არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
23-11-2017
აჭარის მთავრობა - ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება
23:56 22-01-2016
აჭარის მთავრობა - ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებით, ბათუმის ბულვარი 2016 წლის ტურისტულ სეზონს სამი განახლებული ხეივნით შეხვდება , - ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ინფორმაციით, აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი ბათუმის ზღვისპირა ბულვარის სამი ხეივნის შენარჩუნების შესახებ და მიიღო ბათუმელებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
აჭარის მთავრობის განცხადებით, "არჩილ ხაბაძე უშუალოდ იყო დაინტერესებული გამოძებნილიყო საზოგადოებისათვის მისაღები გადაწყვეტილება, ამის შესახებ მან სხვადასხვა ინტერვიუში თუ საზოგადოებრივ ჯგუფებთან შეხვედრისას არაერთხელ განაცხადა".
"22 იანვარს აჭარის მთავრობაში გაიმართა მორიგი შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, სადაც დეტალურად განიხილეს სამომავლო ნაბიჯები სამი ხეივნის შენარჩუნებისთვის. ამგვარი გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის გზით ქმედითი ნაბიჯი გადადგა ბათუმისა და ბათუმელების ინტერესების დასაცავად", - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
"მინდა მივულოცო ყველას - ბათუმელებს, მთელ საქართველოს, რომ ასეთი რამ მოხდა... ეს არაჩვეულებრივი მაგალითიცაა და გაკვეთილიც საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მთავრობისთვის, რომ მსგავსი დემოკრატიული პროცესი შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში... რომ საზოგადოების მიერ გამოთქმულ აზრს აქვს ძალა...", - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა რაულ ფატლაძემ.
პრესსამსახურის განცხადებით, ბულვარის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის კუთხით მთავრობის მხრიდან კეთილი ნება გამოხატულია, რაც გულისხმობს ამ პროცესში შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართვასა და გამჭვირვალობას.
აჭარის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ მომდევნო დღეებში გაგრძელდება ბულვარში მიმდინარე სამუშაოების სამართლებრივი, ტექნიკური და დოკუმენტური საკითხების შეთანხმება, რაშიც ჩართული არიან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები. აღნიშნული პროცედურები უახლოეს დღეებში დასრულდება. "აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე არხებისა და სასეირნო ბილიკების ახალი ფილებით მოწყობა სამივე ალეაზე იქნება გათვალისწინებული.ბათუმის ზღვისპირა ბულვარი 2016 წლის ტურისტულ სეზონს სამი განახლებულიხეივნით შეხვდება", - ნათქვამია პრესრელიზში.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭადრაკში ევროპის ონლაინ ჩემპიონატი მიმდინარეობს
ამ წუთებში ჭადრაკში ევროპის ონლაინ ჩემპიონატი მიმდინარეობს. მასში ფოთელი მოჭადრაკეები მონაწილეობენ. კონტინენტის ონლაინ ჩემპიონატი
ადგილობრივები ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ნაგავსაყრელის გამო პროტესტს გამოთქვამენ
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ნაგავსაყრელის გამო ადგილობრივები პროტესტს გამოთქვამენ. მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე
ადგილობრივები თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილებს შორის პანკისელების არსებობას გამორიცხავენ
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილებს შორის პანკისელების არსებობას გამორიცხავენ პანკისის ხეობაში.
ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს ჟაკ მალარის, კაპიტნის თანაშემწეს
ბათუმში დღეს საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი ,,გეპრატი“ შემოვიდა
ბათუმში დღეს, თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური
25 ნოემბრის ჩათვლით ზუგდიდში თოვლჭყაპია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 25 ნოემბრის ჩათვლით თოვლჭყაპი გაგრძელდება და ჰაერის
პანკისის უხუცესთა კავშირის თავჯდომარე - სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ პროცესში ხეობაში მცხოვრები ჩეჩნების მონაწილეობა გამორიცხულია
თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ პროცესში პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნების მონაწილეობა გამორიცხულია,
პარლამენტის არჩევნებში აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის არჩევნებში, აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - ამ უბანზე ხმა სულ 382 ამომრჩეველმა მისცა და 400 ბიულეტენი როგორ ჩაყარეს
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იაკობ ასანიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაცია, რომ 86-ე უბანზე 400 ბიულეტენი
ხაშურში 61,55 %-ით „თოფაძე - მრეწველების“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა, 38,45% მიიღო „ქართული ოცნებიდან“ ვალერი გელაშვილმა
ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა.