არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4478
EUR
1 EUR
2.8458
RUB
100 RUB
3.9292
16-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2017
ბრალის დამტკიცება ექსტრადიციისათვის

რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან დეპორტაცია?

დენის გაძვირებამდე რამდენიმე დღე დარჩა
***
ბრალის დამტკიცება ექსტრადიციისათვის


“ხელისუფლებას სჭირდება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ საქმეზე მაინც დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, თანაც რაც შეიძლება მალე, ამიტომაც პროკურატურა გააქტიურებულია, რომ ახალ წლამდე მოასწროს და წარდგენილი 4 ბრალდებიდან ყველაზე სიმბოლურ - გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმტკიცოს. ასეთი გააქტიურების მიზეზი კი ისაა, რომ უკრაინიდან ექსპრეზიდენტის ექსტრადირება გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე წარმოუდგენელია და უფლებადამცველების ერთი ნაწილი სწორედ ექსტრადიციის თემას უკავშირებს ბოლო დროს სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის ბრალდების განხილვის ასე ძალიან გააქტიურებას და პროკურატურის განცხადებასაც, რომ ეს საქმე სულ მალე დასრულდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბრალის დამტკიცება ექსტრადიციისათვის / უკრაინის მოთხოვნაა, რომ ახალ წლამდე სააკაშვილს პირველი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოუტანონ?

"უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას თქმით, საოცარი ამბავია, როდესაც პროკურატურა ასეთი მაღალი რანგის მაღალჩინოსნის, ექსპრეზიდენტის ექსტრადირებას ითხოვს და ამ დროს გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობს. ამიტომაც იგი არ გამორიცხავს, რომ თავად უკრაინის მხარემ მოითხოვა უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ წარდგენილი ბრალდებებია და ამიტომაც დაიწყო მთელი ეს "ფაფხური" და რომ პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ. ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე მსჯელობა განახლდება და, სააკაშვილის ადვოკატ დავით კაკოიშვილის განცხადებით, ხმაურიან პროცესზე კუდ-ის ყოფილი უფროსის - დათა ახალაიას სკაიპით დაკითხვას გეგმავს. მიხეილ სააკაშვილს ბრალი 4 სს საქმეზე აქვს წარდგენილი და არც ერთ საქმეზე განაჩენი არ გამოუტანიათ. სააკაშვილს ედავებიან: ვალერი გელაშვილის ცემის, სამთავრობო დაცვის სამსახურის 9 მილიონი ლარის გაფლანგვის, 7 ნოემბრის დარბევისა და გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 5-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით მიხეილ სააკაშვილი კუდ-ის უფროს დათა ახალაიას დაჰპირდა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებდა, რაც მან 2008 წელს გააკეთა და საპატიმრო სასჯელი გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 ნოემბერს განახლდება და დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას გეგმავს. ის, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება ჯერ კიდევ თვის დასაწყისში დააანონსა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ "მაესტროსთან" ინტერვიუში. მან განაცხადა, რომ სასამართლო დასკვნით ეტაპზეა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია. შესაბამისად, ამ საქმეზე "ლოგიკური დასასრული ახლოსაა" და პროკურატურაში მტკიცე მოლოდინია, რომ სააკაშვილს პირველი განაჩენი უკვე ექნება“, - განაგრძობს გამოცემა.

"პროკურატურისგან განსხვავებით, სააკაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვერ ხედავს მისი ადვოკატი დავით კაკოიშვილი. იგი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტულ საქმეზე და მოლოდინზე კომენტარი არ სურს, თუმცა ადასტურებს, რომ 22 ნოემბერს (ხვალ) დათა ახალაიას სკაიპით დაკითხვას გეგმავს, თუკი ტექნიკურად ხელი არ შეეშალა. მისი თქმით, ვერ იტყვის, რამდენად ახლოსაა საქმის დასასრული, რადგან "ჯერ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს", რასაც დრო სჭირდება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდება ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს სწორედ გირგვლიანის საქმე, რადგან ეს ერთგვარად სიმბოლური საქმეა, რომ ეს ყველაფერი მიაბას ექსტრადირების მოთხოვნას. კაკოიშვილის ვარაუდით, შესაძლებელია, ეს მართალი იყო... ფაქტია, რომ ბრალდება ცდილობს, სწრაფად დაასრულოს ეს საქმე. სხვა საქმეები შედარებით ნელა მიდის. აქედან გამომდინარე, დასკვნა თავად შეგიძლიათ გამოიტანოთ. ამ საქმეზე შინაარსობრივად კომენტარს არ ვაკეთებ, შესაბამისად, ვერც მოლოდინზე, ვერც მტკიცებულებებზე და ვერც სხვა თემებზე, რაც საქმეს უკავშირდება, კომენტარს არ ვაკეთებ", - დასძენს გამოცემა.

"ლია მუხაშავრია ამბობს, რომ როდესაც 5 წელია, ყოფილ პრეზიდენტს ბრალი აქვს წაყენებული და არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა, ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას გახმაურებული სს საქმეები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც ეს პოლიტიკურ ხელისუფლებას სჭირდება. მუხაშავრიას თქმით, როგორ შეიძლება, მოითხოვო ასეთი რანგის მაღალჩინოსნის, ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიცია, თუკი არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ არ არსებობს?! პროკურატურამ არ იცოდა, რომ განაჩენის გარეშე ძალიან გაჭირდებოდა მისი ექსტრადირების მოთხოვნა და მისი დაკმაყოფილებაც არ მოხდებოდა? გამოდის, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ინტრიგა და არა სერიოზულად დასაბუთებული სამართლებრივი ბრალდება. ეჭვი ჩნდება, რომ სწორედ ექსტრადირების საკითხის გამო გაააქტიურეს გირგვლიანის საქმის გამოძიება. ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის აღსრულება და არა რეალურად ბრალდების საქმის აღსრულება. პოლიტიკურ ხელისუფლებას ექსტრადიციისთვის დასჭირდა ბრალდების დამტკიცება და პროკურატურას დაუკვეთა, ერთ საქმეში მაინც გამოეტანათ გამამტყუნებელი განაჩენი. არადა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დეტალურად აღწერს ფაქტებს, ასაბუთებს ყოველ ელემენტს, იურისტისთვის, მით უფრო პროკურორისთვის, საკმარისზე მეტი უნდა ყოფილიყო, გამოეკვეთა, ვინც იყო ამ საქმეში მონაწილე და თითოეულს რა ბრალი მიუძღოდა ინდივიდუალურად. ახლა, როცა ვხედავთ, რომ პროკურატურას თურმე არაფერიც არ ჰქონია, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაკვეთის შესრულებაზე, მათ არაკომპეტენტურობაზე და მიკერძოებაზე მიუთითებს", - ამბობს მუხაშავრია. მისი თქმით, ბრალდების დამტკიცება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ექსტრადირების საქმეს. ამ ბრალდების ავტორებს თავადაც კარგად ესმით, რომ მხოლოდ ბრალდება არ არის საკმარისი ასეთი რანგის ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადიციის დასაკმაყოფილებლად. არც იმას გამოვრიცხავ, რომ კომუნიკაცია უკვე იყო უკრაინის მხარესთან და მათ მოითხოვეს უფრო მეტი, ვიდრე წარდგენილი ბრალდებებია, ამიტომ დაიწყო მთელი ეს ფაფხური", - წერს სტატიის ავტორი.

რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან დეპორტაცია?


"უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. მათ შორისაა "რუსთავი 2"-ის ოპერატორი - თამაზ შავშიშვილი კიევის სამართალდამცავ უწყებას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. "უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოხსენებული მოქალაქეები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით დააბრუნეს საქართველოში საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს. ამით ხსნის უკრაინული მხარე მათ დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "ნაციონალური მოძრაობა" კი ჯანელიძის უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და საგარეო საქმეთა სამინისტროში აქცია გამართეს", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან დეპორტაცია?

"ყველაფერი ზედაპირზეა და ნათელია. ვფიქრობ, საქართველოს სპეცსამსახურები აწვდიან ცნობებს უკრაინის მხარეს და ისინი ნადირობენ იმ ბიჭებზე, რომლებიც, ვიცით, რატომ არიან იქ ჩასულები. მით უმეტეს, რომ ამ საქმეშიც ფიგურირებს ჟურნალისტი. ეს ძალიან დიდი სკანდალია და ყოვლად გაუმართლებელია. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკაა და თანაც დიდი, ვფიქრობ, ეს ყველაფერი სპეცსამსახურამდე მიდის", - აღნიშნავს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი

"პოლიტიკაა ყველგან, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს მსახიობი გია ბურჯანაძე

"არ ვიცი, ამ ადამიანებს საბუთები ჰქონდათ თუ არა წესრიგში, იქ რას აკეთებდნენ. მაგრამ მაინც არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება იყოს პირადი ანგარიშსწორება. შეიძლება ვიღაცებს, უკრაინის მაღალჩინოსნებს, პრეზიდენტის ჩათვლით, ეს ადამიანები სიმშვიდეს ურღვევდნენ, უპოვეს რაღაც და გამოამგზავრეს. მაგრამ თუ მართალია, რასაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ყვება, რომ ცემეს და ტომარა გადააფარეს, მაშინ უკრაინასაც ვერ ჰქონია საქმე კარგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რაც ძალიან საგანგაშო და ყურადსაღებია", - ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე

"შეიძლება პოლიტიკურიც არის. უკრაინელებს მიაჩნიათ, რომ ეს ხალხი უკანონოდაა იქ ჩასული. ერთდაერთი, ვისაც იქ არეულობა უნდა, არის რუსეთი. ასე რომ, ეს ფაქტი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. არ მომეწონა ფორმა, როგორ გამოყარეს და მიაყენეს ამ ადამიანებს შეურაცხყოფა. ამის გაკეთება უფრო ცივილიზებულად შეიძლებოდა. ამასთან, ყველა ქვეყანა ვალდებულია, დაიცვას თავისი უსაფრთხოება. იქ არის პროვოკაციის დიდი საშიშროება, ასე რომ, სწორად მოიქცნენ, რომ გამოუშვეს, უბრალოდ, ფორმა უნდა ყოფილიყო ცივილიზებული", - დასძენს თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა

დენის გაძვირებამდე რამდენიმე დღე დარჩა


"დენის ტარიფის გაძვირების ალბათობა მალე რეალობად იქცევა. ენერგეტიკოსები უკვე თამამად აცხადებენ, რომ ლარის დევალვაციის ფონზე გადასახადის გაძვირება გარდაუვალია. სავალუტო კრიზისმა საქართველოს ფინანსური ბაზარი იმდენად არასტაბილური გახადა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების დასმას კომპეტენტური პირებიც უკვე აშკარად ერიდებიან. ისინი ელოდებიან, რომ ტარიფი მოიმატებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) ამ საკითხის განხილვა, დღის წესრიგით, ჯერჯერობით არ ჩანიშნულა. აყველა არსებული კომპანია ტარიფის ზრდას ითხოვს და კომუნალური გადასახადის გაზრდის რისკი, რეალურად, დიდია. სემეკის ინფორმაციით, წლის ბოლომდე მოხდება გეგმური განხილვა, რის საფუძველზეც 2018 წლის ტარიფი დადგინდება. შეიცვლება გადასახადი თუ არსებული შენარჩუნდება, ამაზე უწყებაში, ცხადია, ჯერჯერობით არავინ საუბრობს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დენის გაძვირებამდე რამდენიმე დღე დარჩა / "ტარიფის შენარჩუნება უკვე საეჭვოა და არანაირ ლოგიკაშიც არ ჯდება"

"როგორც სემეკში განაცხადეს, კონკრეტული დეპარტამენტი დაიწყებს კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფინანსური და ტექნიკური მონაცემების შესახებ დოკუმენტაციის შესწავლას. ამის შემდეგ იქნება არსებითი განხილვა საჯარო სხდომაზე და კონკრეტულ ტარიფთან დაკავშირებით ინფორმაციაც გახდება ცნობილი, ანუ ამ ეტაპზე მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება იწყება. ეს არის სამართლებრივი პროცესი, დადგინდება, რა ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კომისიამ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს თავისი მოსაზრება, მათ შორის, ანონიმურადაც, განისაზღვრება წინადადებების განხილვისა და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა, მხოლოდ მაშინ იქნება დეტალები ცნობილი ტარიფებთან დაკავშირებითაც. თუმცა ამ საკითხის განხილვა, დღის წესრიგით, ჯერჯერობით არ ჩანიშნულა". გასათვალისწინებელია, რომ სემეკს ტარიფის გაანგარიშება სწორედ იმ პერიოდში უწევს, როცა კურსი, ტრადიციულად, ყველაზე მაღალია. იმის ნაცვლად, რომ ტარიფების გაძვირების შანსი მინიმუმამდე დავიდეს, ეკონომიკა უბრუნდება ქაოსს და არც ენერგეტიკის სფერო იქნება გამონაკლისი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით დამოკიდებულება შეცვალა, რადგან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უკვე პირდაპირ უქმნის ყველა დაბრკოლებას ქვეყნის ეკონომიკას და სხვადასხვა დარგს, მათ შორის ენერგეტიკას. არაბიძის თქმით, დღევანდელი კურსის მიხედვით, კორექცია ტარიფში აუცილებლად შევა. თუ ამ მაჩვენებელზე დარჩა ლარი, ცვლილება გარდაუვალია. 2,70-ის ფარგლებშია კურსი, ამას ნამდვილად არ ველოდი. 1 თვის წინ 2,45-ის ფარგლებში იყო და წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ამ დონეზე გაუფასურდებოდა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი შეიცვლება, ცოტა ადრე ასე არ ვფიქრობდი. 2,50 საკონტროლი ნიშნულადაა აღებული, მცირე სხვაობა გამყარების ან დევალვაციის მიმართულებით, რეალურად, ვერაფერს შეცვლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ელექტროენერგიის გადასახადის შენარჩუნება უკვე საეჭვოა და არანაირ ლოგიკაშიც არ ჯდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ კურსი შედარებით დაბალ ნიშნულზე არ დასტაბილურდა, ტარიფს აუცილებლად გაზრდიან. ახლანდელ დონეზე (2,70) თუ გააჩერებენ, სასიკეთო არაფერი მოხდება. უკიდურეს სიტუაციაში, ენერგეტიკოსი არ გამორიცხავს, რომ სამომხმარებლო ტარიფის კომპონენტში დათმონ და ამით სოციალური ფონის გამწვავებას მოერიდონ. მნიშვნელოვანია, რა კომპონენტში იქნება ზრდა, შეიძლება ისიც, რომ სამომხმარებლო ტარიფს არ დააწვეს კურსი და სიმძიმის ცენტრი სხვა მიმართულებით გადაიტანონ, გნებავთ, გატარების ან გენერაციის ტარიფში და სხვა. ფაქტია, რომ ენერგეტიკის სფეროზე ეს გაძვირება ძალიან ცუდად იმოქმედებს. ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება სამომხმარებლო ტარიფი შევინარჩუნოთ, სერიოზული მსჯელობის საკითხია, წინასწარ ვერაფერს იტყვი", - განაგრძობს გამოცემა.

"მართალია, პროგნოზირება უჭირს, მაგრამ უარყოფით განწყობას არც ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა მალავს. მისი აზრით, სემეკს არსებულ სიტუაციაში ტარიფის შენარჩუნება გაუჭირდება. მირცხულავას თქმით, ბუნებრივია, დენის გადასახადი გაიზრდება, თუკი ლარის კურსი დოლარის მიმართ გაუფასურებას გააგრძელებს. კომპანიები ითხოვენ ტარიფის კორექტირებას კურსის შესაბამისად, რაც ლოგიკურია. სემეკს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ახლა ძნელია პროგნოზი, როგორი იქნება მისი პოზიცია საბოლოოდ, ყველაფერი მოსალოდნელია. ცხადია, დეტალურად იქნება შესწავლილი ელექტროგამანაწილებელი კომპანიების დანახარჯი, რასაც ტარიფი ითვალისწინებს. წესით, იმედიანი განწყობის საბაბი არ გვაქვს, მაგრამ ხელს ვერ ჩავიქნევთ, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დაბლა წამოვიდეს კურსი, არაფერს გამოვრიცხავ", - დასძენს გამოცემა.

"გადასახადის ზრდით სინამდვილეში დაზარალდება არა მარტო სოციალურად დაუცველი ფენა, მცირეშემოსავლიანი მოსახლეობის ბიუჯეტსაც მკვეთრად შეარყევს. ექსპერტები ბიზნესს მოუწოდებენ, რომ საკუთარი მოგების ხარჯზე არ გაწირონ მოსახლეობა, რომელიც მიმდინარე ხარჯსაც ვერ უმკლავდება. ეკონომისტების მოსაზრებით, კომუნალური გადასახადის გაძვირება საშუალოზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის მტკივნეული იქნება. საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, რომლის შემოსავალი შეზღუდულია ან აქვს მინიმალური შემოსავალი, მის დიდ ნაწილს კვებას, კომუნალურ გადასახადებს და მედიკამენტებს ახმარს. როცა ამ ხარჯის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მატულობს (ამ შემთხვევაში კომუნალური ტარიფი), არათუ დაზოგვის საშუალება ექნება, არამედ თვიდან თვემდე თავის გატანაც შეიძლება გაუჭირდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიზნესს, რომ შეჩერების რაღაც მექანიზმი გამოიყენოს და არ გააძვიროს გადასახადი, რაც დიდ ტვირთად დააწვება ხალხს და მსყიდველობით უნარს მნიშვნელოვნად შეამცირებს", - წერს სტატიის ავტორი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიგვიღონ?
ცივი ომის შემდეგ ნატო-ს არც ერთ სამიტს არ გამოუწვევია ასეთი შიშნარევი მოლოდინი
ახალი შენობების 70% არაეკოლოგიურია
ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"
მთავარ პროკურორად წულუკიანის ნათელმირონს ნიშნავენ?

რუსეთი ლარსზე პრობლემებს სპეციალურად ქმნის

კატასტროფა - მაისიდან მოყოლებული, ორ დღეში საშუალოდ ერთი ადამიანი იხრჩობა
რას გადაურჩა სვანეთი - ნენსკრაჰესის მშენებლობა შეჩერდება მარგველაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - დაპირისპირება ამჯერად აჭარაში იწყება
ორი ყველაზე რეალური კანდიდატი 21 პრეტენდენტიდან

დიდი საკადრო წმენდა მმართველ გუნდში: რომელი გუბერნატორი დატოვებს თანამდებობას

გია ყანჩელის იდეა - საქართველოს ჰიმნი უნდა შეიცვალოს