პარტიები
ინტერვიუ
27 "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები"
ისტორია

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ისტორია 2007 წლის 7 ნოემბერს იწყება, იმ დროისთვის განვითარებული მოვლენების პროტესტის ნიშნად. ცნობილი ქართველი დიპლომატი ლევან მიქელაძე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგა. მისივე რჩევითა და დაჟინებული მოთხოვნით, მისი თანამოაზრეები და თანამებრძოლები, რომელთაც მაღალი დიპლომატიური თანამდებობები ეკავათ თავიანთ პოსტებზე დარჩნენ, მნიშვნელოვანი წამოწყებების დასასრულებლად. შემდგომში, სწორედ ამ პირთა და მათთან ერთად ყველასთვის ცნობილი და პატივსაცემი ადამიანების, წარმატებული იურისტების, ბიზნესმენების და ეკონომისტების ერთობა დაედო საფუძვლად ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას.

პოლიტიკური გუნდი 2009 წლის 16 თებერვალს დაფუძნდა. ირაკლი ალასანიასა და ლევან მიქელაძესთან ერთად მის შემადგენლობაში შევიდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მოკლე პერიოდში თანამდებობიდან წასული ელჩები - ვიქტორ დოლიძე და ალექსი პეტრიაშვილი, განათლების სფეროში ყველასთვის კარგად ცნობილი ნინო გოგუაძე, სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობის დიდი გამოცდილების მქონე იურისტი ზურაბ აბაშიძე, ცნობილი იურისტი და უფლებადამცველი შალვა შავგულიძე, წარმატებული ექიმი და ბიზნესმენი დიმიტრი ტვილდიანი და აფხაზეთიდან დევნილი, ჩვენს საზოგადოებაში ღირსებით და წესიერებით გამორჩეული გია ჩიქოვანი.

ოდნავ მოგვიანებით, 2009 წლის 25 თებერვალს ირაკლი ალასანიას გუნდმა პარტია „ახალ მემარჯვენეებთან“ და ”რესპუბლიკურ პარტიასთან” ერთად პოლიტიკური გაერთიანება ”ალიანსი საქართველოსთვის” შექმნა.

2009 წლის 16 ივლისს ირაკლი ალასანიას პოლიტიკურმა გუნდმა დააარსა პარტია „თავისუფალი დემოკრატები“.

2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ირაკლი ალასანია პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის“ მიერ დასახელდა და სამოქალაქო საზოგადოებამ მხარიდაუჭირა ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად. უთანასწორო წინასაარჩევნო გარემოსა და მანკიერი საარჩევნო კანონმდებლობის გამოყენებით მმართველმა პარტიამ შეინარჩუნა თბილისის მერის პოსტი. ირაკლი ალასანიამ მოიპოვა თბილისის ამომრჩეველთა 20%-ის მხარდაჭერა და საქართველოს მასშტაბით პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ადგილობრივ თვითმმართველობებში გაიყვანეს ცხრა წარმომადგენელი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2010 წლის ივნისში, „ალიანსი საქართველოსთვის“ დაიშალა და პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობა განაგრძო.

პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ 2011 წლის ოქტომბრიდან თანამშრომლობა დაიწყო ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადა და მოგვიანებით, მომდევნო წლის აპრილში შექმნა საკუთარი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 თებერვალს ექვსი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დაფუძნდა კოალიცია „ქართული ოცნება“. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან, ”რესპუბლიკურ პარტიასთან”, ”ეროვნულ ფორუმთან”, ”კონსერვატიულ პარტიასთან” და ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსთან” ერთად ხელი მოაწერეს კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციას.

2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის ერთსულოვანი ძალისხმევის შედეგად გაიმარჯვა როგორც ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე წარმოებულ ბრძოლაში. ”თავისუფალმა დემოკრატებმა” მთავრობაში მინისტრის ოთხი თანამდებობა დაიკავეს და ჩაიბარეს თავდაცვის, დიასპორის, იუსტიციის სამინისტროები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ოფისი. 2012 წლის 9 დეკემბერს პარტიამ რიგგარეშე ყრილობა ჩაატარა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი აირჩიეს. პარლამენტში შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება–თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც კოალიციის სხვა ფრაქციებთან ერთად შეადგენდა საპარლამენტო უმრავლესობას 2014 წლის 6 ნოემბრამდე.

2014 წლის 4 ნოემბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის სამინისტროსა და გენშტაბის მაღალჩინოსნების დაკავება და შეიარაღებული ძალების ექიმების წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალდებები აშკარა პოლიტიკური სარჩულის მატარებელია და წარმოადგენს შეტევას საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამავე დღეს ირაკლი ალასანია პრემიერ–მინისტრის ბრძანებით თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავსუფლდა, რის შემდეგაც საკუთარი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ კი კოალიციური უმრავლესობიდან გამოვიდა.

2014 წლის 8 ნოემბერს პარტიის ყრილობა ჩატარდა, სადაც ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარედ მეორედ ირაკლი ალასანია აირჩიეს. პარტია თავის დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებს როგორც ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე უცხოეთში; საქართველოს პარლამენტში მას ”თავისუფალი დემოკრატების” ოპოზიციური ფრაქცია წარმოადგენს.

”თავისუფალი დემოკრატები” თანამშრომლობენ ყველა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, ყველა პიროვნებასთან, რომელიც გულწრფელად იზიარებს ”თავისუფალი დემოკრატების” ღირებულებებს, პოლიტიკურ მიზნებს და მათი განხორციელების თუ მიღწევის მეთოდებს, რომელთა მთავარი განმსაზღვრელიც და კრიტერიუმიც არის ადამიანი, მისი თავისუფლება, ღირსება და თანასწორობა.
ვრცლად ...
სტატიები არ მოიძებნა.
მეტი გაიგეთ
23:48 / 24-06-2018
თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ქვეყანაში მიმდინარე ვადამდელ არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
23:23 / 24-06-2018
პარლამენტმა შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
22:47 / 24-06-2018
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში საგანგებო, არაფორმალურ შეხვედრაზე იკრიბებიან, რომლის მიზანიცაა მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
21:00 / 24-06-2018
კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.