არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2017
აზერბაიჯანი საქართველოსგან განმარტებებს ითხოვს

რამდენად სამართლიანია ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების წესი?

***
აზერბაიჯანი საქართველოსგან განმარტებებს ითხოვს

“საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო საქართველოს ხელისუფლებისაგან განმარტებებს ითხოვს. მცირე დიპლომატიური სკანდალის მიზეზი თბილისში, სომხურ "ცენტრ" "აიარტუნში," მიმდინარე გამოფენაა, სადაც ყარაბაღელი მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი. აზერბაიჯანული მედია ამ ფაქტს "პროვოკაციული ხასიათის ანტიაზერბაიჯანულ ღონისძიებად" აფასებს. "რეზონანსი" ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გუშინ აზერბაიჯანის საელჩოსთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული გამოფენა კერძო ინიციატივაა და მასში საქართველოს სამთავრობო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გამოფენაზე არ ყოფილა რაიმე ტიპის მინიშნება, რაც შელახავდა აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ, რა ფორმით აპირებენ რეაგირებას ამ საკითხზე”, - წერს გაზეთი რეზონანსი სტატიაში სათაურით აზერბაიჯანი საქართველოსგან განმარტებებს ითხოვს

"ექსპერტების შეფასებით კი, მიუხედავად იმისა, რომ გამოფენის ორგანიზებაში სახელმწიფო სტრუქტურები არ ყოფილან ჩართული, მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება მიუღებელია და აზერბაიჯანის შეშფოთება ბუნებრივია. ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთი სენსიტიური ღონისძიებების ჩატარებას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო "აპა" იუწყება, თბილისში, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიასთან არსებულ ცენტრ "აიარტუნში", გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "აღორძინება", სადაც წარმოდგენილია დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკაში მოღვაწე ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები. გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი ორგანიზატორები არიან სომხეთის დიასპორის სამინისტრო, სომხური ფონდი "ტეკიანის ცენტრი" და ბარაბაღში მოქმედი ორგანიზაცია "ქალაქ შუშის მუზეუმი". გამოფენის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ თბილისის სომეხი სასულიერო პირები, საქართველოში სომხეთის საელჩოსა და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები. გახსნას ესწრებოდა ერთ-ერთი ყარაბაღელი მხატვარიც, რომლის ნამუშევრებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსაც მიმართა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "რეზონანსს" განუცხადეს, გამოფენა კერძო ინიციტიატივით არის ორგანიზებული და მასში სახელმწიფო სტრუქტურებს მონაწილეობა არ მიუღიათ. "საქართველო არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას. ჩვენი ინფორმაციით, გამოფენაზე არ ყოფილა რაიმე ტიპის მინიშნება, რაც შელახავდა აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება კონკრეტულ გამოფენას, იგი კერძო ინიციატივაა, მასში არ ყოფილა ჩართული სახელმწიფო სტრუქტურები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ განცხადებაში. ამ პოზიციას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც იზიარებს და აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იმის ხაზგასმა, რომ გამოფენა კერძო ინიციატივით არის ჩატარებული და არც ერთ სტრუქტურას მასში წვლილი არ მიუძღვის, სწორია, თუმცა მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება მაინც მიუღებელია და აზერბაიჯანის შეშფოთება ბუნებრივია“, - განაგრძობს გამოცემა.

"ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი საქართველოს მეგობარი ქვეყნების სიაში შედიან და მათს კონფლიქტში ქვეყანამ აბსოლუტური ნეიტრალიტეტი უნდა შიენარჩუნოს. "მგონია, რომ საქართველოში მსგავსი ღონისძიების გამართვა არ არის საჭირო, მით უმეტეს ყარაბაღთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მოგეხსენებათ, ის ნომერ მესამე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია. ამასთან, აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელი, დღის წესრიგში დგას ახალი ენერგეტიკული პროექტების ამოქმედებაც. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, საქართველო ყოველთვის პატივს სცემდა და სცემს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. "მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოფენა არ არის მოწყობილი სახელმწიფოს მიერ, კერძო პირების მიერ ორგანიზებულიც იწვევს აზერბაიჯანის შეშფოთებას და მიმაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები დაშვებული არ უნდა იყოს. ნიკა ჩიტიძის განცხადებით, საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ არის აბსულუტურად ნეიტრალური. ის მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და მე მგონია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები არ უნდა იმართებოდეს. ჩვენ არ უნდა გავანაწყენოთ არც ერთი მხარე. სომხეთიც და აზერბაიჯანიც არიან საქართველოს მეგობარი ქვეყნების სიაში და, ბუნებრივია, საქართველომ აბსოლუტური ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს, უკეთეს შემთხვევაში შუამავლის როლი შეასრულოს მათ შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში", - დასძენს გამოცემა.

