არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2017
დავით ებრალიძე - "დენის ტარიფის გაზრდით კანონი უხეშად დაირღვა- ტარიფში მხოლოდ გაწეული ხარჯი შეიძლება აისახოს და არა მომავალში გასაწევი"

250-მა აფხაზმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ათასმა კი უფასოდ იმკურნალა

"ოცნების" ძველი დაპირება კომუნალური გადასახადების შემცირებაზე წინასაარჩევნო ხრიკი იყო თუ არასწორი გათვლის შედეგად დაშვებული შეცდომა?

                                                   ***
დავით ებრალიძე - "დენის ტარიფის გაზრდით კანონი უხეშად დაირღვა- ტარიფში მხოლოდ გაწეული ხარჯი შეიძლება აისახოს და არა მომავალში გასაწევი"

"სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ტარიფის მატება განპირობებულია სამომავლოდ დარგში განსახორციელებელი ინვესტიციებით. ესე იგი, უკვე გაწეული ხარჯის ასახვა კი არ მოხდა ტარიფში, არამედ მომავალში გასაწევს წინასწარ უმატებენ, არადა, კანონი ამის უფლებას არ იძლევა. ტარიფი დგინდება "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 43-ე მუხლების შესაბამისად. ამ მუხლებში კი აღნიშნულია, რომ ტარიფში მხოლოდ გაწეული ხარჯი შეიძლება აისახოს და არა მომავალში გასაწევი. გამოდის, რომ ახალი ტარიფები კანონშესაბამისი არ არის, ეს აშკარაა - მარტივი ამბავია, თუმცა ამაზე ალბათ არ დაფიქრებულან", - აცხადებს იურისტი დავით ებრალიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დენის ტარიფის გაზრდით კანონი უხეშად დაირღვა / "ტარიფში მხოლოდ გაწეული ხარჯი შეიძლება აისახოს და არა მომავალში გასაწევი".

"მომავალში გასაწევ ხარჯს როდესაც ასახავ ტარიფში, ამან შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს. ის თანხა, რომელიც ძირითად საშუალებებს ხმარდება, ისევ ტარიფში ხვდება. ეს არა მარტო კანონითაა დაუშვებელი, არამედ ამან შეიძლება ტარიფის დუბლირება გამოიწვიოს. სემეკმა რადგან ტარიფი გაზარდა, მისი წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელი იყო, რაც არ ნიშნავს, რომ ეს ჭეშმარიტებაა. არსებობს სხვა გზაც. შეიძლება მომხმარებლებმა თავიანთი უფლებები სასამართლოს მეშვეობით დაიცვან, თუმცა ერთი და ორი ადამიანი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს... ტარიფის ზრდა, იქნება ეს ელექტროენერგიის თუ წყალმომარაგების, მიზერულიც რომ იყოს, მაინც ნეგატიურად იმოქმედებს მოსახლეობაზე. მათი შემოსავალი მხოლოდ გადასახადებში არ უნდა იხარჯებოდეს. კომუნალურმა ტარიფმა შეიძლება მოიმატოს რამდენიმე თეთრით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შეესაბამება ეს ცვლილება კანონს. არ არსებობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ებრალიძე და შეკითხვაზე - "ტარიფების ზრდა ალბათ პროდუქტებსა და სხვა სახის საქონელზე ფასის მომატებას გამოიწვევს" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა, ყველაფერზე იმოქმედებს. ფასები აუცილებლად გაიზრდება სამომხმარებლო საქონელზე. ამას გარდა, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზეც უარყოფითად აისახება. შეიძლება საწარმოებს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებულნი (ან ადგილობრივ ბაზარზე), პრობლემა შეექმნათ და ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობა დაეცეს. ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემაა".


250-მა აფხაზმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ათასმა კი უფასოდ იმკურნალა

“ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ აფხაზების რაოდენობა, რომლებიც უფასოდ მკურნალობისთვის ენგურს გამოღმა ჩამოდიან. 2017 წელს სამედიცინო მომსახურებისათვის ადმინისტრაციული საზღვარი 1 800-მდე აფხაზმა გადმოკვეთა, მათგან უფასოდ მკურნალობა-ოპერაცია ჩაუტარდა 968-ს; 2016 წელს აფხაზეთიდან უფასო ბენეფიციართა რაოდენობა იყო - 1 409. ამას გარდა, 250-მდე მათგანმა საქართველოს პასპორტი აიღო ცე ჰეპატიტისა და შიდსის პროგრამაში ჩასართავად. ამის შესახებ "რეზონანსს" აფხაზეთის მთავრობაში უთხრეს. ცნობისათვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს რეფერალური პროგრამა, რომელიც უფასოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის და ყველას, ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს, ნებისმიერ ქართულ კლინიკაში 15 000 ლარის ფარგლებში უფასო მკურნალობა-ოპერაციის მიღება შეუძლია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით 250-მა აფხაზმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ათასმა კი უფასოდ იმკურნალა

"აფხაზებისათვის უფასო სამედიცინო მომსახურების სტატისტიკა ასეთია: 2014 წელს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 450 ბენეფიციარს; 2015 წელს - 550-ს; 2016 წელს ეს რაოდენობა გასამმაგებულია - 1 409 ბენეფიციარს ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება; 2017 წელს კი 968 ბენეფიციარს. თუმცა 2017 წელს მომართვა იყო ორჯერ მეტი - 1800-მდე, რომელთაგან ნაწილს დაუფინანსდა მკურნალობა-ოპერაცია, ნაწილს - არა. როგორც "რეზონანსთან" საუბარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ამბობს, აფხაზეთიდან ძალიან დიდი იყო ისეთი ბენეფიციარების რაოდენობა, რომლებსაც მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით სურდათ ამა თუ იმ სამედიცინო კვლევის ჩატარება და ამიტომ გადაწყდა, რომ ეს მიდგომა შეცვლილიყო."ძალიან მაღალი იყო ეს ციფრი, უკვე ისეთი ადამიანები გვაკითხავდნენ, რომლებსაც უბრალოდ, პროფილაქტიკური მიზნით უნდოდათ კვლევების ჩატარება და იკვლევდნენ ყველაფერს მაშინ, როდესაც ჩვენ იმავე მომსახურების გაწევა არ შეგვიძლია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულიც იყო, ამიტომაც კომისიაში შევჯერდით იმაზე, რომ დაფინანსდებოდა მხოლოდ შემთხვევები, რომლებიც რეალურად საჭიროებდნენ სამედიცინო მომსახურებას და არა უბრალოდ კვლევები. ამან გაამართლა. ამის გამო სახელმწიფო უფასო პროგრამით მოსარგებლეების რაოდენობა შემცირებულია 1000-მდე, მაგრამ ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად უფრო მეტი ჩამოვიდა. 1800-მდე ბენეფიციარმა მოგვმართა, რომლებიც უფასო პროგრამაში არ არიან ჩართულები, ინფორმაციის მისაღებად, სად მიიღონ ესა თუ ის სამედიცინო მომსახურება, რომელ კლინიკაში ვის მიმართონ და ა.შ. და ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადამისამართდნენ," - ამბობს ბაკარაძე და აღნიშნავს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად, მაგალითად, ცხვირის პლასტიკის გასაკეთებლად ჩამოდიან აფხაზეთიდან. ბაკარაძის თქმით, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და ალბათ ახსნა-განმარტებაც არ სჭირდება, რომ ასეთებს ვერ დავაფინანსებთ," - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი თქმით, ეს ახალი რეგულაცია ძალაში 2017 წლის 1-ლი იანვრიდანაა შესული, რომლის შესაბამისადაც, გეგმური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან აღარ ხდება, სახელმწიფო მხოლოდ გადაუდებელ მომსახურებას აფინანსებს, მათ შორის გეგმურ სტაციონარსაც, ონკოლოგიურ პაციენტებსა და ბავშვებს. მისივე თქმით, ასევე, აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან 250-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა ცე ჰეპატიტისა და შიდსის სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად. საგულისხმოა, რომ სეპარატისტული ხელისუფლება შეშფოთებას არ მალავს აფხაზების ქართულ კლინიკებში სიარულის გამო. განცხადებებით გამოდიან, რომ მოსახლეობა საქართველოში გარბის კბილის ამოსაღებადაც კი, რის აღსაკვეთადაც დე ფაქტო ხელისუფლებამ მარტში აქტიური ბრძოლა დააანონსა. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა განაცხადა, რომ აფხაზებისთვის რუსეთში უფასოდ მკურნალობაზე სამედიცინო პოლისები დარიგდება და ამით სულ მალე აფხაზების ქართულ კლინიკებში მკურნალობას "სამუდამოდ დახურავს", - განაგრძობს გამოცემა.

"ქეთევან ბაკარაძის თქმით, გამორიცხულია, აფხაზებმა ქართულ კლინიკებზე უარი თქვან და მიუხედავად იმისა, რომ "აქტიური ბრძოლა გამოაცხადეს", სტატისტიკა არა თუ შემცირებულია, არამედ - გაზრდილი. ბაკარაძის თქმით, როდესაც ეს ინფორმაცია დაანონსდა, ითქვა, რომ ყველა "აფხაზეთის მოქალაქეს" უნდა დაურიგდეს ჯანდაცვის პოლისი და მათ ე.წ. სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა რუსულ კლინიკაში მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ დაკონკრეტებული არ იყო, რომ იგულისხმება კრასნოდარის ოლქში მდებარე სამედიცინო დაწესებულებები და არა, ვთქვათ, მოსკოვისა და პეტერბურგის წამყვანი კლინიკები. კრასნოდარის სამედიცინო მომსახურებას კი ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ, რადგან იქ მიღებული მომსახურების შემდეგ ჩვენთან ძალიან ბევრი პაციენტი ჩამოდის და ჩვენს მედიკოსებს უწევთ შეცდომების გამოსწორება. იქ სამედიცინო მომსახურების ძალიან დაბალი დონეა, ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. თავად პაციენტებიც ჰყვებიან. მისი თქმით, აფხაზეთში, ასევე, პროპაგანდაა, რომ საქართველოში ჩასულ აფხაზებს ამცირებენ და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას კატეგორიულად სთხოვენ. თუ ბენეფიციარები პირველად მოდიან, სასოწარკვეთილები გვეუბნებიან, რომ შვილი ჰყავთ ძალიან მძიმედ და იძულებულები არიან, რომ საქართველოს მოქალაქეობაც კი მიიღონ მკურნალობის საფასურად. ჩვენ ვუხსნით, რომ ამ პროგრამაში ჩასართავად საქართველოს მოქალაქეობის მიღება საჭირო არ არის და ეს ძალიან უკვირთ. გვპასუხობენ, რომ მათ აფხაზეთში ასე უთხრეს. სოხუმში ძალიან ძლიერი საინფორმაციო პროპაგანდაა, რომ აქეთ არ წამოვიდნენ, მაგრამ ეს მაინც არ მუშაობს. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ როდესაც სამკურნალოდ პირველად ჩამოდიან, მტრული განწყობა მაინც აქვთ, უმეტესად მამაკაცებს, მაგრამ მეორე-მესამე შეხვედრაზე უკვე კეთილგანწყობილები ხდებიან“, - წერს სტატიის ავტორი.

"ოცნების" ძველი დაპირება კომუნალური გადასახადების შემცირებაზე წინასაარჩევნო ხრიკი იყო თუ არასწორი გათვლის შედეგად დაშვებული შეცდომა?

"სემეკი კომუნალურ გადასახადებს აძვირებს. უკვე მოიმატა წყლისა და დენის ტარიფმა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ კომუნალური ტარიფები განახევრდებოდა, ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ განაცხადა, რომ "განახევრება, რა თქმა უნდა, არ გამოვა, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით, როგორც ჩანს." ახლა კი ტარიფები არათუ ნახევრდება, არამედ, პირიქით, ძვირდება კიდეც", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, როგორ ფიქრობთ, "ოცნების" მაშინდელი დაპირება კომუნალური გადასახადების შემცირებაზე წინასაარჩევნო ხრიკი იყო თუ არასწორი გათვლის შედეგად დაშვებული შეცდომა?

"როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ეს იყო წინასაარჩევნო ფუჭი დაპირება, რომლისაც, სიმართლე გითხრათ, არ დამიჯერებია. ამას ემატება ისიც, რომ არათუ არასწორად იყო გათვლილი, არამედ სრულიად უუნაროა მთავრობა, რომელმაც აიღო ქვეყანაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და ამის მაგივრად, კატასტროფული სიჩქარით წაიყვანა უკან", - აღნიშნავს კინომცოდნე ლელა ოჩიაური

"რა თქმა უნდა, არ იყო გათვლილი და გააზრებული ფასწარმოქმნის პროცესი. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ კომპანიებმა იქონიეს გავლენა ხელისუფლებაზე. ამასთან, ელექტროენერგია ძვირია, მაგრამ წყალი საჭიროებს ინვესტიციებს და გაცილებით მეტ ყურადღებას კომპანიის მხრიდან და როგორც უნდა დათვალოთ, წყალი არ არის ძვირი საქართველოში. ზოგადად, მსოფლიოში ყველგან ძალიან ძვირია წყალი და აწი უფრო მეტად გაძვირდება. იმის თქმა, რომ წყალს მიაქვს საქართველო და რატომ უნდა გადავიხადო ამდენი, ნიშნავს, რომ მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს, რომ წყალი არის რთული პროდუქტი. ეს არ არის სოფლის წყარო, არამედ არის ათობით კილომეტრიდან წამოღებული, დამუშავებული, განაწილებული და ა.შ.
ვფიქრობ, ერთნაირი მიდგომა არ უნდა იყოს, მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი ელექტროენერგიის გაძვირებისგან, ხოლო წყალთან მიმართებით, არ მგონია, რომ ჯერჯერობით კატასტროფულ ზღვარს მივადექით", - აცხადებს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე

"ეს შეცდომა კი არა, დანაშაული იყო, რამაც ჩვენი ხალხი იმდენად შეურაცხყო, რომ ვერც კი ხვდებიან და ხმასაც კი არ იღებენ. დაამონეს და მათხოვრებად აქციეს. ეს იყო დანაშაული და არა შეცდომა, "ქოცების" თვისებაა, დანაშაული ჩაიდინონ და მერე შეირჩინონ, რადგან ასეთი ხალხია. მოსულები არიან ფულის საკეთებლად, ამიტომ ეს არის დანაშაული და ვისაც "ქოცებთან" ურთიერთობა აქვს და ამართლებენ, ისინიც დამნაშავენი არიან ამ კრიმინალების ხელისუფლებაში მოყვანისთვის", - დასძენს ფერმწერი გია ბუღაძე
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2018
ქართველთმოძულე სეპარატისტთა საველე მეთაური, რომელიც ქართულ სოფლებს ატერორებდა აფხაზეთს "ენგურჰესის" დენი დეკემბერშივე აღარ ეყო ახდენს თუ არა სასამართლოზე ზეგავლენას საზოგადოებაში არსებული განწყობები?
"მთავარია, გქონდეს ფული..." - სამი კაცის დამჭრელის გამოშვების გამო საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება

სწორია თუ არა სასამართლო, როცა 3 კაცის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გამოუშვა?

ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან - ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში