არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2017
"ამათ ვუტირებ ყოფას!" - სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას უკვე ღიად უპირებს დამხობას

შესაძლოა თუ არა კიევის მოვლენების ფონზე სააკაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ პრობლემად იქცეს

მკვლელობის დღეს ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა ფიზიკაში 10-იანი მიიღო

* * *
"ამათ ვუტირებ ყოფას!" - სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას უკვე ღიად უპირებს დამხობას

"უკრაინის ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ბრძოლის დრამა უჩვეულოდ და კომიკურად გრძელდება. გუშინ უკრაინის სპეცსამსახურებმა ჯერ სახურავიდან ძლივს ჩამოიყვანეს და ხელბორკილებით მიკროავტობუსში ჩასვეს ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მაგრამ მისი გადაყვანა ვერ შეძლეს და შეკრებილმა ხალხმა 4-საათიანი ბრძოლით მიკროავტობუსიდან დაიხსნა ლიდერი, რის შემდეგაც უკრაინის ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ბრალდებულმა სააკაშვილმა განცხადებით: "გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული! ამ ფარჩაკებს ვუტირებ ყოფას!" - მთელი თავისი მომხრეები რადასკენ პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით დაძრა. ამ მარცხის მიუხედავად, უკრაინის გენპროკურორი პირობას დებს, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე უახლოეს 24 საათში აუცილებლად წარდგება. უწყებამ ნაციონალურ პოლიციას სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების განკარგულებაც გადასცა, მიზეზად კი დასახელდა ის, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან მაშინ გაიქცა, როდესაც უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე უნდა გადაეყვანათ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ამათ ვუტირებ ყოფას! ეს ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე!" / სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას უკვე ღიად უპირებს დამხობას.

"გუშინდელი ამბების შემდეგ ორი სს-ის საქმეა აღძრული. პირველი ის, რომ უკრაინის გენპროკურატურა მას ბრალს სდებს მაიდნის დროს გადაყენებულ ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდისგან, კონკრეტულად კი პრორუს ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსგან 500 000 დოლარის დაფინანსების მიღებაში, აქციების საშუალებით სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გამო და ელექტრონული სამაჯურით მის შინაპატიმრობას ითხოვს. გარდა ამისა, გუშინ მეორე სს-ის საქმეც აღიძრა სპეცრაზმის მიკროავტობუსიდან მისი უკანონო გათავისუფლების ფაქტის გამო. ამ მთელ დრამაში უჩვეულო ისიცაა, რომ სააკაშვილს რუსული გეგმით გადატრიალების ხელშეწყობაში ედება ბრალი, თან ზუსტად იმავე მეთოდით, რომელსაც სააკაშვილი საქართველოშიც აქტიურად იყენებდა ხოლმე - ფარულ ჩანაწერებზე დაყრდნობით. სააკაშვილის განრისხებას ბრალდების შინაარსი იწვევს. როგორც ის აცხადებს, პუტინს მასზე დიდი მტერი არ ჰყავს და "როგორ შეეძლოთ ამ გათახსირებულებს რუსეთთან კავშირებში" დაედანაშაულებინათ?! ის აცხადებს, რომ მომხრეებთან ერთად უკრაინის პარლამენტის წინ განუსაზღვრელი ვადით დარჩენას აპირებს, ვიდრე "ხალხი ამ ფალსიფიკატორებს არ გადააყენებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"უკრაინაში სააკაშვილის ირგვლივ ატეხილი ამბების გამო დიდი გამოხმაურებაა თბილისშიც. მოქმედი და ყოფილი "ნაციონალები" აცხადებენ, რომ რაც უკრაინაში ხდება, პეტრო პოროშენკოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გარიგების შედეგია და ეს არის რუსული დაკვეთა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააანონსა, რომ საგანგებო მოქმედების რეჟიმში გადადის და დღეს, 14 საათზე მანიფესტაციას გეგმავს. თბილისში ასევე დაიწყო საუბრები ექსპრეზიდენტის ექსტრადიციის შესაძლებლობებზე. როგორც სააკაშვილის ადვოკატი, ასევე მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ გამორიცხული არ არის, საქართველოში ექსტრადირებაც განხორციელდეს, თუმცა ამას იურისტები გამორიცხავენ იმ მიზეზით, რომ თუ ეს სამართლებრივი დევნა ეხება იმ სავარაუდო დანაშაულს, რომელიც ჩადენილია უკრაინის ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილის დეპორტაცია არ მოხდება. ექსტრადირება გამორიცხა უკრაინის გენპროკურორმაც, რომელმაც საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, თუ რაში ედებოდა ბრალი ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და ახლა უკვე უკრაინულ ოპოზიციურ პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერ მიხეილ სააკაშვილს", - განაგრძობს გამოცემა.

"უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობასა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება. ბრალდების კონკრეტულ დეტალებზე კი გენპროკურორმა იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, სააკაშვილის მიზანი უკრაინაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. ამბობს, გამოძიება ფლობს ფაქტებს იმის თაობაზე, რომ უკრაინიდან გაქცეულმა ოლიგარქმა სერგეი კურჩენკომ სააკაშვილს შუამავლის მეშვეობით 500 ათასი დოლარი გადასცა და დაფინანსების სანაცვლოდ ითხოვდა იანუკოვიჩისა და მისი იმ აქტივების დაბრუნებას, რომლებიც მოსკოვში გაქცევის შემდეგ დაკარგეს. გენპროკურორმა ბრიფინგზე აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც, პროკურორის თქმით, სააკაშვილის პარტიის კიევის განყოფილების ხელმძღვანელი სევერიონ დანგაძე და ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს ნდობით აღჭურვილი პირი მოლაპარაკებებს მართავენ. ლუცენკოს თქმით, დანგაძემ რუსეთის საზღვრიდან გაქცევა სცადა, თუმცა სპეცრაზმის თანამშრომლებმა მისი დაკავება შეძლეს. ამოღებულია თანხის ნახევარი და მას უკვე წარუდგინეს ბრალი სახელმწიფო ღალატში. გენპროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს. გენპროკურორის თქმით, საქართველოში ექსტრადიციაზე საუბარი არ არის", - დასძენს გამოცემა.

"რადას დეპუტატებმა, პარტია "ბატკივშჩინას" ლიდერ იულია ტიმოშენკოს ინიციატივით, სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ასხნა-განმარტებისთვის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების დაბარება მოითხოვეს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არ მოხდეს სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევა. სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება უკრაინაში აშშ-ის საელჩოც. დიპლომატიური წარმომადგენლობა მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისა და ძალადობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. განცხადება გაკეთდა კრემლშიც. ვლადიმირ პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი უკრაინის თავის ტკივილია და ასეთს მტერსაც არ უსურვებენ", - წერს სტატიის ავტორი.

"ამათ ვუტირებთ ყოფას ადრე თუ გვიან - ყველა ოლიგარქს, ხალხის მძარცველსა და დამამცირებელს როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში! ეს ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე! მე ვარ დაბადებული გამარჯვებისთვის!" - სპეცრაზმის მიკროავტობუსიდან გათავისუფლების შემდეგ "რუსთავი 2"-თან ჩართვისას განაცხადა სააკაშვილმა და შემდეგ მომხრეებთან ერთად უკრაინის უმაღლესი რადასკენ გაემართა. ის წაყენებულ ბრალდებას ტყუილს, გავრცელებულ ჩანაწერებს კი გაყალბებულს უწოდებს და არ აპირებს დანებებას, სანამ "პოროშენკოსა და მის ბანდას" სახლში არ გაისტუმრებს", - დასძენს სტატიის ავტორი.

 შესაძლოა თუ არა კიევის მოვლენების ფონზე სააკაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ პრობლემად იქცეს

"მნიშვნელოვანი არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს ან არ აწყობს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაზე მაღლა სამართალი დგას", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიევში მიმდინარე პროცესებსა და სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი დღეს საქართველოში აქტუალური აღარ არის და მისი საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივ ჭრილში, შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება. "ის აღარ არის აქტუალური ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურები და სამართლის ნორმების საქმე. ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ და ამ პროცესში ჩართული იქნებიან ქართული შესაბამისი უწყებები. მთავარია სამართლებრივად მოქმედება, პოლიტიკური კუთხით კი, სააკაშვილი აღარ არის აქტუალური საქართველოში. მნიშვნელოვანი არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს ან რა არ აწყობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზე მაღლა და ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს საკითხი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - კიევში განვითარებული მოვლენების ფონზე, შესაძლოა თუ არა, რომ სააკაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ პრობლემად იქცეს?

ფიზიოლოგი თემურ ნანეიშვილი "თუ უკრაინის ხელისუფლების უნიათობა ასე გაგრძელდა, სავსებით შესაძლებელია, რომ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკურ პრობლემადაც იქცეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ნანეიშვილი.

"ეს კაცი არ ამთავრებს პროვოკაციებს. მე ის ვიცი, რომ მას სიკეთე არავისთვის მოუტანია, არც საქართველოსთვის 9 წლის განმავლობაში და არც უკრაინელებს აწყობიათ ცხოვრება. ეს პროვოკაციები ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს", - თვლის ჟურნალისტი ანა რატიანი.

"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. "ქართული ოცნების" პრობლემად შეიძლება იქცეს ის სოციალური ფონი, რომელიც ახალი წლის წინა პერიოდშია ქვეყანაში. ამის გამოყენება ნებისმიერ პოპულისტს შეუძლია", - ამბობს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე .

"სააკაშვილი ქართული პოლიტიკის პრობლემად რომ იქცეს, გამორიცხულია, მაგრამ დიდ სახელმწიფოებს ის უკრაინელების პოლიტიკურ პრობლემად რომ უნდათ აქციონ, ეს ფაქტია", - მიიჩნევს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

"არა მგონია, რომ კიევში განვითარებული მოვლენები ჩვენთვის უსაფრთხოა. ამას შესაძლოა, რევოლუცია არ მოჰყვეს, მაგრამ რაღაც ჩოჩქოლსა და მღელვარებას რომ გამოიწვევს, ცხადია", - დასძენს მომღერალი ირმა სოხაძე.

მკვლელობის დღეს ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა ფიზიკაში 10-იანი მიიღო

"პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ტრადიციულად მიმდინარეობს. თუმცა სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს დაძაბულ გარემოში უწევთ მუშაობა. სკოლის პერიმეტრს პატრულის ორი ეკიპაჟი იცავს. რამ გამოიწვია ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, ამ კითხვას თითქმის ყველას სვამს, თუმცა პასუხი არავის არა აქვს. მით უფრო, რომ ეჭვიმტანილები სკოლაში არაფრით გამორჩეულნი არ ყოფილან - არც სწავლით და არც სიცელქით. მეტიც, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა, გ.ბ.-მ ტრაგედიის დღეს ფიზიკაში ათიანიც კი მიიღო. "რეზონანსს" დაკავებულების კლასელებთან სურდა გასაუბრება, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან გუშინ მშობლებს ბავშვები სკოლაში პრაქტიკულად არ გამოუშვია. გაკვეთილებს მხოლოდ რამდენიმე ბავშვი დაესწრო და ისინიც მალე წაიყვანეს მშობლემა სახლში და მათთან შეხვედრა ვერ შევძელით. კლასის დამრიგებელი კი სკოლაში შეუძლოდ გახდა და მასთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. შესაბამისად ვერც მას გავესაუბრეთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მკვლელობის დღეს ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა ფიზიკაში 10-იანი მიიღო / სკოლის დირექტორის მტკიცებით, არც ერთი ბრალდებული მოზარდი "რისკ-ჯგუფის" კატეგორიას არ განეკუთვნებოდა.

"აღსანიშნავია, რომ 51-ე სკოლასთან მოსწავლეებს შორის 1-ლ დეკემბრის სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაკავებულია 5 ადამიანი. მათგან ორი მე-11 კლასელი მკვლელობის ბრალდებით, რომელთაგან ერთი დააკავეს 2 დეკემბერს, მეორე კი პოლიციას ორშაბათს ჩაბარდა. საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაკავებულია გ.ბ. და გ.ჯ. ორივე არასრულწოვანი პირველ ექსპერიმენტულ სკოლის 11-ე კლასის მოსწავლეა. სკოლის დირექტორის, ხათუნა ბარაბაძე თქმით, სკოლაში შეტანილი ჰქონდათ თუ არა ბავშვებს ცივი იარაღი არ იცის. რადგან იმ დღეს ჩხრეკვა არ ჩაუტარებიათ, თუმცა არც რაიმე უცნაური შეუმჩნევიათ", - აღნიშნავს გამოცემა.

"სკოლაში 2700 მოსწავლეა და ბუნებრივია, ყველას ვერ ვიცნობ. დირექტორი, როგორც წესი, იცნობს ან ძალიან წარმატებულ მოსწავლეებს, რომლებიც თავს გამოიჩენენ და გამოდიან კონფერენციებში ან კიდევ ძალიან ცელქებს. დაკავებული ბავშვები კი არცერთ კატეგორიას განეკუთნებიან. შესაბამისად ვერც მათ და ვერც მის ოჯახს ახლოს არ ვიცნობდი. ტრაგედიის დღეს ერთი სკოლაში იყო, ჩვეულებრივ ესწრებოდა გაკვეთილებს. დამრიგებელმა მითხრა, რომ მე-6 გაკვეთილის დასაწყისში შეამოწმა და ესწრებოდაო. ექნებოდა თუ არა თან ცივი იარაღი, ვერ გეტყვით ჩხრეკვა არ ჩაგვიტარებია. ჩხრეკვას ვატარებთ იმ შემთხვევაში თუ დაკვირვების შედეგად რაღაც გამოჩნდა ან ვინმესთან კამათი აქვს, უცებ ვატარებ, რომ ფატალური შედეგი არ დაგვიდგეს სკოლაში", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ბარაბაძე.

"თუ დაკირვების შედეგად აღმოჩნდება, რომ საეჭვოდ მოძრაობენ, მაშინაც ვატარებთ. ახლა მსგასვი არაფერი შეგვიმჩნევია არც მე და არც მანდატურს. ასევე გვყავს რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ცალკე ჯგუფი სხვადასხვა კლასებიდან გამოყოფილი. დატვირთული ქცევით და ოჯახური პრობემებით. მათთან ჩვენი რესურსებით ვცდილობთ, რომ ფსიქოლოგიური დახმარება აღმოვუჩინოთ. რომ გითხრათ, დიდი შედეგი გვაქვს, ასე არ არის, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ესენი ამ რისკის ჯგუფში არ შედიოდნენ. რათ უნდოდათ დანა და რატომ წავიდნენ 51-ე სკოლასთან, არ ვიცი. ასევე უცნობია, რატომ დაურეკა მეგობარმა და დაიბარა ამ სკოლასთან. ზოგადად კი ხელი მაქვს მოწერილი და ამ საკითხზე მეტს აღარ ვისაუბრებ", - დასძენს დირექტორი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."
ავთო სილაგაძე - "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა"

რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს

სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?