არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2017
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2017 ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს

ხალხი ყოველდღე ლარის დასამარებას უყურებს - "ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანაში სოციალურ ამბოხსაც მივიღებთ"

მისაღებია თუ არა სამინისტროებში საკადრო შემცირებები?

* * *
ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს

"საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ნდობის ფონდის შექმნისა და მომავალში ამ ქვეყნების შენგენის ზონასთან, საბაჟო და ენერგეტიკულ კავშირებთან მიერთების შესახებ რეკომენდაციებს ევროპარლამენტართა უმრავლესობა მხარს უჭერს. როგორც ცნობილია, აღნიშნული რეკომენდაციებით ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო დიპლომატიურ სამსახურს ევროდეპუტატებმა - ლაიმა ანდრიკენემ და კნუტ ფლეკენშტაინმა მიმართეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს / "მათ სურთ, შეამზადონ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რათა ევოლუციური გზით მოხდეს სამივეს ევროკავშირში ინტეგრაცია".

"ჩვენ ვთავაზობთ ფორმატს "აღმოსავლეთი პარტნიორობა პლუსი" რომელიც ნდობის ფონდების შექმნას, ახალ საინვესტიციო ევროპულ გეგმას, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესასრულებლად ფინანსურ მექანიზმებსა და სხვა ზომებს ითვალისწინებს. ეს წინადადებები ეხება სამ ქვეყანას - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. როდესაც დადგება დრო, საშინაო დავალება შესრულდება და ყველა საჭირო პირობა შესრულებული იქნება, ამ ქვეყნების საბაჟო კავშირში, ციფრული ტექნოლოგიების კავშირსა და ენერგეტიკულ კავშირში პოტენციური გაწევრიანება ერთ-ერთ ვარიანტად უნდა განიხილებოდეს", - განაცხადა ანდრიკენემ. მისივე მოსაზრებით, აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს ქვეყნებს შორის დიფერენციაციაზე - "ჩვენი შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, უნდა გამოვიყენოთ პრინციპი "მეტი მეტისთვის, ნაკლები ნაკლებისთვის", - აღნიშნა ევროდეპუტატმა. ბრიგადის გენერლის, ანალიტიკოსის სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძის შეფასებით, ევროპარლამენტართა გამოსვლებში მნიშვნელოვანი იყო ორი რამ: ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი, მიუხედავად ევროსკეპტიციზმის ზრდისა, ბრექსიტისა და სხვა გამოწვევებისა, დღის წესრიგიდან არ იხსნება და აქტუალობას არ კარგავს და მეორე, საუბარია სახელმწიფოებთან მიმართებაში დიფერენცირებულ მიდგომებსა და გატარებული რეფორმების დაფასებაზე", - აღნიშნავს გამოცემა.

"კარგია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას ერთ ქვაბში არ მოხარშავენ და ინდივიდუალურად მიუდგებიან. ასევე კარგია, რომ, მიუხედავად ბრექსიტისა, ევროსტრუქტურები არ კარგავენ ოპტიმიზმს ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციისა და მსხვილი გაერთიანების აქტუალობასთან დაკავშირებით. კარგი იქნება დიფირენცირებული მიდგომა, როცა ის სახელმწიფო, რომელიც მეტ წარმატებას მიაღწევს რეფორმების, ასევე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მეტ დახმარებას მიაღწევს. ამ დისკუსიებში საინტერესო იყო ბელარუსის წამოწევა წინა პლანზე საქართველოსთან ერთად კორუფციის დაბალი დონის კუთხით", - ამბობს ამირან სალუქვაძე. რაც შეეხება მათ, ვისაც ჰგონიათ, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა უნდა გაწყვიტოს, ანალიტიკოსი მათ გასაგონად ამბობს, რომ რაც მეტად მივუახლოვდებით ევროპას, მეტად იოლი იქნება რუსეთთან მოლაპარაკება", - განაგრძობს გამოცემა.

"რაც მეტად დაკარგავს ევროპა ჩვენ მიმართ ინტერესს, მეტად ნაკლები ვეღირსებით როგორც სახელმწიფო, ნაკლებად ანგარიშგასაწევი ვიქნებით. ევროკავშირის გაფართოება შორეული პერსპექტივის საკითხია, თუმცა თანამშრომლობის გაგრძელება, რეფორმები, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამაში ინტეგრირება, რეფორმების გაგრძელება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ეს ის გზაა, რომელსაც არ უნდა გადავუხვიოთ. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ამერიკის ახალი მიდგომაც, რომლის თანახმად, თეთრი სახლი უპირატესობას ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას ანიჭებს. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაქტიურდეთ სხვადასხვა სახელმწიფოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით", - ამბობს ამირან სალუქვაძე. პოლიტოლოგი, თსუ-ის პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ, ევროპაში არსებეული პრობლემების ფონზე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა", - წერს სტატიის ავტორი.

"დღეს ევროპაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნებს წევრობა უახლოეს პერიოდში შესთავაზოს. ამიტომ, ევროკავშირის წინაშე საკითხი დგას ასე - თუ ამ ეტაპზე ამ ქვეყნებს გაწევრიანებას ვერ სთავაზობს, მაშინ რაღაც უნდა გაკეთდეს, რომ მათი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და დემოკრატიული რეფორმები არ შეფერხდეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი სტრატეგია, რომლითაც ევროკავშირი შეეცდება, სამივე ქვეყანას დააძლევნოს ის პრობელემები, რომლებიც აღნიშულ რეფორმებთან დაკავშირებით აქვს. რაც მთავარია, დაეხმაროს მათ იმ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა, ანუ შეამზადონ ეს ქვეყნები, რათა ევოლუციური გზით მოხდეს სამივე ქვეყნის ევროკავშირის სივრცეში ინტეგრაცია", - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

ხალხი ყოველდღე ლარის დასამარებას უყურებს - "ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანაში სოციალურ ამბოხსაც მივიღებთ"

"ლარის გასამყარებლად ეროვნული ბანკი კვლავ არაფერს აკეთებს. იმის ნაცვლად, რომ კრიზისულ პერიოდში ბაზარს უცხოური ვალუტა მიაწოდონ, კურსის გაუფასურებას ხან მოლოდინს უკავშირებენ, ხანაც - ფუნდამენტურ ფაქტორს. სებ-ის საქმე ისე წავიდა, რომ ლარის დევალვაციაში უკვე იმპორტიორებსაც სდებენ ბრალს. უკანასკნელ პერიოდში ლარის ვარდნის მიზეზად სებ-ში სწორედ სავაჭრო კომპანიებს მიიჩნევენ. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, კურსის ვარდნა, გარკვეულწილად, იმპორტიორების ქცევითაა განპირობებული", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ხალხი ყოველდღე ლარის დასამარებას უყურებს / "ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანაში სოციალურ ამბოხსაც მივიღებთ".

"ჩვენ რასაც ვხედავთ, იმპორტიორები, ვინც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდა ვალუტას, უფრო ადრე გააქტიურდნენ. მათ დაიწყეს შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან და ახლა ეს უფრო გაძიერებულია, რაც ასევე მოლოდინს უკავშირდება", - განაცხადა მესტვირიშვილმა და გამაფრთხილებელი განცხადებაც გააკეთა: "თუ ვინმე ზედმეტად გაზრდის ფასს, მათ შორის - იმპორტიორი, მას ეყოლება ადგილობრივი ჩამნაცვლებელი. ჩვენ ადრეც გვინახავს - გააძვირეს და შემდეგ მათი რეალიზაცია შემცირდა და მოუწიათ ისევ ფასის დაწევა. ამ პროცესთან გვექნება ისევ საქმე", - განაცხადა მესტვირიშვილმა. როგორც აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი კურსზე რეაგირებას ჯერჯერობით არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, სანამ ინფლაციის საფრთხეს არ დაინახავს. რეალურად კი ეს საფრთხე არათუ შორს არ არის, საკმაოდ მყარად აქვს ფესვი გადგმული და მისი მოთოკვა უკვე შეუძლებელია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩვენ თუ დავინახავთ, რომ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან და ამან შეიძლება შეუქმნას საფრთხე ინფლაციას, მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის - გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის დეფიციტია. ამ დროს საჭიროა, სებ-მა დოლარის გარკვეული მარაგი მიაწოდოს ბაზარს, მით უმეტეს, რომ ზაფხულში ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევდა და ბრუნვიდან დოლარს იღებდა. რა ინტერვენციები შეიძლება განახორციელოს ეროვნულმა ბანკმა, უცნობია, ამის შესახებ, ცხადია, გვენეტაძის უწყებაში წინასწარ არავინ საუბრობს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კი ლარი ის თემაა, რაზეც საუბარი ნაკლებად სურთ და, სიმართლე ითქვას, არც აქვთ სათქმელი. დეპუტატი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ვისაც ეს საკითხი ეხება, განმარტება უნდა გააკეთოს", - განაგრძობს გამოცემა.

