არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 15.11.2017
მორიგი საკადრო "ბიძინიადა" - ივანიშვილის ორი ყველაზე სანდო კადრი

თქვენი აზრით, ვინ უნდა აგოს ლარის კატასტროფულ გაუფასურებაზე პასუხი?

მსუბუქ მანქანებს 2019 წლამდე ტექდათვალიერება არ შეეხება

***
მორიგი საკადრო "ბიძინიადა" - ივანიშვილის ორი ყველაზე სანდო კადრი

“ახალი სამთავრობო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა, ვისი გუნდის წევრები არიან გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე, ორი ყველაზე საკვანძო და პოლიტიკური ძალაუფლების მატარებელი უწყების, შს და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელები და რამდენად დიდი გავლენა ექნებათ მათ. ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ორივე ეს ფიგურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უშუალო კადრია. უფრი მეტიც, ვარაუდია, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას დატოვებს, მას კულუარებში პრეზიდენტობის კანდიდატად მოიაზრებენ და მთავრობის მეთაურს ისევ ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს. ეს იქნება ახლად დაწინაურებული პროტეჟეებისგან ყველაზე უფრო სანდო - ან გახარია, ან ბახტაძე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მორიგი საკადრო "ბიძინიადა" - ივანიშვილის ორი ყველაზე სანდო კადრი

"პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ივანიშვილი საკადრო თამაშიდან არასოდეს გასულა, თუმცა ეს ახალი დანიშვნა იმის მიმანიშნებელია, რომ არსებული სისტემა ნაკლებად სანდოდ მიიჩნია ექსპრემიერმა და ამიტომაც ორი ახლობელი და სანდო ადამიანი დანიშნა ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობებზე და ამით პირდაპირი კონტროლი დაამყარა იმ უწყებებზე, რომლებიც მთავრობაში რეალური ძალის ცენტრია და რომლებითაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფაქტობრივი მართვა ხდება. ცისკარიშვილის თქმით, მორიგი საკადრო "ბიძინიადა" ვნახეთ. ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესი, როგორც ჩანს, კვლავ აგრძელებს საკუთარი კადრების განლაგებას ყველაზე მნიშვნელოვან სავარძლებში და ეს ორი მიმართულება, შს მინისტრისა და ფინანსთა მინისტრისა, ის მყარი აუცილებლობის ადგილებია, სადაც ბატონ ბიძინას სურს, რომ მისი ერთი თქმით კეთდებოდეს ყველაფერი და გამეორება არ დასჭირდეს. თავის დროზე ასე იყო ბატონი ღარიბაშვილი შერჩეული ჯერ შს მინისტრად, შემდეგ - პრემიერ-მინისტრად და ახლაც ასეთი რეალობის მოწმენი ვართ. ორჯერ თქმა არ დასჭირდებათ არც შს მინისტრს და არც ფინანსთა მინისტრს,"- აღნიშნავს გამოცემა

"პოლიტოლოგის თქმით, სწორედ ივანიშვილმა შემოიყვანა მთავრობაში ჯერ მთელი "ქართუს" კლანი, ახლა კი გამოჩნდა, რომ ისევ მოისურვა მნიშვნელოვანი და საკვანძო თანამდებობები თავისი ერთგული პირებისთვის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ 2013 წლიდან ჩვენთვის ცნობადი გახდნენ იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა ხშირად საუბრობდა "საინტერესო ახალგაზრდებზე", რომლებიც შემძლე არიან და მათ შორის ეს ორი გვარი - ბახტაძე და გახარია ყოველთვის ფიგურირებდა. ესენი ჩვენი კადრებთუხუცესის ფავორიტები იყვნენ, თუმცა მაშინ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ დადგებოდა დრო და ამ სანდო ადამიანების დანიშვნა აუცილებელი აღმოჩნდებოდა. ვინ არის ეს ორი ახალი მინისტრი? ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ეს ორივე კადრი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელია და მთავრობაში "ქართუს" კლანის ნაცვლად ახლა უკვე უშუალოდ ივანიშვილის საოჯახო კლანი ძლიერდება. "ევროპული საქართველოს" ლიდერ გიგი უგულავას თქმით, დაწინაურდნენ და ძალაუფლება შეინარჩუნეს იმ პირებმა, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ბატონ ივანიშვილთან, მაგალითად, "გახარია არის ივანიშვილის ახლო თანამშრომელი მოსკოვის პერიოდიდან". "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გიორგი გახარია "ეს არის ადამიანი, რომელსაც დღემდე ბიზნესი აქვს რუსეთში. საკმაოდ ხელდასმულია რუსეთის ფედერაციის მმართველობისგან და ეს არის ადამიანი, რომელიც თვალყურს ადევნებს ბიძინა ივანიშვილის ქონებას რუსეთში“, - განაგრძობს გამოცემა

"დეკანოიძის თქმით, ასევე ივანიშვილის ოჯახის ახლობელია მამუკა ბახტაძეც, ის უტა ივანიშვილის ძალიან ახლო მეგობარია და მიუხედავად იმისა, რომ წინა სამსახურში წარუმატებელი იყო, მისი მმართველობის პირობებში "საქართველოს რკინიგზის" მოგება შემცირდა რამდენჯერმე და 2015 წელს ეს კომპანია წაგებაზე გავიდა, ახლა მინისტრად დანიშნეს იმიტომ, რომ ფინანსური ნაკადი აკონტროლოს და ივანიშვილის დავალება უსიტყვოდ შეასრულოს. უფრო მეტიც, მამუკა ბახტაძის მიმართ სს-ის საქმის აღძვრას ითხოვს "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. ამ მოთხოვნით მან პროკურატურას უკვე მიმართა. ურუშაძე ამბობს, რომ ბახტაძის მმართველობის დროს, "საქართველოს რკინიგზაში" ადგილი ჰქონდა მონოპოლიასა და კორუფციას. მისი თქმით, გადაზიდვებზე სრული მონოპოლია ჰქონდა რუსულ "როსნეფტსა" და "ლუკოილს", ხოლო ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილისა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ინტერესები იდგა“, - დასძენს გამოცემა

"სოსო ცისკარიშვილის თქმით, "საქართველოს რკინიგზის" წარუმატებელი დირექტორი მხოლოდ იმიტომ დანიშნეს მინისტრად, რომ "უსიტყვო შემსრულებელია". ამბობს, რომ ამავე ნიშნითაა შერჩეული შს მინისტრიც, რადგან გიორგი გახარია, მისი თქმით, წარუმატებელი ბიზნესომბუდსმენი იყო. "არანაირი საიდუმლო არ არის, რომ გახარიას ივანიშვილთან კავშირი აქვს და მისი ახლობელია. ეს გვარი პირადად მე ბატონი ბიძინასგან არაერთხელ მომისმენია, როგორც კარგი და მზარდი კადრი. ამის გარდა, ფაქტია ის, რომ ის იყო სრულიად მიუღებელი ბიზნესომბუდსმენი. რამდენჯერმე ვითხოვე, ეთქვა, რომელი ბიზნესი გადაარჩინა უსამართლობისგან? არც ერთი!" - ამბობს ცისკარიშვილი და პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს დიდი ალბათობაა, ახალი პრემიერ-მინისტრი ვიხილოთ და ის ან ბახტაძე იყოს, ან - გახარია. პოლიტოლოგის აზრით, ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი ჩვენი კარდებთუხუცესის მიერ და გამორიცხული არ არის, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ ორი ახალი მინისტრისგან რომელიმეს მოელოდეს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე გადასვლა," - წერს სტატიის ავტორი

თქვენი აზრით, ვინ უნდა აგოს ლარის კატასტროფულ გაუფასურებაზე პასუხი?

"1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6830 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2,6830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2,6538 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0292 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1437 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0904 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0533 ლარი შეადგინა. ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები კი ძალაში დღეიდან შევა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, თქვენი აზრით, ვინ უნდა აგოს ლარის კატასტროფულ გაუფასურებაზე პასუხი?

"ყველამ, ვისაც ეხება ფინანსები. ეროვნული ბანკი იქნება, ფინანსთა მინისტრი თუ სხვა, ყველამ უნდა აგოს პასუხი. მე დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ვისაც ვალუტასთან შეხება აქვს, პასუხიც უნდა აგოს და არა ისე "უი, ეს რა მოგივიდა", არამედ - ცოტა მკაცრად", - აღნიშნავს მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე

"სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი. იმდენად ინდიფერენტულ საზომში გადავდივართ, რომ უკვე აღარ ვიცი, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი. ვინ უნდა დავასახელოთ, მინისტრი, პრემიერი თუ სხვა. რა იცვლება პერსონალიების დასახელებით? მე უკვე აპათიური დამოკიდებულება მაქვს და ისიც კი არ ვიცი, რა უნდა მოვითხოვო, პასუხისმგებელი პირი, სიტუაციის გამოსწორება თუ სხვა რამ. თუმცა, საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოში მიმდინარე პრობლემებზე მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მაგრამ იმის იქით თემა უფრო რთულია", - პიარ-სპეციალისტი არჩილ გამზარდია

"რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხელისუფლების ყველა რგოლმა უნდა აგოს ამაზე პასუხი, დაწყებული ეროვნული ბანკიდან, დამთავრებული დეპუტატებით, რომლებმაც პასუხიმგებლობა აიღეს ქვეყნის განვითარებასა და მართვაზე და ყველაფერი უკან წაიყვანეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხი უნდა აგონ მათ, ვისაც არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სექტორიც აბარია" - აცხადებს კინომცოდნე ლელა ოჩიაური

"ორი მიზეზია, ჩემი აზრით. პირველი, ლარის მასის გაზრდა ბრუნვაში, რაც ალბათ არჩევნებს შეიძლება დავუკავშიროთ. მეორე, ბანკების თავნებობა. ქვეყანაში, როცა ლარი კატასტროფულად ეცემა და მოსახლეობა ამის გამო ზარალდება, ბანკების მოგება 9 თვეში ნახევარ მილიარდს არ უნდა შეადგენდეს. ასევე ბანკებს უნდა აეკრძალოს ყველანაირი საქმიანობა, გარდა საბანკოსი. შევისწავლოთ ამერიკული გამოცდილება ამ კუთხით. ანტიმონოპოლიური პოლიტიკა უნდა ამოქმედდეს ყველა სფეროში და გვეშველება", - დასძენს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე

მსუბუქ მანქანებს 2019 წლამდე ტექდათვალიერება არ შეეხება


„მსუბუქი ავტომობილების მფლობელები 2019 წლამდე სავალდებულო ინსპექტირებისგან თავისუფალი არიან. პირველ ეტაპზე ტექნიკურ დათვალიერებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის მანქანები გაივლიან. ასეთი ქვეყნის მასშტაბით 187 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. მეორე ეტაპი დაეთმობა სახელმწიფო უწყებებზე, სსიპ-ებზე ან აიპ-ებზე რეგისტრირებულ მანქანებს, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 120 000-ია. ყველა დანარჩენს მესამე ეტაპზე შეამოწმებენ. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება. ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ქეთევან სალუქვაძის ინფორმაციით, გაიწერება მეთოდოლოგია, თუ ვის როდის მოუწევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა. უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება. სალუქვაძის თქმით, სწორედ ეს სატრანსპორტო საშუალებები ყველაზე მეტად აბინძურებენ ჰაერს. ისინი ინსპექტირებას ისედაც ექვემდებარებიან, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა გარკვეული ტიპის ხარვეზები აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, გაიზარდა სტანდარტი და ხდება ევრორეგულაციებთან დაახლოება. ახალი წლიდან მოხდება ტექნიკური ინსპექტირების განსხვავებული მეთოდით განხორციელება. მთლიანად ავტოპარკი ეტაპობრივად 2 წლის განმავლობაში შემოწმდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მსუბუქ მანქანებს 2019 წლამდე ტექდათვალიერება არ შეეხება / გაისად სატვირთოებს, სამგზავრო ტრანსპორტსა და სახელმწიფო ავტომობილებს შეამოწმებენ

„უფრო ვრცლად აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან რეფორმა იწყება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება. ჩერქეზიშვილის თქმით, დღეს არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც ტექნიკური ინსპექტირების გავლა წელიწადში ორჯერ უწევთ, რაც მისი მახასიათებლებიდან მომდინარეობს. აღნიშნული მუხლის კანონიდან ამოღება გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ უნდა განიხილოს ტექნიკური რეგლამენტი როგორც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისა და იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. აღნიშნული ჩანაწერის კანონში დატოვება გამოიწვევდა იმას, რომ მეორე დღესვე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნებოდა დაჯარიმებული. გამოდის, რომ 1 200 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება 1-ლი იანვრისათვის შესამოწმებლად უნდა მიიყვანონ. ეს შეუძლებელია, ამიტომ კეთდება გრაფიკი, რომლის მიხედვით 2 წლის განმავლობაში ყველას მოუწევს ტექნიკური ინსპექტირების გავლა", - განაგრძობს გამოცემა.

„საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მთავრობას წარედგინება ტექნიკური რეგლამენტი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისგან მათ შენობებსა და პერსონალთან დაკავშირებით. ასევე მთავრობა დაადგენს სტანდარტებს, რომლებსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს. არასამთავრობო სექტორში ადასტურებენ, რომ ხელისუფლებამ მათი რეკომენდაციები მაქსიმალურად გაითვალისწინა, განსაკუთრებით - გრაფიკთან დაკავშირებით. "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს ექნებათ გონივრული ვადა, რათა ეტაპობრივად და საფუძვლიანად მოამზადონ მანქანები ტექდათვალიერებისათვის. ყველა ავტომობილი ერთად ტექდათვალიერებას ფიზიკურად ვერ გაივლის, ასეთი რამ წარმოუდგენელია. 1,2 მილიონამდე რეგისტრირებული ავტომობილია ქვეყანაში და ინსპექტირების პროცესისთვის განსაკუთრებული სამზადისი სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად დაიყოს ავტომობილების ვიზიტები პერიოდული ტექნიკური რეინსპექტირების ცენტრებში“, - დასძენს გამოცემა.

„პირველი ეტაპი შეეხება იმ მანქანებს, რომლებზეც კანონი ამ ეტაპზეც მოქმედებს, ანუ 3,5 ტონაზე მეტი მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს. მათთან ერთად გაივლიან ტექდათვალიერებას ის სატრანსპორტო საშუალებები (მიკროავტობუსები და ავტობუსები), რომლებსაც გადაჰყავთ 8 ან მეტი მგზავრი. ასეთი 187 000 მანქანაა რეგისტრირებული. გეგმაშია, რომ 2 წლის განმავლობაში მთლიანად შემოწმდეს ყველა სატრანსპორტო საშუალება. მესხიშვილის თქმით, საგულისხმოა, რომ აღნიშნული კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ტექდათვალიერება ისედაც ევალება. მათთვის 2004 წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ შეცვლილა, მაგრამ ტექნიკურ ცენტრებში მათი მხრიდან ოფიციალური მიმართვიანობა 14%-ს არ აღემატება. პირველი ეტაპის გავლას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება. მეორე ეტაპი შეიძლება შეეხოს იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც სახელმწიფო უწყებებზე, სსიპ-ებზე ან აიპ-ებზე არიან რეგისტრირებული. ასეთი დაახლოებით 120 000 ავტომობილია. შესაძლოა, წლის მეორე ნახევარში მათი ინსპექტირება დაიწყოს, ხოლო კერძო ავტომობილებისთვის ეს დრო მოგვიანებით, სავარაუდოდ, 2019 წლის დასაწყისისთვის დადგება. სამაგიეროდ, გვექნება საშუალება, რომ ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის მოვაწესრიგოთ", - განაგრძობს ავტორი.

„რაც შეეხება მოთხოვნებს, დავით მესხიშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დაბალი სტანდარტი დაწესდება და ავტომობილებს მოუწევთ იმ პირობების დაკმაყოფიულება, როილებიც მათ მწარმოებლებმა თავის დროზე დაუდგინეს. აქედან გამომდინარე, ტექდათვალიერების პროცესს ძველი, მათ შორის საბჭოთა დროინდელი მანქანებიც შეუფერხებლად გაივლიან, თუკი ტექნიკურად გამართული იქნებიან. მესხიშვილის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მოთხოვნები იქნება მანქანებისთვის დაწესებული. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს გერმანული სტანდარტი, რადგან ფიზიკურად ვერ შევძლებთ ამ ვალდებულებებისთვის თავის გართმევას. პირველ ეტაპზე, უნდა იყოს მინიმალური დონე და შემდეგ თანდათან გაამკაცრონ. ჩვენთვის მთავარია, ამ ქვეყანაში ჰაერის სუნთქვა შეიძლებოდეს, რაც დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ყველა ავტომობილს მოეთხოვება იმ სტანდარტის დაკმაყოფილება, რაც მწარმოებელმა კონკრეტულ მანქანას დაუწესა. ამდენად, არასწორია შეფასება, რომ ძველი მანქანები გაჩერდება, საქმე ასე არ არის. მძღოლებს უნდა ჰქონდეთ ვადა, რომ მოახერხონ ავტომობილების წესრიგში მოყვანა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს უნდა შეიქმნას ელექტრონული ბაზები, სადაც აღირიცხება ის ავტომობილები, რომლებმაც შემოწმება გაიარეს. ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ამ ბაზაში იქნება თავმოყრილი, რითაც ფირნიშების ხანა საბოლოოდ დასრულდება (გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ფირნიშებს უკვე თვითნებურად ბეჭდავენ). ეს არის ერთ-ერთი პირობა, რომ კანონი არ დარჩეს ფურცელზე. ამასთან, მთავარი გამოწვევაა ტექნიკური ცენტრების მოწყობილობა, აღჭურვილობის გამართულობა, პერსონალის მომზადება, რომ სამუშაო პროცესს თანამედროვე სტანდარტით მიუდგნენ და მძღოლებს უხარვეზოდ მოემსახურონ", - წერს სტატიის ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
"შენ წაგართვი, ძმაო, რამე?.. მაგასაც დაგანახებ, თუ არ ავიღებთ პრემიებს ყველა"

პოლიტიკური კამფეტები საქართველოსთვის რუსეთიდან

როგორ აფასებთ "სუხიშვილების" "ცეკვა ქართულის" კლუბურ ვერსიას?
პრეზიდენტობის კანდიდატად ზაფხულის დასაწყისში კვირიკაშვილს წარადგენენ

NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ მიანიშნებს თუ არა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აუცილებლობაზე?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2018
ქართველთმოძულე სეპარატისტთა საველე მეთაური, რომელიც ქართულ სოფლებს ატერორებდა აფხაზეთს "ენგურჰესის" დენი დეკემბერშივე აღარ ეყო ახდენს თუ არა სასამართლოზე ზეგავლენას საზოგადოებაში არსებული განწყობები?
"მთავარია, გქონდეს ფული..." - სამი კაცის დამჭრელის გამოშვების გამო საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება

სწორია თუ არა სასამართლო, როცა 3 კაცის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გამოუშვა?

ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან - ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.