არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2017
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2017 ხათუნა ლაგაზიძე - "ოცნებას" კიდევ მოუწევს უფრო რედიკალური სამთავრობო ცვლილებების გატარება"

აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოთი მოითხოვონ მათთვის თამაშის აკრძალვა

"კანონიერი ქურდები" დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ?!

* * *
ხათუნა ლაგაზიძე - "ოცნებას" კიდევ მოუწევს უფრო რედიკალური სამთავრობო ცვლილებების გატარება"

"მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები კარგია, უპირველესად იმიტომ, რომ ოპტიმიზაციას ითვალისწინებს, ამ ვითარებაში კი ნებისმიერი რეორგანიზაცია, რომელიც ბიუჯეტის სახსრებს დაზოგავს, დადებითი მოვლენაა. კიდევ ერთი საკითხია საინტერესო - ამ ცვლილებებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ხიბლში არ ჩავარდა, რისი საფრთხეც არსებობდა. ერთი შეხედვით, "ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, ტოტალურად გაიმარჯვა. შედეგად შეიძლებოდა მმართველ ძალას ჩაეთვალა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ სჭირდებოდა, ამ ცვლილებებმა კი აჩვენა, რომ არჩევნებში მიღებული მხარდაჭერის მიღმა "ქართული ოცნება" ხედავს პრობლემებს და საზოგადოების განწყობას", - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ოცნებას" კიდევ მოუწევს უფრო რედიკალური სამთავრობო ცვლილებების გატარება" / "ქვეყანა რჩება უსაფრთხოების სისტემის ერთიანი, მაკოორდინირებელი ცენტრის გარეშე, რაც აბსოლუტური ნონსენსია" / არ გამოვრიცხავ, "ოცნების" შიგნით წარმოიქმნას დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდები, რომლებიც დამოუკიდებელად გადაწყვეტენ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას და სოლიდური შედეგის მიღებაზეც განაცხადებენ პრეტენზიას.

"დავიწყოთ იმით, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის ნახევარიც არ მივიდა, მმართველ პარტიას კი ამ ნახევრის ნახევარმა დაუჭირა მხარი. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ დანარჩენი ამომრჩეველი ან უკმაყოფილოა ხელისუფლების საქმიანობით, ან ინდეფერენტულად არის განწყობილი მის მიმართ. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის, რაც ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ხდება, უფრო ზრდის საზოგადოების უკმაყოფილებას. ლარის კურსი გარბის, მასთან ერთად კი მასობრივი გაღატაკების საფრთხის წინაშე ვდგებით. ქვეყანაში საშუალო ფენა, ფაქტობრივად, ქრება, ფენა, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია. ეს ყველაფერი ითხოვს ცვლილებებს, მაგრამ, ჩემი აზრით, განხორციელებული ცვლილებები საკმარისი არ არის. პირველი, რაც ამ დანიშვნებისას ნეგატიურად გამოჩნდა, არის ის, რომ "ოცნება" არ ეძებს ადამიანურ რესურსებს საკუთარი წრის გარეთ და საკუთარ "წვენში იხარშება". არადა ვითარება, მით უფრო - ლარის კურსის გათვალისწინებით, რადიკალური ცვლილებებისკენ უნდა უბიძგებდეს ხელისუფლებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

როცა ამ სამთავრობო გადაადგილებებს ვაანალიზებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს "ოცნების" ერთიან გუნდში არსებული დაჯგუფებების ინტერესთა დაბალანსების მცდელობასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ოპოზიცია ისეთი სუსტია, ხელისუფლებას კონკურენციას ვერ უწევს და შეიძლება ითქვას, არც ცდილობს. ხელისუფლება და ოპოზიცია ნირვანაში არიან. მოკლედ, "ქართულ ოცნებას" ძალიან კომფორტული ოპოზიცია ჰყავს, მეტიც, ისეთი შეხმატკბილებული ხელისუფლება და ოპოზიცია, როგორიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, ქვეყანას აქამდე არასდროს ჰყოლია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოების განწყობა ამ "ნირვანას" შესაბამისია. ხელისუფლებისთვის შეიძლება ძალიან ცუდიც აღმოჩნდეს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია, რომელიც საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრს გამოხატავს და კონკრეტულ შემთხვევაში მის პროტესტს კონკრეტული გეზით წარმართავს. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ საზოგადების სპონტანური პროტესტი შეიძლება უფრო დიდი საფრთხე აღმოჩნდეს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"დღეს ხელისუფლების უმთავრესი გამოწვევა ლარია. ძალიან საეჭვოა, გამოცხადებული სამთავრობო ცვლილებები ამ გამოწვევას პასუხობდეს. ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" კიდევ მოუწევს უფრო რადიკალური ცვლილებების გატარება მთავრობაში, მით უფრო - 2020 წლის არჩევნების მოახლოებისას. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, თუ როგორი იქნება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება, რამდენად გაუარესდება სოციალური ფონი. აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, როგორი იქნება აშშ-ის პოზიცია", - მიიჩნევს ექსპერტი.

"საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შორის საქართველო ჯერჯერობით კვლავ რჩება აშშ-ის ერთადერთ წარმატებული პროექტად. წარმატებად ითვლება ისიც, რომ ორი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალა იცვლებოდა. 2020 წელი ამ თვალსაზრისითაც იქნება ძალიან საინტერესო ტესტი არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების, არამედ - ამერიკისთვისაც, ანუ რამდენად დაუშვებს აშშ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალების ცვლილების ტრადიცია დაირღვეს და ქვეყნის სათავეში მესამე ვადით დარჩეს "ოცნება"? აღსანიშნავია ისიც, რომ "ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისას ძალიან საინტერესო სქემა შეიმუშავა, რითაც მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება საგრძნობლად გართულდება. ვგულისხმობ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის 3%-მდე ერთჯერადად დაწევას. ისინი, სავარაუდოდ, გეგმავენ, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ პარლამენტში შეიყვანონ ბევრი პარტია, რომელთა უმეტესობა ისევ იტრიალებს "ქართული ოცნების" ღერძზე და ისე წარმოაჩინონ, თითქოს ეს რამდენიმე პარტია ერთად შექმნის კოალიციურ მთავრობას", - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

"ეს იქნება შირმა საგარეო მოხმარებისთვის. ხელისუფლებაში თითქოს ახალ კონფიგურაციას მივიღებთ, თუმცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. ეს არის პროცესების განვითარების ერთი სცენარი... პროცესების განვითარების მეორე, ჩემეული, ვერსია კი ასეთია: არ გამოვრიცხავ, "ოცნების" შიგნით წარმოიქმნას დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდები, რომლებიც დამოუკიდებელად გადაწყვეტენ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას და სოლიდური შედეგის მიღებაზეც განაცხადებენ პრეტენზიას. ეს დაემსგავსება იმ სცენარს, რომლის მიხედვითაც "მოქალაქეთა კავშირს" ჩამოშორებულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლება გადაიბარა. მე უკვე ვახსენე, რომ ასეთი ჯგუფები უკვე ჩანს "ქართული ოცნების" წიაღში და ეს სამთავრობო ცვლილებები სწორედ მათი ინტერესების დაბალანსების მცდელობას ჰგავს. ამ ეტაპზე ისინი ერთმანეთის პარალელურად მოქმედებენ, ერთმანეთისადმი მტრულად - არა, მაგრამ კონკურენტულად კი არიან განწყობილნი..." - თვლის რესპონდენტი.

"კალაძე არის "ქართული ოცნების" შიგნით ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეძლო დამოუკიდებელი პოლიტიკური წონის აკრეფა, ცხადზე ცხადია, თუმცა, როცა "ქართული ოცნების" წარმომადგენლის დამოუკიდებელ პოლიტიკურ წონაზე ვლაპარაკობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დამოუკიდებლობა ძალიან პირობითია - დიახ, ივანიშვილი რაც უნდა გამდგარი იყოს პოლიტიკური პროცესებისგან, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ცხოვრების მთავარ მდგენელად მაინც რჩება. შესაბამისად, კალაძის პოლიტიკურ წონაშიც მისი წვლილი დიდია, თუმცა არა - 100%, როგორც ხშირად ვხედავთ მთავრობის წარმომადგენლებისა თუ დეპუტატების შემთხვევაში. კალაძეს სხვა ლიდერებისგან გამოარჩევს ის, რომ ძალიან კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობას და არაჩვეულებრივად იცის პიარის ტექნოლოგია, რასაც უკვე ყოველდღიურად ვხედავთ. მან მშვენივრად დაინახა, რომ საზოგადოებას სწყურია ეფექტიანი ხელისუფლების დანახვა, რომ აუცილებელია, თუ რამეს აკეთებ, სააშკარაოზე გამოიტანო. ჩვენი ხელისუფლება აქამდე მოქმედებდა პრინციპით: "ამირან გულში მღეროდაო..." გარკვეულწილად ამანაც გაამწვავა საზოგადოების ნიჰილისტური განწყობა. კალაძე სხვანაირად იქცევა და ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ეს საზოგადოებას ძალიან მოსწონს", - ამბობს ექსპერტი.

"დიახ, კალაძეს ჰყავს თავის გუნდი. მისი გუნდი ჩანს პარლამენტშიც, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ამ სამთავრობო ცვლილებებმა კალაძე გააძლიერა, პირიქით, ამ სამთავრობო ცვლილებების შედეგად ვეღარ ვხედავ მთავრობაში მის ისეთ გავლენას, როგორიც მანამდე ჰქონდა. მეტიც - პირველი ეტაპზე მან მერიის სამსახურებსა თუ რაიონების გამგეობებში ვერ შეძლო მკვეთრი საკადრო ცვლილებების განხორციელება, ისეთის, როგორსაც გვპირდებოდა და რაც აუცილებელი იყო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ეტაპზე კალაძეს არ მისცეს საკმარისი თავისუფლება და ეს ძველი კადრები კი კალაძის წარმატებული მერობის გზაზე შეიძლება სერიოზულ ბარიერად იქცნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ "ქართული ოცნების" შიდა კონკურენცია ცუდი არ არის, მით უფრო მაშინ, როდესაც ოპოზიცია ასეთი სუსტია", - დასძენს ლაგაზიძე და შეკითხვაზე - "რუსეთი აგრძელებს ანექსიის პოლიტიკას ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე... ამჯერად ეს აქტიურობა ხომ არ არის ერთგვარი პასუხი ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნაზე?" - პასუხობს:

"რთული სათქმელია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც ამ პერიოდში შეიძლებოდა გამოეწვია რუსეთის გაღიზიანება, სწორედ ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნაა. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი გამოძახილი რუსეთის მხრიდან, ამასთან ერთად გამოცხადდა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორის ამოქმედება, ანუ ირანი-აზერბაიჯანი-რუსეთის მონაწილეობით ახალი სარკინიგზო ხაზის გაყვანა, რაც საქართველოს გვერდს აუვლის. ასევე მოვისმინეთ სომხეთის არცთუ სასიამოვნო განცხადებები. ეს რკინიგზა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით ერთხანს მომგებიანი ვერ იქნება, მაინც გვარიანად აღიზიანებს რუსეთს, უპირველესად - პოლიტიკური მნიშვნელობის გამო..."

აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოთი მოითხოვონ მათთვის თამაშის აკრძალვა

"ხელისუფლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრის შექმნას გეგმავს, სადაც მოხვედრილ პირებს მსგავს თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა თავად პირის მიმართვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში. ასევე უფლებამოსილია მისი ოჯახის წევრი, რომ სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანის უფლება. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას ადგენს შემოსავლების სამსახური და სიაში პირის შეყვანა მოხდება 3 წლის ვადით. სათამაშო ბიზნესის ყველა დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში, შესაბამის რეესტრში მისი არსებობის შემთხვევაში კი დამოკიდებული პირი სათამაშოდ არ დაუშვას. ცვლილება შედის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც", რომლის თანახმადაც, დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირების სათამაშოდ დაშვების შემთხვევაში ორგანიზატორები დაჯარიმდებიან 5 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 10 000 ლარით", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოთი მოითხოვონ მათთვის თამაშის აკრძალვა.

"რეგულაციის შემოღების მთავარ მიზნად ავტორები არასრულწლოვნებისა და სტუდენტების სათამაშო ბიზნესისგან ჩამოცილებას ასახელებენ. იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ აღნიშნული კანონი აქამდეც უნდა მიგვეღო და არც მისი აღსრულებაა სირთულე - "თქვენ ვერ შეხვალთ ვერც ერთ კაზინოში და სლოტკლუბში, თუ არ აჩვენებთ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ასეთი დაწესებულებებისთვის ცნობილი იქნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების სია და აღსრულების თვალსაზრისით ეს იქნება ძალიან მარტივი პროცესი. დადგენილია, რომ ამ ადამიანებს აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემა. აზარტულ თამაშებზე მიჯაჭვული პირები შეიძლება სრულიად უგუნურად იქცეოდნენ და ძალიან მძიმე დღეში აყენებდნენ ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და საკუთარ თავს. ამიტომ გარკვეული აკრძალვა და შეზღუდვა ძალიან ბევრ ადამიანს დიდ შვებას მოჰგვრის. როდესაც ქვეყანაში ასე თავისუფლად და მრავლად არის კაზინოები, თუ აზარტული თამაშების მიმწოდებელი სხვა დაწესებულებები, ასეთი მარეგულირებელი ნორმა აქამდეც უნდა მიღებულიყო", - ამბობს ლია მუხაშავრია. ცენტრის - "უკეთესი მომავლისთვის" ფსიქოლოგ თეონა ლომთაძის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება ხშირად მიმბაძველ ხასიათს ატარებს, აქ გარკვეული შეზღუდვები საჭიროა", - აღნიშნავს გამოცემა.

"მე, როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, მივესალმები ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ამ ადამიანებს გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს, არ იქნება დამთრგუნველი ხასიათისა, მაგრამ ამავე დროს წახალისებას არ შეუწყობს ხელს. კანონპროექტის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ, ზოგადად, გარკვეული რეგულაცია რომ ნამდვილად საჭიროა, ამას ვადასტურებ. აზარტული თამაშები, ისევე როგორც ალკოჰოლიზმი და წამალდამოკიდებულება, გარკვეულწილად შეიცავს მიმბაძველობასაც. ამიტომ ისეთი ცენზურა, რომელიც შედეგზე ორიენტირებული და წესრიგისკენ მიმართულია, რასაკვირველია, ადამიანებს საკუთარი თავის კონტროლში ეხმარება", - ამბობს თეონა ლომთაძე და აღნიშნავს, რომ საკუთარ პრაქტიკაში ჰყოლია არასრულწლოვნებიც, რომლებსაც კაზინოსა თუ სლოტკლუბში შესვლის ამბები მოუყოლიათ", - დასძენს გამოცემა.

"ჩემს პრაქტიკაში მქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნებს მოუყოლიათ კაზინოში შესვლისა და თამაშის ამბები. როდესაც ასეთი ტიპის ქმედებაზე ღონისძიება მკაცრდება და გამონაკლისი არ დაიშვება, ყველა დამეთანხმება, რომ ეს მისასალმებელია. ხოლო თუ მსგავსი ღონისძიება გახდება მანიპულაციის საგანი საიმისოდ, რომ ადამიანებმა კიდევ უფრო ცუდად იგრძნონ თავი, ნაცვლად იმისა, რომ ფსიქლოგიურად მომწიფდნენ და იმკურნალონ, მაშინ გარკვეულწილად მას ფორმა ექნება შესაცვლელი", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას თეონა ლომთაძე.


"კანონიერი ქურდები" დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ?!

საქართველოს შსს-სა და საფრანგეთის ეროვნული პოლიციის თანამშრომლობით, საფრანგეთში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა - დააკავეს კრიმინალური დაჯგუფების 35 წევრი. აქედან 26 საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, მათ შორის 5 - ე.წ. კანონიერი ქურდი: ილია ხელაძე, რევი დარახველიძე, გიორგი ფოლადაშვილი ("სინკარა"), ნოდარ გაბისონია ("სოხუმსკი") და ნიკოლოზ ნოდია ("ტბილისსკი"), რომლებმაც წლების წინ საქართველოში სასჯელის მოხდის შემდეგ თავი ევროპას შეაფარეს. ევროპელი სამართალდამცველები დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ორი წელი აგროვებდნენ. პოლიციამ მათი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღბები, ყალბი დოკუმენტები და ე.წ. ატმეჩკები ამოიღეს. ჩხრეკისას პოლიციამ 70.000 ევრო ამოიღო და დააყადაღა მათ ანგარიშებზე დარიცხული 200.000 ევროზე მეტი. თანხის დიდი ნაწილი ე.წ. ობშიაკის ფულია. თითოეული ნაქურდლიდან 15% კრიმინალების ანგარიშზე ირიცხებოდა", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "კანონიერი ქურდები" დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ".

"ფრანგული მედიის ცნობით, ჯგუფის წევრები ყაჩაღობით ნაშოვნი ფულის გასათეთრებლად აფუძნებდნენ სამშენებლო კომპანიებს. გაზეთი "ფიგარო" იუწყება, რომ დაკავებულებს გამოძიება სახლებისა და მაღაზიების გაქურდვაში ადანაშაულებს. საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში მასშტაბური დაკავება პირველი შემთხვევა არ არის. 2013 წლის 5 ივნისს ფრანგმა სამართალდამცველებმა, იტალიელი კოლეგების დახმარებით დააკავეს ქართული კრიმინალური დაჯგუფების 40 წევრი, რომლებიც ძარცვავდნენ ბინებსა და საიუველირო მაღაზიებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს, ეწეოდნენ ადამიანებით კონტრაბანდულ ვაჭრობას. ამავე წლის 12 დეკემბერს, დანიელმა და ფრანგმა სამართალდამცავებმა 60-კაციანი დაჯგუფების წევრი 21 ქართველი დააკავეს. მათ 2 ათასამდე ძარცვაში ედებოდათ ბრალი... 2015 წელს საფრანგეთში დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს, სტრასბურგში - 22 საქართველოს მოქალაქე. ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დავით კუხალაშვილი აცხადებს, ის ფაქტი, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს შს სამინისტროსთან თანამშრომლობით დააკავა, დადებითად უნდა შეფასდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზეც ზრუნავს უსაფრთხოებაზე - როდესაც გააქტიურებულია ჩვენი ქვეყნის კრიმინალური ავტორიტეტების მიმოსვლა უცხოეთში, ეს იმის ნიშანია, რომ შესაძლოა, ისინი დაზვერვისთვის გამოიყენონ, რაშიც მოიაზრება ეკონომიკური სეგმენტის დაპყრობა და ასევე არასასურველი ხელისუფლების დამხობა... ქართველი კრიმინალები ძირითადად თავმოყრილი არიან ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ყველა სახელმწიფო აკონტროლებს "კანონიერ ქურდებს". მათ არა ცხელ კვალზე, არამედ ათეულობით დანაშაულის ჩადენის შემდგომ აკავებენ. გამოდის, ოპერატიული სამსახურები ვითარებას ვერ ფლობენ, ან ამას შეგნებულად აკეთებენ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

"როგორც პოლიცია და სპეცსამსახურები აკონტროლებენ კრიმინალურ სამყაროს, ისე კრიმინალურ სამყაროს გააჩნია მაკონტროლებელი საშუალებები, მათ შორის სპეცსამსახურებსა და პოლიციაში შეღწევადობა. იგებენ სამართალდამცველების მეთოდოლოგიას, შეუძლიათ, თანხის სანაცვლოდ მოიპოვონ ინფორმაცია - ვინ არის ჩანერგილი მათთან. ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს გააჩნიათ სათანადო იმუნიტეტიც. თუ ისინი ლობის ექვემდებარებიან, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციების მსგავსად, კრიმინალური დაჯგუფებები საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგაც გამოიყენონ - პოლიტიკოსებს მიაღებინონ მათი, ან სხვა სახელმწიფოს ინტერესების საზიანო უკანონო გადაწყვეტილებები", - განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "გავლენის რომელ სფეროებს ფლობენ ე.წ. კანონიერი ქურდები?" - პასუხობს:

"მაგალითად, აშშ-ის ხელისუფლებამ და სადაზვერვო სამსახურმა "ცივი ომის" პერიოდში ე.წ. მაფიოზური დაჯგუფებები გამოიყენეს ქვეყნის შიგნით და გარეთაც პრობლემების მოსაგვარებლად. კომპანიები ჩადიოდნენ უცხო ქვეყნებში და იპყრობდნენ ეკონომიკურ ბაზრებს, პოლიტიკური ლიდერები კი იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იყო იმ სახელმწიფოებისთვის სასარგებლო, ვისზედაც მაფიოზური დაჯგუფებები მუშაობდნენ - ამიტომ წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი ქვეყნიდან გასული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებიც და შემოსულებიც. ისინი დაახლოებული არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების პირველ პირებთან. მათი მეშვეობით შესაძლებელია არჩევნებზე ზეგავლენა და ეკონომიკური სექტორის კონტროლი..."

"სსრკ-ის დაშლამდე თბილისში გამართულ ბოლო ე.წ. "სხადნიაკზე" იმსჯელეს, როგორ ჩაეგდოთ ხელში პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები. შემდგომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სწორედ ქურდებსა და ხელისუფლებას შორის გადანაწილდა ქონება და მათზე კონტროლი. "კანონიერი ქურდები" სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით, ანუ მათ ეძლევათ დიპლომატიური პასპორტები. ეს მიანიშნებს მათ უდიდეს ზეგავლენას სახელმწიფოში, რომელმაც გასცა პასპორტი. 2017 წელს, ჩეხეთში დააკავეს ქურდული შეკრების მონაწილეები, რომელთა შორის აღმოჩნდა ე.წ. კანონიერი ქურდი რუბენ ტატულიანი. მას ჰქონდა სომხეთის მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტი. იგი ასევე დაფიქსირებულია რუსეთის დუმის დეპუტატ ალექსანდრე კარელინთან, გავრცელდა მისი და სომხეთის პრეზიდენტის ფოტო. 1996 წელს ჟენევაში დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტი "მიხასი~ - რომელსაც აღმოაჩნდა კოსტა-რიკის მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტი. ქართველ "კანონიერ ქურდებზე" დიპლომატიური პასპორტი არ ფიქსირდება", - დასძენს ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."
ავთო სილაგაძე - "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა"

რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს

სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?