"ეს საკითხი მეც მაინტერესებს. ამბობენ, რომ ეს არ არის ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური გუნდის საქმე, მაშინ მაინტერესებს, ვისი საქმეა? იმედი მაქვს, უახლოეს ხანში კონკრეტულ განმარტებებს მოვისმენთ. აუცილებლად უნდა აგვიხსნას, ვისაც ეხება, სად არის ზღვარი? ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკურ გუნდს არ ეხებაო, მიხეილ გიორგაძეს თუ ეხება, დღესვე მივმართავ", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიაც, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკისგან დამატებითი განმარტებების გაკეთებას ითხოვს. "ეროვნული ბანკი არის უწყება, რომელსაც ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე. ნეგატიური ეფექტი აქვს გაუფასურების პროცესს, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მთავრობას პროცესების მოგვარების დადებითი დინამიკა აქვს, მაგრამ ეს ვერ გამორიცხავს ასეთ პატარა რყევას. ეროვნულმა ბანკმა სწორედ ეს უნდა თქვას, რომ ახლა რაიმე უფრო სერიოზულთან საქმე არ გვაქვს. როდესაც ამას ამბობს ეროვნული ბანკი, სიმშვიდე მეტია", - განაცხადა კაკულიამ. საბანკო სფეროს სპეციალისტებს თუ მოვუსმენთ, ისინი ამბობენ, რომ ლარი უკვე იმ ნიშნულზეა, როცა არანაირ ინტერვენციას აზრი არ აქვს. ისინი სებ-ის, როგორც უწყების, პასუხისმგებლობაზეც ალაპარაკდნენ", - დასძენს გამოცემა.

"ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ კურსი ეკონომიკის რეალურ ვითარებას ასახავს და არსებულ სიტუაციაში ინტერვენციების გამოყენება არაეფექტური იქნება - "რეზერვების გამოყენება არ იქნება გამოსავალი. ტყუილად დაიხარჯება ეს ფული და შედეგი არ გვექნება. ექსპორტ-იმპორტის ბალანსი არასახარბიელოა (დაახლობით 4,5 მლრდ არის სხვაობა). რაც შეეხება ფულად ტრანსფერებს, მართალია, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა, მაგრამ არც ამ მხრივ არის დამაიმედებელი ვითარება. არარეზიდენტების მიერ ქვეყნიდან რეგულარულად მილიარდობით დოლარი გადის, როცა ფულადი გზავნილები შემოდის ბევრად ნაკლები. გამოსავალი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაძლიერება ქვეყანაში, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა უნდა გაიზარდოს, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა უმჯობესია, მიმართოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას", - აცხადებს თუთბერიძე, რომლის თქმით, "ეს გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია", - წერს სტატიის ავტორი.

"სამწუხაროდ, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები ღრმავდება. საჭიროა სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, სხვა შემთხვევაში, ყოველთვის ასეთი ვითარება იქნება. საჭირო იყო 5 წლის განმავლობაში სიღრმისეული ეკონომიკური რეფორმების განხორცილება, რაც ვერ გააკეთეს", - მიიჩნევს თუთბერიძე. ექსპერტი ლია ელიავა ფიქრობს, რომ სავალუტო კრიზისის გამო, მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდება, რაც სოციალური პროტესტითაც შეიძლება, დასრულდეს", - დასძენს სტატიის ავტორი.

"საკუთარი ეკონომიკისა და ხალხის მიმართ ასეთი დაუდევარი დამოკიდებულება დაუშვებელია. ფასები იზრდება ყოველდღიურად. ინფლაცია კიდევ მოიმატებს და ხალხს ცხოვრება უკიდურესად გაუჭირდება. სასწრაფოდ იყო მისაღები გადაწყვეტილება სავალუტო ინტერვენციების განსახორციელებლად, რაც თავის დროზე არ გააკეთეს. ეკონომიკისთვის არასტაბილური კურსი ყველაზე მძიმეა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის უცნაური განცხადების გარდა, სებ-ისგან ბოლო დროს ვერაფერი მოვისმინეთ. არ ვიცი, ვის ატყუებენ, რა მოლოდინზეა საუბარი ან იმპორტიორებს რას ერჩიან. ფაქტია, საკმარისი თანხა არც აქვთ იმისთვის, რომ კურსის ვარდნა შეაჩერონ. მეორე საკითხია, რატომ არ აქვთ ეს რესურსი. ცხადია იმიტომ, რომ ფული მთლიანად აქვთ გატანილი საზღვარგარეთ და ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული. ამიტომ არ აქვთ დღეს სავალუტო ინტერვენციების განხორციელების უნარი. ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ არა მარტო ინფლაციის ზრდას, არამედ სოციალურ ამბოხსაც მივიღებთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია ელიავა.

მისაღებია თუ არა სამინისტროებში საკადრო შემცირებები?

"იმ სამინისტროებში, რომლებიც სტრუქტურული ცვლილებების შედეგად უნდა გაუქმდეს და სხვა უწყებებთან შეერთდეს, დაახლოებით 2,900 ადამიანი მუშაობს. რამდენი პროცენტით შემცირდება ჯამში კადრების რაოდენობა, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ფაქტია, სამინისტროების გაერთიანებას ადამიანური რესურსის შემცირება ბუნებრივად მოჰყვება. როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, სამინისტროების შერწყმის შედეგად არჩევანი პროფესიონალ კადრებზე გაკეთდება. "ძირითადად ყველა სამინისტროს ბიუჯეტში მთავარი ნაწილი არის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასე რომ, თანხის დაზოგვაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, აქცენტი გაკეთებულია ეფექტურობაზე. თანხა, ცხადია, დაიზოგება, თუნდაც - შენობების მიმართულებით, მაგრამ ეფექტურობის გაზრდა არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ადამიანებს, ყველა ის ადამიანი, ვინც არის ეფექტური, ცხადია, დარჩება სამინისტროების შერწყმის შემდეგაც, - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის თქმით, არჩევანი გაკეთდება პროფესიონალებზე", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - მისაღებია თუ არა სამინისტროებში საკადრო შემცირებები?

"მე რომ მკითხოთ, ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შემცირდეს, თუმცა არ ფიქრობ, რომ ხარჯების შემცირება დაბალანაზღაურებადი კადრების შემცირებით უნდა დაიწყოს. პირველ რიგში, დანამატებითა და პრემიების მოხსნით უნდა დაიწყოს ხარჯების შემცირება. მე ასე ვფიქრობ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ისტორიკოსი გია ანჩბაძე.

"მართალი გითხრათ, მივესალმები და რატომ, ამას კონკრეტულ მაგალითზე გეტყვით. ხმაურთან დაკავშირებით პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ 11 საათის მერე აკრძალული ყოფილიყო სხვადასხვა ტიპის ხმაური და არც ერთი შემთხვევა არ გვახსოვს ჩვენ, რომ მინისტრს ან მის დაქვემდებარებულ პირებს ეს კანონი აღესრულებინოთ. პირიქით, აბსოლუტური უკანონობა მიმდინარეობს. თუკი, ასეთივე "უპატრონობა" სუფევს სხვა სფეროებშიც, მაშინ ნამდვილად საჭიროა განახლება. ახლა, იმედი მინდა დავიტოვო, რომ ახალი შემადგენლობა უფრო მეტად მიხედავს ხალხის ინტერესებსა და კანონის დაცვას", ამბობს ჟურნალისტი ანა რატიანი.

"საერთოდ, ოპტიმიზაცია საკმაოდ რთული და მტკივნეული თემაა ნებისმიერ დაწესებულებაში, მათ შორის - სამინისტროებში. მაგრამ თუ პროფესიონალურად მოხდება და ემსახურება განახლებასა და სამინისტროების უფრო მოქნილ ქმედებებს, ეს გარდაუვალი პროცესია. ადამიანური თვალსაზრისით, როდესაც სამსახურს ტოვებ, ეს ძალიან ძნელია, მით უმეტეს - ასეთ ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში. თუმცა, ამას თავიდან ვერ ავიცილებთ, თუკი სამინისტროების უფრო ოპერატიულ მართვაზეა საუბარი. მეორე მხარეა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდნენ პროფესიონალი კადრები", - მიიჩნევს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"სამინისტროების გამსხვილება და შერწყმა მისაღებია, თუმცა გამიჭირდება იმის თქმა, რამდენად სწორია საკადრო ცვლილებები. ამასთან, ჩვენ ვერც რადიკალურად განსვავებული მინისტრები დავინახეთ, მათ აკლიათ დამოუკიდებლობა, ამიტომ მეეჭვება, რომ რომელიმე მათგანმა რამე წარმატებას მიაღწიოს", - დასძენს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კვირიკაშვილის კადრების წმენდა, შემდეგი მღებრიშვილია - რომელ გუბერნატორებს გაუშვებენ მალე

ხორავას ქუჩის საქმე - "დაკავებული დ.ღ. დიდი ინფორმაციის მატარებელია, მას მკვლელებამდე მიყვანა შეუძლია"

პირამიდული ბიზნესის მორიგი მსხვერპლი - "პარლამენტი სირაქლემის პოზიციაშია..."
ტრამპს ნატოს წევრი მონტენეგროს დაცვა არ სურს - “ამან შესაძლოა მე-3 მსოფლიო ომი გამოიწვიოს”

ივანიშვილის არჩევანი - "ოცნების" შეკავშირება თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
ახალი პრეზიდენტი "პრეზიდენტის სასახლეში" აღარ შევა

"ბავშვების ბაღებსა და სკვერებში ჩაყვანაც უკვე საგანგაშოა!"

ტყიბულის ტრაგედიის გამო ორ თანამდებობის პირს დააკავებენ?!
პუტინის ულტიმატუმი საქართველოს - რა გველის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში

"რეალურია, "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს სალომე ზურაბიშვილს"
რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა

მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს