არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2017
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2017 კვამლი თბილისის თავზე

თვლით თუ არა, რომ სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა?

"ენგურჰესი" მთლიანად სეპარატისტებმა "გადაიბარეს"?!

* * *
კვამლი თბილისის თავზე

"ტერორიზმში ეჭვმიტანილებიდან ლიკვიდირებულია 3 და დაკავებულია 1; სპეცოპერაციის დროს დაიღუპა 41 წლის სპეცრაზმელი, დაჭრილია 2 სპეცრაზმელი. ამასთან, დაჭრილია ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი - ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური განცხადება მასშტაბური 20-საათიანი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ. სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა და მთავარი კითხვაა, ტერორიზმში ბრალდებულ ადამიანებს რა მიზანი ჰქონდათ, როგორ შეძლეს დიდი რაოდენობის იარაღის შენახვა ბინაში, კონკრეტულად ვინ არიან ისინი და საერთოდ, რა ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათზე, რადგან გაცხადდა, რომ სუს-ის წარმომადგენლები მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.ჯერ არ ცხადდება, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დამნაშავეები, ითქვა მხოლოდ ის, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კვამლი თბილისის თავზე / 4 შტურმი, 4 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა, კორპუსიდან ევაკუირებული მოსახლეობა, ინტენსიური სროლა და აფეთქებები.

"ადგილობრივების ინფორმაციით, 18 საათისთვის ერთ-ერთი ბრალდებული სადარბაზოდან ეზოში გავიდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, მან თავი აიფეთქა, მეორე ვერსიით კი, სამართალდამცავებთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა. ასევე ადგილობრივების თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დაქირავებული ჰქონდათ კორპუსის მეორე სართული, თუმცა სამართალადამცავების მისვლის შემდეგ დანაშულებრივი ჯგუფის წევრებმა მესამე სართულის სახლის კარიც შეამტვრიეს და ცეცხლი ორივე ბინიდან გახსნეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დახოცილები ერთი ოჯახის წევრები არიან, ორი ძმა და მათი მამა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. "ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით", - ეს უკვე საღამოს 7 საათზე, ოპერაციის დასრულების შემდეგ განაცხადა სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა, რომელმაც იქვე თქვა, რომ 3 დამნაშავე ლიკვიდირებულია, ხოლო 1 - დაკავებული", - აღნიშნავს გამოცემა.

"სპეცოპერაციის დროს დაკავებული დამნაშავის ვინაობა სუს-ს არ გაუსაჯაროებია, თუმცა ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის რიზვან გორნაკაშვილია, რომელიც ხელოსანია და თბილისში კერძო შეკვეთებზე მუშაობდა, - განაგრძობს გამოცემა. გორნაკაშვილი ის პირია, რომელმაც ტერორიზმში ეჭვმიტანილებს თბილისში ბინა დააქირავებინა. პანკისში ამბობენ, რომ იმ ბინის მეპატრონე მერი ხანგოშვილია, რომლის შვილმა, პანკისის სოფელ დუისის მცხოვრებმა 26 წლის ასლანბეგ ჯაბრაილოვმა ცოლისძმის, რიზვან გორნაკაშვილის თხოვნით ბინა ერთი თვის წინ 300 დოლარად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გააქირავა. ჯაბრაილოვი ახმეტაში "სოკარის" ავტოგასამართ სადგურზე მუშაობს და ის პოლიციაში დასაკითხად თავად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც სპეცოპერაციის კადრებში საკუთარი ბინა იცნო. პანკისელების ინფორმაციით, ჯაბრაილოვი ამ დროისთვის თბილისში გადაიყვანეს. რაც შეეხება რიზვან გორნაკაშვილს, ის სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს. პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრ ზელიმხან წუწაშვილის განცხადებით, დაპატიმრებული გორნაკაშვილი თავისი მეზობელია და მის კავშირს ტერორისტულ დაჯგუფებასთან გამორიცხავს. დაკავებულის ოჯახი სოფელ ომალოში ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, რიზვან გორნაკაშვილი ხეობას პერიოდულად სტუმრობდა, ბოლოს კი დაახლოებით ერთი კვირის წინ ნახეს", - განაგრძობს გამოცემა.

"4 შტურმი, უპრეცედენტო რაოდენობის სპეცრაზმელი, 4 ერთეული "კობრას" ტიპის მძიმე ჯავშანტექნიკა, კორპუსიდან ევაკუირებული მოსახლეობა, ინტენსიური სროლა, აფეთქებები და კვამლი, მობილიზებული სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები - თბილისის გარეუბანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე N46 კორპუსში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგ კონტრტერორისტული სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) სამშაბათს გვიან ღამით დაიწყო და ოთხშაბათის საღამოს 6 საათზე დაასრულა. კორპუსთან, რომლის მესამე სართულზეც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ, სამართალდამცველების რაზმი დაახლოებით ღამის 9 საათზე გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით დაზუსტდა, ისინი ტერორიზმში ეჭვმიტანილ რამდენიმე ადამიანს ეძებდნენ. სპეცრაზმმა ალყაშემორტყმული კორპუსის პირველი შტურმი გუშინ დილის 5 საათისთვის დაიწყო და ის მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განახლდა. ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა ცეცხლი რამდენჯერმე გახსნეს. მათ შორის ხელყუმბარებიც გამოიყენეს. მოქალაქეები არ დაშავებულან", - დასძენს გამოცემა.

"მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა კორპუსებიდან დილიდან გაიყვანეს. ინტენსიური სროლისა და აფეთქებების გამო რამდენიმე ბინა დაზიანდა, რამდენიმეში ცეცხლიც გაჩნდა. უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ. დილით ადრე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ოპერაციის დაწყებამდე ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებთან ჩაბარებაზე კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა მოლაპარაკებები აწარმოა, თუმცა უარი მიიღეს და შემდეგ "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს". სპეცოპერაციის დაწყებისას თავის არეში მძიმედ დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მოგვიანებით ის გარდაიცვალა. დილით ადრე გაიმართა მთავრობის სხდომაც, თუმცა ოფიციალურ თანამდებობის პირებს მთელი დღის განმავლობაში განცხადება არ გაუკეთებიათ", - წერს სტატიის ავტორი.

"ოპერაციის დასრულების შედეგ განცხადებები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთეს. გომელაურის განცხადებით, არის კითხვები, რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი და ეს მოხდა იმიტომ, რომ ნაკლები დანაკარგი ყოფილიყო, რადგან "იყო საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ" - "თუ შევხედავთ დღევანდელ ვითარებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს საქართველოში, როცა ასეთი წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს", - ამბობს გომელაური. მან კომენტარი გააკეთა "ფეისბუკზე" გავრცელებულ მუქარაზეც, რომ "მომხდარის გამო დახოცილი ძმებისთვის საქართველო ათასი თავით გადაიხდის". გომელაურის თქმით, ყველაფერი, შემოსული ზარი იქნება თუ მუქარა "ფეისბუკზე", გამოძიებაზე მიბმული იქნება და საკითხს სერიოზულად მიუდგებიან. გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა, დაჭრილებს კი გამოჯანმრთელება უსურვა, შემდეგ ერთგვარი საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ "პოლიტიკოსები თუ ექსპერტები გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებას" და რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული ასეთი ტიპის სპეკულაციები", - დასძენს სტატიის ავტორი.


თვლით თუ არა, რომ სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა?

"ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპულია ერთი და დაჭრილია 4 სამართალდამცველი. როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა" - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - თვლით თუ არა, რომ სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა?

"რამდენადაც ვიცი, არსებობს მინიმალური დანაკარგის ზღვარი, ასეთი პრაქტიკაა საზღვარგარეთაც. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პირებს შეიძლება აეფეთქებინათ ტერიტორია, დაზარალებულიყვნენ და დაღუპულიყვნენ მშვიადობიანი მოქალაქეები, თუმცა ეს ყველაფერი თავიდან იქნა აცილებული. ვფიქრობ, რომ მაინც წარმატებულად შიძლება მივიჩნიოთ ეს სპეცოპერაცია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა.

"რთული სათქმელია. თუ ორი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ და იცოდნენ, სად იყვნენ, მაინცდამაინც კორპუსში უნდა მომხდარიყო ოპერაციის ჩატარება?! - ვფიქრობ, რადგან მსხვერპლია, თანაც სერიოზული, სად გვყავს დასაკარგი ასეთი ბიჭები - ერთი მსხვერპლი და 3 დაშავებულია - ვფიქრობ, რომ ეს არ არის ისეთ დონეზე ჩატარებული ოპერაცია, როგორიც უნდა ყოფილიყო და მაინც გამოჩნდა ქოცური არაპროფესიონალიზმი", ამბობს ფერმწერი გია ბუღაძე.

