არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4808
EUR
1 EUR
2.9546
RUB
100 RUB
4.2708
22-09-2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული რეჟიმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21:03 25-01-2016
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული რეჟიმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ დროისათვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
კერძოდ, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ზვავსაშიშროების რეჟიმი დაწესებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე).
არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
მლეთა-გუდაური(ფოსტა) მონაკვეთზე დაწესებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების მოთხოვნის რეჟიმი.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე (გარდა იმ მონაკვეთისა, სადაც ზვავსაშიშროებაა) თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენ გზებზე არსებული რეჟიმებია: რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ნამქერები და ლიპყინული) გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ24-კმ25 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ93-კმ160 მონაკვეთზე (ჩალაუბანი-აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარისა და ნამქერების) გამო, თბილისის შემოსავლელი გზის კმ14-კმ31 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვისა და ლიპყინულის გამო, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ65–კმ119 (ჩოლოქის ხიდი-სარფი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ 36-კმ 58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის მიერ გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ182 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ100-კმ182 (ლახამურა-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94-კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წაღვერში წიწვოვანი ტყე იწვის
წაღვერში, ხანძრის შედეგად წიწვოვანი ტყე იწვის. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.  როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ს საგანგებო სიტუაციათა
გეგმური სამუშაოების გამო, ”ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ”ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
წაღვერში ხანძარია
წაღვერში ხანძარია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან
ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძეს შეხვდნენ
უთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რუსთავის მერის
ზუგდიდის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, იატაკი ისევ ჩამოინგრა
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, მეორე და მესამე სართულებს შორის იატაკი ისევ ჩამოინგრა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავის მოსახლეობა სასმელი წყლის მოთხოვნით აქციას მართავს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივების თქმით, უკვე ორ თვეზე მეტია სამასამდე ოჯახს
სოფელ ყვიბისში საყრდენი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ყვიბისში საყრდენი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს
სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი
,,პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის მერობის კანდიდატი - გონივრული ეჭვი მაქვს, რომ საკრებულოს წევრის მალხაზ ბუკიას დაკავება ჩემს პიარკამპანიას უკავშირდება
მალხაზ ბუკია არის ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და უშიშარი ჩემი გუნდის წევრი. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს ფაქტი ჩემს პიარკამპანიას უკავშირდება,
თუშეთში, სოფელ გირევის მიმდებარედ ხანძრის მცირე კერებია
თუშეთში, სოფელ გირევის მიმდებარედ მცირე მხჩოლავი კერებია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოში განუცხადეს.