არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2017
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2017 ვინ და რისთვის იყენებს სააკაშვილს უკრაინაში

მთავრობა ხალხს ამცირებს და ხელფასებს ზრდის

უნდა მოხდეს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება?

                         * * *
ვინ და რისთვის იყენებს სააკაშვილს უკრაინაში

"კიევში მიმდინარე პროცესები დონბასს უკავშირდება, - აცხადებენ ანალიტიკოსები. მათი თქმით, თუ სიტუაცია გამწვავდა, უკრაინაში მდგომარეობა რამდენიმე რეგიონის მიმართულებით დაიძაბება, რამაც შესაძლოა, ისედაც დაშლილი უკრაინა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოაჩინოს. უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილი მოახერხებს მაიდნის მსგავსი კრიზისის შექმნას, კიევში მიმდინარე პროცესები აუცილებლად დასრულდება უკრაინის ტერიტორიის დე იურე დაშლით. ეს, თავის მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს განუსაზღვრელად დააყოვნებს. ბოძაშვილის შეფასებით, პრობლემის თავი არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების ტოტალური უუნარობაა, არამედ ის, რომ არც აშშ-ს, არც ევროკავშირსა და არც რუსეთს არსებული სტატუს-კვო უკრაინაში არ აწყობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კიევში არეულობებმა უკრაინა შესაძლოა, დაშლის ზღვარზე მიიყვანოს / "რუსეთი დასავლეთ უკრაინაში ეთნიკური უმცირესობების გამოყენებით შეეცდება სიტუაციის არევას".

"შემთხვევითი არაა, რომ სამივე აქტორი მეტ-ნაკლები თანაბრობით იცავს სააკაშვილს. საქმე ისაა, რომ ამერიკის ფარდობითად შესუსტებული ლიდერობის გამო რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს მომენტით და შეეცდება, სრულად აღადგინოს უკრაინაზე გავლენა, რაც მიუღებელია დასავლეთისთვის, თუმცა, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის შესუსტების ფონზე, სადაც ევროპა ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართვას აღმოსავლეთით, ასეთი განვითარების ალბათობა ძალიან იზრდება", - აცხადებს ბოძაშვილი. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ კიევის პროცესების პარალელურად რუსეთმა უკვე დაიწყო დონბასში გააქტიურება - "ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, თუ რა ხდება დღეს ამ რეგიონში. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, კიევში სიტუაციის აღრევა სწორედ დონბასს უკავშირდება. შეგახსნებთ, რომ სანამ სიტუაცია დაიძაბებოდა, 10 დღით ადრე, კრემლმა ფედერალური უშიშროების სამსახურის მიერ ე.წ. ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სამხედრო გადატრიალება ჩაატარა. ამ რეგიონში მოხდა სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლების დაპატიმრება, ხოლო მათი მთავარი ლიდერი გაიქცა რუსეთში", - განმარტავს მაისაია, რომლის თქმით, "ხელისუფლება გადავიდა ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ხელში", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს გადატრიალება მოახინა ე.წ. ვაგნერის ჯგუფმა, რომელიც რუსეთის კერძო კორპორატიულ არმიას წარმოადგენს, ის იმართება რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ. სწორედ ეს ჯგუფი მონაწილეობს ისეთ ოპერაციებში, როგორებიცაა სირიაში, ავღანეთში, მათი მხრიდან განახლდა საომარი მოქმედებები და შესაბამისად, დღეს უკვე მინსკის შეთანხმება ოფიციალურად დარღვეულია... თუკი კიევში დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, მას არ შეუძლია, გამოიყენოს უკრაინის არმია. როგორც ჩანს, აქ ძალიან სერიოზული ძალებია საქმეში ჩართული და სააკაშვილის გვერდით დგანან ისეთი ჯგუფები, როგორებიცაა ულტრანაციონალური არაკანონიერი ფორმირებები, ე.წ. ადგილობრივი მხედრიონელები, რომელთა მიმართაც უკრაინულ საზოგადოებას ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს. პარალელურად, კიევსა და სხვა ადგილებში რუსული აგენტურა გააქტიურდა. მხედველობაში მაქვს ტერაქტები და ჰიბრიდული ოპერაციები", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა ვახტანგ მაისაია.

