არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2017
"ჯაველინები" მხოლოდ დასაწყისია - კიდევ რა იარაღს ელიან თბილისში აშშ-ისგან

შეძლებს თუ არა მერია ელიავას ბაზრობის პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას?

***
"ჯაველინები" მხოლოდ დასაწყისია - კიდევ რა იარაღს ელიან თბილისში აშშ-ისგან

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი დოლარის ღირებულების მესამე თაობის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების, "ჯაველინების" გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა, ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წელს ამერიკელები 9 ქართული ბატალიონის წვრთნასაც იწყებენ. სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის ეს მხოლოდ დასაწყისია და აშშ-ისგან სხვა ლეტალური იარაღის მოწოდება და ამით თავდაცვის გაძლიერება აუცილებლად გაგრძელდება, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების "სტინგერების" შესყიდვის დიდ ალბათობაზეც საუბრობენ. "ახალი შეთანხმებები უფრო ინტენსიურად დაიწყება. როცა ეს პირველი სერიოზული ფაქტი შედგება, კონგრესი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს ზოგადად საქართველოსთვის ლეტალური იარაღის გადმოცემაზე. მთავარია, რომ ჯერ პრეცედენტი შედგეს და "ჯაველინების" თემა პირველი პრეცედენტია," - აცხადებს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, "ჯაველინები" მხოლოდ დასაწყისია - კიდევ რა იარაღს ელიან თბილისში აშშ-ისგან / "თუ პოლიტიკური ნება იქნება, შეგვიძლია "სტინგერები" და დრონებიც შევიძინოთ"

„უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი თვლის, რომ ამერიკელები საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ რეორგანიზაციას იწყებენ და ამაზე მიუთითებს არა მარტო "ჯაველინების" გადმოცემაზე თანხმობა, არამედ პენტაგონის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 ბატალიონის გაწვრთნაზე შემოთავაზება. მაისაიას თქმით, როგორც ჩანს, "ჯაველინები" პირველი მერცხალია და ამერიკელები და ქართველები აპირებენ, განავითარონ სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობა. "ჯაველინების" გადმოცემა იქნება პრელუდია იმავე 9 ბატალიონის მოსამზადებლად. "ჯაველინების" გადმოცემა, პლუს ინსტრუქტორების ამ პროცესში ჩართვა, ეს ნიშნავს, რომ ამერიკელები სერიოზულად ემზადებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების სრული რეორგანიზაციისათვის. მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება, მაგალითად, თუ დამატებით "სტინგერები" და დრონები (უპილოტო საფრენი აპარატები) მივიღეთ, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, წესიერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გავაკეთოთ. ვნახოთ, გადმოგვცემენ თუ არა "სტინგერებს", ეს ძალიან კარგი იქნება. თუ პოლიტიკური ნება იქნება, ჩვენ შეგვიძლია, "სტინგერები" და დრონები შევიძინოთ," - აღნიშნავს გამოცემა.

"განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯაველინის" ტიპის სარაკეტო სისტემებისა და დანადგარების მიყიდვაზე აშშ-ს ქართულმა მხარემ მიმართა და სახელმწიფო დეპარტამენტისგან თანხმობაც მიიღო. როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ იარაღის მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსსა და ეროვნულ უსაფრთხოებას განამტკიცებს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების გზით. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ამ შეიარაღების საქართველოსთვის გადაცემა რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსს არ დაარღვევს. საქართველოს მთავრობამ მოითხოვა ანტისარაკეტო კომპლექს "ჯაველინის" 410 რაკეტის, 72 სამიზნე-გამშვები ბლოკის, 10 სასწავლო კომპლექსისა და 70 ჭურვის შეძენა. ამასთან, აშშ-ის მთავრობა მზადაა, საქართველოში ტექნიკის ტრანსპორტირება და მისი ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოს," - განაგრძობს გამოცემა.

„ახლა ჯერი აშშ-ის კონგრესზეა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა როგორც აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება კონგრესთან შეთანხმებითაა მიღებული, ამდენად, დაბლოკვა გამორიცხულია. აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ თბილისში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, სამხედრო ექსპერტები კი სამომავლო თანამშრომლობის დიდ პერსექტივებზეც აკეთებენ პროგნოზებს. საგულისხმოა ის, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში თბილისში ვიზიტისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ აშშ-ისგან საქართველო ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებს მიიღებდა. მაშინ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან" განაცხადა, რომ პენსის განცხადებების საფუძველზე უკვე შეგვეძლო ამერიკული შეიარაღების შესყიდვაზეც რეალურად ლაპარაკი და რომ დიდი ალბათობა იყო, კონკრეტულად "ჯაველინებისა" და "სტინგერების" გადმოცემა მომხდარიყო, ასევე საუბრობდა იმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო უპილოტო თვითმფრინავების, დრონების შეძენაც“, - დასძენს გამოცემა.

„ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ "ჯაველინების" გადმოცემა თითქმის გადაწყვეტილია და ამას ემატება ამერიკელების მიერ 9 ბატალიონის აღჭურვა-გაწვრთნა, რაც, მისი თქმით, უფრო მეტად მეგა-პროექტია, ვიდრე იარაღის გადმოცემის ელემენტები. მის თქმით, ამერიკიდან ადრე მიღებული შეიარაღების დიდი ნაწილი ჩვენ 2008 წელს დავკარგეთ, იგივე ემ-4 ტიპის შაშხანები და ასევე შეიარაღების ნაწილი, ასევე განადგურდა "იროკეზების" საბრძოლო ვერტმფრენები, რაც აშშ-ისგან მივიღეთ. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ფაქტობრივად, ხელახლა ვიწყებთ შეიარაღებული ძალების აღმშენებლობას და როგორც ჩანს, აშშ-ში უკვე საქართველოს სხვა მოთხოვნების განხილვაც მოხდება. 9 ბატალიონის გაწვრთნას თუ მივიღებთ, ეს უკვე ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება. ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ დამატებით "სტინგერები" და დრონები მივიღეთ, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, წესიერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გავაკეთოთ. ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი გვაძლევს შესაძლებლობას, აშშ-თან სრული სპექტრით ვითანამშრომლოთ და ეს დაიწყო კიდეც“, - წერს სტატიის ავტორი

შეძლებს თუ არა მერია ელიავას ბაზრობის პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას?


"დედაქალაქის შუაგულში ელიავას ბაზრობა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღესაა, არ უნდა არსებობდეს - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა "რადიო პალიტრის" გადაცემა "შუადღის სტუდიაში" განაცხადა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია გრძელვადიან პერსპექტივაში ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტას გეგმავს. "ელიავას ბაზრობაზე არსებობს კერძო საკუთრებები. არც დედაქალაქის მერსა და ჩვენი მთავრობის არც ერთ წევრს იმის უფლებამოსილება არ აქვს, რომ მივიდეს და ერთი ხელის მოსმით ამ კერძო საკუთრების ხელყოფა მოახდინოს. "უფლებამონაცვლე ადგილმდებარეობის გამოყოფის საკითხი იქნება შესასწავლი და ეს არ არის მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. მაგრამ არც ისეა, რომ ხელი ჩავიქნიოთ და ვთქვათ, გამოუვალი პროექტიაო. დედაქალაქის შუაგულში ამ ფორმით, რა ფორმითაც ელიავას ბაზრობა მდებარეობს, არ უნდა არსებობდეს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა და სწორედ ამის შემდეგ შეიძლება დაგეგმვა. "ჩვენ ძალიან გვინდა, გრძელვადიან პერსპექტივაში გადავწყვიტოთ ეს საკითხი. აუცილებლად უნდა მოხდეს ალტერნატიული ფართების შეთავაზება. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება იმის თქმა, კერძო მესაკუთრეები დაგვეთანხმებიან თუ არა და ამ ბაზრობის გადატანა იქნება თუ არა შესაძლებელი", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, შეძლებს თუ არა მერია ელიავას ბაზრობის პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას?

"ძალიან რთული საკითხია და შესწავლას მოითხოვს. ქვეყანაში ისედაც არის მწვავე სოციალური პრობლემები. ელიავას ბაზრობაზე იმდენი ადამიანია ჩართული, იქ რომ რამე არასწორად მოხდეს, ეს ტვირთი ისევ მერიას დააწვება. უმჯობესია, რამე სხვა საკითხს მოჰკიდონ ხელი, ნაკლებად სენსიტიურს, რადგან, ვფიქრობ, ეს საკითხი უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე მოაგვარებს. ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასე უნდა დარჩეს ელიავას ბაზრობა, თუმცა ამჯერად მერიას არ ვურჩევდი ამის გაკეთებას", - აღნიშნავს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი

"ვერ გეტყვით, რომ უმტკივეულო იქნება. უკმაყოფილო ვიღაც აუცილებლად დარჩება, თუმცა თუკი კალაძემ ეს პრინციპულობა გამოიჩინა და გაათავისუფლა ეს ადგილი, ქალაქს ნამდვილად ეშველება. არ შეიძლება, ქალაქის ცენტრში ასეთი ანტისანიტარია იყოს", - აცხადებს დემოგრაფი ავთო სულაბერიძე

"სულ უმტკივნეოლოდ არ მგონია, მაგრამ ორივე მხარის დათმობის საშუალებით, ალბათ ძირითად ნაწილში მაინც მოგვარდება. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთმა, იმ იმედით, რომ რაღაცას ჰპირდებიან, იფიქროს, რომ მეტი გამოაგლიჯოს და გუნდაობა დაიწყოს", - განაგრძობს მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე

"ალბათ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი მოგვარდება. რამდენად მალე, ამის თქმა რთულია. ეს არის 90-იანების გადმონაშთი. თუმცა დაცული უნდა იყოს მოვაჭრეების ინტერესები, რომ მათ ამ პროცესებით ზიანი არ მიადგეთ", - დასძენს ისტორიკოსი გია ანჩბაძე
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა

მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიგვიღონ?
ცივი ომის შემდეგ ნატო-ს არც ერთ სამიტს არ გამოუწვევია ასეთი შიშნარევი მოლოდინი
ახალი შენობების 70% არაეკოლოგიურია
ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"
მთავარ პროკურორად წულუკიანის ნათელმირონს ნიშნავენ?

რუსეთი ლარსზე პრობლემებს სპეციალურად ქმნის

კატასტროფა - მაისიდან მოყოლებული, ორ დღეში საშუალოდ ერთი ადამიანი იხრჩობა
რას გადაურჩა სვანეთი - ნენსკრაჰესის მშენებლობა შეჩერდება მარგველაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - დაპირისპირება ამჯერად აჭარაში იწყება