არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2017
"ხალიფატის" კავკასიელი მეომრები უკან ბრუნდებიან?

მოუწევს თუ არა ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება?

***
"ხალიფატის" კავკასიელი მეომრები უკან ბრუნდებიან?

“ახმედ ჩატაევის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშრებით მედიაში არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჩატაევი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ შემოვიდა იმ მიზნით, რომ აქ გამოეზამთრებინა და შემდეგ "კავკასიის ემირატს" შეერთებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "რეგინფო" "კავკასიის ემირატის" ერთ-ერთი ლიდერის, დოკუ უმაროვის ძმის, ახმედ უმაროვის "ნიუკავკასუსისთვის" მიცემული ინტერვიუს საფუძველზე ავრცელებს. ახმედ უმაროვის თქმით, აქტიური საომარი მოქმედებები დღეს არ მიმდინარეობს, თუმცა ბრძოლა სულაც არ არის შეწყვეტილი. მთავარი ის არის, რომ რამდენიმე წლის წინ "კავკასიის ემირატის" საბრძოლო ფრთამ ფიცი მისცა "ისლამურ სახელმწიფოს", რამაც დაგვასუსტა. ახლა ჩვენთან რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მყოფი მოჯაჰედები მზად არიან კავკასიაში დასაბრუნებლად," - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ხალიფატის" კავკასიელი მეომრები უკან ბრუნდებიან? / მორიგი ვერსია, რატომ იყო ჩატაევი საქართველოში

"როგორც "რეგინფო" აღნიშნავს, ინტერვიუ 2017 წლის 18 ოქტომბერს არის გამოქვეყნებული, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე. ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია შეიარაღებული ჯგუფის 3 წევრი, მათ შორის ერთმა თავი აიფეთქა. გავრცელებული მოსაზრებით, ის "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი, წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევია. ერთ-ერთი ვერსიით, ჩატაევი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ შემოვიდა იმ მიზნით, რომ აქ გამოეზამთრებინა და შემდეგ "კავკასიის იმარატს" შეერთებოდა. 2010-2012 წლებში ის "კავკასიის იმარატის" ხელმძღვანელ დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი იყო ევროპაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ცოტა გაურკვეველია, რას ნიშნავს გამოზამთრება, თუ ის მთიდან ჩამოვიდა ან რუსეთის ციმბირიდან შემოვიდა საქართველოში, კი ბატონო, ჩვენთან უფრო თბილა და შესაძლებელია. თუმცა არ ვიცი, რატომ გარისკა, ამას ვერ ვხვდები. სალუქვაძის თქმით, იმაზე საუბარი მარტივია, რომ გამოიზამთრებს და სადმე წავიდოდა, მაგლითად - ჩრდილოეთ კავკასიაში. თუმცა, გამოზამთრებამდე არის კიდევ 6 თვე. საკითხავია, რატომ გადმოლახა საზღვარი და თუ გადმოლახა, საიდან. ჩვენ გვაქვს დაუდასტურებელი ინფორმაციები, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო საქართველოში, ამ დროში კი მაქსიმუმ 3-4 კვირა იგულისხმება. არ ვიცით ზუსტად, რამდენი ხანი იმყოფებოდა ჩატაევი საქართველოში, გამოვთქვამთ ზედმეტ ვარაუდებსა და ვერსიებს. გვაქვს ზედმეტი აჟიოტაჟი, რომელიც არანაირად არ არის ჩვენი სახელმწიფოსთვის მომგებიანი“, - აღნიშნავს გამოცემა

