არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 19.12.2017
გავლენიანი პანკისელები "დაეშის" რიგებში - "იუსტიციის მინისტრი" და "კონტრდაზვერვის" ხელმძღვანელი

ორი ფრაქციის შექმნა არის თუ არა "ოცნების" დაშლის დასაწყისი?

ბორჯომის ხეობას სტიქია ემუქრება!

***
გავლენიანი პანკისელები "დაეშის" რიგებში - "იუსტიციის მინისტრი" და "კონტრდაზვერვის" ხელმძღვანელი


“სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს, 39 წლის გიორგი მარგოშვილი, იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი და ტერორისტთა რიგებში მებრძოლებიდან ეს უკვე 26-ე დაღუპული პანკისელია. სხვადასხვა მონაცემებით, პანკისიდან ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში 50-დან 300-მდე ახალგაზრდაა წასული, ზოგი ოჯახებითაც კი. მათი ნაწილი "ისლამური ხალიფატის" რიგებში იბრძვის, ნაწილი - "ალ ქაიდას" დაჯგუფება "ალ ნუსრაში" და საქართველოდან წასულებს ორივე დაჯგუფებაში დღესაც რამდენიმე გავლენიანი მეთაური ჰყავთ, მათ შორისაა მურად (მუსლიმ) მარგოშვილი "ალ ნუსრაში", "ხალიფატში" კი გავლენიანია დაღუპული თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმა თამაზ ბათირაშვილი, რომელსაც კონტრდაზვერვის მიმართულება აბარია და, ასევე, ადამ გუმაშვილი, რომელიც "ხალიფატის" ე.წ. იუსტიციის მინისტრია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გავლენიანი პანკისელები "დაეშის" რიგებში - "იუსტიციის მინისტრი" და "კონტრდაზვერვის" ხელმძღვანელი

"ქართველი ექსპერტების განცხადებით, ბოლო დროს საქართველოდან რეკრუტირება შეჩერებულია, რადგან წასვლას აზრიც არ აქვს, "დაეში" პოზიციებს ყველგან აგებს და ახლა "ხალიფატი" ახალი ბირთვის შექმნაზე მუშაობს, მათ შორის საქართველოშიც. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთ კავკასიაში ხდებოდეს ახალი ბირთვის შექმნა, ასევე საქართველოშიც აქტიურად მუშაობს იდეოლოგიის ხაზი და აჰმედ ჩატაევის საქართველოში გადაადგილებამ დაადასტურა კიდეც ის ვარაუდი, რომ ახალი ბირთვის ჩამოყალიბება და დიდი იდეოლოგიური მობილიზაცია ხდება ჩვენთანაც. "ხალიფატში" აპირებენ "კავკასიური იმარატის" აღორძინებას, რაც ალბათ დეკემბრის ბოლოსთვის მოხდება. სტრუქტურები უკვე მზადაა და იგი "ისლამური სახალიფოს" ერთგვარი შვილობილი დაჯგუფება იქნება. ჩვენთან და აზერბაიჯანში რომელი დაჯგუფებები მოქმედებენ, ესეც საინტერესოა. მაისაიას თქმით, იდეოლოგია ისევ აქტიურად მუშაობს და შეიძლება თავისი მომხრეების ერთგვარი მობილიზაცია აქაც მოახდინონ. ჩატაევის საქართველოში გადაადგილება იწვევს ინსინუაციას, რომ აქაც ჰყავთ მიძინებული ქსელი და ახალი ბირთვის ჩამოყალიბება აქაც მოხდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ვინ იყო ფეიზულა კუშტანაშვილი, იგივე სალაჰაუდინ ალ შიშანი და რამდენი ადამიანია ტერორისტთა რიგებში საქართველოდან? ექსპერტები ამბობენ, რომ კუშტანაშვილი იყო "ალ ქაიდას" ბაზაზე შექმნილი დაჯგუფების საველე მეთაური და, ასევე, 2012 წლის ლაფანყურის ჯგუფის ერთ-ერთი გადარჩენილი წევრი. კუშტანაშვილის ოჯახის წევრები სოფელ დუისში სამძიმარს უკვე იღებენ. მას პანკისში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა, მეუღლე კი სირიაშია. ცნობისათვის, 2012 წელს, ოფიციალური ინფორმაციით, დაღესტანში გადასვლას ცდილობდა შეიარაღებული ჯგუფი, რომლის 7 წევრის ლიკვიდაცია მოხდა. ითქვა ისიც, რომ დანარჩენებმა, საუბარია 5-დან 10-ადამიანამდე, ხეობიდან თავის დაღწევა მოახერხეს. ექსპერტების მტკიცებით, ჯგუფის გადარჩენილმა წევრებმა საქართველოს ტერიტორია საქართველოს სპეცსამსახურების მიერ გაკეთებული დერეფნის მეშვეობით დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ. მათგან ერთ-ერთმა - მანსურ შუდინოვმა თავის ჩვენებაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გაავრცელა, თქვა, რომ სწორედ ფეიზულას ევალებოდა ლოპოტას ხეობიდან შეიარაღებული ჯგუფის საქართველო-დაღესტნის საზღვრამდე მიყვანა“, - განაგრძობს გამოცემა.

"ლოპოტას სპეცოპერაციის შემდეგ ჯგუფის რამდენიმე წევრი 2013 წელს სირიაში გადავიდა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ კუშტანაშვილი საკმაოდ ავტორიტეტული საველე მეთაური იყო, რომელიც ლოპოტას სპეცოპერაციის შემდეგ გადარჩენილი 5 ადამიანიდან ერთ-ერთია. მისი თქმით, პანკისის ხეობიდან ტერორისტთა რიგებში კიდევ რამდენიმე გავლენიანი ფიგურაა, მაგალითად, მუსლიმ მარგოშვილი, მაგრამ ის არ არის "ისლამური ხალიფატის" წევრი, ის "ალ ნუსრას" ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ასევე, გავლენიანია თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმა, რომელსაც კონტრდაზვერვის სამსახური ჰქონდა ჩაბარებული. არეშიძის თქმით, როგორც წესი, ქისტები კარგი მებრძოლები არიან და კარგად ჩანან ბრძოლებში. აჭარიდან და ქვემო ქართლიდანაც არიან საბრძოლველად წასულები და დაღუპულებიც, მაგრამ ვინაობას ოჯახები მალავენ. პანკისელების ამბავსაც ვერ გავიგებდით, რომ არა ის ტრადიცია, რომელიც გარდაცვლილის პანაშვიდზე კარის გაღებას და სამძიმრის მიღებას გულისხმობს და ამით ხდება ცნობილი. საქართველოდან, ჩემი აზრით, 100-120 ადამიანი იქნება წასული, თუმცა ზოგიერთ კვლევაში 300-საც ასახელებენ, მაგრამ მე ამის არ მჯერა", - დასძენს გამოცემა.

"ექსპერტის თქმით, ბოლო დროს საქართველოდან სირიასა და ერაყში საბრძოლველად უკვე აღარ მიდიან, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილი, აზერბაიჯანელი, ქისტი თუ ქართველი, აღმოჩნდეს ერაყში და საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს. ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ კუშტანაშვილი "ალ ქაიდას დაჯგუფების წარმომადგენელი და "კავკასიური იმარატის" საექსპედიციო კორპუსის უფროსის მოადგილე იყო. მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა დაჯგუფებაში. ის "ალ ქაიდას" წარმომადგენელი იყო, რომელიც, "ისლამური ხალიფატის" მსგავსად, ტერორისტული ორგანიზაციაა. კუშტანაშვილიც იყო ტერორისტთა სიაში. მონაწილეობდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში, მას გაუკეთეს კორიდორი საქართველოს სპეცსამსახურებმა და გაატარეს თურქეთში. შემდეგ შეუერთდა სირიაში მებრძოლებს და გახდა "კავკასიური იმარატის" საექსპედიციო კორპუსის ხელმძღვანელი. მის დაჯგუფებაში შედიოდა ის ხალხი, ვინც "კავკასიის იმარატის" მიერ იყო სირიასა და ერაყში წარგზავნილი ჯერ კიდევ 2013-14 წლებში, რათა "ალ ქაიდას" მხარეს ებრძოლათ", - ამბობს მაისაია. მისი თქმით, საქართველოდან წასული მებრძოლებიდან დღეს, ასევე, გავლენიანი არიან მუსლიმ მარგოშვილი, ადამ გუმაშვილი და კიდევ რამდენიმე. საუბარია, რომ სირიაში ძალიან ცოტა მებრძოლია დარჩენილი, ძირითადად ისინი ავღანეთში გადავიდნენ, რამდენიმე გადავიდა იემენში. დღეს "ისლამური ხალიფატი", იგივე "დაეში", ახალ ბირთვს ქმნის და ეს ძირითადად ავღანეთის, ლიბიისა და იემენის მიმართულებებია. საქართველოდან წასულები ძირითადად "ხალიფატის" რიგებში იბრძოდნენ, დაახლოებით 150-200-მდე კაცი, "ალ ქაიდას" შემადგენლობაში კი დაახლოებით 30-კაცამდე იბრძოდა და ამ 30 კაცში ორი - მუსლიმ მარგოშვილი და ახლა მოკლული კუშტანაშვილი საკმაო გავლენით სარგებლობდნენ. საერთო ჯამში, საქართველოდან 300-400 კაცი იქნება წასული, არა მარტო "სახალიფოს", არამედ სხვა ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში", - წერს სტატიის ავტორი.

ორი ფრაქციის შექმნა არის თუ არა "ოცნების" დაშლის დასაწყისი?


"პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნება" სამ ნაწილად იყოფა. პარასკევს, დღის ბოლოს, გაცხადდა, რომ საგაზაფხულო სესიაზე 86-კაციანი ფრაქცია "ქართული ოცნება" სამ ახალ ფრაქციად წარდგებოდა პარლამენტში. ერთი ახალი ფრაქციის თავმჯდომარე იქნება გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის", მეგობარი ბიძინა გეგიძე, მეორე ახალ ფრაქციას სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის, ბიზნესპარტნიორი გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს, ცოტათი შემცირებული ძირითადი ფრაქციის ლიდერი ისევ მამუკა მდინარაძე იქნება. ფრაქციის სამ ნაწილად გაყოფასა და იმაზე, რომ პრემიერისთვის ეს ჯერ ცნობილი არ არის, მოულოდნელი განცხადებით გამოვიდა მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, საგაზაფხულო სესიისთვის გადაჯგუფება ხდება და ჯერჯერობით გადაწყვეტილება იმ კონდიციამდე არ არის მიყვანილი, რომ პრემიერი ჩაეყენებინათ საქმის კურსში.
ფრაქციის გაყოფასთან ერთად საზოგადოებაში შეიქმნა ვარაუდი, რომ "ოცნება" დაშლის ზღვარზეა. პოლიტოლოგთა ნაწილმა უკვე დაიწყო საუბარი, რომ პარტია ნელა, მაგრამ მაინც მიდის დაშლისკენ. შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა, ვიხილოთ ახალი ოპოზიციური პარტია ან პარტიები, რომლებიც მმართველ გუნდს გამოეყოფიან", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, ორი ფრაქციის შექმნა არის თუ არა "ოცნების" დაშლის დასაწყისი?

"არ ვიცი, წინასწარ ამას ვინ იტყვის, თუმცა, შესაძლოა, არის კიდევაც. მაგრამ არ მიყვარს მონოლითური პარტიები. დაშლა არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მტრებად გადაიქცევიან, მთავარია, საქმე გააკეთონ ცალ-ცალკე თუ ერთად, ამას რა მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნავს თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა

"გააჩნია, როგორ შევხედავთ ამ საკითხს. მე მგონია, რომ ფრაქციების დაშლა ფულის გაკეთების სურვილს უკავშირდება. ისინი ქვეყნის სათავეში მხოლოდ იმისთვის არიან მოსულები, რომ ფული აკეთონ. ფრაქციას სხვა დამატებითი ხარჯები დასჭირდება, პლუს ხელფასები, პრემიები. უსუფაშვილმა თქვა, რომ დამატებითი ხარჯი იქნება დაახლოებით მილიონ ნახევარზე მეტი. მჯერა მისი, რომ მართლაც ასე იქნება. ასე რომ, ვფიქრობ, ფულის საკეთებლად და პრივილეგიებისთვის ხდება ეს. მათ ფულის გარდა სხვა მიზანი არ აქვთ. არა მგონია, რომ პრინციპული დაპირისპირება ჰქონდეთ. თუ ექნებათ, მხოლოდ ფულთან დაკავშირებით", - აცხადებს მხატვარი გია ბუღაძე

"შეიძლება არის დაშლის ზღვარზე, თუმცა ასევე შეიძლება სხვა მიზანიც ჰქონდეთ. მაგალითად, ვგულისხმობ დამატებითი პრივილეგიების მიცემას იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ფრაქციებს უხელმძღვანელებს. მაგრამ უფრო მეტად ბზარის გაჩენაზე მიანიშნებს", - დასძენს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი

ბორჯომის ხეობას სტიქია ემუქრება!


"ხანძარგამოვლილ ბორჯომის ხეობაში სტიქიური მოვლენების რისკი ძალიან გაიზარდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია გაზაფხულის პერიოდი, როცა ღვარცოფების საფრთხე დიდია და წინასწარ გადაუდებელი ზომებია მისაღები. როგორც აღმოჩნდა, მაღალი რისკის ზონაა სოფელი დაბა, რომელიც ბორჯომის ხეობის სიახლოვესაა. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, სოფელში ბუნებრივი კატასტროფების რისკი, შესაძლოა, ერთიორად გაიზარდოს. ქართველი ეკოლოგების შეფასებით, საფუძვლიანად უნდა მოხდეს ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლა, რაც მოიცავს როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პერიოდს გადამწვარი ტერიტორიის აღსადგენად“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბორჯომის ხეობას სტიქია ემუქრება! / გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ მოსალოდნელია ეროზია, წყალდიდობა, ღვარცოფი და სოფლების დატბორვა

"ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ბორჯომის ხეობაში მდგომარეობა მძიმეა და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. განმეორებითი ხანძრის შედეგად სტიქიური რისკფაქტორები ერთიორად გაიზარდა. 20-26 აგვისტოს ცეცხლი 752 ჰექტარზე გავრცელდა, საიდანაც 525 ჰექტარი ტერიტორია მეორედ დაიწვა და პირწმინდად განადგურდა 2008 წლის ნახანძრალზე გადარჩენილი ხეები. განსაკუთრებით მძიმეა უშუალოდ სტიქიის ზონაში - მდინარე ნაღვარევის ხეობაში, შექმნილი მდგომარეობა. ექსპერტების შეფასებით, მოსალოდნელი საშიში გეოლოგიური პროცესები საფრთხეს უქმნის სოფელ დაბის მოსახლეობას და დაუყოვნებლივ საჭიროა ზომების მიღება. სოფელი დაბა ახალი სტიქიის მოლოდინშია. ადგილობრივები შეშფოთებულნი არიან და ამბობენ, რომ მდინარემ, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს სოფელს. ნაღვარევის ხეობის გადაღმა მცხოვრები მესხიძეების ხუთსულიან ოჯახს კი ყველაზე ცხელ წერტილში უწევს ცხოვრება. ოჯახის უფროს სერგო მესხიძის თქმით, წვიმის დროს მდინარე ნაღვარევი, იგივე დაბისწყალი, ისე დიდდება, რომ სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მთლიანად იხერგება და მათი ოჯახი გზის და სასმელი წყლის გარეშე რჩება. ილონა დიასამიძე კი ამბობს, რომ 2008 წლის ხანძრის შემდეგ ადიდებული მდინარე მრავალჯერ გადმოსულა კალაპოტიდან და არაერთხელ დაუტბორავს ადგილობრივების ნაკვეთები", - აღნიშნავს გამოცემა.

"2008 წლის ხანძრის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ 2010 წელს სოფელი დაბა ერთხელ უკვე გადაურჩა დამანგრეველ სტიქიას. გარდა ამისა, ერთ-ერთი ორგანიზაციის ინფორმაციით, დასკვნაში არაერთხელ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მდინარე ნაღვარევის ხეობაში მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და გადაუდებელია სასწრაფო ზომების მიღება, რათა სოფლის მოსახლეობა მოსალოდნელი კატასტროფებისგან დაცული იყოს. სოფელ დაბისთვის განსაკუთრებით საშიშია გაზაფხულის პერიოდი. ზოგიერთ ფერდობზე მეწყრული პროცესები უკვე დაწყებულია. გაზაფხულზე უხვი ნალექის შედეგად, შესაძლოა, ხეობაში დაგროვილი ნარჩენი, დამწვარი ხეები, ლოდები და ჩამოშლილი ნიადაგი ღვარცოფულ მასად იქცეს და სერიოზული დარტყმა მიაყენოს სოფელს. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ნახანძრალი ფერდობები უკვე საძოვრებად იქცა და ხანძრის შემდეგ აქა-იქ წამოსულ ბალახზე ადგილობრივი მოსახლეობა საქონელს აძოვებს", - განმარტავენ ორგანიზაციაში“, - განაგრძობს გამოცემა.

