არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
17:55 07-01-2016
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, მაგრამ ამ დროისთვის კვლავ ნარჩუნდება გარკვეული სახის შეზღუდვები .
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი: არაგვისპირი-გუდაური–ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-გუდაურისა და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გორის გვირაბი რამდენიმე საათით დაიხურება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორის გვირაბი რამდენიმე საათით დაიხურება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით,
ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით შეიცვლება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მოძრაობის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები გემების ინსპექტირებას სამხრე კამერების მეშვეობით განახორციელებენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურის
მამუკა ბახტაძემ ბათუმში "სამეწარმეო მარკეტი" დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის ცენტრალურ მოედანზე პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარების მიერ დამზადებული
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ბათუმში ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებს შეხვდებიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ქალაქ ბათუმში, ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებს შეხვდებიან.
1-ელი მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემებით, ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო
1-ელი მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო. აღნიშნულის შესახებ
ბათუმში მაშველმა მცირეწლოვანი ძმები დახრჩობას გადაარჩინა
ბათუმში მაშველმა 6 წლის იგორი და 9 წლის ფიოდორი დახრჩობას გადაარჩინა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველმა მამუკა
სოფელ მეორე სვირის საზოგადოებრივ ცენტრში, ქალთა უფლებების შესახებ ტრენინგი გაიმართა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის საზოგადოებრივ ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია – ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ორ ახალგაზრდას პოლონეთში ბიზნეს კვირეულში მონაწილეობის მისაღებად გააგზავნის
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ორ ახალგაზრდას პოლონეთში ბიზნეს კვირეულში მონაწილეობის მისაღებად მიავლენს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში დათა გულუას სახელობის პოეზიის კონკურსის დასკვნითი საღამო გაიმართა
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით, ზუგდიდის