არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2017
მეწარმეები ადასტურებენ, რომ დენის გაძვირებისთანავე პროდუქციას გააძვირებენ

უნდა შეიცვალოს თუ არა ნარკოპოლიტიკა?

"გადაწყვეტილია, სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ"

***
მეწარმეები ადასტურებენ, რომ დენის გაძვირებისთანავე პროდუქციას გააძვირებენ

“დენის გადასახადის გაძვირების შემთხვევაში ფასის ზრდა მოსალოდნელია მრეწველობის ყველა იმ დარგში, რომლის საწარმოო პროცესში ელექტროენერგიის წილი მნიშვნელოვანია. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ტარიფთან დაკავშირებული განხილვა დღეიდან იწყება. მოსალოდნელია, რომ გადასახადი მოიმატებს, რაც ენერგეტიკის სამინისტრომ ამ რამდენიმე დღის წინ, ფაქტობრივად, დაადასტურა. დენის გაძვირების შემდეგ, პირველ რიგში, წყლის ტარიფი მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება. თითქმის არ რჩება სამომხმარებლო ბაზრის ისეთი მიმართულება, სადაც ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში ფასი შენარჩუნდება. ასეთი გამონაკლისი არის პურის ღირებულება, რაც, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება. სამაგიეროდ, ფასების ზრდაზე უკვე ალაპარაკდნენ საცხობებში, სასაწყობო მეურნეობებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში. ამ ბიზნესის წარმომადგენლები უყოყმანოდ საუბრობენ პროდუქტის გაძვირების შესახებ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, მეწარმეები ადასტურებენ, რომ დენის გაძვირებისთანავე პროდუქციას გააძვირებენ / "ამჟამინდელი ფასის შენარჩუნებას ვერაფრით შევძლებთ. მომხმარებელსაც პრობლემა შეექმნება და მწარმოებელსაც"

"ორგანიზაცია "ჯეოარ პლუსი" სამგორის რაიონში ავეჯის საწარმოსა და სასათბურე მეურნეობას ფლობს. კომპანიის ხელმძღვანელი პაატა რაჭველიშვილი ამბობს, რომ დენის გაძვირების შემთხვევაში ფასის ზრდა მოუწევს, რაც საწარმოს საქმიანობაზე დიდად არ აისახება, მაგრამ მომხმარებელს დააზარალებს. რაჭველიშვილის თქმით, დღესდღეობით ნებისმიერი წარმოება დენის კომპონენტის გარეშე წარმოუდგენელია. გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულებაში იგი გარკვეულ ადგილს იკავებს და მცირე სატარიფო ცვლილებაც კი ფასზე გავლენას ახდენს. ჩვენი საწარმო 5000 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს თვეში. რამდენი პროცენტითაც მოიმატებს გადასახადი, ჩვენც იმავე მაჩვენებლით გავზრდით ფასს. გაძვირება მოგვიწევს როგორც ავეჯზე, ასევე სასათბურე მეურნეობაში წარმოებულ პროდუქტზეც. სიმართლე გითხრათ, წარმოებისთვის ეს არ არის დიდი ხარჯი, მაგრამ საკმაოდ მძიმე ტვირთია მომხმარებლისთვის. ყველაზე მეტად ამას სწორედ ხელმოკლე ადამიანები იგრძნობენ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რეალურად ასეა", - აღნიშნავს გამოცემა

"საკონდიტრო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დენის ტარიფის ზრდა გააძვირებს წარმოებას და იმპორტირებული პროდუქციის იმ ნაწილს, რომლის შენახვა დენის მოხმარებას უკავშირდება. ასეთი კი კვების სფეროს თითქმის ყველა მიმართულებაა. ამდენად, როგორც მეწარმეები ამბობენ, დენის გაძვირება სამომხმარებლო ბაზრისთვის მტკივნეული პროცესი იქნება. საკონდიტრო ბიზნესის წარმომადგენელთა თქმით, კომუნალური ხარჯი, რასაც შეიძლება ნედლეულის გაძვირებაც დაერთოს, საკონდიტრო ნაწარმის ფასზეც აისახება. კომპანია "დოდის" წარმომადგენელი შიშობს, რომ საფასო ცვლილება რეალიზაციაზე ცუდად იმოქმედებს. "რაც უნდა ვეცადოთ ფასის დაჭერა, წარმოუდგენელია, რადგან გაზრდილ ხარჯს ვერაფერს დავუპირისპირებთ. ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი მოსალოდნელ ცვლილებაზე, მაგრამ გადასახადში მცირე სხვაობაც კი ჩვენს საქმიანობაზე მტკივნეულად აისახება. გაგვიძვირდება არა მარტო კომუნალური გადასახადი, არამედ ნედლეულიც, რის გამოც ამჟამინდელი ფასის შენარჩუნებას ვერაფრით შევძლებთ. საბოლოო ჯამში, მომხმარებლისთვისაც პრობლემა იქნება და ჩვენთვისაც", - აცხადებენ კომპანიაში“, - განაგრძობს გამოცემა

"ტარიფის ზრდის შემთხვევაში მწარმოებლების ნაწილს სამეწარმეო ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასზეც აისახება. "პატარძეულის მეფრინველეობის" დირექტორ ოთარ მუჩიაშვილის ინფორმაციით, როგორც კი გადასახადი გაძვირდება, საფასო პოლიტიკაც გადაიხედება, რაც ბიზნესსაც დააზარალებს და მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს. მუჩიაშვილის თქმით, საწვავის ფასიდან დაწყებული, გაძვირდა აბსოლუტურად ყველაფერი, ერთადერთი დენის გადასახადი დარჩა და უკვე ისიც მოიმატებს. ასეთ შემთხვევაში პროდუქტი დაახლოებით 30%-ით გაგვიძვირდება. აქ არ არის მხოლოდ გადასახადზე საუბარი, სავალუტო კრიზისის გამო ისედაც ძვირის გადახდა გვიწევს, ფაქტობრივად, გაორმაგებული ფასით ვყიდულობთ ნედლეულს უცხოეთში. ცალკე საკრედიტო ხარჯიც მაღალია. ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი შეიცვლება. თუ პროდუქტის ფასი მოიმატებს, ვშიშობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კიდევ უფრო გაღარიბდება. ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და ახლა განსაკუთრებით საშიში გახდა. ლარის დევალვაციიდან გამომდინარე, სატარიფო ცვლილება მოულოდნელი არ არის, თუმცა ძალიან შეგვაშფოთა. საუბარი არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე, სავარაუდოდ, აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდება. ვფიქრობ, რეალიზაცია გაგვიჭირდება, საკმაოდ რთულ პრობლემას შევეჯახეთ", ბუნებრივია, რომ მოსახლეობის მხრიდან დიდ ინტერესს პურის ფასი იწვევს, თუმცა, როგორც მწარმოებლები ამბობენ, პური სოციალური პროდუქტია და მის გაძვირებას უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი ერიდებიან. ასე რომ, ელექტროენერგიის ტარიფის მატება ამჯერად პურპროდუქტების ღირებულებაზე არ იმოქმედებს“, -წერს სტატიის ავტორი

უნდა შეიცვალოს თუ არა ნარკოპოლიტიკა?

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დამატებითი არგუმენტების მოსმენა სჭირდება. "მე შემიძლია, დავადასტურო, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის "ქართულ ოცნებაში", არის განსხვავებული მოსაზრებები, ჩვენ გვჭირდება დამატებითი არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, რაღაცის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მოხმარების გაზრდას, პირიქით, საპირისპირო არგუმენტები გვჭირდება. ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი სიღრმისეული განხილვის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ორივე მხარეს არის არგუმენტები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მეც მჭირდება არგუმენტები, ჯერჯერობით არ მომისმენია სიღრმისეული არგუმენტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან". პარლამენტის თავმჯდომარე პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს სიღრმისეული ანალიზის წარდგენისკენ მოუწოდებს, რაც, მისი განცხადებით, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით,
უნდა შეიცვალოს თუ არა ნარკოპოლიტიკა?

"ის, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ, აბსოლუტურად გასაგებია და როგორც ვიცი, ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად, არც ხდებოდა მათი ციხეში ჩასმა. სხვა საკითხია თემა, რომელიც უკავშირდება ლეგალიზაციას. ბოლო პერიოდში კი კამპანია აგორდა - საკითხი ძალიან აქტუალური და გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის მიმზიდველი გახდა. პარადოქსული ამბავია, ჯერ არავის არ დაუმტკიცებია, რომ ნარკოტიკი, მსუბუქი იქნება თუ მძიმე, ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდის კამპანიით ხდება ყურადღების გადატანა. ჩემი აზრით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია არის დაუშვებელი. რაც შეეხება იმას, რომ მარიხუანას გამო ციხეში არ უნდა ჩასვან, ეს მისაღებია. მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს სხვაგვარი, დასჯა მასზე ზრუნვის პოლიტიკით უნდა შეიცვალოს, რისი მცდელობაც ახლა არის, მაგრამ არამც და არამც ეს არ უნდა გადიოდეს ნარკოტიკის ლეგალიზაციის გზაზე", - აღნიშნავს ფოლკლორისტი გია ბაღაშვილი

"ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, თუმცა მოსამზადებელია. ის, რაც ხდება, არის მოუმზადებელი გადაწყვეტილება. რეაბილიტაციის, მკურნალობის პროგრამა უნდა ვიცოდეთ, ვინ იმუშავებს ამ ადამიანებთან. აქ მთავარი საკითხი არის ჩადების პრობლემა და ამის გადაწყვეტა არის პოლიტიკური ნება - თუ ამაზე უარს იტყვიან ხელისუფლების წარმომადგენლები", - აცხადებს არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე

"შესაცვლელია, მაგრამ ძალიან ფრთხილად. ის, რასაც ითხოვენ, არის მაქსიმალური, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს მთელ საქართველოს. დიდი სიფრთხილით არის ეს ყველაფერი გადასაწყვეტი", - დასძენს რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი

"გადაწყვეტილია, სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ"

"მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუკი მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება, ივანიშვილმა იკითხოს, რადგან "მერე დაიწყება თავდავიწყება" და "ვარდების რევოლუცია" მონაგონი იქნება. ქართველი ექსპერტებისა და იურისტების თქმით, წესით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირება ხელს არ უნდა აძლევდეს, რადგან ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჯდომა პროცესებს ასე თუ ისე დაძაბავს როგორც "ნაციონალების" აქციების გამო, ისე საერთაშორისო ნეგატიური გამოხმაურებების გამო და ეს მმართველი ძალის "თავის ტკივილად" იქცევა. თუმცა სააკაშვილის თბილისში ექსტრადირება გამორიცხული რომ არ არის, ამაზეც საუბრობენ, რადგან პეტრო პოროშენკოსთვის "გამოსავალი", შესაძლოა, სწორედ ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში გამოგზავნა იყოს. მოხდება თუ არა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს სამართლებრივი საკითხია და არა პოლიტიკური", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "გადაწყვეტილია, სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ" / რას გამოიწვევს, თუკი მიხეილ სააკაშვილს თბილისში ჩამოიყვანენ და ციხეში ჩასვამენ.

"დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, როდის მოხდება ექსტრადირება და მოხდება თუ არა, ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან "თავად უკრაინაში არის მის მიმართ საკმაოდ სერიოზული ბრალდებები წაყენებული", თუმცა მიაჩნია, რომ "ნებისმიერი დამნაშავე ადრე თუ გვიან სასამართლოს წინაშე წარდგება. სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილმა ორგზის პრეზიდენტმა უკრაინაში "ასეთ ვითარებაში რომ ჩაიგდო თავი" - "რაც შეეხება ექსტრადიციას, ამ საკითხებს წყვეტს პროკურატურა, რამდენადაც ვიცი იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მე მაქვს, გაგზავნილია მოთხოვნა და ნამდვილად ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტს უკრაინის სასამართლო",- ამბობს კახიშვილი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამტკიცებენ, რომ მათ აქვთ უტყუარი ინფორმაცია კიევსა და თბილისს შორის შეთანხმებაზე და გადაწყვეტილია, სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ. გუშინ უკრაინის საელჩოს წინ "ნაციონალებმა" ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაც გამართეს. ნიკა რურუას თქმით, დიდი ალბათობაა, პოროშენკო შეეცადოს სააკაშვილის ექსტრადირებით მოშორებას და "ქართველი ხალხი არ აიტანს თავის მესამე პრეზიდენტს ციხეში"", - აღნიშნავს გამოცემა.

"ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ორ ოლიგარქს განზრახული აქვს, სააკაშვილი ჩამოიყვანონ საქართველოში და ის ციხეში მოათავსონ. თუ ეს მოხდება, "ისინი მიიღებენ იმ ერთადერთ ადეკვატურ პასუხს, რომელიც მათ უნდა მიიღონ". ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ქართულ ციხეში ჩასმის შემთხვევაში მხოლოდ მწვავე განცხადებებით არ შემოიფარგლებიან. "უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ ეს განზრახვა მათ ნამდვილად აქვთ. არ გაბედოთ უკრაინის ოლიგარქიულ რეჟიმთან შეთანხმება. ეს იქნება ქართული დემოკრატიის საბოლოოდ დასამარება, საბოლოო წერტილი, როცა "ოცნების ხელისუფლება" დამთავრდება", - განაცხადა დეკანოიძემ. შესაძლო ექსტრადირებაზე გუშინ მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა უკრაინის სასამართლოდან. "ივანიშვილმა იკითხოს, თორემ მე არ მეშინია. თუ უკრაინიდან გამოატანენ ჩემს თავს, მერე დაიწყება მაგათი თავდავიწყება. აქ იმხელა გამოცდილება მაქვს მიღებული, "ვარდების რევოლუცია" მოგონილია", - განაცხადა სააკაშვილმა. იურისტების განცხადებით, ექსტრადირება შესაძლებელია, მთავარია, რა შეთანხება იქნება კიევსა და თბილისს შორის", - განაგრძობს გამოცემა.

"ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, როდესაც სააკაშვილს უკრაინაში აქვს ბრალი წარდგენილი, წესით, მისი ექსტრადირება არ უნდა განხორციელდეს და უკრაინაში წარდგენილი ბრალის დამტკიცება ან უარყოფა უკრაინაში უნდა მოხდეს. მით უმეტეს, რომ სააკაშვილი დღეს საქართველოს მოქალაქეც არ არის და გამოდის, რომ მის ექსტრადირებას ის ქვეყანა არ ითხოვს, რომლის მოქალაქეობაც აქვს. თუმცა მაინც უშვებს ალბათობას, რომ შესაძლოა, "გამონაკლისის წესით" ექსპრეზიდენტი თბილისში გამოგზავნონ. მისი თქმით, სააკაშვილის თბილისში ექსტრადირება "ოცნებისთვის" დისკომფორტის შემქმნელი იქნება და, წესით, მისი ჩამოყვანა არ უნდა უნდოდეთ" - "ვფიქრობ, რომ ეს უკრაინაში სიტუაციას დაძაბავს. საქართველოში სააკაშვილს ისეთი მხარდაჭერა არ გააჩნია, რაც უკრაინაში, რადგან უკრაინას არ გაუვლია ის რეჟიმი, რაც საქართველოში ხალხმა გაიარა. თანაც, უკრაინაში ხელისუფლების ნდობა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების მიმართ ქართველების ნდობაა. აქიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ უნდობლობა არის, მაგრამ აგრესია დიდი არაა, უკრაინაში კი ეს აშკარაა. თუმცა სააკაშვილის ჩამოყვანა საქართველოს ხელისუფლებას მაინც არ უნდა უნდოდეს- მიიჩნევს ნიკოლაიშვილი, მისი თქმით, "ეს გარკვეული დისკომფორტი იქნება, გადაულახავი არა, ისეთი არა, რომ მასობრივი აქციები გამოიწვიოს, მაგრამ დისკომფორტი იქნება", - დასძენს გამოცემა.

"იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, იმის გათვალისწინებთ, რომ ექსტრადირებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, მოხდება თუ არ მოხდება სააკაშვილის ექსტრადირება, მტკიცებით ფორმაში რამე კონკრეტულის თქმა რთულია. ეს დამოკიდებულია ორი სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროებისა და საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებაზე. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში უკრაინის სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მისი ქვეყნის პროკურატურის მიერ ბრალდებული პირი სხვა ქვეყანას გაასამართლებინოს თუ გაასამართლოს თავად - "სააკაშვილთან მიმართებით ვერაფერს ვერ გეტყვით. შესაძლოა, საქართველოში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, მაგრამ ეს სულაც არ არის უპირობო საფუძველი უკრაინის სასამართლოსთვის, საერთაშირისო სამართლისა და უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, რომ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში წარმოებული საქმის პროცედურები დახუროს და საქართველოს გადმოსცეს", ამბობს ალაფიშვილი, რომელიც თვლის, რომ "თუ უკრაინაში საერთოდაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, საქართველოსთვის გადმოცემა კიდევ უფრო პრობლემური ხდება", - წერს სტატიის ავტორი.

"ლეგიტიმური კითხვა დადგება, ჩვენი სახელმწიფოს წინაშე აქვს დანაშაული ჩადენილი და ეს სასჯელი სხვა ქვეყანას რატომ უნდა შეასრულებინონ?! ამდენად, ერთმნიშვნელოვნად არც ექსტრადირების გამორიცხვა შეძლება და არც პირიქით. თუკი სააკაშვილი ქართულ ციხეში აღმოჩნდება, გამოსვლების მასშტაბები ისეთი არ იქნება, როგორც უკრაინაშია, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. უპირობოა, რომ საქართველოში ყოფილ პრეზიდენტს მხარდამჭერები ჰყავს და მათი რიცხოვნობა საქართველოს მასშტაბის გათვალისწინებით მცირე არ არის. შესაბამისად, დემოკრატიული პროცესები შეიძლება საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში წარიმართოს და მოქმედი პოლიტიკური სუბიექტებისთვის არცთუ სახარბიელო მიმართულებით შეიცვალოს. სააკაშვილის მსჯავრდებულად დაბრუნება გავლენას იქონიებს პროცესებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კვირიკაშვილის კადრების წმენდა, შემდეგი მღებრიშვილია - რომელ გუბერნატორებს გაუშვებენ მალე

ხორავას ქუჩის საქმე - "დაკავებული დ.ღ. დიდი ინფორმაციის მატარებელია, მას მკვლელებამდე მიყვანა შეუძლია"

პირამიდული ბიზნესის მორიგი მსხვერპლი - "პარლამენტი სირაქლემის პოზიციაშია..."
ტრამპს ნატოს წევრი მონტენეგროს დაცვა არ სურს - “ამან შესაძლოა მე-3 მსოფლიო ომი გამოიწვიოს”

ივანიშვილის არჩევანი - "ოცნების" შეკავშირება თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
ახალი პრეზიდენტი "პრეზიდენტის სასახლეში" აღარ შევა

"ბავშვების ბაღებსა და სკვერებში ჩაყვანაც უკვე საგანგაშოა!"

ტყიბულის ტრაგედიის გამო ორ თანამდებობის პირს დააკავებენ?!
პუტინის ულტიმატუმი საქართველოს - რა გველის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში

"რეალურია, "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს სალომე ზურაბიშვილს"
რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა

მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს