არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 13.12.2017
"საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ"

შეძლებს თუ არა სააკაშვილი საქართველოში იმავე ქმედებების წარმატებით გამეორებას, რაც უკრაინაში განახორციელა?

დენის გაძვირებაზე ვაჭრობა მიდის

***
"საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ"

“საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თავისი შესაძლო ექსტრადირების შესახებ აცხადებს, რომ "თუ ხელი წაუცდათ რამეზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოაყომარებს საქმეს, ვიდრე უკრაინაში". აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ თუ ის რეალურად ასე ფიქრობს, მაშინ, წესით, საქართველოში ექსტრადირებაც უნდა აწყობდეს, მაგრამ "თუ ჩამოვა და საკუთარი 15%-იანი რეიტინგით შიარაღებულ აჯანყებას მოაწყობს, მაშინ კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან მისი მოწინააღმდეგეებიც იარაღს მოჰკიდებენ ხელს, მათი რიცხვი კი გაცილებით მეტია". მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ საქართველო ექსტრადირებაზე ისევ მიმართავს უკრაინას, ეს შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ პირიქით გადაიგზავნონ რუსეთში ან მონღოლეთში. თუ ხელი წაუცდათ რამეზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე აქ," - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, "საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ" / რას გულისხმობს სააკაშვილი?

"რაც შეეხება მის გათავისუფლებას, სააკაშვილის თქმით, საქმის მოსამართლე მამაცი აღმოჩნდა და მითითებები არ შეასრულა, თუმცა შინაპატიმრობის პირობებშიც შეძლებდა აქციების გამართვას. "მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მე სახლში ჩამკეტონ და გარეთ არ გამომიშვან. მე სახურავიდანაც შემეძლო მიტინგების ჩატარება, მაგრამ გამომიშვეს. რაც მთავარია, მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი აქ იყო, მინისტრები, მთავრობის წევრები და ა.შ. ყველა გვერდზე დაგვიდგა. ჩემ მხარდასაჭერად შეიკრიბა ათეულ ათასობით ადამიანი. ეს არის კარგი შანსი, მოვახდინოთ ამ ხალხის კონსოლიდაცია და გავიმარჯვოთ. უკრაინაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ საქართველო დარჩეს გამარჯვებული", - განაცხადა სააკაშვილმა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ "ამ ავანტიურას უკრაინა არ წამოეგება", რადგან, მისი თქმით, "იოლად პროგნოზირებადია, რას მოუტანს უკრაინას სააკაშვილის ასეთი ავანტიურა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეკა ბესელიას თქმით, ეს არის კარგად წაკითხული წიგნი, სცენარი, რომელიც არაერთხელ ვიხილეთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინა, როგორც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ამ ავნტიურას არ წამოეგება. ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის ბრალდება - რუსულ კავშირებთან სააკაშვილის ბმა, რაშიც მას ბრალი აქვს წაყენებული, თუმცა ეს დადასტურდება თუ არა, სასამართლოს საქმეა და სასამართლო განსჯის, მაგრამ ეს მაინც არის საყურადღებო, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილთან დაკავშირებით, ამაზე პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განცხადებები. პოლიტიკური გუნდი და პარლამენტი, ბუნებრივია, ამ პროცესებში არ ჩავერევით," - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება საქართველოს პროკურატურის პოზიციას, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე აცხადებს, რომ საქართველოში ყველა იმ პირის ექსტრადირება განხორციელდება, რომლებიც ქართული კანონმდებლობით იძებნებიან. ვასაძის თქმით, თავის დროზე მივმართეთ უკრაინას რამდენჯერმე და მივიღეთ შესაბამისი პასუხები. ამ ეტაპზე განსაკუთრებული გარემოება იმისა, რომ ისევ მივმართოთ, არ არსებობს. მოლოდინი გვაქვს თითოეულ პირზე, ვისზეც ჩვენი კანონმდებლობით ძებნა არის გამოცხადებული, რომ რომელიმე სახელმწიფოში მათი დაკავების შემთხვევაში მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება. ანალოგიური მოლოდინი გვაქვს ნებისმიერ ძებნილთან მიმართებაში. პოლიტოლოგ იგორ კვესელავას აზრით, თუ სააკაშვილი თვლის, რომ საქართველოში პროცესების მართვა მისთვის ბევრად მარტივი იქნება, მაშინ, წესით, ექსტრადირებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობასაც უნდა დათანხმდეს, რათა ამ პერიოდში პროცესების მართვა მოახერხოს. თუმცა, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მისი საქართველოში ექსტრადირება წარმოუდგენელია, ამიტომ, ეს განცხადებები არაფერს ნიშნავს“, - დასძენს გამოცემა.

"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ პერიოდში ექსტრადირება არარეალურია, თუმცა, თუ მაინც ასე მოხდა, სააკაშვილს საქართველოში პერსპექტივა არ აქვს და ამას მისი პარტიის რეიტინგი მოწმობს. საყვარელიძის თქმით, ექსტრადირებას არ ველოდები იმიტომ, რომ ჯერ სადაც დანაშაულს ედავებიან, იმ ქვეყნის შესაბამისმა ორგანობმა უნდა იმუშაონ და თუ დააშავა, იქვე დაისაჯოს. ამის შემდეგ უკვე შეიძლება, დადგეს ექსტრადირების საკითხი. ამიტომ, ესქტრადირების თემა ამ სიტუაციისთვის არაფრის მოცემია. თუკი სააკაშვილი ამბობს, საქართველოში უფრო მოვახერხებ რამესო, ეს საეჭვოა, რადგან 2012 წელს მან აქ წააგო არჩევნები. მას მერე მისი პარტიაც რამდენიმე ნაწილად დაიშალა, ამასთან, "ნაცმოძრაობამ" რამდნიმე არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია. ასე რომ, სააკაშვილს აქ რაიმე პერსპექტივა გააჩნდეს, ძალიან მეეჭვება. თუ ჩამოვა და საკუთარი 15%-იანი რეიტინგით შეიარაღებულ აჯანყებას მოაწყობს, მაშინ კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან მისი მოწინააღმდგეებიც მოჰკიდებენ იარაღს ხელს და მათი რიცხვი გაცილებით მეტია," - წერს სტატიის ავტორი.

შეძლებს თუ არა სააკაშვილი საქართველოში იმავე ქმედებების წარმატებით გამეორებას, რაც უკრაინაში განახორციელა?


"უკრაინის პეჩერსკის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი საქმის მოსამართლე მამაცი აღმოჩნდა და მითითებები არ შეასრულა. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ შინაპატიმრობის პირობებშიც შეძლებდა აქციების გამართვას. "მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მე სახლში ჩამკეტონ და გარეთ არ გამომიშვან. მე სახურავიდანაც შემეძლო მიტინგების ჩატარება, მაგრამ გამომიშვეს. დღეს, რაც მთავარია, მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი აქ იყო,მინისტრები, მთავრობის წევრებიდა ა.შ. ყველა გვერდზედაგვიდგა. გუშინ ჩემმხარდასაჭერად შეიკრიბა ათეულათასობით ადამიანი. ეს არის კარგი შანსი, მოვახდინოთ ამ ხალხის კონსოლიდაცია დაგავიმარჯვოთ. უკრაინაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ საქართველო დარჩეს გამარჯვებული," - აღნიშნა სააკაშვილმა. რაც შეეხება მის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებას, სააკაშვილი აცხადებს, რომ აქ უფრო მარტივად "მოაყომარებს" საქმეს, ვიდრე უკრაინაში. "თუ საქართველო ექსტრადირებაზე ისევ მიმართავს უკრაინას, ეს შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ პირიქით გადაიგზავნონ რუსეთში ან მონღოლეთში. თუ ხელი წაუცდათ რამეზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე აქ," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, შეძლებს თუ არა სააკაშვილი საქართველოში იმავე ქმედებების წარმატებით გამეორებას, რაც უკრაინაში განახორციელა?

"ეჭვი მეპარება, რომ ამის განმეორება შეძლოს. იმიტომ, რომ ამას რა მოჰყვა, ეს 9 წლის განმავლობაში უკვე ვნახეთ. არა მგონია, ასეთი მახსოვრობაგარეცხილი ერი ვიყოთ, ეს არ გვახსოვდეს", - აღნიშნავს მომღერალი ირმა სოხაძე

"სააკაშვილი უდავოდ ნიჭიერი პოლიტიკოსია, ეს ფაქტია და თუკი უცხო ქვეყანაში მიაღწია ამას, მე არ გამოვრიცხავ, რომ საქართევლოშიც შეძლოს მობრუნება და როგორც საკუთარი, ისე იმ ძალების მობილიზება, რომლებიც მას ადრე რაღაცის გამო უპირისპირდებოდნენ. საზოგადოებაში უკვე შეიმჩნევა, რომ მისი ოპონენტების ნაწილი ისე აღარ აკრიტიკებს მას, როგორც ადრე", - აცხადებს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი

"ეს წარმატება მიღწეულია იმის ფონზე, რომ დღეს უკრაინაში პოლიტიკური სიტუაცია დაბალ დონეზეა. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად გათამაშებული სპექტაკლი როგორც სააკაშვილის, ისე პოროშენკოს მხრიდან. რისთვის არის ეს ყველაფერი, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს", - ამბობს ჟურნალისტი ანა რატიანი

"ვერ შეძლებს აქ წარმატების მიღწევას იმიტომ, რომ უკრაინელებმა ჯერ არ იციან, ვისთან აქვთ საქმე და ქართველებმა ვიცით. ჯერ ერთი, კიევში ცხოვრობს 5 მილიონი ადამიანი და მათი მრავალრიცხოვნობის ფონზე, ამ აქციაზე არცთუ ისე ბევრი ადამიანი იყო. მეორეც, იქ მარტო მიშას მომხრეები არ იყვნენ და თანაც, აქციაზე სხვა ბევრი მოთხოვნა იყო დაყენებული. უკრაინელები ჯერჯერობით ხიბლში არიან, ცოტა ხანი ვაცადოთ. მანამადე არ მოისვენებს სააკაშვილი, სანამ ორ პროვინციასაც არ დააკარგვინებს მათ. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მეცოდებიან კიდეც უკრაინელები, რადგან ისინი მოტყუებული არიან", - დასძენს ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა

დენის გაძვირებაზე ვაჭრობა მიდის

"ლარის კურსი და არსებული ინვესტიციები დენის სამომხმარებლო ტარიფის ზრდაზე გარდამტეხ გავლენას იქონიებს. რამდენადაც ეროვნული ვალუტა ბოლო დღეებში საგრძნობლად მყარდება, ხოლო 2018 წლიდან 2,45-2,50-ის დიაპაზონს დაუბრუნდება, მისი წნეხი ტარიფზე მინიმუმამდე დავიდა. სემეკის წარმომადგენლები და ენერგეტიკოსები ამჯერად კომპანიების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე ამახვილებენ ყურადღებას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე დღეს საუბარი შეუძლებელია. ჯერ ელექტოროენერგეტიკულ სექტორში 13 კომპანიისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი 3 კომპანიისთვის 2018-20 წლების საინვესტიციო გეგმა უნდა დამტკიცდეს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, დენის გაძვირებაზე ვაჭრობა მიდის / ტარიფში ლარის გაუფასურების მომენტი თითქმის გამოირიცხა, ახლა "საინვესტიციო ბრძოლა" მიმდინარეობს

"ენერგეტიკოს გია არაბიძის ინფორმაციით, დენის სამომხმარებლო ტარიფის განსაზღვრაზე, როგორც ლარის კურსი, ასევე არსებული ინვესტიციები გავლენას მოახდენს, მაგრამ არ მნიშვნელოვნად. არაბიძის თქმით, კაპიტალდაბანდება ტარიფზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ინვესტიციები არსებული ტარიფის ფარგლებში თუ ექცევა, არ იქნება პრობლემა, თუკი ინვესტიცია მეტია, რასაკვირველია, იგი გამოიწვევს ტარიფის ზრდას. ღირებულებას განსაზღვრავს ლარის კურსიც. თუ ლარისა და დოლარის მიმართება 2.50-დან 2.60-მდე იმერყევებს, დღევანდელი ტარიფი ამას გაუძლებს, მაგრამ თუ ზემოთ წავიდა, ამ შემთხვევაში პრობლემას შექმნის", - აღნიშნავს გამოცემა

"სულ სხვაგვარად ფიქრობს სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე. მისი აზრით, ეროვნული ვალუტის კურსი ტარიფებზე აისახება, თუმცა ამ ეტაპზე რა რაოდენობით მოიმატებს გადასახადი, რთული სათქმელია. ბერიძის თქმით, ლარის კურსის გაუფასურება, გარკვეულწილად, მოქმედებს ტარიფზე. აქედან გამომდინარე, ის ზეგავლენას იქონიებს ამ შემთხვევაშიც. უბრალოდ, ახლა არ შემიძლია დავასახელო რამე კონკრეტული ციფრი თუ რა მოცულობით და რა რაოდენობით იქნება ამგვარი ზემოქმედება", - წერს სტატიის ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა

მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიგვიღონ?
ცივი ომის შემდეგ ნატო-ს არც ერთ სამიტს არ გამოუწვევია ასეთი შიშნარევი მოლოდინი
ახალი შენობების 70% არაეკოლოგიურია
ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"
მთავარ პროკურორად წულუკიანის ნათელმირონს ნიშნავენ?

რუსეთი ლარსზე პრობლემებს სპეციალურად ქმნის

კატასტროფა - მაისიდან მოყოლებული, ორ დღეში საშუალოდ ერთი ადამიანი იხრჩობა
რას გადაურჩა სვანეთი - ნენსკრაჰესის მშენებლობა შეჩერდება მარგველაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - დაპირისპირება ამჯერად აჭარაში იწყება