"სპეციალისტების რეკომენდაციით, ნახანძრალ ტერიტორიაზე საჭიროა ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, ნიადაგის აღდგენა და ტყის საფარის გაშენება. მდინარე ნაღვარევის ხეობაში კი, პირველ რიგში, აუცილებელია მდინარის კალაპოტის გაწმენდა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რათა ხეობაში დაგროვილმა ღვარცოფულმა მასამ საფრთხე არ შეუქმნას ადგილობრივთა სიცოცხლეს. ქართველი ეკოლოგების ნაწილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სტიქიური მოვლენების შესაძლო საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას. მათი ვარაუდით, ჯერჯერობით ეს რისკი არ არის დიდი, მაგრამ ზომები აუცილებლად მისაღებია. როდის აღდგება დამწვარი ტყე, უცნობია, თუმცა ნახანძრალზე მცენარეები თვითაღდგენას დაახლოებით 3 წელიწადში ახერხებენ. როგორც "მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე, გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე განმარტავს, ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ტერიტორია შემოიღობება და პირუტყვი არ შევა. ჯერ უნდა აღდგეს ბალახის საფარი, შემდეგ ბუჩქოვანი მცენარეები, რის შემდეგაც ბუნებრივი განახლების პროცესს ხე-მცენარეებიც დაიწყებენ. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ რისკს, ეკოლოგი ამბობს, რომ ეს ცნობილი გახდება კომისიის მუშაობის შემდეგ და გაიცემა სათანადო რეკომენდაცია, რა უნდა გაკეთდეს ნახანძრალი ტერიტორიის აღსადგენად. ჩხობაძს თქმით, ზედაპირულად თქმა მიჭირს, სანამ კვლევის და კომისიის მუშაობის შედეგი არ გვეცოდინება. ფაქტია, რომ არ შეიძლება დამწვარი ხეების გამოტანა ტყიდან, რადგან მათ ჯერ კიდევ აქვთ შემაკავებელი ფუნქცია. პრაქტიკაში ტყის აღდგენის რამდენიმე მეთოდი არსებობს, კერძოდ, სატყეო შეთესვა, ნერგის შეტანა ან ბუნებრივი განახლება, რაც მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვასა და ნებისმიერი ჩარევის შეზღუდვას გულისხმობს", - დასძენს გამოცემა.

"სპეციალისტების რეკომენდაციით, საფუძვლიანად უნდა მოხდეს ნიადაგის შესწავლა და ყველა შესაძლო რისკის გათვლა, რაც შეიძლება ნახანძრალ ტერიტორიაზე გააქტიურდეს, პირველ რიგში, ეს ღვარცოფების მოსალოდნელი საფრთხეა. მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი რუსიკო სიმონიძე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ასეთი რისკი, შესაძლოა, არ იკვეთება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია, რისთვისაც შესაბამისი ზომებია მისაღები. სიმონიძის თქმით, ნახანძრალ ტერიტორიაზე სტიქიის საფრთხე ყოველთვის იკვეთება, პირველ რიგში, ეს არის ღვარცოფის საშიშროება. ამ მხრივ საფრთხე მოსალოდნელია, რის ასაცილებლადაც ზომები უნდა მიიღონ. პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ნახანძრალი ტერიტორიის საფუძვლიანი, ღრმა შესწავლა, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და რისკის ასაცილებლად ზომებიც მიიღონ. სოფელ დაბას ღვარცოფული მოვლენები თუ ემუქრება, მოსახლეობის დაცვა აუცილებელია, მაგრამ არ მგონია, ეს საფრთხე ჯერჯერობით იკვეთებოდეს. წყალმოვარდნის პერიოდი არის განსაკუთრებით გასათვალისწინებელი გაზაფხულზე, მაგრამ დასაბუთების გარეშე ამის თქმა მიჭირს. ცხადია, უნდა შეისწავლონ ნიადაგიც, რა მდგომარეობაა, მცენარეული საფარი როგორ განადგურდა. მასშტაბური ხანძარი იყო და იგი სამომავლოდ აბსოლუტურად ყველაფერზე იმოქმედებს. მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებებია მისაღები, რისი გათვლაც სპეციალისტების მიერ სწორად და დროულად უნდა მოხდეს. შეგახსენებთ, რომ კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორიების მდგომარეობის შესაფასებლად 2017 წლის 23 სექტემბერს, "გლობალ ფორესტ უოჩის" პროექტის ფარგლებში, იმყოფებოდა. სპეციალისტებმა ადგილზე შეაფასეს ბორჯომის ექვსდღიანი ხანძრის შედეგები, ნიადაგის საფარის მდგომარეობა და სტიქიის ზონაში მიმდინარე გეოდინამიკური პროცესები. ვიზუალური შეფასების საფუძველზე მომზადდა შესაბამისი პირველადი ანგარიში და რეკომენდაციები“, - წერს სტატიის ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."
ავთო სილაგაძე - "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა"

რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს

სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?