"არ ვიცი, წარმატებით ჩატარდა თუ არა. არავინ იცის და არც არავინ ამბობს, რეალურად რა ხდებოდა. საკითხავი ის არის, თუ 3 კაცი იყო, 20 საათი რატომ დასჭირდა მათ განეიტრალებას. ოპერაციის ჩატარების წარმატებაზე ვერაფერს გეტყვით", - მიიჩნევს პოეტი, მსახიობი გივი სიხარულიძე.

"ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, წარმატებით ჩატარდა თუ არა, რადგან ბოლომდე ინფორმაცია არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხალხი იყო, ვინ არიან, როგორ ჩატარდა და ა.შ. თავისთავად ის, რომ ასეთი რამ დაადგინეს და გამოიკვლიეს, კარგია. მაგრამ ცალკეა ის, თუ როგორც ჩატარდა თავად ოპერაცია და არის თუ არა საფრთხე სრულყოფილად აღკვეთილი", - დასძენს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

"ენგურჰესი" მთლიანად სეპარატისტებმა "გადაიბარეს"?!

"ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი აფხაზებს მიაქვთ და მალე მთლიანად მიითვისებენ - ოკუპირებულ რეგიონში დენის მოხმარების ზრდა უტყუარს ხდის, რომ მალე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ელექტროსადგური მხოლოდ სეპარატისტებისთვის იმუშავებს. ბოლო წლებში ზამთარში ისედაც ასე ხდება ხოლმე. საქართველოს ხელისუფლება სეპარატისტებთან ენერგეტიკულ საკითხებშიც უძლურია. ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 3 მლრდ 750 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აფხაზეთმა ამ პერიოდში მიიღო 1 მლრდ 565 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია ანუ 42%, რითაც დაგეგმილ ნორმას უკვე აჭარბებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ენგურჰესი" მთლიანად სეპარატისტებმა "გადაიბარეს" / საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან ენერგეტიკულ საკითხებშიც უძლურია.

"წინ ნოემბერ-დეკემბერია და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც წესი, აფხაზეთმა გამომუშავებული დენის მხოლოდ 40% უნდა მიიღოს, მაგრამ ეს პირობა მხოლოდ ქაღალდზეა და თამაშის წესები აშკარად შეიცვალა. ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბი აფხაზეთში უკვე კატასტროფულ ზღვარს აღწევს, რითაც საბოლოოდ ქართული მხარე ზარალდება. საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, ოქტომბერში "ენგურჰესმა" და "ვარდნილჰესმა" 202 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რომლის 68%, ანუ 136 მლნ კვტ/სთ აფხაზებმა წაიღეს. ცხადია, წლის ბოლომდე უარესი სიტუაცია იქნება და ოკუპირებულ რეგიონს არც კი ეყოფა დენი, რაზეც წინა წლებშიც აქტიურად იყო საუბარი. აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ წლის განმავლობაში აფხაზეთის მიერ "ენგურჰესიდან" მიღებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი 50%-ს მიაღწევს. ქართველი ენერგეტიკოსები ემხრობიან აზრს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით, თუმცა სანამ ისინი ელექტროენერგიის მიწოდების მექანიზმზე ბჭობენ, მხარეები სამთავრობო დონის შეხვედრას გეგმავენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, დეპუტატი რევაზ არველაძე ამბობს, რომ იგეგმება სამთავრობო დონის შეხვედრები, რათა ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდეს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი - "ენგურჰესის" სადგური განლაგებულია ენგურს გაღმა - საბერიოში და ჩვენს დისპეტჩერს მასზე წვდომა არ აქვს. რამდენიც სჭირდებათ, იმდენი ელექტროენერგია მიაქვთ. გვინდა თუ არა, აფხაზეთის ელექტრომომარაგების საქმეს ვემსახურებით, ზამთარში კი "ენგურჰესი", ფაქტობრივად, ოკუპირებული რეგიონისთვის მუშაობს. ეს არის რეალობა. აქამდე ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას იღებდა ენერგეტიკის სამინისტრო. ახლა ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციებში გადავა, ალბათ, დეპარტამენტის ფუნქციით აღიჭურვება, მაგრამ გააკეთებს იმავეს, რასაც თავის დროზე კახა კალაძე ემსახურებოდა... დღესდღეობით აფხაზეთს იმაზე მეტი ელექტროენერგია მიაქვს, რაც აქამდე იყო დაწესებული. ლიმიტს საგრძნობლად გადააჭარბეს. გაისად კი "ენგურჰესი" დიდი ხნით დაიკეტება და აფხაზეთის ელექტრომომარაგება რუსეთს მოუწევს", - აცხადებს არველაძე. ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება იგეგმება, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მოხმარების მოსათოკად", - დასძენს გამოცემა.

"გამრიცხველიანება აფხაზეთში დენის მოხმარებას შეამცირებს. ამაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაგრამ როდიდან დაიწყება ეს პროცესი, ჯერჯერობით უცნობია. ამის შემდეგ დენის მოხმარება შეიძლება ჩაჯდეს 40/60%-ში, რის პირობაც მხარეებს შორის არაოფიციალურად დაიდო", - ამბობს არველაძე. ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტი მირონ ფირცხელანი ფიქრობს, რომ აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით მიდგომა შესაცვლელია - "ახალი არაფერია, მუდმივად ვსაუბრობთ, რომ მიდგომა შესაცვლელია, მაგრამ ახალს ვერაფერს ვაკეთებთ. პოზიცია უნდა შეიცვალოს საქართველოს მთავრობის მხრიდან. როცა სახელმწიფო ვიქნებით, სხვა ენაზე დაგველაპარაკებიან", - ამბობს ფირცხელანი, რომლის აზრით, "ჯერჯერობით ეს არ არის მოსალოდნელი..." - წერს სტატაიის ავტორი.

"ისჯება ქართველი ხალხი, ჩვენი ცოდვა-ბრალია და სხვა ვის უნდა მოვკითხოთ. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის მთავრობები თამაშობენ და არ არის ის, რაც ქართველ და აფხაზ ხალხს რეალურად სჭირდება. ჩვენ თუ არ გვესმის საკითხი, სხვას რაღა უნდა მოვთხოვოთ. არ ვიცი, რას მოგვიტანს სამთავრობო დონის შეხვედრები, კარგს არაფერს ველოდები. ყოველთვის ყველა დიალოგსა და მოლაპარაკებაში ქართული მხარე ზარალდება, ამასაც მივეჩვიეთ", - აცხადებს მირონ ფირცხელანი. აფხაზეთის მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბური ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა აფხაზეთის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც. ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთისთვის დენის მიწოდების საზღაურს საქართველოს მთელი მოსახლეობა იხდის და ასეთი დამოკიდებულება შესაცვლელია", - დასძენს სტატიის ავტორი.

"რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, ელექტროენერგიის მიწოდებაზე აფხაზეთს ჩვენი ქვეყანა უარს ვერ ეტყვის. ამ საზღაურს, ფაქტობრივად, საქართველოს მთელი მოსახლეობა იხდის, აფხაზები კი ყოველთვის მალავენ, რომ ჩვენი ქვეყნის მხრიდან ეს შეღავათი აქვთ. ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრაში ისინი აფიქსირებენ, რომ ელექტროენერგიას რუსეთისგან იღებენ. გამოდის, რომ ჩვენ ვიხდით მილიონობით ლარს აფხაზეთის განათებისთვის და სანაცვლოდ შეიძლება გვაგინონ, როცა მოესურვებათ. რა ლოგიკაა, ვერ ვხვდები. საქართველოს მთავრობის მხრიდან მიდგომა აშკარად შესაცვლელია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ცქიტიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ახალი პრეზიდენტი "პრეზიდენტის სასახლეში" აღარ შევა

"ბავშვების ბაღებსა და სკვერებში ჩაყვანაც უკვე საგანგაშოა!"

ტყიბულის ტრაგედიის გამო ორ თანამდებობის პირს დააკავებენ?!
პუტინის ულტიმატუმი საქართველოს - რა გველის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში

"რეალურია, "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს სალომე ზურაბიშვილს"
რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა

მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიგვიღონ?
ცივი ომის შემდეგ ნატო-ს არც ერთ სამიტს არ გამოუწვევია ასეთი შიშნარევი მოლოდინი
ახალი შენობების 70% არაეკოლოგიურია
ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"