ისწავლოს წყლის ყაირათიანად მოხმარება. ამაში კომპანიამაც უნდა შეუწყოს ხელი. ეს არის მთავარი და არა წყლის გაძვირება, რასაც მუდმივად გვახსენებენ. ჩვენ ვემხრობით, რომ უმოკლეს ვადაში დასრულდეს გამრიცხველიანების პროცესი. რაც წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოში ხდება, ვერსად ნახავთ. ამაში დამნაშავეა თვითონ კომპანია, რომელიც არასწორად ეწევა საქმიანობას. მთელი სისტემა შესამოწმებელი და შესაცვლელია. მრიცხველი უნდა დააყენონ ყველგან, მაგრამ თბილისში მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. ნებისმიერ რესურსთან შედარებით, ყველაზე უყაირათოდ წყალი გამოიყენება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა", - აცხადებს რუსიკო სიმონიძე“, - წერს სტატიის ავტორი.

თქვენი აზრით, რითი არის სამთავრობო ცვლილებები განპირობებული?


"დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო აღნიშნული უწყების სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება; გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საგარეო საქმეთა სამინისტროს კი უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება, ოპტიმიზაციის პროცესი მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩატარდეს, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ამ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, თქვენი აზრით, რითი არის სამთავრობო ცვლილებები განპირობებული?

"ივანიშვილი იზრდის თავის ძალაუფლებას. თავისი კადრი დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. ამიტომ ამ ცვლილებებზე სერიოზულად ლაპარაკი არც ღირს", - აღნიშნავს მხატვარი გია ბუღაძე

"როგორც ჩანს, რაღაც პრობლემა არსებობდა. ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკური იყო განათლების მინისტრის მოხსნა, რადგან მან სწორი მიმართულებით არ წაიყვანა განათლება. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა ალბათ ეს გამოწვეულია ლართან დაკავშირებული პრობლემებით. კახიშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროში დაალაგა სიტუაცია და ახლა სხვა პოსტს ჩააბარებენ, რომ იქაც დაალაგოს. ამაში დარწმუნებული ვარ. ის არის თავდადებული, სამშობლოს მოყვარული კაცი. ვფიქრობ, ეს იყო მიზეზები, რისთვისაც განახორციელა პრემიერმა ცვლილებები", - აცხადებს თეატრმცოდნე
დოდო ხურცილავა

"ეს ცვლილებები რითი არის განპირობებული, არ ვიცი. თუ სამინისტროების შემცირებით მოხდება თანხების შემცირება, ამას ნამდვილად მივესალმები. მთავარია, ისე არ გამოვიდეს, რომ ერთ სამუშაოს სამი ადამიანი ასრულებდეს", - დასძენს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კვირიკაშვილის კადრების წმენდა, შემდეგი მღებრიშვილია - რომელ გუბერნატორებს გაუშვებენ მალე

ხორავას ქუჩის საქმე - "დაკავებული დ.ღ. დიდი ინფორმაციის მატარებელია, მას მკვლელებამდე მიყვანა შეუძლია"

პირამიდული ბიზნესის მორიგი მსხვერპლი - "პარლამენტი სირაქლემის პოზიციაშია..."
ტრამპს ნატოს წევრი მონტენეგროს დაცვა არ სურს - “ამან შესაძლოა მე-3 მსოფლიო ომი გამოიწვიოს”

ივანიშვილის არჩევანი - "ოცნების" შეკავშირება თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
ახალი პრეზიდენტი "პრეზიდენტის სასახლეში" აღარ შევა

"ბავშვების ბაღებსა და სკვერებში ჩაყვანაც უკვე საგანგაშოა!"

ტყიბულის ტრაგედიის გამო ორ თანამდებობის პირს დააკავებენ?!
პუტინის ულტიმატუმი საქართველოს - რა გველის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში

"რეალურია, "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს სალომე ზურაბიშვილს"
რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა

მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს