არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2017
სააკაშვილს ქართულმა სასამართლომ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი ახალ წლამდე გამოუტანოს

გჯერათ, რომ პრემიერის ამ განცხადების შემდეგ გამოძიება სამართლიანად ჩატარდება?

***
სააკაშვილს ქართულმა სასამართლომ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი ახალ წლამდე გამოუტანოს
“დიდი ალბათობაა, რომ მიხეილ სააკაშვილს 22 დეკემბერს, 50 წლის იუბილეს მეორე დღეს, პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ და თან ეს განაჩენი ყველაზე სიმბოლურ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე დადგეს. უკვე თვეზე მეტია, პროკურატურა აანონსებს, რომ გირგვლიანის მკლელობაზე მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმე დასასრულს უახლოვდება და განაჩენიც მალე დადგება. შესაძლოა, ეს მოხდეს 22 დეკემბერს, როდესაც ჩანიშნულია მორიგი სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას და თუკი რაიმე მიზეზით პროცესი არ გადაიდება, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ არც არაფერია დარჩენილი - მოსამართლე განაჩენის გამოსატანად უნდა გავიდეს და შესაძლოა, იმავე დღეს გამოაცხადოს. სასამართლო პრაქტიკაში უმეტესად ასეა, განაჩენი იმავე დღეს ცხადდება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ექსპრეზიდენს 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიასი სათაურით სააკაშვილს ქართულმა სასამართლომ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი ახალ წლამდე გამოუტანოს
„ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, როდესაც საქმის მასალებს არ იცნობს, ასე კონკრეტულად თქმა, როგორი განაჩენი დადგება, რთულია, თუმცა ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ პირველი განაჩენი როგორი იქნება, რადგან ეს ერთგვარი პოლიტიკური მნიშვნელობისაა. მისი თქმით, სააკაშვილს ბრალი ედება იმაში, რომ წინასწარი შეთანხმება არსებობდა, გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული 4 ადამიანი მხოლოდ ცოტა ხნით იქნებოდა დაპატიმრებული, შემდეგ კი მათ პრეზიდენტი შეიწყალებდა და სწორედ ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. თუკი ამის მტკიცებულებები არსებობს, განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, თუმცა მოლოდინზე საუბარი მაინც არ სურს. ნიკოლაიშვილის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც უნდა დადგეს, პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება იქნება. სხვათა შორის, 21 დეკემბერს სააკაშვილი 50 წლის ხდება და ძალიან ცუდი საჩუქარი იქნება, თუ მეორე დღეს მას გამამტყუნებელ განაჩენს მიართმევენ საჩუქრად," - აცხადებს ნიკოლაიშვილი. განაჩენის გამოტანა შეიძლება მოხდეს ადგილზე, ან სათათბირო ოთახში და მოსამართლე შეზღუდული არ არის, იმავე დღეს 5 წუთში გამოაცხადებს განაჩენს თუ 5 დღის, ან ერთი თვის შემდეგ. გააჩნია, რა მოცულობისა და სირთულისაა საქმე. განაჩენის გამოცხადების გადადებისას წინა დღით შეატყობინებს მხარეებს, რომ განაჩენს აცხადებს. სავარაუდოდ, იმავე დღეს მოხდება გამოცხადება. 90% შემთხვევაში ცხადდება იმავე დღეს," - აღნიშნავს გამოცემა.
„ბოლო სასამართლო სხდომას ყველა მხარე მოუთმენლად ელის. დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გამოსვლა 13 დეკემბრის სასამართლო პროცესზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას და ამის გამო უარს ამბობს შეთანხმებით აყვანილი ადვოკატების მომსახურებაზე. ადვოკატების აცილების გამო გუშინ ექსპრეზიდენტს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. ახალმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ საქმის მასალების გასაცნობად სასამართლოს ერთი თვე სთხოვა, თუმცა მოსამართლემ ამისთვის 9-დღიანი ვადა მისცა. მისი განცხადებით, დაცვითი სიტყვის მოსამზადებლად თუკი ერთი კვირა არასაკმარისი აღმოჩნდება, 22 დეკემბერს სხდომაზე კვლავ დააყენებს დამატებითი ვადის მიცემის შუამდგომლობას. პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, დაცვის ტაქტიკა პროცესის გაჭიანურების მიზანს ემსახურება და "პროკურატურა არ აპირებს, დაეხმაროს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ტაქტიკის განხორციელებაში." მისი თქმით, "22 მოწმის ჩვენებისა და ორსაათიანი ვიდეომასალის გაცნობას ერთ კვირაზე მეტი არ სჭირდება." - განაგრძობს გამოცემა.
„მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი 4 ბრალდებიდან დასასრულისკენ ჯერ მხოლოდ ეს ერთია - გირგვლიანის საქმე, სადაც პროკურატურა ექსპრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავება, რაც 3-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წინასწარ არავინ იცის, დამდგარი განაჩენი გამამტყუნებელი იქნება თუ გამამართლებელი. "ნაციონალურ მოძრაობაში" მოლოდინია, რომ ექსპრეზიდენტს გაამტყუნებენ. "ნაცმოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ პროკურორსა და მოსამართლეს პოლიტიკური დაკვეთა აქვთ მიღებული, სააკაშვილს ახალ წლამდე გამოუტანონ გამამტყუნებელი განაჩენი და ამ საქმით "ანგაჟირებაც" ამას ემსახურება. ამიტომაც გუშინ პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო მოთხოვნით "შეწყდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა". გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინია "ქართულ ოცნებაშიც". პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები იმდენად საფუძვლიანია, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ადვოკატს გაუჭირდება, სასამართლო რაიმე საწინააღმდეგო პოზიციაში დააჯეროს. ვოლსკის თქმით, სააკაშვილმა ადვოკატები იმ საქმეს განარიდა, რომელიც აპრიორში წაგებულია. გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ეს თითქოს პიჯაკებს ეხება, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მის მიმართ სერიოზული ბრალდებებია წაყენებული," - წერს სტატიის ავტორი.

გჯერათ, რომ პრემიერის ამ განცხადების შემდეგ გამოძიება სამართლიანად ჩატარდება?

"მთავრობის მეთაური გიორგი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. "უცნობის" ბრალდებებს გიორგი კვირიკაშვილი ულტიმატუმით პასუხობს. პრემიერი ამბობს, რომ თუ გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება, ის მზად არის, პოსტი დატოვოს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ პრემიერ-მინისტრი ყოფილი მეგობრისგან ბოდიშს ელოდება. "უცნობისა" და პრემიერის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი გაჩეჩილაძის სიძის ფირმა "სიტროენ ჯორჯიას" ჯანდაცვის სამინიტროს ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. გაჩეჩილაძის თქმით, ტენდერის პირობები მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებს საგანგებოდ მოარგეს. მან პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, საკითხით დაინტერესებულიყო. პრემიერის განცხადებას მოგვიანებით თავად გაჩეჩილაძის სიძემ უპასუხა, თუმცა გამოძიების ობიექტურობის იმედი არ აქვს. როდესაც პრემიერი ამბობს, რომ თუ ეს დადასტურდა, მე გადავდგები, ეს არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, რომელმაც საქმე უნდა გამოიძიოს," - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, გჯერათ, რომ პრემიერის ამ განცხადების შემდეგ გამოძიება სამართლიანად ჩატარდება?

"მიუხედავად ამ განცხადებისა, სასურველია, რომ ეს წნეხად არ აღიქმებოდეს და გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს. არ მინდა, ეს განცხადება სხვანაირად აღვიქვა, ბატონმა გიორგიმ აბსოლუტურად გულწრფელად თქვა, ეს თუ დადასტურდება, მე გადავდგებიო. არა მგონია, რომ ეს რაღაც მინიშნება იყოს. არ მინდა, რომ ასე გავიგო. დიდი იმედი მაქვს, რომ ობიექტური დასკვნა დაიდება. აქ არ არსებობს არც მეგობრობა და არც ძველი ურთიერთობა. საზოგადოებისთვის არის ძალიან საინტერესო ამბავი", - აღნიშნავს მომღერალი ირმა სოხაძე

"აქ ჯერ სხვა თემაა განსახილველი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. მეგობრები და ძმაკაცები ასე საჯაროდ არ ლაპარაკობენ, მიდიან და პირადად უხსნიან მეგობრებს პრობლემის შესახებ. მეგობრებს შორის გაკიცხვა ტელევიზიით არ ხდება. თუ მეგობრები არიან, სასამართლოს გარეშეც გაარკვევენ. თუ მეგობრები არ არიან და მათ შორის შავმა კატამ გაიარა, მაშინ ყველაფერი მოსალოდნელია. უცნობი, ყველამ იცის, რომ ძალიან შეუპოვარია და ბოლომდე იბრძოლებს, არაფერს არ დათმობს. გვახსოვს, "მაესტროს" ამბების დროს რა სერიოზულ ბრძოლაში ჩაერთო. ამიტომ კვირიკაშვილს არ უნდა აწყობდეს მასთან ბრძოლაში ჩაბმა", - აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

"რა თქმა უნდა, წნეხად აღიქმება. ისედაც ვიცით, სამართალდამცავი ორგანოები რისი მაქნისები არიან. საქართველოში ობიექტურობის იმედი არ მაქვს", - დასძენს მსახიობი გია ბურჯანაძე
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2018
ქართველთმოძულე სეპარატისტთა საველე მეთაური, რომელიც ქართულ სოფლებს ატერორებდა აფხაზეთს "ენგურჰესის" დენი დეკემბერშივე აღარ ეყო ახდენს თუ არა სასამართლოზე ზეგავლენას საზოგადოებაში არსებული განწყობები?
"მთავარია, გქონდეს ფული..." - სამი კაცის დამჭრელის გამოშვების გამო საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება

სწორია თუ არა სასამართლო, როცა 3 კაცის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გამოუშვა?

ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან - ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში