არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2017
პუტინმა დიდი ომისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო

ბოლო 3 წელიწადში საშუალო ფენა განახევრდა

მისაღებია თუ არა, სამოქალაქო პროტესტის მიზნით, ძეგლებზე პირბადეების აკვრა?

***
პუტინმა დიდი ომისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო

“პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში მოქმედი ყველა საწარმო მზად უნდა იყოს, ოპერატიულად გადავიდეს საომარ ვითარებაში მუშაობის რეჟიმზე. თანაც ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საწარმოებს. უფრო მეტიც, რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობით, რუსეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებს საომარ ვითარებაში მუშაობის რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ. ყოველივე ამან დასავლეთშიც და თავად რუსეთშიც ერთგვარი შეშფოთება გამოიწვია. ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება და ეს განკარგულებებიც ამაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენები დროში დაემთხვევა აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოსათვის უახლესი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდების შესახებ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, პუტინმა დიდი ომისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო / რუსეთში მსხვილი საწარმოები და სკოლები საომარი მდგომარეობის პირობებში მუშაობის რეჟიმზე გადადიან

"პუტინი მართლა ემზადება ომისთვის, თუ ეს დასავლეთის ერთგვარი დაშინებაა ომის შესაძლებლობით, გადაჭრით ამის თქმა რთულია. თუმცა, როგორც რუსი, ასევე ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ მზადება რეალურია და მიზეზი ორია - ერთი, რომ დასავლეთის სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა პრობლემებს ვერ უმკლავდება და მეორე - 2018 წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია და პუტინს საომარი ავანტიურა არჩევნების წინ აპრობირებული აქვს. უსაფრთხოების საკითხებში სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია პროგნოზირებს, რომ კრემლის სამიზნე კავკასიაა - საქართველო და აზერბაიჯანი. რუსეთის პრეზიდენტმა ყველა მსხვილ რუსულ ბიზნესს "ომის რელსებზე" გადასვლისკენ 22 ნოემბერს მოუწოდა. პუტინის განცხადებით, ყველა მსხვილი კერძო და სახელმწიფო საწარმო მზად უნდა იყოს საომარ რელსებზე ოპერატიულად გადასვლისა და სამხედრო პროდუქციის წარმოების გაზრდისთვის. პუტინმა სამხედრო-საწარმო კომპლექსების თემაზე გამართული შეხვედრისას გნაცხადა, რომ ეკონომიკის უნარი, სწრაფად გაზარდოს თავდაცვის პროდუქციის მოცულობა და მომსახურება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამისთვის მზად უნდა იყოს ყველა სტრატეგიული და უბრალოდ დიდი საწარმო", - აღნიშნავს გამოცემა.

"ორიოდე დღის წინ კი რუსეთის კრასნოდარის მხარის განათლების სამინისტროს მხარის მუნიციპალურ ხელმძღვანელებს შემაშფოთებელი შინაარსის რეკომენდაცია გაუგზავნა "კრასნოდარის მხარის საგანმანათლებლო დაწესებულებების საომარი მდგომარეობის პირობებში მუშაობის რეჟიმზე გადასვლის შესახებ". შესაბამისი დოკუმენტის ასლი რუსულ სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელდა. ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ომისთვის მზადება რეალურად დაიწყო. რუსი ანალიტიკოსის სემიონ კაბაკოვიომის თქმით, ძვირი საქმეა და ბიზნესმა ახალ სამხედრო კამპანიას მხარი უნდა დაუჭიროს. სანქციები მუშაობს და მუშაობს იმდენად მძიმედ, რომ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა პრობლემებს ვეღარ უმკლავდება. ჩვენ ახლა რუსეთში არჩევნებისას ვნახავთ ახალ სამხედრო კონფლიქტს ან - არსებულის გამწვავებას," - განაგრძობს გამოცემა.

"საგულისხმოა ისიც, რომ პუტინის ამ განკარგულების წინა დღით აშშ-მა თანხმობა განაცხადა საქართველოსთვის "ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემების მიყიდვაზე და რუსეთის საგარეო უწყებამ ეს ფაქტი გააკრიტიკა. უწყების მიერ 28 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "აშშ-ის მიერ ამგვარმა სამხედრო მხარდაჭერამ" შესაძლოა, თბილისი ახალი სახიფათო ავანტიურისკენ წააქეზოს. ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ აშკარაა, პუტინი "სამხედრო რელსებზე გადავიდა" და მიზეზი სწორედ სანქციები და არჩევნებია. მაისაიას თქმით, პუტინი პატრიოტულ-სამხედრო რიტორიკას იყენებს იმისთვის, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღოს და მეოთხე ვადით აირჩიონ. ფაქტობრივად, რუსეთმა სახელმწიფო საბჭოში გუბერნატორები შეიყვანა, ასევე - სამხედრო-სამრეწველო კომპანიის წარმომადგენლები და ფაქტია ისიც, რომ რუსეთს ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაჰყავს იმიტომ, რომ სამხედრო მრეწველობის განვითარებით ხდება ეკონომიკის განვითარება. ეს რუსეთის მთავარი გეგმაა, რომ ამ სანქციების ფონზე სამხედრო მრეწველობით ამოქაჩოს რუსული ეკონომიკა. მისი თქმით, პუტინი საბჭოთა კავშირის გზას იმეორებს, როდესაც მთელი ეკონომიკა სამხედრო წარმოებაზე იყო გადართული“, - დასძენს გამოცემა.

"მაისაიას თქმით, მთლიანად შეიარაღებული ძალები გადაყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. მათ დაამტკიცეს თავდაცვის ახალი პროგრამაც, რომელიც გაწერილია 2 წელზე და გამოყოფილია 200 მილიარდი რუბლი, მათ შორის - ფედერალური შეიარაღების პროგრამების ჩათვლით. ეს უკვე დაფიქსირებულია. ასევე ანალოგიური თანხაა მობილიზებული სხვა მიზნობრივ სპეციალურ პროგრამებზე. მაგალითად, ბირთვული ტრიადის მოდერნიზაცია, რისი დაფინანსებაც სხვა მუხლებით ხდება და არა იმით, რაც თავდაცვის ბიუჯეტშია. ახალი ტექნოლოგიების დამუშავების დაფინანსებაც სხვა დაფინანსებით ხდება. ფაქტობრივად, აშკარაა, რომ რუსეთი გადადის სრული სამხედრო მზაობის რელსებზე. იგი პროგნოზირებს, რომ რუსეთის ერთ-ერთი პირველი სამიზნე კავკასია იქნება, კონკრეტულად კი - საქართველო და აზერბაიჯანი. რუსეთი გააქტიურდება საქართველოსა და აზერბაიჯანში. მიზანი იქნება ხელისუფლებების პრორუსული ძალებით შეცვლა. დიდი ალბათობით, ჰიბრიდული ომის წარმოება მოხდება. არჩევნების გარეშეც აგვარებენ რუსები ამგვარ გეგმას. შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი შექმნან, ეკონომიკური, დიდი ფინანსური სიდუხჭირე გამოიყენონ და შექმნან ფონი, რომ პოლიტიკური რეჟიმი შეცვალონ. ამას უკრაინაში უკვე აკეთებენ. რა მცდელობაც ჰქონდათ ჩერნოგორიაში, ისეთივე მცდელობები დაიწყება საქართველოშიც. ეს ყველაფერი ჰიბრიდული ომის კონტექსტში მოხდება," - წერს სტატიის ავტორი

ბოლო 3 წელიწადში საშუალო ფენა განახევრდა

"ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში საშუალო ფენა განახევრდა. გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რისკის მატარებლებად ითვლებიან. ასეთია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 000 ლარს არ აღემატება. საშუალო ფენა თანდათან გაღარიბდა, ხოლო ღარიბები გაღატაკდნენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში, სადაც საშუალო შეძლების მოქალაქეები თითქმის აღარ არიან. სოციოლოგების განმარტებით, საშუალო ფენის განკარგვადი შემოსავალი შემცირდა და მათი უმეტესი ნაწილი საკრედიტო მომსახურებისკენ წავიდა, რამაც უამრავი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა. თამამად შეიძლება თქმა, რომ დღეს სავალუტო ქაოსისა და ეკონომიკური სტაგნაციის გამო, საშუალო ფენის კრიზისია. ეს პროცესი დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბოლო 3 წელიწადში საშუალო ფენა განახევრდა / ურთულესი ვითარებაა რეგიონებში, სადაც საშუალო შეძლების მოქალაქეები თითქმის აღარ არიან

"ის, რომ მოსახლეობის მეტ-ნაკლებად შეძლებული ნაწილიც შემოსავლების კლებას უჩივის, სპეციალისტებისთვის კარგად ნაცნობი თემაა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განმარტებით, საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მაღალი როგორც მდიდარ, ასევე საშუალო და ხელმოკლე ოჯახებშიც, ეს კი რეალური შემოსავლების მოცულობას მნიშვნელოვნად ამცირებს. არჩვაძის თქმით, საქართველოში მოსახლეობის დიფერენცირება, შემოსავლების მიხედვით, საგრძნობლად მაღალია. თითოეულ სოციალურ ჯგუფს თავისი პრობლემა, რისკი და გამოწვევა გააჩნია. მიზეზთა გამო, შემოსავლები მდიდართა ფენაში სწრაფად იზრდებოდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ, მთელი რიგი დახმარებისა და ხარჯის გამო დაბალშემოსავლიანთა შემოსავალმა მოიმატა. აქ ორი მომენტია: უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ადამიანები, რომელთაც საშუალო შემოსავალი აქვთ და საშუალო სტანდარტის შესატყვისი მოქალაქეები და მათი შემოსავლები. საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მაღალი როგორც მდიდარ, ასევე საშუალო და ხელმოკლე ოჯახებშიც. ბოლო წლებში ჩვენ არ გვქონდა საკმარისად მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამიტომ შემოსავლების ზრდის მიხედვით წინსვლა არ გვქონია, პირიქით, შემცირდა კიდეც. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი არის დამოკიდებული საბანკო სესხებზე, ძალიან ცუდია. სესხების მომსახურება აიძულებს მათ, შემოსავლების სულ უფრო დიდი ნაწილი ბანკების მომსახურებისკენ მიმართონ. თავისთავად არა იმდენად შემოსავლების ზრდა განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობას, არამედ ის, თუ თითოეული ამ ოჯახის შემოსავლების რა ნაწილი მიიმართება საკრედიტო მომსახურებისკენ და აქ უკვე რთულადაა საქმე. საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მაღალი ყველა ფენაში, რაც რეალურად განკარგვადი შემოსავლების მოცულობას მნიშვნელოვნად ამცირებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"სოციოლოგების ინფორმაციით, საშუალო ფენიდან, რომელიც ლარის დევალვაციამდე ქვეყანაში 20% იყო, ნახევარმა, უკვე გადაინაცვლა ღარიბთა ფენაში. ახლა მათი ოდენობა ქვეყნაში დაახლოებით 10%-ია და ეს მაჩვენებელიც დროთა განმავლობაში გაუარესდება, თუკი ლარის კურსი არ გამყარდება. ექსპერტი სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე ვარაუდობს, რომ მდგომარეობა სოციალურ ამბოხამდეც მივა, თუკი ხელისუფლება მდგომარეობის გამოსწორებას არ შეეცდება. აროშიძის თქმით, ლარის კურსით გამოწვეული პრობლემა პირდაპირ აისახა მოსახლეობის ცხოვრების წესსა და შემოსავლებზე. როცა ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული და ეროვნული წარმოება არ გააჩნია, ყოველთვის გასაჭირშია. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა სურსათისა და სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირების ტენდენცია, მაგრამ ჩვენთან ამ პრობლემას ლარის გაუფასურებაც დაემატა. შემოსავლები ან საერთოდ არ იზრდება, ან იმდენად მცირე ტემპით მატულობს, რომ ხალხი ვერც კი გრძნობს. კომუნალური მომსახურებაც ძვირდება, რის გამოც არათუ დაბანდებისთვის, ხალხს ფული პროდუქტის მოსამარაგებლადაც არ ყოფნის. შემოსავლების ნაწილი შთანთქა ინფლაციამ, ნაწილი - გაძვირებულმა პროდუქტმა და ცხოვრება კიდევ უფრო გაჭირდა. საშუალო ფენის კრიზისია ქვეყანაში. მათი საკმაო ნაწილი გაღარიბდა და ახლა ეს კატეგორია 10%-მდე დავიდა, ხოლო ღარიბებმა ღატაკთა ფენაში გადაინაცვლეს", - განაგრძობს გამოცემა.

"აროშიძს თქმით, თქმით, თბილისში ეს პრობლემა დიდად არ ჩანს, მაგრამ რეგიონებში მცხოვრებლებს ძალიან უჭირთ. საშუალო შეძლების ადამიანი რეგიონებში უკვე დიდი იშვიათობაა. ხალხს იმდენად უჭირს, არ გამოვრიცხავ, ეს კრიზისი სოციალურ უკმაყოფილებაშიც გადაიზარდოს. ხელისუფლება ვითარებას თუ ვერ გამოასწორებს, საპროტესტო ტალღას მიიღებს. წინ საახალწლო პერიოდია, როცა ფულს უნდა ხარჯავდნენ, მაგრამ, რეალურად, შემცირებული შემოსავალი გასაქანს ვერ იძლევა. ხალხში გროვდება გულისწყრომა და ამან შეიძლება, გაზაფხულზე ამოხეთქოს კიდეც. სამსახურიდან თუ დაითხოვეს, დიდ ქალაქში რაღაცას გააკეთებს ადამიანი, "ტაქსაობას" მაინც ეცდება, რაიონებში ესეც კი არ არის შესაძლებელი. ფაქტობრივად, თბილისისა და ბათუმის გარდა, ყველგან მძიმე ვითარებაა. ამ ქალაქებშიც ჭირს, მაგრამ სხვა რაიონებსა და სოფლებში ხალხი შიმშილობს, უამრავია ასეთი ოჯახი მთელი საქართველოს მასშტაბით", - წერს სტატიის ავტორი

მისაღებია თუ არა, სამოქალაქო პროტესტის მიზნით, ძეგლებზე პირბადეების აკვრა?

"თბილისში, ძეგლების პირბადებით შენიღბვის აქციამ, რომელიც "ჟანგბადის ნინძებმა" მოაწყვეს, მოსახლეობაში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. ნაწილის აზრით, აღნიშნული პერფორმანსი კარგად გამოხატავს დედაქალაქის მცხოვრებთა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რომელიც ჰაერის დაბუნძურებას უკავშირდება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთება არაშესაფერისი საქციელია. გუშინ, დილით თბილისში არსებული ძეგლთა ნაწილი მოქალაქეებს პირბადით შენიღბული დახვდათ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე შენიღბულია გიორგი ლეონიძის, გალაკტიონის, ილიასა და აკაკის, მიხეილ თუმანიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა ძეგლები. აღნიშნულმა პერფორმანმა თბილისის ვიცე-მერის უკმაყოფილება გამოიწვია. მისი თქმით, ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეეძლოთ ამისი გაკეთება და არა - ძეგლების შეურაცხყობის გზით. ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა სანქციები, აუცილებლად გავატარებთ.
თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა და დადგინდა, რომ აღნიშნული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით,
მისაღებია თუ არა, სამოქალაქო პროტესტის მიზნით, ძეგლებზე პირბადეების აკვრა?

"არ მგონია, ეს კრიმინალი იყოს. ვიღაცას ასე სურს პროტესტის გამოხატვა იმიტომ, რომ ცუდი ჰაერია. ეს ადამიანები გამოხატავენ თავიანთ უკმაყოფილებას და რა არის ამაში ცუდი, ვერ გავიგე", - აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა

"ძალიან მისაღებია. ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი აქციაა, მათ შორის, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ჩატარებულა. მით უმეტეს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია. ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, თუ რა დაინახეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამაში მიუღებელი. ეს არის ძეგლები და არა ადამიანები", - აცხადებს კინომცოდნე ლელა ოჩიაური

"მე ვფიქრობ, საკმაოდ კრეატიული ფორმაა პროტესტის გამოსახატად. რა თქმა უნდა, მისაღებია, ამაში მიუღებელი არაფერია", - დასძენს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ახალი პრეზიდენტი "პრეზიდენტის სასახლეში" აღარ შევა

"ბავშვების ბაღებსა და სკვერებში ჩაყვანაც უკვე საგანგაშოა!"

ტყიბულის ტრაგედიის გამო ორ თანამდებობის პირს დააკავებენ?!
პუტინის ულტიმატუმი საქართველოს - რა გველის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში

"რეალურია, "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს სალომე ზურაბიშვილს"
რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა

მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიგვიღონ?
ცივი ომის შემდეგ ნატო-ს არც ერთ სამიტს არ გამოუწვევია ასეთი შიშნარევი მოლოდინი
ახალი შენობების 70% არაეკოლოგიურია
ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"