არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4478
EUR
1 EUR
2.8458
RUB
100 RUB
3.9292
16-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2017
იანვრიდან ხალხს დენი გაუძვირდება

რამდენად მისაღებია, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს?

***
იანვრიდან ხალხს დენი გაუძვირდება


“ახალ წელს მოსახლეობა გაზრდილი კომუნალური გადასახადით შეხვდება. დენის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებაზე უკვე მთავრობაშიც ალაპარაკდნენ. ენერგეტიკის სამინისტრომ ტარიფის ზრდა, ფაქტობრივად, დაადასტურა. "რეზონანსის" ინფორმაციით, ელექტროენერგია, სავარაუდოდ, 1-2 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი სატარიფო სხვაობა მძიმე ტვირთი იქნება ხალხისთვის, რასაც არ დაუშვებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ტარიფი 0,5-1 თეთრის ფარგლებში შეიცვლება. ენერგეტიკის სამინისტროს პოზიცია ტარიფთან დაკავშირებით გუშინ გახდა ცნობილი. მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანის ვარაუდით, გადასახადი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ჩიქოვანის თქმით,"ტარიფის კორექტირება სემეკის კომპეტენციაა. გენერაციის რამდენიმე ახალი ობიექტია შესული ექსპლოატაციაში. ჩემი აზრით, ტარიფი, სავარაუდოდ, გაიზრდება, თუმცა არა მნიშვნელოვნად, რომ ეს მძიმედ დააწვეს მოსახლეობას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიასი სათაურით იანვრიდან ხალხს დენი გაუძვირდება / ენერგეტიკის სამინისტრომ ტარიფის ზრდა პირდაპირ დაადასტურა, მატებას 1 თეთრის ფარგლებში ვარაუდობენ

"როგორც ცნობილია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის გატარების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფებს "თელასისა" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის წლის ბოლომდე დაითვლის. იმის ნაცვლად, რომ ტარიფების გაძვირების შანსი მინიმუმამდე დავიდეს, ეკონომიკა კვლავ ჩიხში შედის, რაც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება. ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ვარაუდობს, რომ დენის გაძვირების შემდეგ ცვლილება მოსალოდნელია მომსახურების დარგშიც, რაც ხალხს ცხოვრების პირობებს საგრძნობლად გაუუარესებს. ჯგერენაიას თქმით, არ ველოდი, რომ ტარიფის ზრდა მოხდებოდა, მაგრამ დღეს ვართ ისეთ რეალობაში, როცა ეს ცვლილება გარდაუვალია. ენერგეტიკის სამინისტრომ დენის გადასახადის გაძვირება თითქმის აღიარა. ახალ ტარიფს სემეკი ძალიან მალე დაადგენს. ეჭვგარეშეა, რომ იგი მოიმატებს, მათ შორის, კომუნალურ კომპონენტში. რამდენადაც ვიცი, მაღალია დენის იმპორტი და, შესაბამისად, მოხმარებაც გაზრდილია. ეს არის პირველი ფაქტორი, რასაც ემატება დოლარის კურსი და ასევე ნავთობის ფასიც. მომავალში გაზიც გაძვირდება. ველოდები, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გადასახადს სადღაც 1-2 თეთრის ფარგლებში გაზრდიან. ცხადია, რა მაჩვენებლითაც უნდა მოხდეს მატება, მოსახლეობისთვის მძიმე სოციალური ტვირთი იქნება, რაც ცხოვრების პირობებზე ძალიან უარყოფითად აისახება", - აღნიშნავს გამოცემა

"ენერგეტიკოსების შეფასებით, ლარის გაუარესებამ გადასახადებზე ნეგატიურად იმოქმედა, რაც მთავრობას გამოუვალ სიტუაციაში მოაქცევს. არაბიძის გამცხადებით, დენის გადასახადი აუცილებლად მოიმატებს, ეს აშკარაა. ლარი დოლარის მიმართ 2,70-ის ფარგლებშია, რაც სატარიფო პოლიტიკას შეცვლის. გაცვლითი კურსი 2,60-ის ფარგლებში რომ დასტაბილურებულიყო, რაღაც დონეზე ტარიფის შენარჩუნება მოხერხდებოდა - სამომხმარებლო ტარიფი მაინც დარჩეობოდა შეუხებელი. ახლა კი ეს წარმოუდგენელია. ყველას თავისებურად ესმის გაძვირება, მაგრამ 2 თეთრი ნამდვილად მაღალია, ასეთ ცვლილებას არ ველოდები. 0,5-0,1 თეთრის ფარგლებშიც რომ გაძვირდეს, ესეც ტიდი ტვირთია მოსახლეობისთვის, ამაზე მეტად არ უნდა მოხდეს ზრდა. ტარიფის მდგენელი ძირითადი კომპონენტი მაინც დოლარის კურსი იქნება, რითაც სემეკი იხელმძღვანელებს. ამდენად, სამომხმარებლო ტარიფის ზრდას უნდა ველოდოთ, თუ სავალუტო ბაზარზე ეს ვითარება შენარჩუნდება. სამწუხარო რეალობასთან ახლოს ვართ და უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ახალი ტარიფი გვექნება, როგორც ეს სემეკის მიერაა განსაზღვრული. ვფიქრობ, შეეცდებიან, გადასახადი უმნიშვნელოდ დაკორექტირდეს, რათა მოსახლეობის მდგომარეობაზე მტკივნეულად არ აისახოს. გაძვირების შემთხვევაში კი ალბათ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესს გაითვალისწინებენ. საფეხურებრივი ტარიფი ამ მიზნით დაწესდა, რომ საზოგადოების მოწყვლად ფენას გაეწიოს ანგარიში და მოსახლეობა ძალიან არ დაზარალდეს", - განაგრძობს გამოცემა

"სინამდვილეში კი გადასახადის ზრდით დაზარალდება არა მარტო სოციალურად დაუცველი ფენა, თითქმის ყველა ფენა, განსაკუთრებით მცირეშემოსავლიანი მოსახლეობა. ასე ფიქრობს ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე, რომელიც ბიზნესს მოუწოდებს, რომ საკუთარი მოგების ხარჯზე არ გაწიროს მოსახლეობა, რომელიც მიმდინარე ხარჯსაც ვერ უმკლავდება. აროშიძის თქმით, გადასახადებს კიდევ გააძვირებენ. ბუნებრივია, რომ ეს საშუალოზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის მტკივნეული იქნება. დღეის მდგომარეობით, საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, რომლის შემოსავალი შეზღუდულია ან აქვს მინიმალური შემოსავალი, მის დიდ ნაწილს კვებას, კომუნალურ გადასახადებსა და მედიკამენტებს ახმარს. როცა ამ ხარჯის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მატულობს (ამ შემთხვევაში კომუნალური ტარიფი), არათუ დაზოგვის საშუალება ექნება, არამედ თვიდან თვემდე თავის გატანაც გაუჭირდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიზნესს, რომ შეჩერების რაღაც მექანიზმი გამოიყენოს და არ გააძვიროს გადასახადი, რაც დიდ ტვირთად დააწყვება ხალხს და მსყიდველობით უნარს მნიშვნელოვნად შეამცირებს", - წერს სტატიის ავტორი

რამდენად მისაღებია, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს?


"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია სამი მოსმენით მიღებული და დამტკიცებულია, პრეზიდენტის არჩევის წესის საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაციები გაიმართება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. მდინარაძის განცხადებით, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის ჩასწორების საკითხზე მსჯელობა მიდის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
დეპუტატის აზრით, სამართლებრივად სწორი და მართებული არაა, პოლიტიკური თანამდებობის პირი პოლიტიკოსებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ადმინისტრაციული არჩევნების შედეგად მიღებულმა თანამდებობის პირებმა ერთად აირჩიონ. "ამ თემაზე მიდის კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. სესიაზე საერთო, გუნდის შიგნით საბოლოოდ შეჯერებული პოზიციით გამოვალთ. "პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩევის საკითხი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში კომპრომისის, კონსენსუსის შედეგად ჩაიწერა. ამასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის აზრი, მაგრამ მსოფლიოში ამის პრეცედენტები ნაკლებად არსებობს. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ საარჩევნო კოლეგიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ, მაშინ არ იყო გადაწყვეტილი, შემდგომი 2018 წლის საპრეზიდეტო არჩევნები პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესით ჩატარდებოდა. ამიტომ ლეგიტიმაციის გასაზრდელად კოლეგიური ორგანოს შემოღების წინადადებას დავთანხმდით. მდინარაძის თქმით, ახლა, როცა პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით 2024 წლისთვის ვირჩევთ და პრეზიდენტი 2024 წლის მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს, გადავწყვიტეთ, აღნიშნულ საკითხზე გუნდის შიგნით ვიმსჯელოთ. სასესიო კვირას პარლამენტის წინაშე საბოლოო გადაწყვეტილებით წარვდგებით. ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, რამდენად მისაღებია, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს?

"სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარადაა მიღებული. მთვარია, ყველაფერი კარგად და წესიერად წარიმართოს და არჩევის წესს მნიშვნელობა არ აქვს", - აღნიშნავს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე

"ჩემი აზრით, ქვეყნის პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდეს, მაგრამ ეს უცხო არ არის დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკისთვის და შესაძლებელია, რომ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩემი პირადი მოსაზრება კი ასეთია, რომ პრეზიდენტი საერთო სახალხო რეფერენდუმით იქნეს არჩეული." - აცხადებს იურისტი ქეთი ბექაური

"საერთოდ, ჯობია, რომ პრეზიდენტის არჩევა საყოველთაო კენჭისყრით მოხდეს, მაგრამ თუ ის უფლებები ექნება პრეზიდენტს, რაც ახლა აქვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ აირჩევს. ამჟამად პრეზიდენტს ჩვენს ქვეყანაში ძალიან სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუ მისი უფლებები ცოტათი გაფართოვდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ჯობია, საყოველთაო არჩევნებით იქნეს არჩეული, ხოლო თუ ისე დარჩება, როგორც ახლაა, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს."- დასძენს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიგვიღონ?
ცივი ომის შემდეგ ნატო-ს არც ერთ სამიტს არ გამოუწვევია ასეთი შიშნარევი მოლოდინი
ახალი შენობების 70% არაეკოლოგიურია
ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"
მთავარ პროკურორად წულუკიანის ნათელმირონს ნიშნავენ?

რუსეთი ლარსზე პრობლემებს სპეციალურად ქმნის

კატასტროფა - მაისიდან მოყოლებული, ორ დღეში საშუალოდ ერთი ადამიანი იხრჩობა
რას გადაურჩა სვანეთი - ნენსკრაჰესის მშენებლობა შეჩერდება მარგველაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - დაპირისპირება ამჯერად აჭარაში იწყება
ორი ყველაზე რეალური კანდიდატი 21 პრეტენდენტიდან

დიდი საკადრო წმენდა მმართველ გუნდში: რომელი გუბერნატორი დატოვებს თანამდებობას

გია ყანჩელის იდეა - საქართველოს ჰიმნი უნდა შეიცვალოს