არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3913
EUR
1 EUR
2.8107
RUB
100 RUB
4.0489
23-08-2017
დიდთოვლობასთან დაკავშირებით გზებზე არსებული რეჟიმის შესახებ გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
20:59 24-01-2016
დიდთოვლობასთან დაკავშირებით გზებზე არსებული რეჟიმის შესახებ გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ 36-კმ 58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, თბილისის შემოსავლელი გზის კმ12-კმ27 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, აღნიშნული გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის მიერ გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ182 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ100-კმ182 (ლახამურა-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ძლიერმა წვიმამ და ქარმა ურეკში ხეები მოგლიჯა და ელექტროსადენები დააზიანა
ძლიერმა წვიმამ და ქარმა დაბაში ურეკში ხეები მოგლიჯა და ელექტროსადენები დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის გამგეობა ავრცელებს.
გურიაში ძლიერი ქარი და წვიმა იყო
გურიაში ძლიერი ქარი და წვიმა იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „ინტერპრენსიუსს“ განუცხადეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მობილიზებულები არიან,
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე კვლავ რჩებიან მეხანძრე-მაშველები,
ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ჩავიდა
უკვე რამდენიმე საათია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.
ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში ბორჯომის ხეობიდან ვერტმფრენები ატენის ხეობაში გადანაწილდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, თუ საჭირო გახდა, ბორჯომის ხეობიდან ვერტმფრენები ატენის ხეობაში გადანაწილდება.
ჟინვალში ცეცხლი ლოკალიზებულია
დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში მეხანძრე-მაშველები ხანძრის ცალკეულ კერებს ამუშავებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ
ატენის ხეობაში ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურთან ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ატენის ხეობაში მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაიგზავნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაიგზავნა. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო შტაბის ინფორმაციაში.
ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას აფასებს
ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას აფასებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
შს მინისტრის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ღამე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ღამე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, ვინაიდან ქარი ჩადგა. ამის შესახებ შს მინისტრმა