"მსგავსი ტიპის ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან უნდა კონტროლდებოდეს, ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას. მისი თქმით, ეს ძალიან სენსიტიური და მტკივნეული საკითხია ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის და საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. ხუხაშვილის თქმით, ეს არ არის დრამატული შემთხვევა და ამის გამო ქვეყნებს შორის ურთიერთობაში აპოკალიფსს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ასეთი ტიპის სენსიტიური პოლიტიკური თემები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან უნდა კონტროლდებოდეს. ამასთან, ორგანიზაციებიც მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ ისეთ საკითხებს, რაც პოლიტიკურად შეიძლება მტკივნეული და სენსიტიური იყოს ჩვენი მეზობლებისთვის. აზერბაიჯანიც და სომხეთიც ჩვენი მეზობლები არიან და ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ასეთი ტიპის საკითხებს. ამიტომ ერთ ან მეორე მხარეს საბნის გადაქაჩვაში მონაწილეობას მაქსიმალურად უნდა ვერიდებოდეთ", - წერს სტატიის ავტორი

რამდენად სამართლიანია ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების წესი?

"2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შედეგების მიხედვით, სახელმწიფოსგან დაფინანსებას 18 პოლიტიკური პარტია მიიღებს. შესაბამისი განკარგულება გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა. განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსება პარტიებზე შემდეგნაირად ნაწილდება: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" წლიურად 2,081,038 ლარს მიიღებს (ყოველთვიური დაფინანსება - 173,420 ლარი). "თავისუფალ დემოკრატებს" 512,196 ლარი გამოეყოფათ, "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" დაფინანსება 472,812 ლარი იქნება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კი - 991,726 ლარი. "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" - 378,849 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 378,849 ლარი, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 1,036,126 ლარი, "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" - 507,174 ლარი, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" - 241,625 ლარი, "თავისუფალი საქართველო" - 87,024 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 241,625 ლარი, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 1,270,995 ლარი, "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - 87,024 ლარი, "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა" - 87,024 ლარი, "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" - 87,024 ლარი, "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - 87,024 ლარი, "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" - 195,511 ლარი, "სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო" - 195,511 ლარი", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, რამდენად სამართლიანია ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების წესი? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

"ეს წესი, დიდი ხანია, შესაცვლელია, ამაზე არაერთხელ ვილაპარაკე. ვერაფრით გავიგე, რას მიკეთებენ ეს პარტიები და რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის?! აბსოლუტურად არაფრის მომცემი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ტყუილად გადაყრილი ფული. არ არის საჭირო ამ გზით პარტიების დაფინანსება. რატომ უნდა ვუხადო მე ბიუჯეტის თანხა, როცა ისინი არაფერს არ აკეთებენ და მარტო ხელფასებს იღებენ?! ამიტომ ვფიქრობ, ეს წესი შესაცვლელია."- აღნიშნავს ასტროლოგი
მიხეილ ცაგარელი

"იმნაირ ქვეყანაში, სადაც ბიზნესი არ არსებობს და საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი პარტიებს, მაგრამ ისეთი პარტიები, რომელთაც არანაირი რეიტინგი არ აქვთ და არავინ არ იცნობს, რა თქმა უნდა, არ უნდა დაფინანსდეს. ზოგადად კი, სახელმწიფომ პარტიების მოძლიერებაზე უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენთან არ არის ისეთი საზოგადოება ან ბიზნესი, რომლებიც პარტიებს დააფინანსებენ", - აცხადებს მსახიობი გია ბურჯანაძე

"ამის თაობაზე ჩემი მყარი პოზიცია მაქვს - არავითარი დაფინანსება ხელისუფლების მხრიდან პარტიებზე არ უნდა იყოს. ჩემი ფულით არც ერთი პარტია არ უნდა ფინანსდებოდეს. ყველა პარტიამ თავის თავს უნდა მიხედოს და არავითარ შემთხვევაში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან", - განაგრძობს არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე

"აბსოლუტურად უსამართლოა. არ მესმის, რატომ უნდა გადავუხადო ჩემი ხელფასიდან ისეთ პარტიებს ფული, ვისთვისაც ხმა არ მიმიცია?! ხელფასს ვაძლევ მთავრობას და საკმარისია. პარტია, რომელიც ორი კაცისგან შედგება, მე რატომ უნდა დავაფინანსო?! დააფინანსოს იმან, ვინც აძლევს ხმას, ეს არის სამართლიანი. საწევრო ხომ არსებობს და ასე მოხდეს ამა თუ იმ პარტიის დაფინანსება", - დასძენს თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."
ავთო სილაგაძე - "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა"

რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს

სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?