არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2017
ლარი 2.50-მდე დიდხანს ვერ ჩამოვა!

გჯერათ თუ არა, რომ მთავრობა შეძლებს ლარის ვარდნასთან დაკავშირებულ პრობლემასთან გამკლავებას?

მე-7 საუკუნის ძეგლიდან - ატენის სიონიდან 15 მეტრში მშენებლობა მიდის

***
ლარი 2.50-მდე დიდხანს ვერ ჩამოვა!

“ლარი დღითი დღე თავბრუდამხვევი სისწრაფით უფასურდება ევროსა და დოლარის მიმართ. ვალუტის დევალვაციას ბაზარზე გაძვირებული პროდუქტიც ემატება, რაც მოსახლეობის ყოფას გაუსაძლისს ხდის. მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები გაუფასურებაში მედიასა და სპეციალისტებს ადანაშაულებენ. ფინანსისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ეკონომიკური ბლოკი სიტუაციას ვერ აკონტროლებს და ხელს სხვებისკენ იშვერენ. ლარი 2,80-მდე მივა და შემდეგ დაიწყება მისი შედარებითი გამყარება. ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე მმართველი პარტია განმარტებას ეროვნული ბანკისგან ითხოვს. დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ყველა კითხვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში მისვლით უნდა უპასუხოს. კობერიძის თქმით, ეროვნული ბანკის პასუხები ეკონომიკის კომიტეტის კითხვებს ნაწილობრივ აკმაყოფილებს და პასუხობს. უკეთესი იქნება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოვუსმინოთ და კომიტეტზე გავმართოთ მსჯელობა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ლარი 2.50-მდე დიდხანს ვერ ჩამოვა! / "ბანკების გარეშე ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელია. ჩვენი საბანკო სისტემა ეკონომიკის პირდაპირი მტერია"

"ლარის გაუფასურების თაობაზე პროგნოზი არაერთხელ გამოუთქვამს "ეფიქს ჯგუფის" ანალიტიკოს ნიკა შენგელიას. "რეზონანსთან" 3 ნოემბრის ინტერვიუში მან ლარის კიდევ უფრო გაუფასურება (2,70-2,80 ნიშნულს შორის) დააანონსა, რასაც უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. შენგელიას იგივე პოზიცია უკავია დღევანდელ ინტერვიუშიც და ამბობს, რომ ეროვნული ბანკი საკუთარ მოვალეობას უნდა ასრულებდეს, რაც მის არც ერთ ქმედებაში არ ჩანს. ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის ლარის ასე მკვეთრად გაუფასურების მთავარი მიზეზი? ნიკა შენგელიას თქმით, ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების მიზეზად ტრანზაქციებს ასახელებს. ეს მხოლოდ ახლა რატომ გაახსენდათ, აქამდეც ხომ ხდებოდა გადარიცხვები. ამოიღონ და ნახონ, ვინ გააკეთა მსხვილი ტრანზაქცია, საქმე მილიონებს ეხება და ამაზე მთავრობაც და სებ-იც თვალს ხუჭავენ. საქართველოში კარგად მუშაობს ინფრასტრუქტურული მოწყობა. მიდის სარემონტო სამუშაოები, ამზადებენ ნიადაგს, რადგან 2018 წლისთვისაც ასევე გამოყოფილია დიდი თანხები. ასეთ ტენდერებში ძირითადად უცხოური კომპანიები იგებენ (აზერბაიჯანული, თურქული და სხვა). ისინი ახერხებენ, რომ წარმოადგინონ ტენდერში საავანსო გარანტიები, აკეთებენ ამის კონვენტირებას და აბრუნებენ ფულს უკან, თავიანთ ქვეყნებში. აქ მილიონებზეა საუბარი. ეროვნული ბანკი ასეთი ტრანზაქციების დროს უნდა ჩაერიოს ვითარებაში. როდესაც უცხოურ კომპანიებს უფორმებენ ხელშეკრულებას, დაამატონ ისიც, რომ მათ ეს ფული არ უნდა გაიტანონ და უნდა დახარჯონ ლარში. საერთოდ, სებ-მა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს, თუმცა არ ასრულებს. უმძიმეს დღეშია საფინანსო ბაზარი ჩავარდნილი. რა უნდა გააკეთოს მცირე ბიზნესმა ამხელა მერყეობის პირობებში, ვერც კი წარმომიდგენია. ამ ყველაფერს იწვევს ასეთი პოლიტიკა, როგორსაც დღეს ატარებენ. ექსპორტ-იმპორტის თანხვედრა საკმაოდ აცდენილია ერთმანეთს, ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია და გვექნება ძალიან ცუდი პერიოდი. ასეთ პირობებში საჭიროა ეკონომიკური ბლოკის გააქტიურება, თუმცა მგონია, ამის იმედი ტყუილად გვაქვს. ეროვნული ბანკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფულის მასის ზრდა ლარის გაუფასურებას არ იწვევსო. მართალია, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც "ბლუმბერგის" დახურულ სისტემაში ვაჭრობს ასობით კომპანია და არა შეზღუდული რაოდენობის მონაწილეები. იქ მხოლოდ 3-4 ბანკი დომინირებს, რატომ არ ვაჭრობს 2000 კომპანია და რატომ არ არის ბაზარი ხელმისაწვდომი ყველასთვის?“, - აღნიშნავს გამოცემა

"კითხვაზე თუ როგორი ვითარებაა დღეს ან რამდენად მისაღებია მოსახლეობისთვის დღევანდელი ნიშნული? შენგელიას აზრით, ინტერვიუს, რომელიც გაზეთ "რეზონანსში“ თვის დასაწყისში გამოქვეყნდა, სწორედ ასეთი განცხადებები მოჰყვა - თითქოს ლარის გაუფასურების პროცესს ჩვენ ვაჩქარებთ. მაშინ ხაზი გავუსვი, რომ ლარი დოლარის მიმართ 2.70-2.80 შორის იტრიალებდა. სამწუხაროდ, პროგნოზი მართლდება. არასდროს არაფერს ვამბობთ შემთხვევით და შესაბამისი წყაროს გარეშე. ახლა ვაცხადებ, რომ 2.75-78 ნიშნულის შემდეგ გააკეთებენ კორექციას, რის შემდეგაც შეიძლება 2.68-იან ნიშნულს მივაღწიოთ, თუმცა 2.50 ოცნებად დაგვრჩება. რა ნიშნულზეცაა დათვლილი ბიუჯეტი, იქამდე ჩამოსვლას კარგა ხანს მოვუნდებით“, - განაგრძობს გამოცემა

"კითხვაზე, პარლამენტის მთავარი მესიჯი რა უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიმართ? შენგელიას თქმით, უმრავლესობა შეეცდება, ეროვნულ ბანკს "ყური აუწიოს". გააფრთხილებს, რომ არ მისცეს კომერციულ ბანკებს სპეკულირების საშუალება. რასაკვირველია, ყოფით პრობლემებზეც უნდა გაამახვილონ ყურადღება, რადგან ლარის დევალვაციის შემდეგ, ზოგადად, ცხოვრება გაძვირდა. ვფიქრობ, სებ-ი იძულებული გახდება, ლარი დააკორექტიროს. ან მოახდინონ ჩარევა, ან კეთილი ინებონ და აამუშაონ ფასიანი ქაღალდების ბაზარი და დაასრულონ ორი ბანკის ოლიგოპოლია. მოქალაქეებს თუ გვჭირდება ფული იმისათვის, რომ დავიწყოთ ბიზნესი, მხოლოდ ბანკებს უნდა მივმართოთ. მათ გარეშე ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელია. ჩვენი საბანკო სისტემა ეკონომიკის პირდაპირი მტერია. გამოსავალი ერთია, გატარდეს სწორი საფინანსო პოლიტიკა და დარეგულირდეს ლარი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მოსახლეობა დასაქმდეს. ძალიან რთულია, უმუშევარი ხალხი ასეთ ნიშნულს უყურებდეს. აქ დოლარის შეძენაზე არ არის საუბარი, საუბარია თვითგადარჩენაზე, არსებობაზე, რისი საშუალებაც უმრავლესობას არ აქვს. დაასაქმონ ეს ხალხი და იქნებ ისეც მოხდეს, რომ მსგავსმა სავალუტო რყევებმა მოსახლეობა ვერ შეაშინოს“, - წერს სტატიის ავტორი.

გჯერათ თუ არა, რომ მთავრობა შეძლებს ლარის ვარდნასთან დაკავშირებულ პრობლემასთან გამკლავებას?

"ლარის კურსი დოლარის მიმართ გაუფასურებას განაგრძობს. ამასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში დაიბაროს და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განმარტებები მოისმინოს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრ ლევან კობერიძის განცხადებით, პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს კითხვებს პასუხი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში მოუსმენენ. "პირველივე დღიდანვე, როგორც კი ლარის გაუფასურება დაიწყო, მოვითხოვეთ ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის ეროვნული ბანკიდან, რადგან სწორედ ეროვნული ბანკი არის ის დაწესებულება, რომელსაც აქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება ლარის გარშემო. სწორედ ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს განცხადებები იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პრობლემები ექმნება ლარს. აქ ვსაუბრობ მყისიერ ცვალებადობაზე და არა გრძელვადიანად ლარის კურსზე. "პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი. თუკი გამოიკვეთება სხვა დეტალები, აუცილებლად შემდეგ უნდა მოხდეს სხვა თემებზე პასუხის გაცემაც," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, გჯერათ თუ არა, რომ მთავრობა შეძლებს ლარის ვარდნასთან დაკავშირებულ პრობლემასთან გამკლავებას?

"არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, ამიტომ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ღმერთმა ქნას, რომ გაუმკლავდეს", - აღნიშნავს თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა

არის ვერსია, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება, ვიღაცები, ბანკები და ა.შ. არიან ამით დაინტერესებულნი. ადრე თუ გვიან დასტაბილურდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ეს როგორ არის, იცით? აი, გრიპს თუ მკურნალობთ, 3 დღეში განიკურნებით, თუ არ მკურნალობთ - ერთ კვირაში. დაახლოებით ასეთი ამბავია ლართან მიმართებითაც", - აცხადებს არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე

"ვერ გეტყვით. არ ვარ ეკონომიკის ექსპერტი, მაგრამ ყოველ წელს ახალი წლის წინა პერიოდში სულ ასე ხდება. ეტყობა, რაღაცაშია საქმე. ხელისუფლების მოწყობილი თუ არის, თვითონვე როგორც მოაწყვეს, ისევე გამოასწორებენ. შარშანაც ამ დროს 2,80-ზე ავიდა თითქმის და ზაფხულს მერე 2,30-სკენ ჩამოვიდა. არ ვიცი. ან ხელოვნურად არის ეს ყველაფერი, ვიღაც ხეირობს და თუ მართლაც ასეა, თავისთავად ხელისუფლების გარეშე არ იქნება. ასე რომ, თუ ამათი გაკეთებულია, როგორც უნდათ, ისე მართავენ. ხოლო თუ ვერ გაუმკლავდნენ, მაშინ უნდა გადადგნენ", - დასძენს მსახიობი გია ბურჯანაძე

მე-7 საუკუნის ძეგლიდან - ატენის სიონიდან 15 მეტრში მშენებლობა მიდის


"საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ძეგლის - მე-7 საუკუნეში აგებული ატენის სიონის ტაძართან მცირე ზომის ნაგებობის მშენებლობამ კელიების, სატრაპეზოსა და დამხმარე საყოფაცხოვრებო სათავსოების მოსაწყობად საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ამ მშენებლობის შესახებ ფართო საზოგადოებას ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ამცნო ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა, რომელიც მას უკანონოს უწოდებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი 9 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, რომლის მიზანიც ისტორიული კონტექსტის აღდგენაა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ობიექტივის" ჟურნალისტმა ანი კიკნაძემ მთავარ პროკურატურაში ტაძრის ეზოში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. დაიწყება თუ არა გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე დაიკითხა ორივე ჟურნალისტი - ნინო მიქიაშვილი და ანი კიკნაძე“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მე-7 საუკუნის ძეგლიდან - ატენის სიონიდან 15 მეტრში მშენებლობა მიდის

"ანი კიკნაძის განცხადებით, აღნიშნული მშენებლობა უკანონოა და უნდა შეჩერდეს. ამასთან, ის მოითხოვს, რომ გამოძიება დაიწყოს, თუ რატომ გასცა შესაბამისი ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ. აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალად 500 მეტრია განსაზღვრული. ატენის სიონის ტაძრის შემთხვევაში, რომელიც მეშვიდე საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, ეს პირობა დარღვეულია, ფოტო მასალიდანაც კი ჩანს, რომ ტაძარსა და სამონასტრო კომპლექსს შორის მანძილი ძალზე მცირეა, დაახლოებით 15 მეტრი“, - აღნიშნავს გამოცემა

"როგორც ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ამბობს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ატენის სიონთან საეპისკოპოსო სახლის, სენაკებისა და კარიბჭის მშენებლობაზე ნებართვა გასული წლის 23 სექტემბერს გასცა. ამის შესახებ შევიტყვე 2017 წლის აგვისტოში. 5-ში ატენში ვიყავი, იქ გადაღებული ვიდეომასალა უწმინდესთან მივიტანე; 7-ში სააგენტოდან საჯარო დოკუმენტაცია ოფიციალურად გამოვითხოვე, ათში მივიღე და ასე გავიგე დეტალები, რის შემდეგაც მეუფე ანდრიას (გვაზავა) შევხვდი. ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. სააგენტოსთან ოფიციალური მიმოწერა დღემდე მაქვს. ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: "მეორედ ატენში 14 ნოემბერს ჩავედი. მანამდე ვიყავი გორის რაიონული პოლიციის მეოთხე განყოფილებაში გამოკითხვაზე - მივიტანე ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმ იმედით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების საფუძველზე გამოძიება დაიწყება, უკანონობა აღიკვეთება და დამნაშავეები დაისჯებიან. პოლიციაში ჩემი დაბარება კი ანი კიკნაძის საჩივრის საფუძველზე მოხდა - ანიმ გამოძიების დაწყება მოსთხოვა მთავარ პროკურატურას და მისი საჩივარი პროკურატურამ გადაუგზავნა გორის რაიონულ პოლიციას,", - განაგრძობს გამოცემა

"ატენის სიონის ტაძრის მიმდებარე მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე სამშენებლო სამუშაო ტაძრის აღდგენის მიზნით პატრიარქის მიერ 2006 წელს გაცემული ბრძანების ლოგიკური გაგრძელებაა. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ატენის სიონის ტაძრის გალავნის მიღმა სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებით რიგითი მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების ყურადღება მიიპყრო ჟურნალისტური წრის 2 წარმომადგენლის მიერ აგორებულმა კამპანიამ. ტაძართან მიმდინარე სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო მცირე ზომის ნაგებობის მშენებლობა, რაც კელიების, სატრაპეზოსა და დამხმარე საყოფაცხოვრებო სათავსოების მოწყობას გულისხმობს, ატენის სიონის მონასტრის აღდგენის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 2006 წელს გამოცემული ბრძანების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც 1974 და 2009 წლებში ადგილზე წარმოებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი ადრეული კელიების საძირკვლის ნაშთების გათვალისწინებით ისტორიულ კონტექსტს აღადგენს. სამშენებლო პროცესი არანაირი ფორმით არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და სრულ შესაბამისობაშია არსებულ ნორმებთან. ამასთან, აღნიშნულია, რომ პროექტში, რომელიც 9 წლის განმავლობაში იხვეწებოდა, გათვალისწინებულია დარგის სპეციალისტების მიერ ადრე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მის მასშტაბს და გარეგნულ იერსახეს უკავშირდებოდა. უმთავრესად, მისი კონტურები და არქიტექტურული წყობა იმ არქეოლოგიური რეალობითაა ნაკარნახევი, რაც არაერთი კვლევის შედეგადაა გამოვლენილი. დამტკიცებული ფორმით, სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობის მოცულობა არსებულ გარემოსთან მასშტაბურად თავსებადი და რელიეფზე ორგანულად მორგებულია. მისი სამშენებლო მასალები, კედლის წყობის ხასიათი, ფერი, გადახურვის საფარის წყობა და სხვა არქიტექტურული ელემენტები მაქსიმალურადაა შერწყმული ადგილობრივ ლანდშაფტთან. მონასტრის ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებული ნაგებობები თავსდება კომპლექსის ისეთ პერიფერიულ ზონებში, რომლებიც ვიზუალურად ნაკლებად კითხვადია და არ არღვევს ჩამოყალიბებულ სილუეტებს. ადგილზე არსებული არქეოლოგიური ნაშთების შინაარსობრივი რეკონსტრუქციით კი აღდგება ატენის სიონის სამონასტრო ცხოვრების ისტორიული კანონზომიერება. სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის განვითარება არათუ არღვევს დადგენილ ნორმებს, არამედ ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე ზრუნვის საქმეში საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობის მისაბაძ მაგალითს ქმნის, რომელიც სამომავლოდ ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს," - ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში", - დასძენს გამოცემა

"როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ნინო მიქიაშვილმა აღნიშნა, მას ძალიან ბევრი მტკიცებულება აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი კოლეგა ეკლესიის მტრებად და პროვოკატორებად გამოიყვანეს, კონკრეტული დეტალების გასაჯაროებას ჯერჯერობით ერიდება, რადგან გამოძიების დაწყების იმედი აქვს. მიქიაშვილის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ სამონასტრო ცხოვრების აღდგენაზე ზრუნვის გამოხატვა ღიმილის მომგვრელია, რადგან ეს არის სააგენტო, რომელიც ანგრევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ისინი დასაჭერები არიან. მე და ანი კიკნაძეს პროვოკატორობას გვაბრალებენ, ეკლესიის მტრებად გვაცხადებენ და პოპულარობისთვის გაკეთებულ საქმედ აფასებენ ჩვენს ქმედებებს. ასეთი შეტყობინებები მოდის პირად ფოსტაშიც, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ყველა დეტალის თქმისგან ახლა თავს ვიკავებ, რადგან იმედი მაქვს, გამოძიება დაიწყება. ამიტომ მივედი ძალიან ბევრი მტიცებულებით ხელში და ჯერჯერობით არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო. თუ გამოძიება არ დაიწყება და ყველაფრის ხმამაღლა თქმის საშუალება მომეცემა, ძალიან შერცხვება ყელას, ვინც დღეს მე და ანი კიკნაძეს ეკლესიის მტრებს გვეძახიან და ვინც გორის ეპარქიის მღვდელმსახურებსა და, ზოგადად, ეპარქიას აგინებენ," - წერს სტატიის ავტორი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ახალი პრეზიდენტი "პრეზიდენტის სასახლეში" აღარ შევა

"ბავშვების ბაღებსა და სკვერებში ჩაყვანაც უკვე საგანგაშოა!"

ტყიბულის ტრაგედიის გამო ორ თანამდებობის პირს დააკავებენ?!
პუტინის ულტიმატუმი საქართველოს - რა გველის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში

"რეალურია, "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს სალომე ზურაბიშვილს"
რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა

მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიგვიღონ?
ცივი ომის შემდეგ ნატო-ს არც ერთ სამიტს არ გამოუწვევია ასეთი შიშნარევი მოლოდინი
ახალი შენობების 70% არაეკოლოგიურია
ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"