"ის, რომ უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოავლინეს მიხეილ სააკაშვილის კავშირები იანუკოვიჩის მომხრე ძალებთან, იგივე სერგეი კურჩენკოსთან, შემთხვევითი არ ყოფილა. კურჩენკო არის ვიქტორ იანუკოვიჩის პირადი მოლარე, ამასთან, მისი შვილი არის იანუკოვიჩის მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორი. ის აფინანსებდა ანტიმაიდნურ ძალებს და სწორედ მან გახსნა ცეცხლი მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით. მას შემდეგ კი, რაც მაიდნის პროცესები წარმატებით დასრულდა, მოსკოვში გაიქცა. მას პირდაპირი კავშირები გააჩნია გაზპრომთან და სხვათა შორის, სწორედ ის აფინანსებს დონბასში რუს სეპარატისტებსაც - აი, ასეთ პიროვნებასთან დაამყარა სააკაშვილმა ურთიერთობა, რათა სიტუაციის აღრევა მოეხდინა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"არა მგონია, რომ უკრაინა იმაზე მეტად დაიშალოს, ვიდრე დღეს. იმიტომ, რომ ყირიმის ანექსია და რუსეთის ფედერაციასთან უკანონო მიერთება, ეს უკვე სერიოზული დარტყმაა. ამასთან, დონბასში არსებული ვითრება ყველას კარგად მოეხსენება. არის კიდევ გარკვეული ტენდენციები, რომ რუსეთმა შესაძლოა, დასავლეთ უკრაინაში ეთნიკური უმცირესობების გამოყენებით ხელი შეუწყოს სიტუაციის არევას... აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ სააკაშვილი პოლონეთში შევიდა უნგრეთიდან, სადაც ის დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. სააკაშვილის უნგრეთში ყოფნას ძალიან საინტერესოდ დაემთხვა პუტინის იქ ვიზიტი, რომლის შემდეგაც დაიწყო სააკაშვილის გააქტიურება და უნგრეთმაც ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა უკრაინას. ძალიან საინტერესო ფაქტია ისიც, რომ სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებას არ უარყოფს. სწორედ ამაზე მიანიშნა მისმა ყოფილმა მხარდამჭერმა მატვეი განაპოლსკიმაც. ის არის კრემლის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც კარგად იცნობს სააკაშვილს და განაცხადა, რომ ის იმართება გარე ძალებისგან", - მიიჩნევს მაისაია.

"აქედან გამომდინარე, გასაგებია, რისთვის იყენებენ მას. ბუნებრივია, ისეთი პოლიტიკური კონფიგურაციის ფონზე (რეალურად უკრაინაში მხოლოდ 3 პოლიტიკური ძალაა), კრემლისთვის მისაღებია, თუ ხელმძღვანელობაში მოვა ტიმოშენკო და მისი პოლიტიკური ანგაჟირებული ძალები, რადგან რუსეთისთვის მათთან ურთიერთობა უფრო ადვილი იქნება. აქ საინტერესოა ისიც, რომ სააკაშვილის აქტივობა დაიწყო მას შემდეგ, რაც გადაწყდა ამერიკელების მიერ უკრაინისთვის საბრძოლო შეიარაღების მიწოდების ფაქტი. ასევე ის, რომ საერთაშორისო ეკონომიკურმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და ევროკავშირი, გადაწყვიტეს, რომ 600-მილიონდოლარიანი დახმარება მიეცათ უკრაინისთვის. ამ საფინანსო დახმარების ფორმატში პოროშენკო აპირებდა, რომ გაეტარებინა რადიკალური რეფორმები კორუფციასთან ბრძოლაში. სწორედ აი აქ იმალება ძაღლის თავი. როგორც კი მძლავრი გეოპოლიტიკური პროექტის დაწყება დაანონსდა, უკრაინაში ვითარების არევაც დაიწყო", - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

მთავრობა ხალხს ამცირებს და ხელფასებს ზრდის

"ბიუროკრატიული ხარჯები, შემცირების ნაცვლად, იზრდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2018 წელს ადმინისტრაციული ხარჯი 77 მლნ ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებისა და სასაქონლო-მომსახურების ნაწილში. მთავრობის განცხადებები სრულიად განსხვავდება მისი მოქმედებისგან. რამდენიმე დღის წინ მინისტრები პირობას დებდნენ, რომ ხარჯების ოპტიმიზაციას მოახდენდნენ, მაგრამ სრულიად საპირისპირო ნაბიჯები გადადგეს. 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, შრომის ანაზღაურების კომპონენტში გათვალისწინებული იყო 1.399 მლრდ ლარი. მას შემდეგ, რაც სამინისტროები გაუქმდა და ხარჯების შემცირების პირობაც დაიდო, ამ მიმართულებით საბიუჯეტო გასაცემელი გაიზარდა. ახლა შრომის ანაზღაურების მიმართულებით 1,413 მლრდ ლარია გათვალისწინებული. მარტო ამ კომპონენტში მატება 14 მილიონი ლარია. ორიოდე დღის წინ პარლამენტმა მთავრობისგან სწორედ ასეთი გადამუშავებული პროექტი მიიღო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მთავრობა ხალხს ამცირებს და ხელფასებს ზრდის / "გადამუშავების" შემდეგ, ბიუჯეტი შრომის ანაზღაურების კუთხით 14 მილიონი ლარით გაიზარდა.

"საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, "ევროპული საქართველოს" წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებებით ბიუროკრატიული ხარჯები არ მცირდება, ხოლო სოციალური ხარჯები არ იზრდება. არადა, წესით, სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველი სამთავრობო ხარჯის დაზოგვა უნდა ყოფილიყო. "რასაც ჩვენ ვუყურებთ, 2018 წლის ბიუჯეტში პირიქით, ამ გაერთიანებების შედეგად ხარჯები 55 მილიონით არის გაზრდილი, თან მატება არ შეხებია პენსიას, შშმ პირების დახმარებასა და დევნილთა შემწეობას. მთავრობა, პირველ რიგში, არ აკლებს ბიუროკრატიულ ხარჯებს და ზრდა არ არის გათვალისწინებული სოციალური ხარჯების მიმართულებით", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მთავრობას მიდგომას უწუნებენ სპეციალისტებიც. ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ აღნიშნა, რომ ბიუროკრატიული ხარჯის ზრდა სოციალურ კომპონენტს ამცირებს, რაც მოსახლეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ცალსახად არ ვეთანხმები ბიუროკრატიული ხარჯის მატებას. სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებს უნდა ხარჯავდეს. საბოლო ჯამში ამ მიმართულებით წასული ფული აკლდება სოციალურ მუხლებს. ამ მხრივ წაგებული რჩება მოსახლეობა. ბიუჯეტში გათვალისწინებულია მაღალი ხელფასები, პრემია-დანამატები და ხალხის ფული იფლანგება ზემდგომების კეთილდღეობაში. ბიუჯეტზე როდესაც საუბრობენ, მოჰყავთ არგუმენტი, რომ იგი უნდა იყოს დიდი, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ. თუმცა რეალობა ისაა, რომ უფრო მეტად იზრდება ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც არ ამართლებს. სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა იყოს გეგმაზომიერი, რაც დაბალ გადასახადებსა და კერძო სექტორში მეტ ფულს გულისხმობს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მაკალათიამ.

"იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე სახელმწიფო უწყება გაუქმდა, სახელფასო ზრდას არალოგიკურად მიიჩნევს სამართლის სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი. მისი აზრით, ასეთი შემცირების ხარჯზე უნდა გაიზარდოს შრომის ხარისხი და ოდენობა, რაც ბიუჯეტში არ ჩანს და ამ შემთხვევაში ლოგიკას მოკლებულია 2018 წლის ბიუჯეტის დაგეგმარება -"ანაზღაურების ზრდა მიბმულია ეკონომიკურ ურთიერთობებთან, მიბმულია შესყიდვებთან და ა.შ. ციფრი, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში ამ კუთხით, ძალიან დიდია და არ შეესაბამება იმ პარამეტრებს, რომლებიც ჩვენ 2018 წლისთვის გვაქვს დაგეგმილი. ამიტომ ძალიან რთულია იმის თქმა, რის ხარჯზე და რატომ იზარდება ბიუროკრატიული ხარჯი. ყველამ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი სამინისტრო და უწყება უქმდება და სახელფასო ზრდა ამ შემთხვევაში, ცხადია, არ არის ლოგიკური. მეორე მოდელიც გვაქვს, შეიძლება, შევამციროთ სამინისტრო, მაგრამ ამ შემცირების ხარჯზე გავზარდოთ შრომის ხარისხი და ოდენობა, რაც ბიუჯეტში არ ჩანს", - აღნიშნა ჩარგეიშვილმა, რომლის თქმით, "ეს დაგეგმარება ამ შემთხვევაში ლოგიკას მოკლებულია", - განაგრძობს გამოცემა.

"მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემაც. მისი თქმით, მთავარი მიზანი სწორი მენეჯმენტი და მართვის ეფექტიანობის გაძლიერებაა, რომლის თანამდევი პროცესი ხარჯების ოპტიმიზაცია იქნება. მდინარაძემ ხაზგასმით დააფიქსირა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. "როდესაც ჩვენ რეფორმაზე ვლაპარაკობთ, მთავარია, დავინახოთ უმთავრესი მიზანი. ეს არ არის ის, რაც წარსულში ხდებოდა - ნათესავებისა და აქტივისტების დასაქმება, რომელიც გამჯდარია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ფსიქიკაში... მთავრობას 3-თვიანი ვადა მიეცემა იმისთვის, რომ ახალი მოდელის შექმნის შემდეგ, სწორედ სამინისტროებს დაევალოს, წარმოადგინოს სწორი და ოპტიმალური გეგმა, თუ რა სახის ოპტიმიზაციაა შესაძლებელი, ზუსტად რამდენით შემცირდება კადრები და რა რაოდენობის თანხის დაზოგვა იქნება შესაძლებელი", - განაცხადა მდინარაძემ. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ კი პარლამენტის პლენარულ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ სტრუქტურული რეფორმა 2018 წლის ბიუჯეტზე გავლენას ეტაპობრივად მოახდენს. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა იმ მოცემულობით, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს, თუმცა ახლა შეუძლებელია ითქვას, თუ რა ცვლილება განხორციელდება 2018 წლის ბიუჯეტში", - დასძენს გამოცემა.


უნდა მოხდეს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება?

"საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შერწყმა გარემოს დაცვის კომპონენტს არ დაასუსტებს და ამის საილუსტრაციოდ პარლამენტს გარკვეულ საკანონმდებლო გარანტიებს სთავაზობს. მთავრობის საპარლამენტო მდივან შალვა თადუმაძის განცხადებით, გარემოს დაცვის შესახებ კანონში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვის ბიუჯეტი არ შეიძლება, წინა წლის ბიუჯეტზე ნაკლები იყოს. ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მმართველ გუნდში კვლავაც არსებობს გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები. "ქართული ოცნების" წვერებს გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ. "გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით არის, როგორც გუნდში, ასევე ზოგადად, განსხვავებული მოსაზრებები. მთავარია, რომ გარემოს დაცვა პრიორიტეტი იყოს, ყურადღება არ მოაკლდეს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა. ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების შესახებ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, რადგან, მისი აზრით, ეს გარემოს დაცვის სისტემის დასუსტებას გამოიწვევს", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - რას ფიქრობთ, უნდა მოხდეს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება?

"აბსოლუტურად გაუმართლებელია გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება. იქნებ გაარკვიოთ, ვინ მოიფიქრა ეს და მისი პორტრეტი დაბეჭდოთ. მეორეც, რატომ უერთებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ესეც გაუგებარია. გარემო მარტო სოფელშია? საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს და ქალაქის გარემოს პრობლემებიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა მოაგვაროს? ეს იმდენად უგუნური გადაწყვეტილებაა, რომ ამან მმართველ გუნდშიც დაპირისპირება გამოიწვია. გარდა ამისა, მე კიდევ ერთი საკითხი მადარდებს, მე ვფიქრობ, ჩვენი დარგი - ურბანისტიკა რაც შეიძლება მალე უნდა გადავიტანოთ ეკონომიკის სამინისტროდან რეგიონალური განვითრების სამინისტროში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე

"სიმართლე გითხრათ, სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებები რა ამოცანებს ისახავს, არ ვიცი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრო, ამაზე ჩამოყალიბებული პასუხი არ მაქვს", - ამბობს ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა.

"გარემოს დაცვა თუ არ ვარგა, ისედაც დაღუპულები ვართ. ამ უწყებას იმდენი საქმე აქვს გასაკეთებელი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შესვლის შემდგომ ყველაფერი მეორე პლანზე გადაინაცვლებს", - მიიჩნევს დემოგრაფი ავთო სულაბერიძე.

"მე არ ვიცი, რითი ხელმძღვანელობს მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. კაცობრიობა იხრჩობა ამდენი გამონაბოლქვითა და დაბინძურებული ჰაერით. ყველგან იქმნება დამოუკიდებელი ორგანიზაციები და საქართველოში ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანო გარემოზე ეს სამინისტროა და მისი სოფლის მეურნეობაში გადასვლა მე არ მესმის. თუ პერსონალის შემიცირება უნდათ, ისე შეამცირონ", - დასძენს რეჟისორი გიორგი შენგელია.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."
ავთო სილაგაძე - "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა"

რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს

სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?