"ანალიტიკოსის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ჩატაევის შემოგზავნა განხორციელებულია რომელიმე სახელმწიფოს მხარდაჭერით და ასეთი ბევრი ნამდვილად არ არის, მაშინ შესაძლოა, შორს მიმავალ გეგმებთან გვქონდეს საქმე და ასეთი მარტივი ვერსიებით, ჩვენ ვერავითარ სარგებელს ვერ მოვუტანს საზოგადოებას. მინდა გითხრათ, რომ გამოძიების დასრულებამდე ვერავინ იტყვის, რამდენი ხანია, რაც ჩატაევი საქართველოში იმყოფებოდა, ეს ფაქტია. თუ, დიდი ხნის ჩამოსულია, არსებობს ეჭვი, რომ რუსეთიდან შემოსულიყო. საქართველოში გაცილებით მარტივია მთიდან შემოსვლა, ვიდრე სხვა მიმართულებიდან. როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ ჩატაევი სარფიდან შემოსულიყო? ჩვენ ვადანაშაულებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურებს, როგორ გაეპარათ ეს პიროვნება, თუმცა, ამავე დროს, ვადანაშაულებთ თურქეთსაც, სადაც ჩატაევს ტერაქტში ედება ბრალი, რომ მან ან თავად გამოაპარა, ან გამოეპარა“, - დასძენს გამოცემა.

"სალუქვაძის თქმით, სხვა შემთხვევაში, ჩატაევი შესაძლოა, ზღვიდან ან ჰაერიდან შემოსულიყო, თუმცა დამეთანხმებით, ყველამ იცის, რომ თვითმფრინავით შემოსვლა გაცილებით სახიფათო იქნებოდა მისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ეს პიროვნება ჩატაევია. კი, ათასგვარი კადრი ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, მაგრამ აუცილებელია, ჩატარდეს ექსპერტიზა და დაიდოს დასკვნები. უამრავი ვერსია შეიძლება გვქონდეს, თუმცა მე ყველას მოვუწოდებდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ, ჩემს კოლეგებს, ანალიტიკოსებს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. ნუ მოვახდენთ იმ თემების ზედმეტად აჟიტირებას, რომლებიც შესაძლოა, საზიანო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და საფრთხე შეუქმნას ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ჩვენთვის არ არის მომგებიანი ტერორისტების ტრანზიტულ სახელმწიფოდ ქცევა. ეს ვერსიები კი, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მხოლოდ ამას ემსახურება და სხვას არაფერს," - წერს სტატიის ავტორი.

მოუწევს თუ არა ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება?

"მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს. გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მერაბიშვილი იყო ჩამოცილებული პოლიტიკური პროცესებისგან აღნიშნული დაკავების საფუძველზე. "მეთვრამეტე მუხლი ნიშნავს იმას, რომ მისი დაკავების საფუძველი არ გამომდინარეობდა იმ მტკიცებულებებიდან, რომლებიც პროკურატურას გააჩნდა, ანუ მოხდა მისი ჩამოცილება სხვა მიზნების გამო. დღეს ჩვენ გვყავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს მისი გათავისუფლება", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. აღნიშნულს უკრაინიდან გამოეხმაურა საქართევლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მისი თქმით, ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. ხელისულებაში კი აცხადებენ, რომ ვერავითარი ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, გარდა კომპენსაციის გადახდისა, დიდი პალატის გადაწყვეტილება ვერ იწვევს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი. შესაბამისად, ყველანაირი სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წინასწარი პატიმრობა პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი. მისივე თქმით, თავად მერაბიშვილის მიერ მოთხოვილ 15 000 ევროს ნაცვლად, დიდმა პალატამ სახელმწიფოს არამატერიალური ზიანისთვის 4 000 ევროს გადახდა დააკისრა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, მოუწევს თუ არა ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება?

"ეს იმდენად რთული თემაა, ალბათ, იურისტების განსჯის საგანი უფროა. თუმცა, ჩემი ვარაუდით, ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაითვალისწინებს და ამის გამო ვანო მერაბიშვილს არ გაათავისუფლებს", - აღნიშნავს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე

"თუ სტრასბურგის სასამართლოს ხელისუფლება ენდობა, მაშინ, ალბათ, უნდა გაათავისუფლოს. თუმცა, მე პირადად ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ვენდობი არასდროს", - აცხადებს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მისი დაკავებაც და წინასწარი პატიმრობაც იყო კანონიერი. ერთადერთი, რაც ხელისუფლებას არ დაუკმაყოფილეს, ეს არის ღამე გაყვანის ეპიზოდი, რაც ხელისუფლებამ ვერ დაასაბუთა. ეს იწვევს ეჭვს, რომ შესაძლოა, ის გაყვალინი იყო არა იმ მუხლებით, რომლებითაც მას დასდეს ბრალი, არამედ სხვა საქმეშიც უნდოდათ მისი გამოყენება. აღნიშნული დაღვევა ევროსასამართლომ შეაფასა 4 ათას ევროდ. იქ არანაირ გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და არც იმაზე, რომ მისი განაჩენი იყო არაკანონიერი. ეს ვერ გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი", - დასძენს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რამაზ საყვარელიძე - "არაფერი არ გვიშველის, სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მოპარვა სამარცხვინო საქციელი არ არის"

უნდა ჩავიდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი პანკისში?

შეტაკებები ერევანში - დაკავებულია 300-მდე ადამიანი, დაშავდა 7, აქციები გრძელდება
"ოცნების" შერიგების ფორმულა - რა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ

"25 წლის გოგონას მკვლელი უვნებლად აიყვანეს, უდანაშაულო თემირლანს კი შუბლში ესროლეს"

თორნიკე შარაშენიძე - "საპრეზიდენტო არჩევნებამდე "ოცნება" არ დაიშლება"
"ოცნების" ძველი სახეები "კოლექტიური ზარდიაშვილების" უკან დახევას ზეიმობენ

თქვენი აზრით, ხალხმაც მადლობა უნდა გადაუხადოს ეკონომიკურ გუნდს? წარმატებულია მათი საქმიანობა?
დღეს "ოცნებაში" პოლიტიკური განაჩენი დადგება - ვინ გაიმარჯვებს - "ძველები" თუ "ახლები"

საჭიროა თუ არა ევროპაში დაწყებული მასშტაბური ანტიკრიმინალური ოპერაციის გაგრძელება საქართველოშიც?

მანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდება აიკრძალება?!
სომხეთის ოპოზიცია "აზიურ-ტოტალიტარული მმართველობის" დამხობით იმუქრება

სომხეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, ასე სწრაფად უნდა მიელოცა თუ არა პრემიერ კვირიკაშვილს სერჟ სარგსიანისთვის?
პუტინი მსოფლიო ქაოსით იმუქრება - კრემლის პასუხს კავკასიის მიმართულებით ელოდებიან

ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ თუ ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს?

შეწყალებულთა რაოდენობა, შესაძლოა, მკვეთრად შემცირდეს
მამუკა არეშიძე - "ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს"

მოსკოვის სირცხვილი და უკან დახევა

"ფინანსურ ბაზარზე, ფაქტობრივად, "შუა გაიკრიფა" - მალე დარჩებიან მხოლოდ ბანკები და მევახშეები"

უნდა შეიცვალოს თუ არა პატიმართა შეწყალების წესი?
რუსული ხომალდები სირიის პორტებს ტოვებენ, სირიის ნაპირებთან ამერიკული ხომალდების რაოდენობა იზრდება...

მმართველ პარტიაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფებიდან რომლის პოზიციაა უფრო მისაღები?

ბანკები მთავრობისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ
"ოცნებაში" ელიან, რომ ნაჩხუბარ დეპუტატებს ივანიშვილი შეარიგებს

როდის დაიწყებს ამერიკა სირიაზე სარაკეტო შეტევას?

ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია?
"აშშ რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებს" - ნერვების ომი, რომელიც კაცობრიობას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს

ფიქრობთ თუ არა, რომ უმრავლესობაში გავლენისთვის მიდის ბრძოლა?

"საჯარო სექტორში ხელფასებთან დაკავშირებით სრული მარაზმია"!

რუსული მედიაშეტევა - "გაზპრომმედია" საქართველოში "ენ-ტე-ვე პლუსის" ბრენდით შემოდის